მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ ერთხელ განვმარტავ რუსეთში ჩასვლის მიზეზებს, რომელიც გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს" - ბუზალაძე სკანდალსა და გადადებულ კონცერტზე
"კიდევ ერთხელ განვმარტავ რუსეთში ჩასვლის მიზეზებს, რომელიც გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს" - ბუზალაძე სკანდალსა და გადადებულ კონცერტზე

მომ­ღე­რა­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც წერს, რომ ბა­თუ­მის კონ­ცერ­ტი კი არ გა­უქ­მდა, არა­მედ გა­და­ი­დო და მსმე­ნელს ჰპირ­დე­ბა, რომ აგ­ვის­ტო­ში სი­ურპრი­ზე­ბით და­უბ­რუნ­დე­ბა.

ასე­ვე ის კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს რუ­სეთ­ში ჩას­ვლის მი­ზე­ზებს და ამ­ბობს, რომ ეს ამ­ბა­ვი გარ­კვე­ულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუ­ფებ­მა პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს.

"მო­გე­სალ­მე­ბით ჩემო მე­გობ­რე­ბო და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო. ჩემს მი­მართ ბოლო დღე­ებ­ში აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის გამო ვთვლი, რომ ქა­ლაქ ბა­თუ­მის კლუბ „სფე­რო­ში“ 30 ივ­ნისს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი აგ­ვის­ტოს­თვის გა­დავ­დო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კლუ­ბის მე­ნე­ჯმენ­ტთან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, ერ­თობ­ლი­ვად მი­ვი­ღეთ. სოლო კონ­ცერ­ტამ­დე კი მი­ვემ­გზავ­რე­ბი ამე­რი­კა­ში. ტურ­ნეს, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ ჩემი მსმე­ნე­ლის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზად დავ­ტო­ვებ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მი­მართ აგო­რე­ბულ აგ­რე­სი­ულ კამ­პა­ნი­ას, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ, კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტო რუ­სეთ­ში ჩას­ვლის მი­ზე­ზე­ბი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუ­ფებ­მა პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ყალ­ბი აჟი­ო­ტა­ჟის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს. ჩემი ჩას­ვლა მოს­კოვ­ში უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღეს უკავ­შირ­დე­ბო­და და არ ატა­რებ­და კო­მერ­ცი­ულ ინ­ტე­რესს. უამ­რა­ვი შე­მო­თა­ვა­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად მე უარი გან­ვა­ცხა­დე რუ­სულ შო­უ­ბიზ­ნეს­თან ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის კავ­შირ­ზე.

ვა­ფიქ­სი­რებ, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია და სწო­რედ ამი­ტომ, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია რუ­სეთ­ში და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­გობ­რულ ვი­ზიტს, თუ ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს გული დავ­წყვი­ტე მოს­კოვ­ში ჩემს ქარ­თველ იუ­ბი­ლარ მე­გო­ბარ­თან სტუმ­რო­ბით, კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ხა­ტავ წუ­ხილს, თუმ­ცა მი­ვიჩ­ნევ, რომ ჩემი მხრი­დან მე­გობ­რი­სად­მი გა­მო­ხა­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რა არ უნდა იქ­ცეს პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის სა­გა­ნი. მე ვრჩე­ბი ჩე­მის ქვეყ­ნის, ხალ­ხი­სა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ერ­თგუ­ლი და ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის სიყ­ვა­რულს და თა­ნად­გო­მას. მიყ­ვარ­ხართ და სი­ურპრი­ზით და­გიბ­რუნ­დე­ბით. კლუ­ბი სფე­რო 1 ივ­ლისს გა­იხ­სნე­ბა. მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე კი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის არ­ტის­ტე­ბი წარ­დგე­ბი­ან.

P.S მიყ­ვარ­ხართ! და კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბას გიხ­დით თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის­თვის" - წერს ბუ­ზა­ლა­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი!
0

წარმატებები, საყვარელო!

 

დაგვანებეთ თავი!
10

ნუ შეგვჭამეთ ამ ლირფი ქალით! ცოტა გვყავს მართლა ნიჭიერი და პატრიოტი ახალგაზრდები? აბა, ერთხელ ისინიც გამოამზიურეთ!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"კიდევ ერთხელ განვმარტავ რუსეთში ჩასვლის მიზეზებს, რომელიც გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს" - ბუზალაძე სკანდალსა და გადადებულ კონცერტზე

"კიდევ ერთხელ განვმარტავ რუსეთში ჩასვლის მიზეზებს, რომელიც გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს" - ბუზალაძე სკანდალსა და გადადებულ კონცერტზე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ბათუმის კონცერტი კი არ გაუქმდა, არამედ გადაიდო და მსმენელს ჰპირდება, რომ აგვისტოში სიურპრიზებით დაუბრუნდება.

ასევე ის კიდევ ერთხელ განმარტავს რუსეთში ჩასვლის მიზეზებს და ამბობს, რომ ეს ამბავი გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს.

"მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო. ჩემს მიმართ ბოლო დღეებში აგორებული კამპანიის გამო ვთვლი, რომ ქალაქ ბათუმის კლუბ „სფეროში“ 30 ივნისს დაგეგმილი კონცერტი აგვისტოსთვის გადავდო. გადაწყვეტილება კლუბის მენეჯმენტთან კონსულტაციების შემდეგ, ერთობლივად მივიღეთ. სოლო კონცერტამდე კი მივემგზავრები ამერიკაში. ტურნეს, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ ჩემი მსმენელისთვის სასიამოვნო სიურპრიზად დავტოვებ.

რაც შეეხება ჩემს მიმართ აგორებულ აგრესიულ კამპანიას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ განვმარტო რუსეთში ჩასვლის მიზეზები, რომელიც გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა პირადი ინტერესებისა და ყალბი აჟიოტაჟისთვის გამოიყენეს. ჩემი ჩასვლა მოსკოვში უახლოესი მეგობრის დაბადების დღეს უკავშირდებოდა და არ ატარებდა კომერციულ ინტერესს. უამრავი შემოთავაზების მიუხედავად მე უარი განვაცხადე რუსულ შოუბიზნესთან ნებისმიერი ტიპის კავშირზე.

ვაფიქსირებ, რომ რუსეთი ოკუპანტია და სწორედ ამიტომ, ჩემთვის მიუღებელია რუსეთში დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობა. რაც შეეხება მეგობრულ ვიზიტს, თუ ჩემს გულშემატკივრებს გული დავწყვიტე მოსკოვში ჩემს ქართველ იუბილარ მეგობართან სტუმრობით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ წუხილს, თუმცა მივიჩნევ, რომ ჩემი მხრიდან მეგობრისადმი გამოხატული მხარდაჭერა არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. მე ვრჩები ჩემის ქვეყნის, ხალხისა და გულშემატკივრების ერთგული და ძალიან ვაფასებ თითოეული თქვენგანის სიყვარულს და თანადგომას. მიყვარხართ და სიურპრიზით დაგიბრუნდებით. კლუბი სფერო 1 ივლისს გაიხსნება. მსმენელის წინაშე კი ქართველი და უცხოელი ელექტრონული მუსიკის არტისტები წარდგებიან.

P.S მიყვარხართ! და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერისთვის" - წერს ბუზალაძე.

წაიკითხეთ ასევე: