მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა - რა მოეთხოვება მფრინავს და და სად იქნება ფრენა შესაძლებელი?
პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა - რა მოეთხოვება მფრინავს და და სად იქნება ფრენა შესაძლებელი?

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო კო­დექსში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ" და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­რაპ­ლა­ნე­ბით ფრე­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით მი­ი­ღო.

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ, "სა­ქა­ე­რო­ნა­ვი­გა­ცი­ას­თან" ერ­თად, უმოკ­ლეს ვა­დებ­ში და­ას­რულ­და მუ­შა­ო­ბა გუ­და­ურ­ში პა­რაპ­ლა­ნით უსაფრ­თხო ფრე­ნე­ბის­თვის სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­მო­ყო­ფა­ზე და გა­მოს­ცა შე­სა­ბა­მი­სი ნო­ტა­მი აღ­ნიშ­ნულ სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში რო­გორც პა­რაპ­ლა­ნე­ბის, ასე­ვე სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის ფრე­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის.

პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნე­ბის­თვის უსაფრ­თხო სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­მო­ყო­ფით შეს­რულ­და მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი წე­სის ამოქ­მე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი­სად­მი დად­გე­ნი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნის, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დრო­ე­ბი­თი წესი მიმ­დი­ნა­რე წლის 10 მა­ისს მი­ი­ღო, ხოლო სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვე­ბის შემ­დეგ, 2023 წლის 15 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო კო­დექსში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ" და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა, ეხე­ბა ზემ­სუ­ბუ­ქი სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბი­სა და პა­რაპ­ლა­ნის ფრე­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბას, რაც აქამ­დე ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი არ იყო.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მი­ღე­ბულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა, გა­მოც­დი­ლე­ბა და მო­თხოვ­ნე­ბი, ასე­ვე ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ უმოკ­ლეს ვა­დებ­ში გა­ნი­სა­ზღვრა და უკვე გა­მო­ცე­მუ­ლია პირ­ვე­ლი ნო­ტა­მიც გუ­და­ურ­ში პა­რაპ­ლა­ნე­ბით საფ­რენ სივ­რცე­ზე. კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის პრო­ცე­სი, სა­ხელ­მწი­ფოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით, აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა, რაც, უპირ­ვე­ლე­სად, გუ­ლის­ხმობს მფრი­ნა­ვის­თვის ფრე­ნის შე­სა­ბა­მი­სი მოწ­მო­ბის გა­ცე­მას თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ასე­ვე საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის შე­მოწ­მე­ბას, უსაფრ­თხო საფ­რე­ნოს­ნო სივ­რცე­ე­ბის გან­სა­ზღვრას და ოპე­რა­ტო­რე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ქვე­ყა­ნა­ში მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნას შემ­ცი­რე­ბუ­ლი პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბი" , - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა - რა მოეთხოვება მფრინავს და და სად იქნება ფრენა შესაძლებელი?

პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა - რა მოეთხოვება მფრინავს და და სად იქნება ფრენა შესაძლებელი?

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტი "საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლითაც საქართველოში პარაპლანებით ფრენების რეგულირება განხორციელდება, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, "საქაერონავიგაციასთან" ერთად, უმოკლეს ვადებში დაასრულდა მუშაობა გუდაურში პარაპლანით უსაფრთხო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე და გამოსცა შესაბამისი ნოტამი აღნიშნულ საჰაერო სივრცეში როგორც პარაპლანების, ასევე საჰაერო ხომალდის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

პარაპლანით ფრენებისთვის უსაფრთხო საჰაერო სივრცის გამოყოფით შესრულდა მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებისადმი დადგენილი ვალდებულებები.

საქართველოს მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი მიმდინარე წლის 10 მაისს მიიღო, ხოლო საკომიტეტო განხილვების შემდეგ, 2023 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი "საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტში მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა, ეხება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისა და პარაპლანის ფრენების რეგულირებას, რაც აქამდე ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული არ იყო.

"მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ კანონმდებლობაში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილება და მოთხოვნები, ასევე ხაზგასასმელია, რომ უმოკლეს ვადებში განისაზღვრა და უკვე გამოცემულია პირველი ნოტამიც გუდაურში პარაპლანებით საფრენ სივრცეზე. კანონით განსაზღვრული რეგულირების პროცესი, სახელმწიფოს ზედამხედველობით, აქტიურად გაგრძელდება, რაც, უპირველესად, გულისხმობს მფრინავისთვის ფრენის შესაბამისი მოწმობის გაცემას თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე, ასევე საფრენი აპარატების ვარგისიანობის შემოწმებას, უსაფრთხო საფრენოსნო სივრცეების განსაზღვრას და ოპერატორების სერტიფიცირებას. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მინიმუმამდე იქნას შემცირებული პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული რისკები" , - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.