მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრიგოჟინი ამბობს, რომ როსტოვი და ვორონეჟი წინააღმდეგობის გარეშე აიღო და ოლქებში უკვე გუბერნატორები დანიშნა
პრიგოჟინი ამბობს, რომ როსტოვი და ვორონეჟი წინააღმდეგობის გარეშე აიღო და ოლქებში უკვე გუბერნატორები დანიშნა

"როს­ტო­ვი და ვო­რო­ნე­ჟი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე ავი­ღეთ“ - აცხა­დებს „ვაგ­ნე­რი“. Nexta-ს მიერ ტე­ლეგ­რამ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა "ვაგ­ნე­რის" მებ­რძო­ლე­ბი ბი­ბე­რი და დო­ლი­კი როს­ტო­ვი­სა და ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქე­ბის გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბად და­ნიშ­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მისი სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფის ბა­ნა­კებ­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა­ში და­ა­და­ა­ნა­შა­უ­ლა, რა­საც წუ­ხელ რიგი პრო­ცე­სე­ბი მოჰ­ყვა რუ­სეთ­ში.

პრი­გო­ჟინ­მა შუ­რის­ძი­ე­ბა და­ა­ა­ნონ­სა, რის შემ­დე­გაც მოს­კოვ­ში ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გაძ­ლი­ე­რე­ბულ დაც­ვის კონ­ტროლ­ზე გა­და­ვი­და. ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვიდ­ნენ "ომო­ნი­სა" და "სობ­რის" სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბი. ასე­ვე "ვაგ­ნე­რის” ლი­დე­რის ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, ჯავ­შან­ტექ­ნი­კა გა­მოჩ­ნდა როს­ტო­ვის ქუ­ჩებ­ში და ად­გილ­ზე გეგ­მა “ცი­ხე­სი­მაგ­რე” გა­მო­ცხად­და.

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ვაგ­ნე­რი" როს­ტოვ­ში შე­ვი­და და სამ­ხედ­რო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის ნა­წი­ლი და­ი­კა­ვა. ქა­ლა­ქი­სა და რა­ი­ო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მის კონ­ტროლ­ქვე­შაა. ასე­ვე ვრცელ­დე­ბა პრი­გო­ჟი­ნის მი­მარ­თვა, რო­მე­ლიც როს­ტო­ვის სამ­ხედ­რო ოლ­ქის შტა­ბის ეზოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. მი­მარ­თვა­ში ამ­ბობს, რომ ჯარი, როსგვარ­დი­ის ნა­წი­ლი და პო­ლი­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლე­ბი მის მხა­რეს არი­ან გად­მო­სუ­ლი. ასე­ვე მისი თქმით, "ვაგ­ნე­რის" კონ­ტრო­ლის ქვე­შაა როს­ტო­ვის აე­როდ­რო­მი. როს­ტო­ვის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, არ და­ტო­ვონ სახ­ლე­ბი და უარი თქვან დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გამ­გზავ­რე­ბა­ზე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიკი
0

რაც ამათ საქართველოში არეულობა მოაწყვეს,ახლა ამათ უყუროთ როგორ დაჭამენ ერთმანეთს.

მიშელ ტერ-სააკიანი
11

პრიგოჟინი ამბობს, რომ როსტოვის და ვორონეჟის მერე გასანთავისუფლებლად უმთავრესი ადგილი და პუნკტია ჭორვილა !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პრიგოჟინი ამბობს, რომ როსტოვი და ვორონეჟი წინააღმდეგობის გარეშე აიღო და ოლქებში უკვე გუბერნატორები დანიშნა

პრიგოჟინი ამბობს, რომ როსტოვი და ვორონეჟი წინააღმდეგობის გარეშე აიღო და ოლქებში უკვე გუბერნატორები დანიშნა

"როსტოვი და ვორონეჟი წინააღმდეგობის გარეშე ავიღეთ“ - აცხადებს „ვაგნერი“. Nexta-ს მიერ ტელეგრამზე გავრცელებული ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინმა "ვაგნერის" მებრძოლები ბიბერი და დოლიკი როსტოვისა და ვორონეჟის ოლქების გუბერნატორებად დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მისი სამხედრო ქვედანაყოფის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადაანაშაულა, რასაც წუხელ რიგი პროცესები მოჰყვა რუსეთში.

პრიგოჟინმა შურისძიება დააანონსა, რის შემდეგაც მოსკოვში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტები, სახელმწიფო დაწესებულებები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გაძლიერებულ დაცვის კონტროლზე გადავიდა. ქუჩებში გამოვიდნენ "ომონისა" და "სობრის" სპეცდანიშნულების რაზმები. ასევე "ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, ჯავშანტექნიკა გამოჩნდა როსტოვის ქუჩებში და ადგილზე გეგმა “ციხესიმაგრე” გამოცხადდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ვაგნერი" როსტოვში შევიდა და სამხედრო და ადმინისტრაციული შენობების ნაწილი დაიკავა. ქალაქისა და რაიონის მნიშვნელოვანი ნაწილი მის კონტროლქვეშაა. ასევე ვრცელდება პრიგოჟინის მიმართვა, რომელიც როსტოვის სამხედრო ოლქის შტაბის ეზოს ტერიტორიაზეა გადაღებული. მიმართვაში ამბობს, რომ ჯარი, როსგვარდიის ნაწილი და პოლიციის მნიშვნელოვანი ძალები მის მხარეს არიან გადმოსული. ასევე მისი თქმით, "ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა როსტოვის აეროდრომი. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, არ დატოვონ სახლები და უარი თქვან დედაქალაქის ცენტრში გამგზავრებაზე.

წაიკითხეთ ასევე: