"ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ის ჯერჯერობით კავშირზე არ გამოსულა, - ინფორმაციას "მედუზა“ და RTVI ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, პრიგოჟინი ბოლოს 24 ივნისს, როსტოვიდან გასვლისას ნახეს და უცნობია, ამჟამად სად იმყოფება ის.
"ვაგნერის" ხელმძღვანელის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრიგოჟინი უპასუხებს ყველა შეკითხვას, როდესაც "ის ნორმალურ კავშირზე იქნება".
უკრაინის სპეცსამსახურები ეჭვობენ, რომ "ვაგნერელები“ ბელარუსში გადავიდნენ.
ასევე იხილეთ:
არ დაიჯეროთ პრიგოჟინი პუტინის მტერია და ბატკა რომ ჩარეულიყო გადააგდებდა. :) ისე კი მაგარია, პეტერბურგში გაქცეული პუტინის რეისის დეტალური ინფორმაცია რომ გამოფინეს უკრაინელებმა და ეხლა 25000 კაცი სად წავიდაო იმას კითხულობენ :)) თუმც მაგას რა მნიშვნელობა აქვს ქვევრები ხომ მაინც ყველაფერ ყლაპავენ!
რა შედეგები მოყვება რუსეთში პროგოჟინის სამხედრო ამბოხს ამას ალბათ ცოტა ხანში გავიგებთ.
უპირველეს ყოვლისა ეს ეხება თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსის გერასიმოვის შესაძლო გადაყენებას, რომლებსაც პრიგოჟინი ადანაშაულებს რუსეთ-უკრაინის ომის წარუმატებლობაში, ათი ათასობით ჯარისკაცის დაღუპვაში და უამრავი სამხედრო ტექნიკის დაკარგვაში...
ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად მსოფლიოსათვის უფრო მნიშვნელოვანია თუ რა ძალები მოვლენ რუსეთის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობაში.
სრულებითაც არ არის გამორიცხული, რომ თუ ე.წ. „სალდაფონები“ მოვიდნენ, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელი იქნებიან ატომური იარაღის გამოყენების ჩათვლით...
პ.ს. უკრაინული ინფორმაციით თავდაცვის მინისტრ შოიგუს ნაცვლად შეიძლება დაინიშნოს ტულის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორი ალექსეი დიუმინი, გენერალ-პოლკოვნიკი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, პოლიტოლოგიის დოქტორი....