მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროტესტის მე-11 დღე: მაღაროელების მხარდასაჭერად ჭიათურაში მასშტაბური მსვლელობა გაიმართა - "ჩვენ არ გავჩერდებით, ეს უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია..."
პროტესტის მე-11 დღე: მაღაროელების მხარდასაჭერად ჭიათურაში მასშტაბური მსვლელობა გაიმართა - "ჩვენ არ გავჩერდებით, ეს უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია..."

ჭი­ა­თუ­რე­ლე­ბი გა­ფი­ცუ­ლი მა­ღა­რო­ე­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვიდ­ნენ და ქა­ლაქ­ში საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბა გა­მარ­თეს. ჭი­ა­თუ­რის მე­რი­ის წინ გა­ფი­ცულ მა­ღა­რო­ე­ლებს კარ­ვე­ბი აქვთ გაშ­ლი­ლი. ისი­ნი უკვე მე­ხუ­თე დღეა შიმ­ში­ლო­ბენ.

დღეს ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა მალ­ხაზ სა­რა­ლი­ძემ პირი ამო­ი­კე­რა.

რო­გორც გა­ფი­ცუ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, მან პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან უშე­დე­გო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გამო მი­მარ­თა.

უკვე მე­თერ­თმე­ტე დღეა გა­ფი­ცუ­ლი მა­ღა­რო­ე­ლე­ბი ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდას, სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას მო­ი­თხო­ვენ.

მათი თქმით, შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც კომ­პა­ნია დათ­მო­ბა­ზე არ წა­ვი­და. რო­გორც ისი­ნი აცხა­დე­ბენ, სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ მე­დი­ა­ტო­რის ფუნ­ქცი­ით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, უფრო აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოს პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

მა­ღა­რო­ელ­თა თქმით, კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზი" არ თან­ხმდე­ბა მთა­ვარ მო­თხოვ­ნას - ხელ­ფა­სის 40%-ით მო­მა­ტე­ბას და სა­მუ­შაო გრა­ფი­კის უც­ვლე­ლად და­ტო­ვე­ბას. კომ­პა­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცია მათ სა­ხელ­ფა­სო ანა­ზღა­უ­რე­ბის მხო­ლოდ 5%-იან მა­ტე­ბას სთა­ვა­ზობს, რაც მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია 12-სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის ნაც­ვლად, დღე­ში 8-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო გრა­ფიკ­ზე გა­დას­ვლა, რად­გან ამით დას­ვე­ნე­ბის დღე­ბი 14-დან 8-მდე უმ­ცირ­დე­ბათ.

"მე­თერ­თმე­ტე მა­ღა­რო­ელ­მა და­ი­წყო შიმ­ში­ლო­ბა და მან დღეს პირი ამო­ი­კე­რა. ის არ არის ერ­თა­დერ­თი და შე­საძ­ლოა, სხვებ­მაც იგი­ვე გა­ა­კე­თონ. ვე­ლო­დე­ბით მე­დი­ა­ტო­რის პა­სუხს. პრო­ტეს­ტი არ შე­წყდე­ბა თუ მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა მა­ღა­რო­ელ­მა ტა­რი­ელ მი­ქა­ცა­ძემ.

"ჩვენ არ გავ­ჩერ­დე­ბით, ეს უკვე სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­კი­თხია, გთხოვთ, დაგ­ვეხ­მა­რეთ ჩვე­ნი კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და მსვლე­ლო­ბის მო­ნა­წი­ლე ერთ-ერ­თმა მა­ღა­რო­ელ­მა.

გუ­შინ, ჭი­ა­თუ­რა­ში გა­ფი­ცულ მა­ღა­რო­ე­ლებ­თან სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ჩა­ვი­და. ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი გა­ფი­ცუ­ლებს და მო­შიმ­ში­ლე­ებს შეხ­ვდა და მათ მო­თხოვ­ნებს გა­ეც­ნო. იო­სე­ლი­ა­ნის თქმით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ.

"ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს და გა­ვაგ­რძე­ლებთ, რომ მხა­რე­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა მი­იღ­წეს, ამის მო­ლო­დი­ნი აქვთ. რაც და­ვი­ნა­ხე, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ეს ხალ­ხი არ არის გან­წყო­ბი­ლი რა­დი­კა­ლუ­რად, მზად არი­ან, წა­ვიდ­ნენ დათ­მო­ბებ­ზე, მაგ­რამ ამა­ვე დროს მე­ო­რე მხა­რე­საც მო­უ­წო­დე­ბენ, რომ დათ­მონ და მათი მო­თხოვ­ნე­ბიც იყოს გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი." - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა გუ­შინ.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, უკვე მე-11 დღეა ჭი­ა­თუ­რა­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის გამო, მა­ღა­რო­ე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლია. გა­ფი­ცუ­ლე­ბი კომ­პა­ნი­ის­გან 14 პუნ­ქტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ითხო­ვენ. მათ შო­რის: ხელ­ფა­სე­ბის ზრდას, და­ზღვე­ვის შეც­ვლა და პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვის შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა; ტექ­ნი­კუ­რი გა­ნახ­ლე­ბა/გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; უსაფრ­თხო­ე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და ა.შ.

კომ­პა­ნია თა­ნამ­შრომ­ლებს სთა­ვა­ზობს შე­წყვი­ტონ პრო­ტეს­ტი, გა­ნა­ახ­ლონ მუ­შა­ო­ბა და მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად რა ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტი­ა­ნო­ბაც იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი, იმის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვროს თა­ნამ­შრო­მელ­თა ბო­ნუ­სე­ბი და ბე­ნე­ფი­ტე­ბი.

კომ­პა­ნი­ა­სა და და­საქ­მე­ბუ­ლებს შო­რის მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო 12 ივ­ნისს ჩა­ერ­თო, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ პრო­ცეს­ში, ორი­ვე მხა­რის ინ­ტე­რე­სე­ბი სრუ­ლად იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
1

ხალხი შვებულების უფლებას ითხოვს.... ღმერთო, სად ვართ!! რაის ევროკავშირი და ცივილიზაცია, პირველყოფილურ თემურ წყობილებაში ვართ აშკარად.

ლევანი
2

საერთოდ ჭიათურა უნდა იყოს ერთ-ერთი განვითარებული და მდიდარი ქალაქი,მაგრამ მარგანეცზ როცა აზის შავი გაგება იქ ყველაფერი დამთავრებულია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

პროტესტის მე-11 დღე: მაღაროელების მხარდასაჭერად ჭიათურაში მასშტაბური მსვლელობა გაიმართა - "ჩვენ არ გავჩერდებით, ეს უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია..."

პროტესტის მე-11 დღე: მაღაროელების მხარდასაჭერად ჭიათურაში მასშტაბური მსვლელობა გაიმართა - "ჩვენ არ გავჩერდებით, ეს უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია..."

ჭიათურელები გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად ქუჩებში გამოვიდნენ და ქალაქში საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ჭიათურის მერიის წინ გაფიცულ მაღაროელებს კარვები აქვთ გაშლილი. ისინი უკვე მეხუთე დღეა შიმშილობენ.

დღეს ერთ-ერთმა მათგანმა მალხაზ სარალიძემ პირი ამოიკერა.

როგორც გაფიცულები აცხადებენ, მან პროტესტის უკიდურეს ფორმას, ხელმძღვანელობასთან უშედეგო მოლაპარაკებების გამო მიმართა.

უკვე მეთერთმეტე დღეა გაფიცული მაღაროელები ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.

მათი თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია დათმობაზე არ წავიდა. როგორც ისინი აცხადებენ, სახელმწიფო, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ მედიატორის ფუნქციით შემოიფარგლება, უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს პრობლემების მოგვარებაში.

მაღაროელთა თქმით, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" არ თანხმდება მთავარ მოთხოვნას - ხელფასის 40%-ით მომატებას და სამუშაო გრაფიკის უცვლელად დატოვებას. კომპანიის ადმინისტრაცია მათ სახელფასო ანაზღაურების მხოლოდ 5%-იან მატებას სთავაზობს, რაც მათთვის მიუღებელია. ასევე მიუღებელია 12-საათიანი სამუშაო გრაფიკის ნაცვლად, დღეში 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა, რადგან ამით დასვენების დღები 14-დან 8-მდე უმცირდებათ.

"მეთერთმეტე მაღაროელმა დაიწყო შიმშილობა და მან დღეს პირი ამოიკერა. ის არ არის ერთადერთი და შესაძლოა, სხვებმაც იგივე გააკეთონ. ველოდებით მედიატორის პასუხს. პროტესტი არ შეწყდება თუ მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილება", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

"ჩვენ არ გავჩერდებით, ეს უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, გთხოვთ, დაგვეხმარეთ ჩვენი კანონიერი მოთხოვნების შესრულებაში", - განაცხადა მსვლელობის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა.

გუშინ, ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან სახალხო დამცველი ჩავიდა. ლევან იოსელიანი გაფიცულებს და მოშიმშილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ფლობს ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ.

"ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს და გავაგრძელებთ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს, ამის მოლოდინი აქვთ. რაც დავინახე, ყველაზე მთავარი, ეს ხალხი არ არის განწყობილი რადიკალურად, მზად არიან, წავიდნენ დათმობებზე, მაგრამ ამავე დროს მეორე მხარესაც მოუწოდებენ, რომ დათმონ და მათი მოთხოვნებიც იყოს გაზიარებული." - განაცხადა ლევან იოსელიანმა გუშინ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკვე მე-11 დღეა ჭიათურაში დაწყებული პროტესტის გამო, მაღაროები გაჩერებულია. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. მათ შორის: ხელფასების ზრდას, დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება; ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება; უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და ბენეფიტები.

კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო, სადაც აცხადებენ, რომ პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.

ასევე იხილეთ: