კომპანია "ნუტრიმაქსმა" რიგით მეორე მაღალტექნოლოგიური საწარმო გახსნა, რომელიც სპეციალიზებულია მშრალი საკვების წარმოებით კომპანიონი ცხოველების, ძაღლებისა და კატების და აკვაკულტურისათვის. პროექტი მსოფლიოში წამყვანი კომპანიების სპეციალისტთა აქტიური ჩართულობითა და პარტნიორობით განხორციელდა.
საერთაშორისო სტანდარტების მშენებლობასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში კომპანია „ნუტრიმაქსმა“ 12 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
15 ივნისს საწარმოს გახსნის ცერემონიალს მთავრობის წარმომადგენლებისა და კომპანიის თანამშრომლების გარდა , 17 მდე ქვეყნის 70-მდე საერთაშორისო პარტნიორი და რეგიონალური მომხმარებელი დაესწრო.
ახალი საწარმო პროგრამა "აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით გაიხსნა.
საწარმო, რომელიც ძაღლის, კატისა და აკვაკულტურის მშრალი საკვების წარმოებაზე იმუშავებს ,25 000 ტონა ექსტრუდირებული საკვების წარმოებაზეა გათვლილი.
"ნუტრიმაქსის“ ისტორია იწყება 2009 წლიდან, როდესაც ბაზარზე არ არსებობდა წვდომა ცხოველთა ხარისხიან საკვებზე, კომპანიამ კი დაიწყო მზა, კომბინირებული საკვების წარმოება ფერმერული მეურნეობებისთვის. 2016 წელს პირველი ევროპული სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური საწარმო გაიხსნა. „ნუტრიმაქსი“ ამარაგებს როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს. კომპანიამ 2022 წელს პირველი წარმომადგენლობა გახსნა უზბეკეთშიც. „ნუტრიმაქსში“ 150-მდე ადამიანი არის დასაქმებული.
სოფელი გამარჯვება.გარდაბნის რაიონი.
Სად არის გეოგრაფიულად? Ან რაიონი მიუთითეთ, ან მუნიციპალიტეტი.