მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიების შესახებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიების შესახებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ მო­ნა­წი­ლე­ბა მი­ი­ღო გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის შე­სა­ხებ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში - „მო­მა­ვა­ლი გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ა­შია“. და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ისა­უბ­რა სე­მე­კის როლ­ზე გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ნეტო-აღ­რი­ცხვის სის­ტე­მა­ზე.

„სე­მეკ­მა ნეტო-აღ­რი­ცხვის რე­გუ­ლა­ცია 2016 წელს და­ნერ­გა. რე­გუ­ლა­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა მორ­გე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნებ­სა და სა­ბაზ­რო პრინ­ცი­პებ­ზე. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ ნეტო-აღ­რი­ცხვის ფარ­გლებ­ში გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სულ უფრო და უფრო იზ­რდე­ბა. სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რე­ბის ჯა­მუ­რი დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე საგ­რძნობ­ლად არის გაზ­რდი­ლი, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სე­მე­კის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ხელ­შემ­წყო­ბი და წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ნეტო-აღ­რი­ცხვის სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რე­ბის ჯა­მუ­რი დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე 43 მე­გა­ვატს აჭარ­ბებს.

სე­მე­კის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­კუ­თა­რი მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის, მომ­ხმა­რე­ბელს ან მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჯგუფს შე­უძ­ლია ელექტრო­ე­ნერ­გია გა­მო­ი­მუ­შა­ოს გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის - მზის, ქა­რის, წყლის, მათ შო­რის ჩამ­დი­ნა­რე წყლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ხოლო ჭარ­ბად გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ენერ­გია მი­ყი­დოს გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ქსე­ლის მფლო­ბელ კომ­პა­ნი­ას. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ნეტო-აღ­რი­ცხვა არ წარ­მო­ად­გენს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას და ჭარ­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის­გან“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

მზის პა­ნე­ლე­ბის საპ­რო­ექ­ტო და სა­მონ­ტა­ჟო კომ­პა­ნია „Green Energy“-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბის „მო­მა­ვა­ლი გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ა­შია“ მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და გა­ნახ­ლე­ბად ენერ­გი­ებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის მო­საზ­რე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ბა მი­ი­ღეს სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ენერ­გე­ტი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და დარ­გის ექ­სპერ­ტებ­მა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიების შესახებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დავით ნარმანიამ განახლებადი ენერგიების შესახებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილება მიიღო განახლებადი ენერგიების შესახებ ღონისძიებაში - „მომავალი განახლებად ენერგიაშია“. დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სემეკის როლზე განახლებადი ენერგიების რეგულირების მიმართულებით და ყურადღება გაამახვილა ნეტო-აღრიცხვის სისტემაზე.

„სემეკმა ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა. რეგულაცია მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებსა და საბაზრო პრინციპებზე. მისასალმებელია, რომ ნეტო-აღრიცხვის ფარგლებში განახლებადი ენერგიების გამოყენება სულ უფრო და უფრო იზრდება. სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე საგრძნობლად არის გაზრდილი, რაც განპირობებულია სემეკის მიერ მიღებული ხელშემწყობი და წამახალისებელი რეგულაციებით. ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 43 მეგავატს აჭარბებს.

სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, მათ შორის ჩამდინარე წყლის გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. საგულისხმოა, რომ ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მზის პანელების საპროექტო და სამონტაჟო კომპანია „Green Energy“-ს საინფორმაციო ღონისძიების „მომავალი განახლებად ენერგიაშია“ მიზანს წარმოადგენდა განახლებად ენერგიებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შორის მოსაზრებების გაზიარება. ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს სამთავრობო ორგანიზაციების, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა.

NS