სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა ეს კანიბალიზმის უძველესი შემთხვევა იყოს" - აღმოჩენა კენიაში: რა დაადგინეს მეცნიერებმა 1,45 მილიონი წლის წვივის ძვალზე ნაპოვნი დაზიანებებით?
"შესაძლოა ეს კანიბალიზმის უძველესი შემთხვევა იყოს" - აღმოჩენა კენიაში: რა დაადგინეს მეცნიერებმა 1,45 მილიონი წლის წვივის ძვალზე ნაპოვნი დაზიანებებით?

ბოლო აღ­მო­ჩე­ნა კე­ნი­ის მუ­ზე­უმ­ში - ადრე შე­უმ­ჩნე­ვე­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი 1,45 მი­ლი­ო­ნი წლის წვი­ვის ძვალ­ზე, შე­საძ­ლოა, კა­ნი­ბა­ლიზ­მის უძ­ვე­ლე­სი შემ­თხვე­ვა იყოს.

"ჩვენ უბ­რა­ლოდ ვი­ცით, რომ ძვალს რა­ღაც ინ­სტრუ­მენ­ტით ხორ­ცი მო­აჭ­რეს" - ამ­ბობს პა­ლე­ო­ან­თრო­პო­ლო­გი ბრი­ა­ნა პო­ბი­ნე­რი სმიტ­სო­ნის ბუ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­დან, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის დი­ე­ტის ევო­ლუ­ცი­ას სწავ­ლობს.

"ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლე­ბი მარ­გი­ნა­ლურ გა­რე­მო­ში ცხოვ­რობ­დნენ, სა­დაც საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტი იყო" - აღ­ნიშ­ნავს პო­ბი­ნე­რი.

"ჩვენ ნამ­დვი­ლად ვერ ვხე­დავთ აგ­რე­სი­ის ან რი­ტუ­ა­ლე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. ისი­ნი უბ­რა­ლოდ ჭამ­დნენ ადა­მი­ა­ნებს, რად­გან მათ საკ­ვე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ.“ მი­სი­ვე თქმით, კა­ნი­ბა­ლიზ­მმა რი­ტუ­ა­ლუ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბი 100 000 წლის წინ შე­ი­ძი­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 1300-ზე მეტი სა­ხე­ო­ბა, ზო­გი­ერ­თი პრი­მა­ტის ჩათ­ვლით, კა­ნი­ბა­ლის­ტუ­რია, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს თემა ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლია. სამ­ხრეთ აფ­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი თა­ვის ქალა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა 1,5-დან 2,6 მი­ლი­ო­ნი წლის არის, ამის კი­დევ ერთი დას­ტუ­რია.

ნა­მარ­ხი ცნო­ბილ­მა ან­თრო­პო­ლოგ­მა, მერი ლი­კიმ 1970 წელს, კე­ნი­ის ტურ­კა­ნის რე­გი­ონ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. იგი უძ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ძვლებ­ზე ცხო­ვე­ლის ნაკ­ბე­ნის კვალს ეძებ­და, რათა გა­ე­გო, თუ რო­მე­ლი მტა­ცებ­ლე­ბი ნა­დი­რობ­დნენ მათ­ზე.

კა­ცობ­რი­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან ამის კი­დევ ბევ­რი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს. აღ­მო­ჩე­ნილ სა­მარ­ხებ­ში მეც­ნი­ე­რე­ბი კა­ნი­ბა­ლიზ­მის კვალს ხში­რად პო­უ­ლო­ბენ. ეს შემ­თხვე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რი იყო ნე­ან­დერ­ტა­ლე­ლებ­სა და ჰომო სა­პი­ენსში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაააა????
18

და მერე რა??? რას მოგვცემს ჩვენ, თანამედროვე საზოგადოებას მაგ კვლევის შეგეგები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"შესაძლოა ეს კანიბალიზმის უძველესი შემთხვევა იყოს" - აღმოჩენა კენიაში: რა დაადგინეს მეცნიერებმა 1,45 მილიონი წლის წვივის ძვალზე ნაპოვნი დაზიანებებით?

"შესაძლოა ეს კანიბალიზმის უძველესი შემთხვევა იყოს" - აღმოჩენა კენიაში: რა დაადგინეს მეცნიერებმა 1,45 მილიონი წლის წვივის ძვალზე ნაპოვნი დაზიანებებით?

ბოლო აღმოჩენა კენიის მუზეუმში - ადრე შეუმჩნეველი ჭრილობები 1,45 მილიონი წლის წვივის ძვალზე, შესაძლოა, კანიბალიზმის უძველესი შემთხვევა იყოს.

"ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ ძვალს რაღაც ინსტრუმენტით ხორცი მოაჭრეს" - ამბობს პალეოანთროპოლოგი ბრიანა პობინერი სმიტსონის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმიდან, რომელიც ადამიანის დიეტის ევოლუციას სწავლობს.

"ნეანდერტალელები მარგინალურ გარემოში ცხოვრობდნენ, სადაც საკვების დეფიციტი იყო" - აღნიშნავს პობინერი.

"ჩვენ ნამდვილად ვერ ვხედავთ აგრესიის ან რიტუალების მტკიცებულებებს. ისინი უბრალოდ ჭამდნენ ადამიანებს, რადგან მათ საკვებად მიიჩნევდნენ.“ მისივე თქმით, კანიბალიზმმა რიტუალური კომპონენტები 100 000 წლის წინ შეიძინა.

მიუხედავად იმისა, რომ 1300-ზე მეტი სახეობა, ზოგიერთი პრიმატის ჩათვლით, კანიბალისტურია, თანამედროვე საზოგადოებაში ეს თემა ტაბუდადებულია. სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე აღმოჩენილი თავის ქალა, რომელიც შეიძლება 1,5-დან 2,6 მილიონი წლის არის, ამის კიდევ ერთი დასტურია.

ნამარხი ცნობილმა ანთროპოლოგმა, მერი ლიკიმ 1970 წელს, კენიის ტურკანის რეგიონში აღმოაჩინა. იგი უძველესი ადამიანების ძვლებზე ცხოველის ნაკბენის კვალს ეძებდა, რათა გაეგო, თუ რომელი მტაცებლები ნადირობდნენ მათზე.

კაცობრიობის განვითარების ადრეული პერიოდიდან ამის კიდევ ბევრი მაგალითი არსებობს. აღმოჩენილ სამარხებში მეცნიერები კანიბალიზმის კვალს ხშირად პოულობენ. ეს შემთხვევა განსაკუთრებით ხშირი იყო ნეანდერტალელებსა და ჰომო საპიენსში.