საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული მედია წერს, რომ დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაშია - "უარს ამბობს მეგობრებთან ურთიერთობაზე, არ დგება საწოლიდან... მისი გვერდით არიან შვილი და ძმა"
რუსული მედია წერს, რომ დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაშია - "უარს ამბობს მეგობრებთან ურთიერთობაზე, არ დგება საწოლიდან... მისი გვერდით არიან შვილი და ძმა"

20 მა­ისს, რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, დი­ა­ნა ღურწკა­ი­ას ქმა­რი პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კო გარ­და­იც­ვა­ლა. 46 წლის კაც­მა თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე თავი ცუ­დად იგ­რძნო, ის მივ­ლი­ნე­ბი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და. ეკი­პაჟ­მა გა­და­წყვი­ტა უახ­ლო­ეს აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო, რათა კურ­ჩენ­კოს ექი­მე­ბი დახ­მა­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მე­დი­კო­სე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ კუ­ჩე­რენ­კოს შე­საძ­ლოა გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქო­ნო­და, რად­გან რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სი, რის შემ­დე­გაც ძა­ლი­ან და­იკ­ლო წო­ნა­ში.

ღურწკა­ი­ას ქმა­რი ტრო­ე­კუ­როვ­სკის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე დი­ა­ნა ფეხ­ზე ძლივს იდგა. იგი, პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ვის­თან კონ­ტაქ­ტობ­და, არ გა­უ­კე­თე­ბია კო­მენ­ტა­რი მე­დი­ას­თან.

რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ ხე­ლო­ვა­ნი მე­უღ­ლის და­კარ­გვის შემ­დეგ ძა­ლი­ან ცუ­დად არის. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ღურწკა­ია მძი­მე მო­რა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"ის უარს ამ­ბობს მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, არ დგე­ბა სა­წო­ლი­დან და არც უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბის ზა­რებს პა­სუ­ხობს... დი­ა­ნას გვერ­დით არი­ან მისი ვაჟი და ძმა რო­ბერ­ტი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ეკონ­ტაქ­ტე­ბა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს და სა­უბ­რობს იმა­ზე, თუ რა ხდე­ბა დის ოჯახ­ში", - წე­რენ რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი.

მათ­თან გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარ­ში რო­ბერტ ღურწკა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ კუ­ჩე­რენ­კოს სიკ­ვდი­ლი ასე მტკივ­ნე­უ­ლად და­არ­ტყამ­და მის დას. დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ სა­ჯა­როდ დი­ა­ნა არა­ვის უნა­ხავს. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მომ­ღე­რა­ლი ახ­ლობ­ლებ­მა მშობ­ლი­ურ აფხა­ზეთ­ში წა­იყ­ვა­ნეს, რათა და­ეც­ვათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზედ­მე­ტი ყუ­რა­დღე­ბის­გან.

ღურწკა­ია ხში­რად ამ­ბობ­და, რომ მე­უღ­ლის­გან ყო­ველ­თვის დიდ მხარ­და­ჭე­რას გრძნობ­და. მისი თქმით, სწო­რედ კუ­ჩე­რენ­კომ და­არ­წმუ­ნა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გამ­ხდა­რი­ყო დედა, რად­გან დი­ა­ნას სე­რი­ო­ზუ­ლად აწუ­ხებ­და, გა­უმკლავ­დე­ბა თუ არა დე­დის მო­ვა­ლე­ო­ბებს მა­შინ, რო­დე­საც თა­ვად სჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა. "მე უსი­ნათ­ლო ვარ და ეს ჩემი დი­აგ­ნო­ზია. არ მინ­დო­და, ბავ­შვს ჩემი ბედი გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნა", - ამ­ბობ­და მომ­ღე­რა­ლი.

მას შიში ჰქონ­და, რომ შე­საძ­ლოა, შვილს მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­დას­ცე­მო­და დე­დის დი­აგ­ნო­ზი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მის­მა ვაჟ­მა კონ­სტან­ტი­ნემ აღი­ა­რა, რომ დე­დის მდგო­მა­რე­ო­ბა არა­სო­დეს აში­ნებ­და. ბავ­შვო­ბა­ში ხე­დავ­და, თუ რო­გორ ზრუ­ნავ­დნენ მას­ზე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვა­დაც მის­თვის სა­ი­მე­დო მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეეეჰ
2

გამძლეობა მიეცი უფალო, შეაძლებინე შვილის გულისთვის მაინც გამაგრდეს. ქრისტიანი უფალში უნდა გრძნობდეს შვებას. გარდაცვლილს ცათა სასუფეველი დამკვიდრებოდეს.

ნინა
8

როდესაც ასეთ მეგობარს და დასაყრდენს ჰკარგა ასე მოულოდნელად , ეს დიდი დარტყმაა, მითუმეტეს დიანასთვის. დიდი ტრაგედიაა და გამძლეობას ვუსურვებ და შვილისთვის სიცოცხლეს. არავინ იცის ვის კარზე დააკაკუნებს სიკვდილი, ყველასთან მივა და შევინარჩუნოთ ადამიანობა. ზოგს ჰგონია უკვდავია , არა მეგობრებო ასე არ არის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ნუ ვატკენთ გულს ადამიანებს და ცოდვიანები ნუ წავალთ ამ ქვეყნიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსული მედია წერს, რომ დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაშია - "უარს ამბობს მეგობრებთან ურთიერთობაზე, არ დგება საწოლიდან... მისი გვერდით არიან შვილი და ძმა"

რუსული მედია წერს, რომ დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაშია - "უარს ამბობს მეგობრებთან ურთიერთობაზე, არ დგება საწოლიდან... მისი გვერდით არიან შვილი და ძმა"

20 მაისს, რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, დიანა ღურწკაიას ქმარი პიოტრ კუჩერენკო გარდაიცვალა. 46 წლის კაცმა თვითმფრინავის ბორტზე თავი ცუდად იგრძნო, ის მივლინებიდან შინ ბრუნდებოდა. ეკიპაჟმა გადაწყვიტა უახლოეს აეროპორტში დაშვებულიყო, რათა კურჩენკოს ექიმები დახმარებოდნენ, თუმცა მედიკოსების ყველანაირი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსული მედია წერდა, რომ კუჩერენკოს შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონოდა, რადგან რამდენიმე ხნის წინ, მძიმედ გადაიტანა კორონავირუსი, რის შემდეგაც ძალიან დაიკლო წონაში.

ღურწკაიას ქმარი ტროეკუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიაზე დიანა ფეხზე ძლივს იდგა. იგი, პრაქტიკულად, არავისთან კონტაქტობდა, არ გაუკეთებია კომენტარი მედიასთან.

რუსული მედია წერს, რომ ხელოვანი მეუღლის დაკარგვის შემდეგ ძალიან ცუდად არის. ახლობლების თქმით, ღურწკაია მძიმე მორალურ მდგომარეობაშია.

"ის უარს ამბობს მეგობრებთან ურთიერთობაზე, არ დგება საწოლიდან და არც უახლოესი მეგობრების ზარებს პასუხობს... დიანას გვერდით არიან მისი ვაჟი და ძმა რობერტი, რომელიც პერიოდულად ეკონტაქტება თაყვანისმცემლებს და საუბრობს იმაზე, თუ რა ხდება დის ოჯახში", - წერენ რუსული გამოცემები.

მათთან გაკეთებულ კომენტარში რობერტ ღურწკაიამ აღნიშნა, რომ ვერ წარმოიდგენდა, რომ კუჩერენკოს სიკვდილი ასე მტკივნეულად დაარტყამდა მის დას. დაკრძალვის შემდეგ საჯაროდ დიანა არავის უნახავს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ახლობლებმა მშობლიურ აფხაზეთში წაიყვანეს, რათა დაეცვათ საზოგადოების ზედმეტი ყურადღებისგან.

ღურწკაია ხშირად ამბობდა, რომ მეუღლისგან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას გრძნობდა. მისი თქმით, სწორედ კუჩერენკომ დაარწმუნა, რომ აუცილებლად უნდა გამხდარიყო დედა, რადგან დიანას სერიოზულად აწუხებდა, გაუმკლავდება თუ არა დედის მოვალეობებს მაშინ, როდესაც თავად სჭირდებოდა დახმარება. "მე უსინათლო ვარ და ეს ჩემი დიაგნოზია. არ მინდოდა, ბავშვს ჩემი ბედი გაემეორებინა", - ამბობდა მომღერალი.

მას შიში ჰქონდა, რომ შესაძლოა, შვილს მემკვიდრეობით გადასცემოდა დედის დიაგნოზი. მოგვიანებით, მისმა ვაჟმა კონსტანტინემ აღიარა, რომ დედის მდგომარეობა არასოდეს აშინებდა. ბავშვობაში ხედავდა, თუ როგორ ზრუნავდნენ მასზე საყვარელი ადამიანები და დროთა განმავლობაში, თავადაც მისთვის საიმედო მხარდამჭერი გახდა.

წაიკითხეთ ასევე: