საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2023 წლის ცხელი ივნისი და მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე - ევროპის 13 ქვეყანაში დენგეს ცხელებისა და ჩიკუნგუნიას ვირუსის გადამტანი კოღოები გაჩნდა
2023 წლის ცხელი ივნისი და მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე - ევროპის 13 ქვეყანაში დენგეს ცხელებისა და ჩიკუნგუნიას ვირუსის გადამტანი კოღოები გაჩნდა

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პროგ­ნო­ზი, რომ ზა­ფხუ­ლის სი­ცხე­ე­ბი პიკს ივ­ლის­ში მი­აღ­წევ­და, ნა­წი­ლობ­რივ გა­მარ­თლდა: ზა­ფხუ­ლი ნამ­დვი­ლად ცხე­ლია, თუმ­ცა სი­ცხემ მსოფ­ლიო რე­კორ­დი ჯერ კი­დევ ივ­ნის­ში მოხ­სნა.

თბი­ლი ზამ­თრი­სა და მშრა­ლი გა­ზა­ფხუ­ლის შემ­დეგ, შვე­ბა არც ზა­ფხულს მო­უ­ტა­ნია. ტრა­დი­ცი­უ­ლად, სი­ცხე, ხან­ძრე­ბი და გვალ­ვა ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­ში ზა­ფხუ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში იწყე­ბა, მაგ­რამ წელს ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად არის.

ივ­ნი­სი საკ­მა­ოდ ცხე­ლი აღ­მოჩ­ნდა ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კა­სა და აზი­ა­ში. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2023 წლის ზა­ფხუ­ლი ჯერ მხო­ლოდ ახლა და­ი­წყო, არის დიდი ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ ის ბოლო წლე­ბის ყვე­ლა­ზე ცხე­ლი ზა­ფხუ­ლის წო­დე­ბას მო­ი­პო­ვებს.

ევ­რო­პის 13 ქვე­ყა­ნა­ში, დენ­გეს ცხე­ლე­ბი­სა და ჩი­კუნ­გუ­ნი­ას ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი კო­ღო­ე­ბი გაჩ­ნდა. ევ­რო­კავ­ში­რის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ბოლო კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ათი წლის წინ ასე­თი მხო­ლოდ 8 ქვე­ყა­ნა იყო.

მეც­ნი­ე­რე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ცხე­ლი ამინ­დე­ბი ამ მწე­რებს სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბებს უქ­მნის, ამი­ტომ სიფრ­თხი­ლე გან­სა­კუთ­რე­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

პრობ­ლე­მა მწვა­ვეა. ამი­ტომ თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა შე­თან­ხმდა ატ­მოს­ფე­რო­ში სით­ბუ­რი ემი­სი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე.

პლა­ნე­ტა­ზე სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 1,2 გრა­დუ­სით მა­ღა­ლია, მაგ­რამ პრობ­ლე­მა მხო­ლოდ ხმე­ლეთ­ზე არ არის - ორი­ვე პო­ლუს­ზე ყი­ნუ­ლის სა­ფა­რი დნე­ბა. ივ­ნის­ში ოკე­ა­ნე­ე­ბის ზე­და­პი­რი 0,2 გრა­დუ­სით თბი­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წე­ლი­წა­დის ამ დროს სხვა წლებ­ში.

  • კა­ნა­დის ხან­ძრე­ბი, პე­კი­ნის სი­ცხე და ევ­რო­პუ­ლი გვალ­ვა

დიდი ალ­ბა­თო­ბით, 2023 წლის ივ­ნი­სი ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­როს ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტის მა­ცხოვ­რე­ბელს და­ა­მახ­სოვ­რდე­ბა.

ყო­ველ­წლი­უ­რად კა­ნა­და სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბის ჯაჭვს აწყდე­ბა, რაც გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გა­სულ წელს კა­ნა­დის პრო­ვინ­ცია ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბია და­იტ­ბო­რა და ქა­რიშ­ხალ­მა გა­და­უ­ა­რა. მა­ნამ­დე ერთი წლით ადრე კი, რე­კორ­დულ­მა სი­ცხემ ასო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა.

არც ეს წე­ლია გა­მო­ნაკ­ლი­სი: კა­ნა­და­ში ტყის ხან­ძრე­ბის "სე­ზო­ნი“ უკვე და­ი­წყო, თა­ნაც დიდი ალ­ბა­თო­ბით, ყვე­ლა­ზე უა­რე­სი "სე­ზო­ნი“.

კა­ნა­დის ხან­ძრის კვამლმა მე­ზო­ბე­ლი აშშ-ის შტა­ტე­ბიც მო­იც­ვა და ევ­რო­პამ­დეც კი მი­აღ­წია.

ნიუ-იორ­კი კვამლში, 2023 წლის 7 ივ­ნი­სი

მექ­სი­კა­ში საქ­მე კი­დევ უფრო უა­რე­სა­დაა. იქ მსხვერ­პლთა რა­ო­დე­ნო­ბამ 100-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. აპ­რი­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა სი­ცხის მე­სა­მე ტალ­ღას ებ­რძვის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე აფრ­თხი­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ მე­ო­თხე ტალ­ღა უკვე გზა­შია.

გვალ­ვაა ეს­პა­ნე­თის სამ­ხრეთ­ში, ხოლო სე­ვი­ლი­ა­სა და კორ­დო­ბა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა ივ­ნი­სის ბო­ლოს + 44 გრა­დუ­სამ­დე გა­ი­ზარ­და.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში წლე­ვან­დე­ლი ივ­ნი­სი ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ცხე­ლი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 32 გრა­დუს­ზე ზე­მოთ ტემ­პე­რა­ტუ­რა არ ასუ­ლა, ღა­მე­ე­ბი ისე­თი თბი­ლი იყო, რომ 2023 წლის ივ­ნის­მა 1940 და 1976 წლე­ბის რე­კორ­დე­ბი მოხ­სნა.

გერ­მა­ნი­ა­ში მთა­ვარ­მა მდი­ნა­რე რა­ინ­მა ვა­და­ზე ადრე და­ი­წყო გაშ­რო­ბა.

აზი­ა­ში მი­ლი­არ­დო­ბით ადა­მი­ა­ნი იტან­ჯე­ბა სი­ცხის­გან:

ჩი­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქი პე­კი­ნი 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფა­რუ­ლი იყო სი­ცხის მძლავ­რი ტალ­ღით, რა დრო­საც 40 გრა­დუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რა ზე­დი­ზედ სამი დღე გაგ­რძელ­და, პირ­ვე­ლად 1951 წლის შემ­დეგ.

ინ­დო­ეთ­ში კი­დევ უფრო თბი­ლა. ჩრდი­ლო­ე­თით და აღ­მო­სავ­ლე­თით ივ­ნის­ში თერ­მო­მეტ­რი 46 გრა­დუსს მი­უ­ახ­ლოვ­და.

ივ­ნის­ში ასო­ბით ათა­სი მუს­ლი­მი მი­ვი­და სა­უ­დის არა­ბე­თის წმინ­და ად­გი­ლებ­ზე, სა­დაც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 48 გრა­დუს­ზე მეტი იყო ტემ­პე­რა­ტუ­რა, რა დრო­საც 2000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ზა­რალ­და სი­ცხის­გან და სულ მცი­რე, 230 და­ი­ღუ­პა.

  • რა ღირს დათ­ბო­ბა?

მხო­ლოდ გა­სულ წელს კლი­მა­ტუ­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი ევ­რო­პას 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და 16 000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე და­უჯ­და.

კა­ნა­და პროგ­ნო­ზი­რებს, რომ 2030 წლის­თვის, მისი სტი­ქი­უ­რი ზა­რა­ლი, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბით გაძ­ლი­ერ­დე­ბა, წე­ლი­წად­ში 11 მი­ლი­არდ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს.

გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად, მსოფ­ლიო ცდი­ლობს გა­და­ვი­დეს ახალ ენერ­გი­ა­ზე და თან­და­თან უარი თქვას წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვის დაწ­ვა­ზე. ეს მო­ი­თხოვს ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას მზის და ქა­რის ელექტრო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში, ელექტროტ­რან­სპორ­ტსა და ელექტრო ქსე­ლის გა­ნახ­ლე­ბა­ში.

ყვე­ლა ეს ხარ­ჯი შე­უ­სა­ბა­მოა გლო­ბა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი და სა­სურ­სა­თო კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში, რაც დიდ­წი­ლად გა­მოწ­ვე­უ­ლია რუ­სე­თის ომით უკ­რა­ი­ნა­ში.

თუ ელ-ნი­ნიო შე­მოდ­გო­მა­ზე მოვა და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წადს გას­ტანს, კლი­მა­ტის კრი­ზი­სი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა.

ცნო­ბის­თვის: რა არის ელ-ნი­ნიო?

ანო­მა­ლი­უ­რი და გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნა; თბი­ლი სე­ზო­ნუ­რი ზე­და­პი­რუ­ლი დი­ნე­ბა წყნა­რი ოკე­ა­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში. ჩნდე­ბა სამ ან შვიდ წე­ლი­წად­ში ერთხელ ცივი დი­ნე­ბის გაქ­რო­ბის შემ­დეგ და გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლია არა­ნაკ­ლებ ერთი წელი. ჩვე­უ­ლებ­რივ, ისა­ხე­ბა დე­კემ­ბერ­ში, ემ­თხვე­ვა სა­შო­ბაო დღე­სას­წა­უ­ლებს, სა­ი­და­ნაც მო­დის სა­ხელ­წო­დე­ბა "ელ-ნი­ნიო“, რაც თარ­გმან­ში აღ­ნიშ­ნავს „ბავ­შვს“, სა­დაც იგუ­ლის­ხმე­ბა იესო ქრის­ტე.

1982-83 და 1997-98 წლებ­ში ელ -ნი­ნი­ომ მსოფ­ლიო კე­თილ­დღე­ო­ბა სულ მცი­რე ხუთი წლით შე­ა­ნე­ლა.

მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კას ის 5,7 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უჯ­და და და­ახ­ლო­ე­ბით 23 000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა.

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
1

რა ცხელი აღმოჩნდა, რეებს იგონებთ საბანი მაფარია ისევ ღამე, ყოველდღე ქარი და წვიმაა, ხვალიდან გამოდის მზე და დათბება როგორც იქნა

ალბათ
10

უკრაინის ომი სრულდება და ახალი ბიოლოგიური იარაღი გამოაგორეს დედამიწის მოსახლეობის შესამცირებლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

2023 წლის ცხელი ივნისი და მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე - ევროპის 13 ქვეყანაში დენგეს ცხელებისა და ჩიკუნგუნიას ვირუსის გადამტანი კოღოები გაჩნდა

2023 წლის ცხელი ივნისი და მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე - ევროპის 13 ქვეყანაში დენგეს ცხელებისა და ჩიკუნგუნიას ვირუსის გადამტანი კოღოები გაჩნდა

სპეციალისტების პროგნოზი, რომ ზაფხულის სიცხეები პიკს ივლისში მიაღწევდა, ნაწილობრივ გამართლდა: ზაფხული ნამდვილად ცხელია, თუმცა სიცხემ მსოფლიო რეკორდი ჯერ კიდევ ივნისში მოხსნა.

თბილი ზამთრისა და მშრალი გაზაფხულის შემდეგ, შვება არც ზაფხულს მოუტანია. ტრადიციულად, სიცხე, ხანძრები და გვალვა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მეორე ნახევარში იწყება, მაგრამ წელს ყველაფერი სხვაგვარად არის.

ივნისი საკმაოდ ცხელი აღმოჩნდა ევროპაში, ამერიკასა და აზიაში. და მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ზაფხული ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ ის ბოლო წლების ყველაზე ცხელი ზაფხულის წოდებას მოიპოვებს.

ევროპის 13 ქვეყანაში, დენგეს ცხელებისა და ჩიკუნგუნიას ვირუსის მატარებელი კოღოები გაჩნდა. ევროკავშირის ინფექციური დაავადებების პრევენციის ცენტრის ბოლო კვლევის მიხედვით, ათი წლის წინ ასეთი მხოლოდ 8 ქვეყანა იყო.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ცხელი ამინდები ამ მწერებს სასათბურე პირობებს უქმნის, ამიტომ სიფრთხილე განსაკუთრებით აუცილებელია.

პრობლემა მწვავეა. ამიტომ თითქმის ყველა ქვეყანა შეთანხმდა ატმოსფეროში სითბური ემისიების შემცირებაზე.

პლანეტაზე საშუალო წლიური ტემპერატურა 1,2 გრადუსით მაღალია, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ხმელეთზე არ არის - ორივე პოლუსზე ყინულის საფარი დნება. ივნისში ოკეანეების ზედაპირი 0,2 გრადუსით თბილი აღმოჩნდა, ვიდრე წელიწადის ამ დროს სხვა წლებში.

  • კანადის ხანძრები, პეკინის სიცხე და ევროპული გვალვა

დიდი ალბათობით, 2023 წლის ივნისი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველა კონტინენტის მაცხოვრებელს დაამახსოვრდება.

ყოველწლიურად კანადა სტიქიური უბედურებების ჯაჭვს აწყდება, რაც გლობალურ დათბობასთან არის დაკავშირებული. გასულ წელს კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბია დაიტბორა და ქარიშხალმა გადაუარა. მანამდე ერთი წლით ადრე კი, რეკორდულმა სიცხემ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

არც ეს წელია გამონაკლისი: კანადაში ტყის ხანძრების "სეზონი“ უკვე დაიწყო, თანაც დიდი ალბათობით, ყველაზე უარესი "სეზონი“.

კანადის ხანძრის კვამლმა მეზობელი აშშ-ის შტატებიც მოიცვა და ევროპამდეც კი მიაღწია.

ნიუ-იორკი კვამლში, 2023 წლის 7 ივნისი

მექსიკაში საქმე კიდევ უფრო უარესადაა. იქ მსხვერპლთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. აპრილიდან მოყოლებული ქვეყანა სიცხის მესამე ტალღას ებრძვის და ხელისუფლება უკვე აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მეოთხე ტალღა უკვე გზაშია.

გვალვაა ესპანეთის სამხრეთში, ხოლო სევილიასა და კორდობაში ტემპერატურა ივნისის ბოლოს + 44 გრადუსამდე გაიზარდა.

დიდ ბრიტანეთში წლევანდელი ივნისი ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 32 გრადუსზე ზემოთ ტემპერატურა არ ასულა, ღამეები ისეთი თბილი იყო, რომ 2023 წლის ივნისმა 1940 და 1976 წლების რეკორდები მოხსნა.

გერმანიაში მთავარმა მდინარე რაინმა ვადაზე ადრე დაიწყო გაშრობა.

აზიაში მილიარდობით ადამიანი იტანჯება სიცხისგან:

ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 10 დღის განმავლობაში დაფარული იყო სიცხის მძლავრი ტალღით, რა დროსაც 40 გრადუსი ტემპერატურა ზედიზედ სამი დღე გაგრძელდა, პირველად 1951 წლის შემდეგ.

ინდოეთში კიდევ უფრო თბილა. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ივნისში თერმომეტრი 46 გრადუსს მიუახლოვდა.

ივნისში ასობით ათასი მუსლიმი მივიდა საუდის არაბეთის წმინდა ადგილებზე, სადაც დღის განმავლობაში 48 გრადუსზე მეტი იყო ტემპერატურა, რა დროსაც 2000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა სიცხისგან და სულ მცირე, 230 დაიღუპა.

  • რა ღირს დათბობა?

მხოლოდ გასულ წელს კლიმატური კატაკლიზმები ევროპას 2 მილიარდი დოლარი და 16 000 ადამიანის სიცოცხლე დაუჯდა.

კანადა პროგნოზირებს, რომ 2030 წლისთვის, მისი სტიქიური ზარალი, რომელიც გლობალური დათბობით გაძლიერდება, წელიწადში 11 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მსოფლიო ცდილობს გადავიდეს ახალ ენერგიაზე და თანდათან უარი თქვას წიაღისეული საწვავის დაწვაზე. ეს მოითხოვს ტრილიონი დოლარის ინვესტიციას მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში, ელექტროტრანსპორტსა და ელექტრო ქსელის განახლებაში.

ყველა ეს ხარჯი შეუსაბამოა გლობალური ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისის პირობებში, რაც დიდწილად გამოწვეულია რუსეთის ომით უკრაინაში.

თუ ელ-ნინიო შემოდგომაზე მოვა და რამდენიმე წელიწადს გასტანს, კლიმატის კრიზისი გარდაუვალი იქნება.

ცნობისთვის: რა არის ელ-ნინიო?

ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა; თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და გაბატონებულია არანაკლებ ერთი წელი. ჩვეულებრივ, ისახება დეკემბერში, ემთხვევა საშობაო დღესასწაულებს, საიდანაც მოდის სახელწოდება "ელ-ნინიო“, რაც თარგმანში აღნიშნავს „ბავშვს“, სადაც იგულისხმება იესო ქრისტე.

1982-83 და 1997-98 წლებში ელ -ნინიომ მსოფლიო კეთილდღეობა სულ მცირე ხუთი წლით შეანელა.

მსოფლიო ეკონომიკას ის 5,7 ტრილიონი დოლარი დაუჯდა და დაახლოებით 23 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი