საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აქვს პასტის სხვადასხვა ფორმას თავისი დასახელება და რომელი რას ნიშნავს?
რატომ აქვს პასტის სხვადასხვა ფორმას თავისი დასახელება და რომელი რას ნიშნავს?

იცო­დით, რომ სხვა­დას­ხვა ზო­მი­სა და ფორ­მის მა­კა­რონს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტით მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა? პას­ტის ფორ­მის­თვის სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი სო­უ­სით, ტრა­დი­ცი­უ­ლი იტა­ლი­უ­რი კერ­ძის ყვე­ლა გემო უკეთ აღიქ­მე­ბა.

იტა­ლი­უ­რი პას­ტის ბრენ­დი რე­ჯია, რო­მე­ლიც ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად სა­ქარ­თვე­ლო­შიც ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, დაგ­ვეხ­მა­რა, გაგ­ვერ­კვია, რო­მე­ლი ფორ­მის მა­კა­რონს რა სა­ხის სო­უ­სი შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და რა­ტომ და რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მისი მომ­ზა­დე­ბი­სას.

პას­ტა „რე­ჯი­ას“ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ გან­გვი­მარ­ტა, რომ სულ 600-ზე მეტი ფორ­მის მა­კა­რო­ნი იწარ­მო­ე­ბა მის სამ­შობ­ლო­ში - იტა­ლი­ა­ში. ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი ფორ­მა კი პენე, სპა­გე­ტი, ფუ­სი­ლი, ფარ­ფა­ლე და ტა­ლი­ა­ტე­ლეა.

თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ის­ტო­რი­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სი სო­უ­სის შე­სა­ხებ სწო­რედ პას­ტა „რე­ჯი­ას“ დახ­მა­რე­ბით გი­ამ­ბობთ:

პენე

იტა­ლი­ე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი მა­კა­რო­ნის ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­შიც საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია. მისი ის­ტო­რია უკვე სა­უ­კუ­ნე ნა­ხე­ვარს ით­ვლის. პენე გე­ნუ­ას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლაქ სან მარ­ტი­ნო დ’ალ­ბე­რო­ში 1865 წელს ჯო­ვა­ნი ბა­ტის­ტა კა­პუ­როს მიერ და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი ახა­ლი და­ნად­გა­რით შე­იქ­მნა. მან­ქა­ნის მეშ­ვე­ო­ბით მა­კა­რო­ნის გრძე­ლი მი­ლე­ბი დი­ა­გო­ნალ­ზე, სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ზო­მე­ბით იჭ­რე­ბო­და, რაც მის იდე­ა­ლურ ფორ­მას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. და­ნად­გარ­მა მაკ­რატ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა სრუ­ლად გა­აქ­რო.

პე­ნეს მომ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სქე­ლი სო­უ­სე­ბი, რად­გან მი­ლე­ბი მა­სას კარ­გად ინარ­ჩუ­ნებს და და­გე­მოვ­ნე­ბი­სას ერთ ლუკ­მა­ში ყვე­ლა ინ­გრე­დი­ენ­ტი ხვდე­ბა. შე­გიძ­ლი­ათ, კერძს იტა­ლი­ე­ლე­ბის მსგავ­სად, დიდ ნაჭ­რე­ბად დაჭ­რი­ლი ბოსტნე­უ­ლიც და­ა­მა­ტოთ.

სპა­გე­ტი

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სპა­გე­ტი იტა­ლი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პას­ტაა, რო­მელ­საც ხში­რად კარ­ბო­ნა­რა­სა და პუ­ტა­ნეს­კას მო­სამ­ზა­დებ­ლად იყე­ნე­ბენ. მა­კა­რო­ნის სხვა ფორ­მე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სპა­გე­ტის­თვის უფრო თხე­ლი ტექ­სტუ­რის სო­უ­სე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, არ­ჩე­ვა­ნი კი მზა­რე­ულ­ზეა.

ფუ­სი­ლი

სამ­ხრეთ იტა­ლი­ე­ლე­ბი ფუ­სი­ლით სხვა­დას­ხვა მა­დი­საღ­მძვრელ რე­ცეპტს გვთა­ვა­ზო­ბენ. მათ შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი არის ხორ­ცით ან რი­კო­ტას სო­უ­სით მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­კა­რო­ნი, რო­მე­ლიც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფორ­მის გამო და­ნარ­ჩენ ინ­გრე­დი­ენ­ტებს კარ­გად აკა­ვებს და მათ უკეთ აღ­ქმა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

ფარ­ფა­ლე

„ფარ­ფა­ლე“ქარ­თუ­ლად „პე­პე­ლას“ ნიშ­ნავს და სწო­რედ სა­ხა­ლი­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო ვი­ზუ­ა­ლის გამო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ფორ­მაა. მისი ის­ტო­რია 1500-იანი წლე­ბი­დან იწყე­ბა, წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლი კი ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლია, კერ­ძოდ ემი­ლია-რო­მა­ნი­ი­სა და ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ო­ნე­ბია.

ფარ­ფა­ლეს მო­სამ­ზა­დებ­ლად ძი­რი­თა­დად, კრე­მო­ვა­ნი სო­უ­სე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, შე­მად­გენ­ლო­ბა კი მზა­რე­უ­ლის რე­ცეპ­ტი­სა და გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით ცვა­ლე­ბა­დია.

რო­გორც პას­ტა „რე­ჯი­ას“ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა აღ­ნიშ­ნავს, მიმ­ზიდ­ვე­ლი ფორ­მის გამო ფარ­ფა­ლე სა­ქარ­თვე­ლო­შიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებ­ში.

ტა­ლი­ა­ტე­ლე

ტა­ლი­ა­ტე­ლეს წარ­მო­შო­ბის პე­რი­ო­დად XV სა­უ­კუ­ნე მი­იჩ­ნე­ვა, როცა იტა­ლი­ე­ლი დი­დე­ბუ­ლე­ბის წვე­უ­ლე­ბა­ზე შეფმ­ზა­რე­ულ­მა პას­ტას ცომი ბრტყელ და გრძელ ლენ­ტე­ბად დაჭ­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სტუმ­რის ქერა თმის პა­ტივ­სა­ცე­მად. იტა­ლი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ეს ლე­გენ­და ისევ ცო­ცხა­ლია, რად­გან ტა­ლი­ა­ტე­ლე უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ის სა­უ­კე­თე­სოა ძრო­ხის ხორ­ცის სო­უ­სებ­თან და ღო­რის რა­გუს­თან სინ­თეზ­ში. ტა­ლი­ა­ტე­ლეს ასე­ვე მი­ირ­თმე­ვენ ყვე­ლის სო­უ­სე­ბი­თაც, მა­გა­ლი­თად, ოთხი ყვე­ლით, რომ­ლის გარ­და­მა­ვა­ლი გემო ნამ­დვილ კუ­ლი­ნა­რი­ულ დღე­სას­წა­ულს ქმნის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორც სხვა ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი, ისე პას­ტაც თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებ­სა და ცხოვ­რე­ბის წესს მო­ერ­გო, შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­ულ­წი­ლად და­იხ­ვე­წა და შე­იც­ვა­ლა მისი მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­აც. მა­გა­ლი­თად, ნამ­დვი­ლი იტა­ლი­უ­რი პას­ტა შე­ი­ცავს ბევრ მი­ნე­რალ­სა და ნუტ­რი­ენტს, აქვს მა­ღა­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ნატ­რი­უ­მის და­ბა­ლი დონე, გა­მო­ირ­ჩე­ვა და­ბა­ლი გლი­კე­მი­უ­რი ინ­დექ­სით და არ შე­ი­ცავს ქო­ლეს­ტე­რინს, ამი­ტომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ჯან­სა­ღი კვე­ბის დრო­საც. ამას­თან, რე­ცეპ­ტებ­ში აქ­ცენ­ტი უფრო მე­ტად კეთ­დე­ბა ბოსტნე­ულ­ზე, რო­გორც სა­სარ­გებ­ლო და­ნა­მატ­ზე, რაც ერთი მხრივ, კერძს გან­სა­კუთ­რე­ბულ გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებს ანი­ჭებს და მე­ო­რე მხრივ, ჯან­სა­ღი არ­ჩე­ვა­ნია.

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემური
0

დაფრინავს და დაფარფატებს, სილამაზით გამახარებს პეპელაა!!! 

ნათკა
4

ეგღა კვაკლია ვინმეს რამე დავესესხოთ. 

ავტორი:

რატომ აქვს პასტის სხვადასხვა ფორმას თავისი დასახელება და რომელი რას ნიშნავს?

რატომ აქვს პასტის სხვადასხვა ფორმას თავისი დასახელება და რომელი რას ნიშნავს?

იცოდით, რომ სხვადასხვა ზომისა და ფორმის მაკარონს განსხვავებული რეცეპტით მომზადება სჭირდება? პასტის ფორმისთვის სწორად შერჩეული სოუსით, ტრადიციული იტალიური კერძის ყველა გემო უკეთ აღიქმება.

იტალიური პასტის ბრენდი რეჯია, რომელიც ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, დაგვეხმარა, გაგვერკვია, რომელი ფორმის მაკარონს რა სახის სოუსი შეესაბამება, რომელია ყველაზე პოპულარული და რატომ და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი მომზადებისას.

პასტა „რეჯიას“ წარმომადგენლობამ განგვიმარტა, რომ სულ 600-ზე მეტი ფორმის მაკარონი იწარმოება მის სამშობლოში - იტალიაში. ყველაზე მოთხოვნადი ფორმა კი პენე, სპაგეტი, ფუსილი, ფარფალე და ტალიატელეა.

თითოეული მათგანის ისტორიისა და შესაბამისი სოუსის შესახებ სწორედ პასტა „რეჯიას“ დახმარებით გიამბობთ:

პენე

იტალიელების საყვარელი მაკარონის ფორმა საქართველოშიც საკმაოდ პოპულარულია. მისი ისტორია უკვე საუკუნე ნახევარს ითვლის. პენე გენუასთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ სან მარტინო დ’ალბეროში 1865 წელს ჯოვანი ბატისტა კაპუროს მიერ დაპატენტებული ახალი დანადგარით შეიქმნა. მანქანის მეშვეობით მაკარონის გრძელი მილები დიაგონალზე, სტანდარტიზებული ზომებით იჭრებოდა, რაც მის იდეალურ ფორმას უზრუნველყოფდა. დანადგარმა მაკრატლის გამოყენების საჭიროება სრულად გააქრო.

პენეს მომზადებისას გამოიყენება სქელი სოუსები, რადგან მილები მასას კარგად ინარჩუნებს და დაგემოვნებისას ერთ ლუკმაში ყველა ინგრედიენტი ხვდება. შეგიძლიათ, კერძს იტალიელების მსგავსად, დიდ ნაჭრებად დაჭრილი ბოსტნეულიც დაამატოთ.

სპაგეტი

შეიძლება ითქვას, რომ სპაგეტი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პასტაა, რომელსაც ხშირად კარბონარასა და პუტანესკას მოსამზადებლად იყენებენ. მაკარონის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, სპაგეტისთვის უფრო თხელი ტექსტურის სოუსები გამოიყენება, არჩევანი კი მზარეულზეა.

ფუსილი

სამხრეთ იტალიელები ფუსილით სხვადასხვა მადისაღმძვრელ რეცეპტს გვთავაზობენ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არის ხორცით ან რიკოტას სოუსით მომზადებული მაკარონი, რომელიც დამახასიათებელი ფორმის გამო დანარჩენ ინგრედიენტებს კარგად აკავებს და მათ უკეთ აღქმაში გვეხმარება.

ფარფალე

„ფარფალე“ქართულად „პეპელას“ ნიშნავს და სწორედ სახალისო და სასიამოვნო ვიზუალის გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმაა. მისი ისტორია 1500-იანი წლებიდან იწყება, წარმოშობის ადგილი კი ჩრდილოეთ იტალია, კერძოდ ემილია-რომანიისა და ლომბარდიის რეგიონებია.

ფარფალეს მოსამზადებლად ძირითადად, კრემოვანი სოუსები გამოიყენება, შემადგენლობა კი მზარეულის რეცეპტისა და გემოვნების მიხედვით ცვალებადია.

როგორც პასტა „რეჯიას“ წარმომადგენლობა აღნიშნავს, მიმზიდველი ფორმის გამო ფარფალე საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ბავშვებში.

ტალიატელე

ტალიატელეს წარმოშობის პერიოდად XV საუკუნე მიიჩნევა, როცა იტალიელი დიდებულების წვეულებაზე შეფმზარეულმა პასტას ცომი ბრტყელ და გრძელ ლენტებად დაჭრა, სავარაუდოდ, სტუმრის ქერა თმის პატივსაცემად. იტალიაში დაბადებული ეს ლეგენდა ისევ ცოცხალია, რადგან ტალიატელე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ის საუკეთესოა ძროხის ხორცის სოუსებთან და ღორის რაგუსთან სინთეზში. ტალიატელეს ასევე მიირთმევენ ყველის სოუსებითაც, მაგალითად, ოთხი ყველით, რომლის გარდამავალი გემო ნამდვილ კულინარიულ დღესასწაულს ქმნის.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში როგორც სხვა ტრადიციული კერძები, ისე პასტაც თანამედროვე მოთხოვნებსა და ცხოვრების წესს მოერგო, შესაბამისად, გარკვეულწილად დაიხვეწა და შეიცვალა მისი მომზადების ტექნოლოგიაც. მაგალითად, ნამდვილი იტალიური პასტა შეიცავს ბევრ მინერალსა და ნუტრიენტს, აქვს მაღალი ენერგეტიკული ღირებულება, ნატრიუმის დაბალი დონე, გამოირჩევა დაბალი გლიკემიური ინდექსით და არ შეიცავს ქოლესტერინს, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდირებულია ჯანსაღი კვების დროსაც. ამასთან, რეცეპტებში აქცენტი უფრო მეტად კეთდება ბოსტნეულზე, როგორც სასარგებლო დანამატზე, რაც ერთი მხრივ, კერძს განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს ანიჭებს და მეორე მხრივ, ჯანსაღი არჩევანია.

R