მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია ლიეტუვაში ნეტო-აღრიცხვის გამოცდილებას გაეცნო
დავით ნარმანია ლიეტუვაში ნეტო-აღრიცხვის გამოცდილებას გაეცნო

ლი­ე­ტუ­ვის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რე, და­ვით ნარ­მა­ნია ნეტო-აღ­რი­ცხვის რე­გუ­ლი­რე­ბი­სა და ენერ­გი­ის დამ­გრო­ვებ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის პრინ­ციპს გა­ეც­ნო. სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ და­ათ­ვა­ლი­ე­რა მზის ელექტრო­სად­გუ­რე­ბი, ჰიდ­რო­მა­ა­კუ­მუ­ლი­რე­ბე­ლი და გა­თხე­ვა­დე­ბუ­ლი გა­ზის ტერ­მი­ნა­ლი და კო­გე­ნე­რა­ცი­ის სად­გუ­რი.

და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, სე­მე­კის მი­ზა­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­წყოს ხელი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას: „ნეტო-აღ­რი­ცხვის სის­ტე­მა წარ­მო­ად­გენს ეფექ­ტურ მე­ქა­ნიზმს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მო­ქა­ლა­ქე­ებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი მოხ­მა­რე­ბის­თვის გა­მო­ი­მუ­შა­ონ ელექტრო­ე­ნერ­გია და ჭარ­ბად გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ენერ­გია მი­ა­წო­დონ გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის ქსელს შე­სა­ბა­მი­სი სა­ფა­სუ­რის სა­ნაც­ვლოდ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სე­მე­კის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნეტო-აღ­რი­ცხვის სის­ტე­მა 2016 წელს და­ი­ნერ­გა და დღეს უკვე ქსელ­ში ჩარ­თუ­ლი მიკ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის ჯა­მუ­რი დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე აჭარ­ბებს 43 მე­გა­ვატს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნეტო-აღ­რი­ცხვის რე­გუ­ლა­ცია სრუ­ლად ასა­ხავს სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას, უფრო მეტი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბი­სათ­ვის ვსწავ­ლობთ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბას და ამ კუ­თხით, ლი­ე­ტუ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

„ნეტო-აღ­რი­ცხვა“ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. სა­კუ­თა­რი მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის, მომ­ხმა­რე­ბელს ან მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჯგუფს შე­უძ­ლია ელექტრო­ე­ნერ­გია გა­მო­ი­მუ­შა­ოს გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის - მზის, ქა­რის, წყლის, (მათ შო­რის ჩამ­დი­ნა­რე წყა­ლი) ენერ­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რის დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 500 კი­ლო­ვატს.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

რას აპიარებთ ამ თვალებდაკარკლულს, დეპუტატობას უპირებთ ? აბა კოკში წავა ეგა, აწი?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დავით ნარმანია ლიეტუვაში ნეტო-აღრიცხვის გამოცდილებას გაეცნო

დავით ნარმანია ლიეტუვაში ნეტო-აღრიცხვის გამოცდილებას გაეცნო

ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ნეტო-აღრიცხვის რეგულირებისა და ენერგიის დამგროვებლების მუშაობის პრინციპს გაეცნო. სემეკის თავმჯდომარემ დაათვალიერა მზის ელექტროსადგურები, ჰიდრომააკუმულირებელი და გათხევადებული გაზის ტერმინალი და კოგენერაციის სადგური.

დავით ნარმანიას თქმით, სემეკის მიზანია მაქსიმალურად შეეწყოს ხელი საქართველოში განახლებადი ენერგიების გამოყენებას: „ნეტო-აღრიცხვის სისტემა წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი მოხმარებისთვის გამოიმუშაონ ელექტროენერგია და ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიაწოდონ გამანაწილებელი კომპანიის ქსელს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ. მოგეხსენებათ, სემეკის ინიციატივით, საქართველოში ნეტო-აღრიცხვის სისტემა 2016 წელს დაინერგა და დღეს უკვე ქსელში ჩართული მიკროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე აჭარბებს 43 მეგავატს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია სრულად ასახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, უფრო მეტი ხელმისაწვდომობისათვის ვსწავლობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და ამ კუთხით, ლიეტუვის გამოცდილება საკმაოდ საინტერესოა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ნეტო-აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს.

NS