მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურქეთი მზად არის რუსეთში სიტუაციის დარეგულირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს" - ერდოღანის ადმინისტრაცია
"თურქეთი მზად არის რუსეთში სიტუაციის დარეგულირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს" - ერდოღანის ადმინისტრაცია

თურ­ქე­თი მზად არის რუ­სეთ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს. ამის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია.

"[პუ­ტინ­სა და ერ­დო­ღანს შო­რის] სა­უბ­რი­სას რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ბოლო მოვ­ლე­ნე­ბი იქნა გან­ხი­ლუ­ლი. პრე­ზი­დენ­ტმა ერ­დო­ღან­მა საღი აზ­როვ­ნე­ბით მოქ­მე­დე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას გა­უს­ვა ხაზი. სა­უბ­რი­სას აღი­ნიშ­ნა, რომ არა­ვინ არ უნდა აი­ღოს სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმის­თვის, რაც რუ­სეთ­ში მოხ­და. პრე­ზი­დენ­ტმა ერ­დო­ღან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჩვენ, რო­გორ თურ­ქე­თი, მზად ვართ ამ კონ­ტექ­სტში მოვ­ლე­ნე­ბის უს­წრა­ფე­სად და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ,” - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ „ვაგ­ნე­რის” ლი­დერ­მა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ძა­ლებ­მა „ვაგ­ნე­რის“ ბა­ნა­კე­ბი და­ბომ­ბეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო პრი­გო­ჟი­ნი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დარ­ტყმის ავ­ტო­რებს დას­ჯით და­ე­მუქ­რა. დღეს დი­ლით კი მან­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ „ვაგ­ნერ­მა“ სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით თქვა, რომ მის­მა სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ამ დო­ნის როს­ტო­ვის სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი და აე­როდ­რო­მი კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა. პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბი გამო, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­კოვ­ში სამ­ხედ­რო მზად­ყოფ­ნის ბრძა­ნე­ბა გა­ი­ცა, როს­ტო­ვის ქუ­ჩებ­ში კი ჯავ­შან­ტექ­ნი­კა გა­მოჩ­ნდა. ამას­თან, რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით­ვე, რუ­სეთ­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბის­კენ მო­წო­დე­ბის მუხ­ლით ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა რააა
3

ამასაც ხომ პუტინმა დაურეგულირა სიტუაცია 2016 ში ლამის გახაზირებული რომ ყავდათ თურქებს ახლა ერდოღანის ჯერია.მშვიდობის მტრედები. ტირანია უკდავია.

გიორგი
2

კარგად დადგმული სცენარია წინასწარ ორგანიზებული, პრიგოჟინი ( ვაგნერის შეფი ) თავისი მილიტარისტული მიღწევებით უკრაინის ფრონტზე ბევრად პოპულარული გახდა რუსი ხალხის თვალში ამიტომ პუტინის რეპუტაცია გადაწონა, შესაბამისად მოხდება შეთანხმება ან რაიმე არჩევნები და პრიგოჟინი მინიმუმ თავდაცვის მინისტრი ან სულად რუსეთის პრეზიდენტიც შეიძლება გახდეს ეს კი არაფერს შეცვლის უფრო მეტი უკრაინაში ომი უფრო სისხლიანი გახდება რადგან ვაგნერმა ზუსტად იცის ომის ხელოვნება და ჯარის მართვა, ლოჯისტიკა + თანამედროვე შეიარაღება ნამდვილად ბრუტალური ძალა გახდება, ასე რომ უკრაინა ეხლა უნდა სანთელი უნდა დაანთოს რომ ეგ არ მოხდეს თორემ ისედაც დეზორიენტირებული უკრაინის ფრონტი საერთოდ საფეხბურთო მოედნის იქცევა ვაგნერის ხელში, ასე რომ ერთი ტირანი მიდის მეორე უარესი მოდის. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თურქეთი მზად არის რუსეთში სიტუაციის დარეგულირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს" - ერდოღანის ადმინისტრაცია

"თურქეთი მზად არის რუსეთში სიტუაციის დარეგულირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს" - ერდოღანის ადმინისტრაცია

თურქეთი მზად არის რუსეთში სიტუაციის დარეგულირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

"[პუტინსა და ერდოღანს შორის] საუბრისას რუსეთში მიმდინარე ბოლო მოვლენები იქნა განხილული. პრეზიდენტმა ერდოღანმა საღი აზროვნებით მოქმედების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საუბრისას აღინიშნა, რომ არავინ არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იმისთვის, რაც რუსეთში მოხდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ჩვენ, როგორ თურქეთი, მზად ვართ ამ კონტექსტში მოვლენების უსწრაფესად დარეგულირებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ,” - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. დღეს დილით კი მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა. პრიგოჟინის განცხადებები გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

წაიკითხეთ ასევე: