საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლუსი მომავლისთვის“ კამპანიის ფარგლებში აფხაზეთის #22 სკოლაში ბიბლიოთეკა სრულად განახლდა
"ბიბლუსი მომავლისთვის“ კამპანიის ფარგლებში აფხაზეთის #22 სკოლაში ბიბლიოთეკა სრულად განახლდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ყვე­ლა­ზე დიდი ქსე­ლის - "ბიბ­ლუ­სის“ ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტის - "ბიბ­ლუ­სი მო­მავ­ლის­თვის“ ფარ­გლებ­ში, აფხა­ზე­თის #22 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ბიბ­ლი­ო­თე­კა მო­ე­წყო. სკო­ლა ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე­ობს.

პრო­ექ­ტი "ბიბ­ლუ­სის“ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მისი პირ­ვე­ლი ეტა­პი ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, 1-ელ ივ­ნისს ჩა­ტარ­და და რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბას მო­ი­ცავ­და. ერთ-ერთი აქ­ცი­ის თა­ნახ­მად, მთე­ლი ქსე­ლის მას­შტა­ბით გა­ყი­დუ­ლი წიგ­ნე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხის 5% ავ­ტო­მა­ტუ­რად ირი­ცხე­ბო­და აფხა­ზე­თის სკო­ლა­ში ბიბ­ლი­ო­თე­კის მო­წყო­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ფონდში. რო­გორც "ბიბ­ლუს­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ჯამ­ში 6 000 ლა­რამ­დე თან­ხა შეგ­როვ­და, რაც სრუ­ლად მოხ­მარ­და სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის გა­ნახ­ლე­ბას.

"ბიბ­ლუ­სის“ მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლის ანი ასა­თი­ა­ნის თქმით, მათ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში და­წყე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბიც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ, ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნეს:

"სწო­რედ 1-ელ ივ­ნისს და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ბო­ლომ­დე და "ბიბ­ლუ­სი მო­მავ­ლის“ ფარ­გლებ­ში ვა­პი­რებთ, რომ კვლავ გა­ვაგ­რძე­ლოთ ასე­თი კამ­პა­ნი­ე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ანი ასა­თი­ან­მა.

სკო­ლის­თვის ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­და­ცე­მის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ეკა ხო­ფე­რია. მან "ბიბ­ლუსს“ ბიბ­ლი­ო­თე­კის მო­წყო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და:

"ასე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ის შე­დე­გად 5% ჩა­ი­რი­ცხა ფონდში და სრუ­ლად და­კომ­პლექტდე­ბა და შე­ივ­სე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კა. ბავ­შვებს ძა­ლი­ან დიდი მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი დას­რულ­და, მო­ვიდ­ნენ, და­ეს­წრნენ ღო­ნის­ძი­ე­ბას. ჩვენ ერ­თად გა­ვეც­ნო­ბით ამ წიგ­ნებს და ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გი­თხრათ, ია­რეთ "ბიბ­ლუს­ში“. ჩვენ­თვის თქვენ­თან მე­გობ­რო­ბა მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა“, - აღ­ნიშ­ნა ეკა ხო­ფე­რი­ამ.

"ბიბ­ლუ­სის“ კამ­პა­ნი­ამ ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო წიგ­ნის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა­სა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე ბიბ­ლი­ო­თე­კის მო­წყო­ბა­ში.

სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვის წიგნ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით "ბიბ­ლუ­სი“ კამ­პა­ნი­ებს კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს.

#ბიბ­ლუ­სი მო­მავ­ლის­თვის

#ერ­თად მეტი შეგ­ვიძ­ლია

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბიბლუსი მომავლისთვის“ კამპანიის ფარგლებში აფხაზეთის #22 სკოლაში ბიბლიოთეკა სრულად განახლდა

"ბიბლუსი მომავლისთვის“ კამპანიის ფარგლებში აფხაზეთის #22 სკოლაში ბიბლიოთეკა სრულად განახლდა

საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელის - "ბიბლუსის“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის - "ბიბლუსი მომავლისთვის“ ფარგლებში, აფხაზეთის #22 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა მოეწყო. სკოლა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

პროექტი "ბიბლუსის“ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში ხორციელდება. მისი პირველი ეტაპი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1-ელ ივნისს ჩატარდა და რამდენიმე აქტივობას მოიცავდა. ერთ-ერთი აქციის თანახმად, მთელი ქსელის მასშტაბით გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხის 5% ავტომატურად ირიცხებოდა აფხაზეთის სკოლაში ბიბლიოთეკის მოწყობისთვის განკუთვნილ ფონდში. როგორც "ბიბლუსში“ განმარტავენ, აქციის ფარგლებში ჯამში 6 000 ლარამდე თანხა შეგროვდა, რაც სრულად მოხმარდა სკოლის ბიბლიოთეკის განახლებას.

"ბიბლუსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელის ანი ასათიანის თქმით, მათ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში დაწყებული აქტივობა, რომლის მთავარი გმირებიც მომხმარებლები იყვნენ, ბოლომდე მიიყვანეს:

"სწორედ 1-ელ ივნისს დაწყებული პროექტი განვახორციელეთ ბოლომდე და "ბიბლუსი მომავლის“ ფარგლებში ვაპირებთ, რომ კვლავ გავაგრძელოთ ასეთი კამპანიები“, - აღნიშნა ანი ასათიანმა.

სკოლისთვის ახალი ლიტერატურის გადაცემის ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია. მან "ბიბლუსს“ ბიბლიოთეკის მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა:

"ასეთი არაჩვეულებრივი საქველმოქმედო აქციის შედეგად 5% ჩაირიცხა ფონდში და სრულად დაკომპლექტდება და შეივსება ბიბლიოთეკა. ბავშვებს ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი დასრულდა, მოვიდნენ, დაესწრნენ ღონისძიებას. ჩვენ ერთად გავეცნობით ამ წიგნებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, იარეთ "ბიბლუსში“. ჩვენთვის თქვენთან მეგობრობა მართლაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა ეკა ხოფერიამ.

"ბიბლუსის“ კამპანიამ ნებისმიერ მსურველს საშუალება მისცა, მონაწილეობა მიეღო წიგნის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მომავალი თაობისთვის თანამედროვე ბიბლიოთეკის მოწყობაში.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალგაზრდა თაობისთვის წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით "ბიბლუსი“ კამპანიებს კვლავაც გააგრძელებს.

#ბიბლუსი მომავლისთვის

#ერთად მეტი შეგვიძლია

(R)