სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივიღე ბევრი მუქარა თუ შეურაცხყოფა პირად თუ ღია სივრცეში.... არანაირ პროპაგანდას არ ვეწევით არც მე, არც მითუმეტეს, მამაჩემი" - ე.წ. "მაკდონალდსის" სკანდალს სოფო ჭყონია ეხმაურება
"მივიღე ბევრი მუქარა თუ შეურაცხყოფა პირად თუ ღია სივრცეში.... არანაირ პროპაგანდას არ ვეწევით არც მე, არც მითუმეტეს, მამაჩემი" -  ე.წ. "მაკდონალდსის" სკანდალს სოფო ჭყონია ეხმაურება

"მაკ­დო­ნალდს ჯორ­ჯი­ას" ირ­გვლივ ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი თე­მურ ჭყო­ნი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი სოფო ჭყო­ნია ეხ­მა­უ­რე­ბა.

მისი თქმით, ეს ტალ­ღა ხე­ლოვ­ნუ­რად არის აგო­რე­ბუ­ლი და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ბოლო დღე­ებ­ში ატე­ხილ და ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე, და­უს­რუ­ლე­ბელ ამ­ბავს, რო­მე­ლიც უკვე გას­ცდა "მაკ­დო­ნალდსის" თე­მას და პირ­და­პირ ეხე­ბა ჩემს ოჯახს. მი­ვი­ღე ბევ­რი მუ­ქა­რა თუ შე­უ­რა­ცხყო­ფა პი­რად თუ ღია სივ­რცე­ში. არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ და­გეგ­მა, რა და­გეგ­მა და რის­თვის, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. არა­ნა­ირ პრო­პა­გან­დას არ ვე­წე­ვით არც მე, არც მით უმე­ტეს, მა­მა­ჩე­მი. თუმ­ცა კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვგმობ ჰო­მო­ფო­ბი­ას და ადა­მი­ა­ნის არ­ჩე­ვა­ნის შე­ზღუდ­ვის ან წარ­თმე­ვის უფ­ლე­ბას!

დღეს­დღე­ო­ბით პრო­პა­გან­და რუ­სუ­ლი ვიცი მარ­ტო, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო მო­იც­ვა.

სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ, რო­დე­საც ბნე­ლი ძა­ლე­ბი და გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა უფრო მე­ტია, ვიდ­რე საღი აზრი! ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რად უფრო მეტი პრობ­ლე­მაა, ვიდ­რე ეს შე­მოგ­დე­ბუ­ლი, ხე­ლოვ­ნუ­რად ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟია და მცდე­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის იმ თე­მე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მე­ტად უნდა აწუ­ხებ­დეს თი­თო­ე­ულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს. იმე­დი მაქვს, მალე ისეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ცხოვ­რებთ, სა­დაც ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ან გან­ხილ­ვის თემა ელ­ტონ ჯო­ნის ქორ­წი­ნე­ბა იქ­ნე­ბა" - წერს სოფო ჭყო­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, "მაკ­დო­ნალდსმა" თა­ვი­სი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის და­ბეჭ­დი­ლი სე­რი­ის წიგ­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას შე­ე­ხე­ბა, ერთ-ერთი ცნო­ბილ მომ­ღე­რალ ელ­ტონ ჯონს მი­უ­ძღვნა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ: "და­ქორ­წინ­და და მე­უღ­ლეს­თან, დე­ვიდ­თან და ორ ვაჟ­თან ერ­თად შექ­მნა ოჯა­ხი, რო­მელ­ზეც ყო­ველ­თვის ოც­ნე­ბობ­და". ბრო­შუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში სკან­და­ლუ­რი გა­მოდ­გა.

ამის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა "მაკ­დო­ნალდსმა" და ელ­ტონ ჯონ­ზე გა­მოშ­ვე­ბულ ბრო­შუ­რას შეც­დო­მა უწო­და.

კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა:

"მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გუნ­დის გან­ცხა­დე­ბა: ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზო­გი­ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო ეწე­ვა რა­ი­მე სა­ხის პრო­პა­გან­დას. გვსურს აღ­ვნიშ­ნოთ, რომ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ხაზ­გას­მით გან­ვმარ­ტავთ, რომ მაკ­დო­ნალდს გლო­ბა­ლის შე­მეც­ნე­ბით-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა Happy Meal Readers ემ­სა­ხუ­რე­ბა ერ­თა­დერთ მი­ზანს - ჩვენს პა­ტა­რა მომ­ხმა­რე­ბელს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ე­ბი­თა და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბის მა­გა­ლი­თე­ბით გა­ვუღ­ვი­ვოთ ცოდ­ნის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი და მივ­ცეთ მო­ტი­ვა­ცია, თა­ვა­დაც გახ­დნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი.

Happy Meal Readers-ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­მო­ი­ცა ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი წიგ­ნი "პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბი, დიდი მიზ­ნე­ბი“ სა­ბავ­შვო მწერ­ლე­ბის სოფი ბი­ე­რი­სა და ემი ბლიქ­ვი­ლის ავ­ტო­რო­ბით. წიგ­ნი, რო­მელ­შიც ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი მომ­ღერ­ლის და მუ­სი­კო­სის, სერ ელ­ტონ ჯო­ნის ცხოვ­რე­ბა და კა­რი­ე­რაა აღ­წე­რი­ლი, ჩი­ნეთ­ში და­ი­ბეჭ­და და იდენ­ტუ­რი ში­ნა­არ­სით გავ­რცელ­და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნის მაკ­დო­ნალდსში, შე­სა­ბა­მი­სი ქვეყ­ნე­ბის ენა­ზე ნა­თარ­გმნი.

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლია, რაც კრძა­ლავს თარ­გმნი­სას ში­ნა­არ­სის რა­ი­მე სა­ხით შეც­ვლას. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით ორი­გი­ნა­ლი ვერ­სი­ის ქარ­თუ­ლად თარ­გმნი­სას და რე­დაქ­ტი­რე­ბი­სას, სამ­წუ­ხა­როდ, მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი გუნ­დის შეც­დო­მის შე­დე­გად, ჯე­როვ­ნად არ იქნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კონ­ტექ­სტი და მოხ­და ში­ნა­არ­სის პირ­და­პირ და უხე­შად კო­პი­რე­ბა.

აქვე, გვინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ წიგ­ნის გა­მო­ცე­მის სრულ პრო­ცეს­ზე, მათ შო­რის თარ­გმნა­ზე, რე­დაქ­ტი­რე­ბა­სა და კონ­ტექ­სტზე მუ­შა­ობ­და მხო­ლოდ "მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გუნ­დი. პრო­ცე­სის ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­ში არც კომ­პა­ნია კოკა-კო­ლას და არც ბა­ტონ თე­მურ ჭყო­ნი­ას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღი­ათ.

მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ნე­ჯმენ­ტი იზი­ა­რებს დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მას და ბო­დიშს უხ­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ამას­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, რომ მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლო დღი­დან მისი და­ფუძ­ნე­ბი­სა, მხარს უჭერს ქვე­ყა­ნა­ში წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და დღემ­დე სხვა­დას­ხვა შე­მეც­ნე­ბი­თი წიგ­ნე­ბით, პროგ­რა­მე­ბი­თა თუ კამ­პა­ნი­ე­ბით ხელს უწყობს პა­ტა­რებ­ში კი­თხვის შეყ­ვა­რე­ბას. ჩვენს მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია 300 000 შე­მეც­ნე­ბი­თი ში­ნა­არ­სის წიგ­ნი, რო­მელ­მაც წა­ა­ხა­ლი­სა ბავ­შვებ­ში კი­თხვის სიყ­ვა­რუ­ლი.

მაკ­დო­ნალდს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ისე­ვე, რო­გორც მისი დამ­ფუძ­ნებ­ლის­თვის, ბა­ტონ თე­მურ ჭყო­ნი­ას­თვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნია და სწო­რედ ადა­მი­ა­ნის გარ­შე­მო აშე­ნებს ბრენ­დს, რო­მე­ლიც თით­ქმის 25 წე­ლია, მი­ლი­ო­ნო­ბით მომ­ხმა­რებ­ლის ერ­თგუ­ლია", - ნათ­ქვა­მი იყო გან­ცხა­დე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა კომ­პა­ნი­ამ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში წა­შა­ლა.

"მაკ­დო­ნალდსის" მფლო­ბე­ლი, თე­მურ ჭყო­ნია ამ­ბობს, რომ ამ კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ბო­დიშს იხ­დიდ­ნენ ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის, ელ­ტონ ჯო­ნის შე­სა­ხებ ბრო­შუ­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის, მას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ იყო. მან "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას" უთხრა, რომ ეს არის კომ­პა­ნი­ის "დი­რექ­ტო­რის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მოქ­მე­დე­ბა".

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი11-ს
0

 ბრძენი გიორგი გირჩევთ შეეშვით პოლიტიკასო ნეტა იგივე ჩვენ პარლამენტარებს და ბიძოს უთხრას . ბიძოს ერთმა ჭკვიანმა კაცმა კი ურჩია დაანებე თავი პოლიტიკასო ბოლოს სასაცილო გახდებიო!! აღარ გახსოვთ ეს ინტერვიუ!!! რაც არ გაწყობთ არ გახსოვთ მოკლედ ჯერ პოლიტიკოსებს შუძახე დამერე ბიზნესმენებს. 

ლაშა
1

რა კახპაც ხარ კარგად გიცნობ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მივიღე ბევრი მუქარა თუ შეურაცხყოფა პირად თუ ღია სივრცეში.... არანაირ პროპაგანდას არ ვეწევით არც მე, არც მითუმეტეს, მამაჩემი" - ე.წ. "მაკდონალდსის" სკანდალს სოფო ჭყონია ეხმაურება

"მივიღე ბევრი მუქარა თუ შეურაცხყოფა პირად თუ ღია სივრცეში.... არანაირ პროპაგანდას არ ვეწევით არც მე, არც მითუმეტეს, მამაჩემი" -  ე.წ. "მაკდონალდსის" სკანდალს სოფო ჭყონია ეხმაურება

"მაკდონალდს ჯორჯიას" ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს კომპანიის მფლობელი თემურ ჭყონიას ქალიშვილი სოფო ჭყონია ეხმაურება.

მისი თქმით, ეს ტალღა ხელოვნურად არის აგორებული და ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.

"მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ატეხილ და ახლაც მიმდინარე, დაუსრულებელ ამბავს, რომელიც უკვე გასცდა "მაკდონალდსის" თემას და პირდაპირ ეხება ჩემს ოჯახს. მივიღე ბევრი მუქარა თუ შეურაცხყოფა პირად თუ ღია სივრცეში. არ მაინტერესებს, ვინ დაგეგმა, რა დაგეგმა და რისთვის, თუმცა ყველაფერი ნათელია. არანაირ პროპაგანდას არ ვეწევით არც მე, არც მით უმეტეს, მამაჩემი. თუმცა კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას და ადამიანის არჩევანის შეზღუდვის ან წართმევის უფლებას!

დღესდღეობით პროპაგანდა რუსული ვიცი მარტო, რომელმაც საქართველო მოიცვა.

სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც ბნელი ძალები და გაუნათლებლობა უფრო მეტია, ვიდრე საღი აზრი! ქვეყანაში ბევრად უფრო მეტი პრობლემაა, ვიდრე ეს შემოგდებული, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია და მცდელობა ყურადღების გადატანის იმ თემებიდან, რომლებიც ალბათ, ყველაზე მეტად უნდა აწუხებდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. იმედი მაქვს, მალე ისეთ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა ან განხილვის თემა ელტონ ჯონის ქორწინება იქნება" - წერს სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "მაკდონალდსმა" თავისი მომხმარებლებისთვის დაბეჭდილი სერიის წიგნებიდან, რომლებიც ცნობილი ადამიანების ცხოვრებას შეეხება, ერთ-ერთი ცნობილ მომღერალ ელტონ ჯონს მიუძღვნა, რომელშიც ვკითხულობთ: "დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა". ბროშურა საქართველოში სკანდალური გამოდგა.

ამის შემდეგ განცხადება გაავრცელა "მაკდონალდსმა" და ელტონ ჯონზე გამოშვებულ ბროშურას შეცდომა უწოდა.

კომპანიის განცხადება:

"მაკდონალდს საქართველოს ადმინისტრაციის გუნდის განცხადება: ბოლო დღეების განმავლობაში ზოგიერთ მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მაკდონალდს საქართველო ეწევა რაიმე სახის პროპაგანდას. გვსურს აღვნიშნოთ, რომ მსგავსი განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ხაზგასმით განვმარტავთ, რომ მაკდონალდს გლობალის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა Happy Meal Readers ემსახურება ერთადერთ მიზანს - ჩვენს პატარა მომხმარებელს საინტერესო ისტორიებითა და ცნობილი ადამიანების წარმატების მაგალითებით გავუღვივოთ ცოდნის შეძენის სურვილი და მივცეთ მოტივაცია, თავადაც გახდნენ წარმატებულები.

Happy Meal Readers-ის პროგრამის ფარგლებში გამოიცა ლიცენზირებული წიგნი "პატარა ადამიანები, დიდი მიზნები“ საბავშვო მწერლების სოფი ბიერისა და ემი ბლიქვილის ავტორობით. წიგნი, რომელშიც ცნობილი ბრიტანელი მომღერლის და მუსიკოსის, სერ ელტონ ჯონის ცხოვრება და კარიერაა აღწერილი, ჩინეთში დაიბეჭდა და იდენტური შინაარსით გავრცელდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მაკდონალდსში, შესაბამისი ქვეყნების ენაზე ნათარგმნი.

აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გამოცემა ლიცენზირებულია, რაც კრძალავს თარგმნისას შინაარსის რაიმე სახით შეცვლას. სწორედ ამ მიზეზით ორიგინალი ვერსიის ქართულად თარგმნისას და რედაქტირებისას, სამწუხაროდ, მაკდონალდს საქართველოს აღმასრულებელი გუნდის შეცდომის შედეგად, ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული კონტექსტი და მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება.

აქვე, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წიგნის გამოცემის სრულ პროცესზე, მათ შორის თარგმნაზე, რედაქტირებასა და კონტექსტზე მუშაობდა მხოლოდ "მაკდონალდს საქართველოს" ადმინისტრაციის გუნდი. პროცესის შინაარსობრივ ნაწილში არც კომპანია კოკა-კოლას და არც ბატონ თემურ ჭყონიას მონაწილეობა არ მიუღიათ.

მაკდონალდს საქართველოს მენეჯმენტი იზიარებს დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს უხდის საზოგადოებას.

ამასთან, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მაკდონალდს საქართველო დღიდან მისი დაფუძნებისა, მხარს უჭერს ქვეყანაში წიგნიერების განვითარებას და დღემდე სხვადასხვა შემეცნებითი წიგნებით, პროგრამებითა თუ კამპანიებით ხელს უწყობს პატარებში კითხვის შეყვარებას. ჩვენს მიერ გამოცემული და რეალიზებულია 300 000 შემეცნებითი შინაარსის წიგნი, რომელმაც წაახალისა ბავშვებში კითხვის სიყვარული.

მაკდონალდს საქართველოსთვის ისევე, როგორც მისი დამფუძნებლისთვის, ბატონ თემურ ჭყონიასთვის მთავარი ღირებულება ადამიანია და სწორედ ადამიანის გარშემო აშენებს ბრენდს, რომელიც თითქმის 25 წელია, მილიონობით მომხმარებლის ერთგულია", - ნათქვამი იყო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება კომპანიამ რამდენიმე წუთში წაშალა.

"მაკდონალდსის" მფლობელი, თემურ ჭყონია ამბობს, რომ ამ კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ბოდიშს იხდიდნენ ცნობილი მომღერლის, ელტონ ჯონის შესახებ ბროშურების გავრცელებისთვის, მასთან შეთანხმებული არ იყო. მან "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ ეს არის კომპანიის "დირექტორის კატასტროფული მოქმედება".