მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსულმა პროპაგანდამ ამჯერად უკრაინის მთავარი სამხედრო მზვერავი "მოკლა", მაგრამ, როგორც ირკვევა, კირილ ბუდანოვი ცოცხალი და საღსალამათია
რუსულმა პროპაგანდამ ამჯერად უკრაინის მთავარი სამხედრო მზვერავი "მოკლა", მაგრამ, როგორც ირკვევა, კირილ ბუდანოვი ცოცხალი და საღსალამათია

"ნუ მე­ძებთ, მალე თვი­თონ მო­ვალ", - ასე­თი სა­ხუ­მა­რო წარ­წე­რით გა­მოქ­ვეყ­ნდა უკ­რა­ი­ნულ "ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ზე“ უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მთა­ვარ­სარ­დლის ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნის ფოტო მას მერე, რაც რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­დეგ, ის კა­მე­რებ­თან გა­მოჩ­ნდა. შე­გახ­სე­ნებთ, ამ ცოტა ხნის წინ, ოკუ­პან­ტის პრო­პა­გან­დის­ტულ არ­ხებ­ზე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია ზა­ლუ­ჟ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­თუ­ლე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ის თით­ქოს ბრძო­ლა­ში და­იჭ­რა და თა­ვის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტრავ­მის გამო მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას ვე­ღარ შეძ­ლებ­და. ეს მით­ქმა-მოთ­ქმა კი მთა­ვარ­სარ­დლის სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცი­დან დრო­ე­ბით გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რეც სა­ეჭ­ვოდ იქ­ცე­ო­და და ზა­ლუ­ჟ­ნის ძველ ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლებს აქ­ვეყ­ნებ­და, სა­ბო­ლო­ოდ, ის ცო­ცხა­ლი და ჯან­მრთე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ზა­ლუ­ჟ­ნის შემ­დეგ ჯერი უკვე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს კი­რილ ბუ­და­ნოვ­ზე მიდ­გა. რუ­სულ­მა პრო­პა­გან­დამ ამ­ჯე­რად მისი "დის­ტან­ცი­უ­რი მოკ­ვლა“ გა­და­წყვი­ტა, თუმ­ცა კოვ­ზი ნა­ცარ­ში ჩა­უ­ვარ­დათ.

20 ივ­ნისს კი­რილ ბუ­და­ნო­ვის ახა­ლი სუ­რა­თე­ბი გავ­რცელ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მისი კო­მენ­ტა­რიც გა­მოქ­ვეყ­ნდა. მისი თქმით, ოკუ­პან­ტებ­მა ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი და­ნაღ­მეს და აფეთ­ქე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა არ­სე­ბობს…

  • სა­ი­დან გაჩ­ნდა ეჭ­ვე­ბი?

29-30 მა­ისს რუ­სეთ­მა კი­ევ­ზე მა­სი­რე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა. ამ იე­რი­შის დროს ერთ-ერთი სა­მიზ­ნე უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი დაზ­ვერ­ვის შტა­ბიც იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ ტექ­სტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რომ რა­კე­ტებ­მა შტა­ბამ­დე მი­აღ­წი­ეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­გორც ხდე­ბა, უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ გა­ნა­ცხა­და, რომ თით­ქმის ყვე­ლა სა­მიზ­ნე სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს. თუმ­ცა მე­ო­რე დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და სუ­რა­თე­ბი, სა­დაც ჩან­და, რომ შტაბს რა­კე­ტა მა­ინც მოხ­ვდა. დამ­წვა­რი იყო კედ­ლე­ბი, ფან­ჯრე­ბი კი - ჩამ­სხვრე­უ­ლი.

სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან ბუ­და­ნო­ვი ნელ-ნელა "ქრე­ბა“.

  • რას ამ­ბობ­და რუ­სუ­ლი მხა­რე?

ამის შემ­დეგ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და გვიმ­ტკი­ცებ­და, რომ ბუ­და­ნო­ვი სულ მცი­რე, მძი­მედ და­იჭ­რა, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი - მოკ­ვდა.

მა­გა­ლი­თად, რა­დას ყო­ფი­ლი კო­მი­კუ­რი პრო­რუ­სი დე­პუ­ტა­ტი ილია კივა აცხა­დებ­და, რომ ბუ­და­ნო­ვი მკვდა­რია.

"მოკ­ვდა, ისე, რომ გო­ნე­ბა­ზე ვერც მო­ვი­და“, - აზუს­ტებ­და კივა.

რუსი სამ­ხედ­რო მი­მომ­ხილ­ვე­ლი ვლა­დის­ლავ შუ­რი­გი­ნი ორ ვერ­სი­ას უშ­ვებ­და: ბუ­და­ნო­ვი ან მკვდა­რია, ან უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­შია.

"და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ იმ შე­ტე­ვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც კი­ევ­ში მთა­ვა­რი დაზ­ვერ­ვის შტაბ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ცეკ­ვა-სიმ­ღე­რით აცხა­დებ­დნენ, რომ შე­ნო­ბას რა­კე­ტა ას­ცდა. მაგ­რამ ახლა ირ­კვე­ვა, რომ მი­წის ქვეშ 10 მეტრში მდე­ბა­რე­ობ­და ბუნ­კე­რი, რო­მელ­საც და­ე­ცა რა­კე­ტა. ზუს­ტად იქ იმ­ყო­ფე­ბო­და უწყე­ბის შტა­ბიც,“ - წერ­და შუ­რი­გი­ნი.

უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი დაზ­ვერ­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი შტა­ბი კი­ევ­ში, რი­ბალ­სკის კუნ­ძულ­ზეა აშე­ნე­ბუ­ლი. ცნო­ბის­თვის, ბევ­რის აზ­რით, შტაბს აქვს ბუნ­კე­რი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს აშენ­და და ის მდი­ნა­რე დნეპ­რის ქვეშ მდე­ბა­რე­ობს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებ­და ბერ­ლი­ნის ერთ-ერთი კლი­ნი­კის კად­რებს, სა­დაც თით­ქოს­და, ბუ­და­ნო­ვი მკურ­ნა­ლობ­და.

  • რას ამ­ბობ­და უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე?

უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ან­დრეი იუსო­ვი აცხა­დებ­და, რომ უწყე­ბის მე­თა­უ­რი კი­რილ ბუ­და­ნო­ვი არ გამ­ქრა­ლა და ის სპე­ცი­ა­ლურ და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­და.

"ის თა­ვის მა­გა­ლით­ზე ჯა­რის­კა­ცებ­სა და სხვა მე­თა­უ­რებს აჩ­ვე­ნებს მო­ტი­ვა­ცი­ის, და­გეგ­მვის მა­გა­ლით­სა და და­ვა­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას“, - ამ­ბობ­და იუ­სუ­პო­ვი.

ბუ­და­ნო­ვი, რო­მე­ლიც არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა, ზო­გა­დად რე­ვან­შის­ტუ­ლი გან­წყო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. თუ ის ნამ­დვი­ლად მძი­მედ იყო დაჭ­რი­ლი და ახლა დაბ­რუნ­და, მა­შინ მო­რიგ ხმა­მა­ღალ შუ­რის­ძი­ე­ბას უნდა ვე­ლო­დოთ...

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, 37 წლის ბუ­და­ნოვ­მა უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა, თუ რო­გორ და­იჭ­რა დონ­ბას­ში კონ­ფლიქ­ტი­სას. მას მომ­ხდა­რის ზუს­ტი დრო არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია, მაგ­რამ, ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ მოხ­და.

რო­გორც კი­რილ ბუ­და­ნოვ­მა NV-ის ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მან სამი ჭრი­ლო­ბა მი­ი­ღო დონ­ბას­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას. მისი თქმით, ერთ-ერთი მძი­მე იყო, რად­გან ნაღ­მის ნამ­სხვრე­ვი გულ­თან ახ­ლოს მოხ­ვდა.

"მისი სხე­უ­ლი­დან ამო­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, სა­ში­შია. ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მქონ­და ზურ­გი და კი­სე­რი. ად­რე­ნა­ლინ­ზე, ფრონ­ტის ხაზი, და­ახ­ლო­ე­ბით 5 კი­ლო­მეტ­რი, სა­კუ­თა­რი ფე­ხით გა­ვი­ა­რე და მერე და­ვე­ცი. ჭრი­ლო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლია, მაგ­რამ პრინ­ციპ­ში ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბუ­და­ნოვ­მა.

უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბუ­და­ნო­ვის მი­მართ ში­ში­სა და სი­ძულ­ვი­ლის გამო რუ­სებ­მა უკვე ათ­ჯერ სცა­დეს მას­ზე თავ­დას­ხმა. მა­გა­ლი­თად, 2019 წელს რუს­მა კი­ლერ­მა ბუ­და­ნო­ვის პი­რად ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი და­ა­მონ­ტა­ჟა. მა­შინ ბუ­და­ნოვს გა­უ­მარ­თლა - ბომ­ბი უფრო ადრე აფეთ­ქდა, ვიდ­რე და­გეგ­მი­ლი იყო.

ა.წ. 21 აპ­რილს რუ­სე­თის სა­სა­მარ­თლომ კი­რილ ბუ­და­ნოვს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნელს რუ­სე­თი ყი­რი­მის ხიდ­ზე "ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმა­ში“ ადა­ნა­შა­უ­ლებს.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­რილ ბუ­და­ნო­ვი რუ­სე­ბის ერთ-ერთი სა­სურ­ვე­ლი სა­მიზ­ნეა - მათ უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლის მოკ­ვლა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­დეს. მცდე­ლო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის დროს გახ­შირ­და.

2022 წლის აგ­ვის­ტო­ში უკ­რა­ი­ნამ გა­ა­ნე­იტ­რა­ლა დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც დაზ­ვერ­ვის უფ­რო­სის, კი­რილ ბუ­და­ნო­ვის და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ოლექ­სი რეზ­ნი­კო­ვის მოკ­ვლას გეგ­მავ­და.

"ვა­შინგტონ პოს­ტის“ თა­ნახ­მად, რუ­სებ­მა ბუ­და­ნო­ვის ლიკ­ვი­და­ცია პირ­ვე­ლად 2016 წლის აგ­ვის­ტო­ში სცა­დეს, რო­დე­საც დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ში ФСБ-ს პოლ­კოვ­ნი­კი მოკ­ლეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფრიდონი
0

რუსეთის მომხრეებო თქვე ნაძირლებო. რას ნიშნავს სიტყუვები სამშობლო, სიყვარული, თავმოყვარეობა. ერი, თავდადება .პატრიოტიზმი. აქედან რომელიმე ერთი სიტყვა მაინც თუ არი თქვენში გამჯდარი, მე გეტყვითჩემივე დასმულ კითხვას მე თვითონ გავცემ პასუხს ამ სიტყვების აზრი არ იცით და არც ცდილობთ იცოდეთ ეს თქვენი ჯვარია და ალბათ მთელი ცხოვრება უნდა ატაროთ.

რაიო?
8

სახელმწიფოს დაზვერვის უფროსი, სპეციალურ დავალებას ასრულებდა და და იმიტომ არ ჩანდა? სად და როდის ასრულებდნენ, ქვეყნის სპეცსამსახურების უფროსები სეც-დავალებებს???????? ესეიგი, შეიპარა მტრის განლაგებაში, ჩაატარა სპეც-დავალება და დაუბრუნდა დაკავებულ თანამდებობას?🤣🤣🤣🤣🤣🤣

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რუსულმა პროპაგანდამ ამჯერად უკრაინის მთავარი სამხედრო მზვერავი "მოკლა", მაგრამ, როგორც ირკვევა, კირილ ბუდანოვი ცოცხალი და საღსალამათია

რუსულმა პროპაგანდამ ამჯერად უკრაინის მთავარი სამხედრო მზვერავი "მოკლა", მაგრამ, როგორც ირკვევა, კირილ ბუდანოვი ცოცხალი და საღსალამათია

"ნუ მეძებთ, მალე თვითონ მოვალ", - ასეთი სახუმარო წარწერით გამოქვეყნდა უკრაინულ "ტელეგრამარხებზე“ უკრაინის სამხედრო ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ფოტო მას მერე, რაც რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის შემდეგ, ის კამერებთან გამოჩნდა. შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ, ოკუპანტის პროპაგანდისტულ არხებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია ზალუჟნის ჯანმრთელობის გართულებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ ის თითქოს ბრძოლაში დაიჭრა და თავის არეში მიყენებული ტრავმის გამო მოვალეობის შესრულებას ვეღარ შეძლებდა. ეს მითქმა-მოთქმა კი მთავარსარდლის საინფორმაციო სივრციდან დროებით გაუჩინარებამ განაპირობა... მიუხედავად იმისა, რომ იმჟამად უკრაინული მხარეც საეჭვოდ იქცეოდა და ზალუჟნის ძველ ფოტო-ვიდეო მასალებს აქვეყნებდა, საბოლოოდ, ის ცოცხალი და ჯანმრთელი აღმოჩნდა.

ზალუჟნის შემდეგ ჯერი უკვე თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროს კირილ ბუდანოვზე მიდგა. რუსულმა პროპაგანდამ ამჯერად მისი "დისტანციური მოკვლა“ გადაწყვიტა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

20 ივნისს კირილ ბუდანოვის ახალი სურათები გავრცელდა. მოგვიანებით კი მისი კომენტარიც გამოქვეყნდა. მისი თქმით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი დანაღმეს და აფეთქების საშიშროება არსებობს…

  • საიდან გაჩნდა ეჭვები?

29-30 მაისს რუსეთმა კიევზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. ამ იერიშის დროს ერთ-ერთი სამიზნე უკრაინის მთავარი დაზვერვის შტაბიც იყო. თავდაპირველად მხოლოდ ტექსტური ინფორმაცია გავრცელდა, რომ რაკეტებმა შტაბამდე მიაღწიეს, მოგვიანებით, როგორც ხდება, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ თითქმის ყველა სამიზნე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. თუმცა მეორე დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა სურათები, სადაც ჩანდა, რომ შტაბს რაკეტა მაინც მოხვდა. დამწვარი იყო კედლები, ფანჯრები კი - ჩამსხვრეული.

სწორედ ამ პერიოდიდან ბუდანოვი ნელ-ნელა "ქრება“.

  • რას ამბობდა რუსული მხარე?

ამის შემდეგ რუსული პროპაგანდა გვიმტკიცებდა, რომ ბუდანოვი სულ მცირე, მძიმედ დაიჭრა, უარეს შემთხვევაში კი - მოკვდა.

მაგალითად, რადას ყოფილი კომიკური პრორუსი დეპუტატი ილია კივა აცხადებდა, რომ ბუდანოვი მკვდარია.

"მოკვდა, ისე, რომ გონებაზე ვერც მოვიდა“, - აზუსტებდა კივა.

რუსი სამხედრო მიმომხილველი ვლადისლავ შურიგინი ორ ვერსიას უშვებდა: ბუდანოვი ან მკვდარია, ან უმძიმეს ვითარებაშია.

"დამატებითი ინფორმაცია მივიღეთ იმ შეტევის შესახებ, რომელიც კიევში მთავარი დაზვერვის შტაბზე განხორციელდა. უკრაინელები ცეკვა-სიმღერით აცხადებდნენ, რომ შენობას რაკეტა ასცდა. მაგრამ ახლა ირკვევა, რომ მიწის ქვეშ 10 მეტრში მდებარეობდა ბუნკერი, რომელსაც დაეცა რაკეტა. ზუსტად იქ იმყოფებოდა უწყების შტაბიც,“ - წერდა შურიგინი.

უკრაინის მთავარი დაზვერვის ცენტრალური შტაბი კიევში, რიბალსკის კუნძულზეა აშენებული. ცნობისთვის, ბევრის აზრით, შტაბს აქვს ბუნკერი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს აშენდა და ის მდინარე დნეპრის ქვეშ მდებარეობს. საინტერესოა, რომ რუსული მედია ავრცელებდა ბერლინის ერთ-ერთი კლინიკის კადრებს, სადაც თითქოსდა, ბუდანოვი მკურნალობდა.

  • რას ამბობდა უკრაინული მხარე?

უკრაინის მთავარი დაზვერვის წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი აცხადებდა, რომ უწყების მეთაური კირილ ბუდანოვი არ გამქრალა და ის სპეციალურ დავალებას ასრულებდა.

"ის თავის მაგალითზე ჯარისკაცებსა და სხვა მეთაურებს აჩვენებს მოტივაციის, დაგეგმვის მაგალითსა და დავალების რეალიზაციას“, - ამბობდა იუსუპოვი.

ბუდანოვი, რომელიც არაერთი წარმატებული ოპერაციის მამოძრავებელი ძალაა, ზოგადად რევანშისტული განწყობით გამოირჩევა. თუ ის ნამდვილად მძიმედ იყო დაჭრილი და ახლა დაბრუნდა, მაშინ მორიგ ხმამაღალ შურისძიებას უნდა ველოდოთ...

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, 37 წლის ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან ისაუბრა, თუ როგორ დაიჭრა დონბასში კონფლიქტისას. მას მომხდარის ზუსტი დრო არ დაუსახელებია, მაგრამ, ეს, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის წინ მოხდა.

როგორც კირილ ბუდანოვმა NV-ის ჟურნალისტებს განუცხადა, მან სამი ჭრილობა მიიღო დონბასში სპეცოპერაციისას. მისი თქმით, ერთ-ერთი მძიმე იყო, რადგან ნაღმის ნამსხვრევი გულთან ახლოს მოხვდა.

"მისი სხეულიდან ამოღება არ შეიძლება, საშიშია. ასევე დაზიანებული მქონდა ზურგი და კისერი. ადრენალინზე, ფრონტის ხაზი, დაახლოებით 5 კილომეტრი, საკუთარი ფეხით გავიარე და მერე დავეცი. ჭრილობა სერიოზულია, მაგრამ პრინციპში ცხოვრება შეიძლება“, - განაცხადა ბუდანოვმა.

უკრაინული გამოცემების ინფორმაციით, ბუდანოვის მიმართ შიშისა და სიძულვილის გამო რუსებმა უკვე ათჯერ სცადეს მასზე თავდასხმა. მაგალითად, 2019 წელს რუსმა კილერმა ბუდანოვის პირად ავტომანქანაზე ასაფეთქებელი დაამონტაჟა. მაშინ ბუდანოვს გაუმართლა - ბომბი უფრო ადრე აფეთქდა, ვიდრე დაგეგმილი იყო.

ა.წ. 21 აპრილს რუსეთის სასამართლომ კირილ ბუდანოვს პატიმრობა შეუფარდა. უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელს რუსეთი ყირიმის ხიდზე "ტერორისტულ თავდასხმაში“ ადანაშაულებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კირილ ბუდანოვი რუსების ერთ-ერთი სასურველი სამიზნეა - მათ უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოკვლა რამდენჯერმე სცადეს. მცდელობები განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი ომის დროს გახშირდა.

2022 წლის აგვისტოში უკრაინამ გაანეიტრალა დივერსიული ჯგუფი, რომელიც დაზვერვის უფროსის, კირილ ბუდანოვის და თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის მოკვლას გეგმავდა.

"ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, რუსებმა ბუდანოვის ლიკვიდაცია პირველად 2016 წლის აგვისტოში სცადეს, როდესაც დროებით ოკუპირებულ ყირიმში ФСБ-ს პოლკოვნიკი მოკლეს.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე