კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურებოდა თინეიჯერი გოგონა 1300 წლის წინ - მეცნიერებმა საუკუნეების წინ გარდაცვლილი მოზარდის სახე აღადგინეს
როგორ გამოიყურებოდა თინეიჯერი გოგონა 1300 წლის წინ - მეცნიერებმა საუკუნეების წინ გარდაცვლილი მოზარდის სახე აღადგინეს

მეც­ნი­ე­რებ­მა აღად­გი­ნეს თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნას სახე, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ ცხოვ­რობ­და. 1300 წლის წინ გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას სა­მარ­ხი მეც­ნი­ე­რებ­მა 2012 წელს, კემ­ბრი­ჯშირ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და მას შემ­დეგ კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მეც­ნი­ერ­მა და მხატ­ვარ­მა ჰიუ მო­რი­სონ­მა თა­ვის ქა­ლი­სა და ქსო­ვი­ლის სიღ­რმის მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, გო­გო­ნას სახე აღად­გი­ნა.

"მისი მარ­ცხე­ნა თვა­ლი ოდ­ნავ დაბ­ლა იყო, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სან­ტი­მეტ­რით, ვიდ­რე მარ­ჯვე­ნა თვა­ლი - ეს საკ­მა­ოდ შე­სამ­ჩნე­ვი იქ­ნე­ბო­და ცხოვ­რე­ბა­ში", - ამ­ბობს ჰიუ მმო­რი­სო­ნი.

მო­ზარ­დის ძვლე­ბი­სა და კბი­ლე­ბის ანა­ლიზ­მა უფრო მეტი გა­მო­ავ­ლი­ნა მისი ხან­მოკ­ლე ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ.

იგი ალ­პე­ბის მახ­ლობ­ლად, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­ხრეთ გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და და კემ­ბრი­ჯშირ­ში 7 წლის შემ­დეგ და­სახ­ლდა. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ინ­გლის­ში ჩას­ვლის შემ­დეგ მისი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი შე­იც­ვა­ლა.

”ახლა ვი­ცით, რომ პრო­ტე­ი­ნის პრო­პორ­ცია შემ­ცირ­და, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ის უფრო მეტ ხორცს და რძის პრო­დუქტს ჭამ­და სამ­ხრეთ გერ­მა­ნი­ა­ში, ვიდ­რე ინ­გლის­ში ჩას­ვლი­სას.”

და­მა­ტე­ბით ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ გო­გო­ნა სიკ­ვდი­ლამ­დე უც­ნო­ბი და­ა­ვა­დე­ბით იტან­ჯე­ბო­და. დოქ­ტორ­მა ლე­გეტ­მა, რო­მე­ლიც კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტეტს იზო­ტო­პუ­რი ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რა, აღ­ნიშ­ნა - "ის, ალ­ბათ, საკ­მა­ოდ ცუ­დად იყო, გრძე­ლი გზა გა­ი­ა­რა სრუ­ლი­ად უც­ნობ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­სას­ვლე­ლად - საკ­ვე­ბიც კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო - ეს მის­თვის სა­ში­ნე­ლე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო.“

ახალ­გაზ­რდა ქა­ლის სა­მარხში ოქ­როს ჯვა­რიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რაც მის ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ზე და არის­ტოკ­რა­ტულ ან სა­მე­ფო წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ქალი ინ­გლის­ში და­სა­ქორ­წი­ნებ­ლად, ან მო­ნაზვნად აღ­საკ­ვე­ცად ჩა­ვი­და. სა­მარხში სხვა არ­ტე­ფაქ­ტებ­თან ერ­თად "ტრამ­პინგტო­ნის ჯვა­რი" იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვააააა
0

თმები რომელ სალონში გაიკეთა საინტერესოა?

გიორგი
7

მაგ სიმარლითი იარეთ, ერთი ეგ არის მართალი და მეორე რო ალმოაჩენ თ რაღაცას დს იძახით 150მილიონი წლის წინანდელიაო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

როგორ გამოიყურებოდა თინეიჯერი გოგონა 1300 წლის წინ - მეცნიერებმა საუკუნეების წინ გარდაცვლილი მოზარდის სახე აღადგინეს

როგორ გამოიყურებოდა თინეიჯერი გოგონა 1300 წლის წინ - მეცნიერებმა საუკუნეების წინ გარდაცვლილი მოზარდის სახე აღადგინეს

მეცნიერებმა აღადგინეს თინეიჯერი გოგონას სახე, რომელიც საუკუნეების წინ ცხოვრობდა. 1300 წლის წინ გარდაცვლილი გოგონას სამარხი მეცნიერებმა 2012 წელს, კემბრიჯშირში აღმოაჩინეს და მას შემდეგ კვლევა მიმდინარეობს.

მეცნიერმა და მხატვარმა ჰიუ მორისონმა თავის ქალისა და ქსოვილის სიღრმის მონაცემების გამოყენებით, გოგონას სახე აღადგინა.

"მისი მარცხენა თვალი ოდნავ დაბლა იყო, დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრით, ვიდრე მარჯვენა თვალი - ეს საკმაოდ შესამჩნევი იქნებოდა ცხოვრებაში", - ამბობს ჰიუ მმორისონი.

მოზარდის ძვლებისა და კბილების ანალიზმა უფრო მეტი გამოავლინა მისი ხანმოკლე ცხოვრების შესახებ.

იგი ალპების მახლობლად, სავარაუდოდ, სამხრეთ გერმანიაში დაიბადა და კემბრიჯშირში 7 წლის შემდეგ დასახლდა. მეცნიერების თქმით, ინგლისში ჩასვლის შემდეგ მისი კვების რაციონი შეიცვალა.

”ახლა ვიცით, რომ პროტეინის პროპორცია შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის უფრო მეტ ხორცს და რძის პროდუქტს ჭამდა სამხრეთ გერმანიაში, ვიდრე ინგლისში ჩასვლისას.”

დამატებით ანალიზმა აჩვენა, რომ გოგონა სიკვდილამდე უცნობი დაავადებით იტანჯებოდა. დოქტორმა ლეგეტმა, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტს იზოტოპური ანალიზის ჩატარებაში დაეხმარა, აღნიშნა - "ის, ალბათ, საკმაოდ ცუდად იყო, გრძელი გზა გაიარა სრულიად უცნობ ქვეყანაში ჩასასვლელად - საკვებიც კი განსხვავებული იყო - ეს მისთვის საშინელება უნდა ყოფილიყო.“

ახალგაზრდა ქალის სამარხში ოქროს ჯვარიც აღმოაჩინეს, რაც მის ქრისტიანობაზე და არისტოკრატულ ან სამეფო წარმომავლობაზე მიუთითებს. ვარაუდობენ, რომ ქალი ინგლისში დასაქორწინებლად, ან მონაზვნად აღსაკვეცად ჩავიდა. სამარხში სხვა არტეფაქტებთან ერთად "ტრამპინგტონის ჯვარი" იპოვეს.