მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული ბანკის 28 წლის ვიცე-პრეზიდენტი იმ სახლის ფანჯრების ქვეშ ნახეს გარდაცვლილი, სადაც ცხოვრობდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?
რუსული ბანკის 28 წლის ვიცე-პრეზიდენტი იმ სახლის ფანჯრების ქვეშ ნახეს გარდაცვლილი, სადაც ცხოვრობდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

გა­სულ კვი­რას მოს­კოვ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დღემ­დე აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა. Loko-Bank-ის 28 წლის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი კრის­ტი­ნა ბა­ი­კო­ვა სი­მაღ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­დი­ა­ში ბა­ი­კო­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 29 ივ­ნისს გავ­რცელ­და, ტრა­გე­დია კი - 23-ში მოხ­და. პო­ლი­ცია თით­ქმის ერთი კვი­რა იძი­ებს ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბას, რო­მე­ლიც ტოპ მე­ნე­ჯე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს და­ად­გენ­და. საქ­მე­ზე და­ი­კი­თხნენ თვითმხილ­ვე­ლე­ბი, საქ­მის მოწ­მე­ე­ბი და კრის­ტი­ნას ახ­ლობ­ლე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე მო­ა­ხერ­ხეს სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს მომ­ხდა­რის ზო­გა­დი სუ­რა­თის აღ­დგე­ნა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, 23 ივ­ნისს კრის­ტი­ნამ მისი ახა­ლი მე­გო­ბა­რი ბიჭი, სა­ხე­ლად ან­დრეი სტუმ­რად მი­იწ­ვია - ისი­ნი ბოლო სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს და კაც­მა კრის­ტი­ნა სულ მე­სა­მედ ნახა. სახ­ლში მათ გარ­და ქა­ლის მე­გობ­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ კლუბ­ში წა­ვიდ­ნენ, კრის­ტი­ნა და ან­დრეი კი შინ დარ­ჩნენ.

მა­მა­კა­ცის ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ცოტა ხან­ში კრის­ტი­ნა სხვა ოთახ­ში გა­ვი­და და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ან­დრე­იმ იფიქ­რა, რომ ჩა­ე­ძი­ნა, მაგ­რამ ქალი ოთახ­ში ატი­რე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და. მისი თქმით, ის კა­ცის ფე­ხებ­თან და­ე­ცა და ყვი­რი­ლი და­ი­წყო. შემ­დეგ ნელი ნა­ბი­ჯით წა­ვი­და აივ­ნის­კენ და ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ბა­რის­კენ მი­დი­ო­და, კრის­ტი­ნა აი­ვან­ზე გა­ვი­და და ვიწ­რო მე­სერ­ზე დად­გა.

კა­ცის მტკი­ცე­ბით, ის ცდი­ლობ­და ქალი და­ე­ყო­ლი­ე­ბი­ნა, რომ ოთახ­ში დაბ­რუნ­დე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ კრის­ტი­ნა უარ­ზე იყო. პრო­ცე­სი და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთი გრძელ­დე­ბო­და, რა დრო­საც კაცი ტე­ლე­ფო­ნით ვი­დე­ოს იღებ­და. ის კრის­ტი­ნას ოთახ­ში შე­მოყ­ვა­ნას ცდი­ლობ­და, რა დრო­საც ყვი­რი­ლი­სა და და­ცე­მის სა­ში­ნე­ლი ხმა გა­ი­გო­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ქალი ჰორ­მო­ნა­ლურ პრე­პა­რა­ტებს იღებ­და და მისი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო. ახლა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ გა­არ­კვი­ონ, სა­ი­დან ჰქონ­და ქალს წა­მა­ლი, რა­ტომ მკურ­ნა­ლობ­და და ვინ და­უ­ნიშ­ნა. კი­თხვე­ბი აქვთ ან­დრე­ის მი­მარ­თაც, რო­მე­ლიც 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­დეო იღებ­და, მაგ­რამ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის­თვის არ და­უ­რე­კავს.

28 წლის კრის­ტი­ნა ბა­ი­კო­ვა ხო­დინ­სკის ბულ­ვარ­ზე ელი­ტა­რულ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში ცხოვ­რობ­და.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
46

ამის მოკლულია

პირიქით...
37

ზუსტად საჭიროა ვიცოდეთ რა ხდება მთელ მსოფლიოში. როცა საწართველოს ლანძღვას დაიწყებთ, შეადაროთ რომ არც სხვაგანაა სამოთხე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რუსული ბანკის 28 წლის ვიცე-პრეზიდენტი იმ სახლის ფანჯრების ქვეშ ნახეს გარდაცვლილი, სადაც ცხოვრობდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

რუსული ბანკის 28 წლის ვიცე-პრეზიდენტი იმ სახლის ფანჯრების ქვეშ ნახეს გარდაცვლილი, სადაც ცხოვრობდა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

გასულ კვირას მოსკოვში მომხდარი ტრაგედია სოციალურ ქსელებში დღემდე აქტიურად განიხილება. Loko-Bank-ის 28 წლის ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ბაიკოვა სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

მედიაში ბაიკოვას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 29 ივნისს გავრცელდა, ტრაგედია კი - 23-ში მოხდა. პოლიცია თითქმის ერთი კვირა იძიებს ყველა გარემოებას, რომელიც ტოპ მენეჯერის გარდაცვალების მიზეზს დაადგენდა. საქმეზე დაიკითხნენ თვითმხილველები, საქმის მოწმეები და კრისტინას ახლობლები. სამართალდამცავებმა უკვე მოახერხეს საბედისწერო ღამეს მომხდარის ზოგადი სურათის აღდგენა.

როგორც ირკვევა, 23 ივნისს კრისტინამ მისი ახალი მეგობარი ბიჭი, სახელად ანდრეი სტუმრად მიიწვია - ისინი ბოლო სამი კვირის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს და კაცმა კრისტინა სულ მესამედ ნახა. სახლში მათ გარდა ქალის მეგობრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც შემდეგ კლუბში წავიდნენ, კრისტინა და ანდრეი კი შინ დარჩნენ.

მამაკაცის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ცოტა ხანში კრისტინა სხვა ოთახში გავიდა და დიდი ხნის განმავლობაში არ დაბრუნებულა. ანდრეიმ იფიქრა, რომ ჩაეძინა, მაგრამ ქალი ოთახში ატირებული დაბრუნდა. მისი თქმით, ის კაცის ფეხებთან დაეცა და ყვირილი დაიწყო. შემდეგ ნელი ნაბიჯით წავიდა აივნისკენ და ვიდრე ახალგაზრდა მამაკაცი ბარისკენ მიდიოდა, კრისტინა აივანზე გავიდა და ვიწრო მესერზე დადგა.

კაცის მტკიცებით, ის ცდილობდა ქალი დაეყოლიებინა, რომ ოთახში დაბრუნდებულიყო, მაგრამ კრისტინა უარზე იყო. პროცესი დაახლოებით 15 წუთი გრძელდებოდა, რა დროსაც კაცი ტელეფონით ვიდეოს იღებდა. ის კრისტინას ოთახში შემოყვანას ცდილობდა, რა დროსაც ყვირილისა და დაცემის საშინელი ხმა გაიგონა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქალი ჰორმონალურ პრეპარატებს იღებდა და მისი ემოციური მდგომარეობა არაპროგნოზირებადი იყო. ახლა გამომძიებლები ცდილობენ გაარკვიონ, საიდან ჰქონდა ქალს წამალი, რატომ მკურნალობდა და ვინ დაუნიშნა. კითხვები აქვთ ანდრეის მიმართაც, რომელიც 15 წუთის განმავლობაში ვიდეო იღებდა, მაგრამ სასწრაფო დახმარებისთვის არ დაურეკავს.

28 წლის კრისტინა ბაიკოვა ხოდინსკის ბულვარზე ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსში ცხოვრობდა.