მსოფლიო
სამხედრო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთის ჯაშუშური ბურთები აშშ-ს გარდა, იაპონიისა და ტაივანის ტერიტორიებზეც აღმოაჩინეს
ჩინეთის ჯაშუშური ბურთები აშშ-ს გარდა, იაპონიისა და ტაივანის ტერიტორიებზეც აღმოაჩინეს

BBC Panorama-მ ჩი­ნე­თის ჯა­შუ­შუ­რი ბურ­თე­ბი აშშ-ს გარ­და, ია­პო­ნი­ი­სა და ტა­ი­ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეც აღ­მო­ა­ჩი­ნა. ია­პო­ნი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ბურ­თებ­მა მის ტე­რი­ტო­რი­ას გა­და­უფ­რი­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ მო­მა­ვალ­ში კვლავ და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მის ჩა­მოგ­დე­ბას გეგ­მა­ვენ.

ჩი­ნუ­რი სა­ჯა­შუ­შო ბურ­თი პირ­ვე­ლად მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში აშშ-ში შე­ნიშ­ნეს და ის სა­ნა­პი­რო­ზე ჩა­მო­აგ­დეს. ჩი­ნე­თის მტკი­ცე­ბით, ეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დი იყო, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და (მა­გა­ლი­თის­თვის მე­ტე­ო­რო­ლო­გია და­სა­ხელ­და). ამ გან­ცხა­დე­ბას CIA-ს აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ყო­ფი­ლი ანა­ლი­ტი­კო­სი, ჯონ ქალ­ვე­რი შე­ე­წი­ნაღ­მდე­გა და თქვა, რომ ეს ერთჯე­რა­დი მოვ­ლე­ნა არ იყო და სულ მცი­რე 5 წე­ლია, რაც ხდე­ბა. მისი თქმით, ჩი­ნუ­რი ბურ­თე­ბი შორი მან­ძი­ლის მი­სი­ე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნეს და მთელ დე­და­მი­წას უვ­ლი­ან გარ­შე­მო.

BBC-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კომ­პა­ნია Synthetaic-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ქორი იას­კოლ­სკის თქმით, მათ ჩი­ნუ­რი ბურ­თი ჩრდი­ლო­ეთ ია­პო­ნი­ის თავ­ზე ჯერ კი­დევ 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ა­ში აქამ­დე არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა.

ჯა­შუ­შუ­რი ბურ­თი 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში­ვე და­ფიქ­სირ­და ტა­ი­ვა­ნის დე­და­ქა­ლა­ქის, ტა­ი­ბე­ის ცაზე. თა­ვად ტა­ი­ვა­ნის მთავ­რო­ბის თქმით, ეს მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ბურ­თი იყო, მაგ­რამ იას­კოლ­სკი ასე არ ფიქ­რობს:

"მისი დი­ა­მეტ­რის და ფრე­ნის სი­მაღ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს ძა­ლი­ან ჰგავს იმ ბურთს, რო­მელ­მაც აშშ-სა და ია­პო­ნი­ის ცაზე გა­და­იფ­რი­ნა".

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ჩინეთის ჯაშუშური ბურთები აშშ-ს გარდა, იაპონიისა და ტაივანის ტერიტორიებზეც აღმოაჩინეს

ჩინეთის ჯაშუშური ბურთები აშშ-ს გარდა, იაპონიისა და ტაივანის ტერიტორიებზეც აღმოაჩინეს

BBC Panorama-მ ჩინეთის ჯაშუშური ბურთები აშშ-ს გარდა, იაპონიისა და ტაივანის ტერიტორიებზეც აღმოაჩინა. იაპონიამ დაადასტურა, რომ ბურთებმა მის ტერიტორიას გადაუფრინა და განაცხადა, რომ მომავალში კვლავ დაფიქსირების შემთხვევაში, მის ჩამოგდებას გეგმავენ.

ჩინური საჯაშუშო ბურთი პირველად მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ში შენიშნეს და ის სანაპიროზე ჩამოაგდეს. ჩინეთის მტკიცებით, ეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდი იყო, რომელიც სამეცნიერო კვლევებისთვის გამოიყენებოდა (მაგალითისთვის მეტეოროლოგია დასახელდა). ამ განცხადებას CIA-ს აღმოსავლეთ აზიის ყოფილი ანალიტიკოსი, ჯონ ქალვერი შეეწინაღმდეგა და თქვა, რომ ეს ერთჯერადი მოვლენა არ იყო და სულ მცირე 5 წელია, რაც ხდება. მისი თქმით, ჩინური ბურთები შორი მანძილის მისიებისთვის სპეციალურად შექმნეს და მთელ დედამიწას უვლიან გარშემო.

BBC-ის თანამშრომელი ხელოვნური ინტელექტის კომპანია Synthetaic-ის დამფუძნებლის, ქორი იასკოლსკის თქმით, მათ ჩინური ბურთი ჩრდილოეთ იაპონიის თავზე ჯერ კიდევ 2021 წლის სექტემბერში დააფიქსირეს. მიუხედავად ამისა, ეს ინფორმაცია მედიაში აქამდე არ გახმაურებულა.

ჯაშუშური ბურთი 2021 წლის სექტემბერშივე დაფიქსირდა ტაივანის დედაქალაქის, ტაიბეის ცაზე. თავად ტაივანის მთავრობის თქმით, ეს მეტეოროლოგიური ბურთი იყო, მაგრამ იასკოლსკი ასე არ ფიქრობს:

"მისი დიამეტრის და ფრენის სიმაღლის გათვალისწინებით, ეს ძალიან ჰგავს იმ ბურთს, რომელმაც აშშ-სა და იაპონიის ცაზე გადაიფრინა".

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა