მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაკირას, ტომ კრუზისა და ლუის ჰამილტონის სასიყვარულო სამკუთხედი, რომელმაც შესაძლოა, კრუზი საუკეთესო მეგობარს გადაჰკიდოს - რას წერს მედია
შაკირას, ტომ კრუზისა და ლუის ჰამილტონის სასიყვარულო სამკუთხედი, რომელმაც შესაძლოა,  კრუზი საუკეთესო მეგობარს გადაჰკიდოს - რას წერს მედია

მე­დია სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხედ­ზე წერს - სა­უ­ბა­რია შა­კი­რას, ლუის ჰა­მილ­ტო­ნი­სა და ტომ კრუ­ზის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ამის გამო კი შე­საძ­ლოა, ლუ­ი­სი­სა და ტო­მის 10-წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა დას­რულ­დეს.

კო­ლუმ­ბი­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც 1 წლის წინ გა­ცილ­და ფეხ­ბურ­თელ ჟერ­არ პი­კეს, სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ტომ­თან ერ­თა­დაც და­ა­ფიქ­სი­რეს, და ლუ­ის­თა­ნაც. ამის გამო სა­მი­ვე მათ­გა­ნი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა.

ტომ კრუ­ზი და შა­კი­რა პირ­ვე­ლად ერ­თად მა­ი­ა­მის გრანპ­რი­ზე შე­ნიშ­ნეს. ერთი შე­ხედ­ვით, კრუ­ზი აღ­ტა­ცე­ბუ­ლი ჩან­და მომ­ღერ­ლით და წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ქალს მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლიც კი გა­უგ­ზავ­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტომრბო­ლელ ლუის ჰა­მილ­ტონს, ის და 46 წლის მომ­ღე­რა­ლი ჯერ ნა­ვით სე­ირ­ნობ­დნენ, შემ­დეგ კი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ძვი­რა­დღი­რე­ბულ რეს­ტო­რან­შიც ივახ­შმეს.

People-ის თა­ნახ­მად, ლუ­ი­სი და შა­კი­რა ჯერ გაც­ნო­ბის და ფლირ­ტის ეტაპ­ზე არი­ან.

  • ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, Radar Online წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა, რომ მომ­ღერ­ლის და მრბო­ლე­ლის პა­ემ­ნებ­მა დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა ტო­მის ეგოს, რად­გან ის ლუ­ისს მე­გობ­რად თვლის.

გა­მო­ცე­მა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ტომ­მა მე­გობ­რებს უთხრა, რომ შა­კი­რას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქი­მია აქვს და სჯე­რა, მალე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან.

კი­დევ ერთი წყა­რო კი იტყო­ბი­ნე­ბა, რომ შა­კი­რა მსა­ხი­ობს, რო­გორც მე­გო­ბარს, ისე უყუ­რებს: "ტომი ძა­ლი­ან კარ­გად ექ­ცე­ო­და და მა­საც მო­ე­წო­ნა მსა­ხი­ო­ბის გვერ­დით ყოფ­ნა, თუმ­ცა შა­კი­რა ტომ­თან, ან ვინ­მე სხვას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არ ფიქ­რობს. ბევ­რი სა­ფიქ­რა­ლი აქვს და ახლა შვი­ლებ­სა და კა­რი­ე­რა­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. მას­თან სა­უ­ბა­რი მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ ამა­ზე შორს მათი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა".

კრუ­ზი და ჰა­მილ­ტო­ნი 2013 წლი­დან მე­გობ­რო­ბენ. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­შინ და­ი­წყო, როცა მსა­ხი­ობ­მა ლუ­ი­სი ფილმ, Edge of Tomorrow-ს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მი­იწ­ვია.

2014 წელს ტომი მე­გო­ბარს და ჰა­მილ­ტო­ნის მა­შინ­დე­ლი გერლფ­რენ­დის, ნი­კოლ შერ­ზინ­გე­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მი­უ­ზიკ­ლის სა­ნა­ხა­ვა­დაც კი გაჰ­ყვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ავ­ტომრბო­ლელ­მა ტომ­თან და მი­უ­ზიკ­ლის მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი სელ­ფიც ატ­ვირ­თა წარ­წე­რით: "მე და ტომი კუ­ლი­სებ­ში".

თა­ვის მხრივ, ტო­მიც ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მე­გო­ბა­რია და ხში­რად სტუმ­რობ­და რბო­ლებს, რათა ჰა­მილ­ტო­ნის­თვის ეგულ­შე­მატ­კივ­რა. ლუ­ისს კი არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში უსა­უბ­რია კრუზ­თან მე­გობ­რო­ბა­ზე.

ჰა­მილ­ტო­ნი მო­ხიბ­ლუ­ლია იმით, რომ კრუ­ზი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ტრი­უ­კებს თვი­თონ­ვე ას­რუ­ლებს და ვერ­ტმფრე­ნე­ბის მარ­თვაც შე­უძ­ლია. მას ტომ­თან ერ­თა­დაც უფ­რე­ნია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის პე­რი­ო­დის ვერ­ტმფრე­ნით.

მე­დია წერს, რომ შა­კი­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბის გამო, შე­საძ­ლოა, ეს მე­გობ­რო­ბა დას­რულ­დეს.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯაბა
1

არ ინერვიულოთ ხალხო, ჭკვიან ხალხთან გაუვლიათ კონსულტაციები და ამ მომენტისთვის გრაფიკზე მუშაობენ

დავით
0

ჰო შაკირას უყვარს ასეთი რაღაცეები, კეთილი ცხელ ცხელი ქალია

 

ავტორი:

შაკირას, ტომ კრუზისა და ლუის ჰამილტონის სასიყვარულო სამკუთხედი, რომელმაც შესაძლოა, კრუზი საუკეთესო მეგობარს გადაჰკიდოს - რას წერს მედია

შაკირას, ტომ კრუზისა და ლუის ჰამილტონის სასიყვარულო სამკუთხედი, რომელმაც შესაძლოა,  კრუზი საუკეთესო მეგობარს გადაჰკიდოს - რას წერს მედია

მედია სასიყვარულო სამკუთხედზე წერს - საუბარია შაკირას, ლუის ჰამილტონისა და ტომ კრუზის ურთიერთობაზე. ამის გამო კი შესაძლოა, ლუისისა და ტომის 10-წლიანი მეგობრობა დასრულდეს.

კოლუმბიელი მომღერალი, რომელიც 1 წლის წინ გაცილდა ფეხბურთელ ჟერარ პიკეს, სხვადასხვა სიტუაციებში ტომთან ერთადაც დააფიქსირეს, და ლუისთანაც. ამის გამო სამივე მათგანი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ტომ კრუზი და შაკირა პირველად ერთად მაიამის გრანპრიზე შენიშნეს. ერთი შეხედვით, კრუზი აღტაცებული ჩანდა მომღერლით და წყაროს ინფორმაციით, მან ქალს მოგვიანებით ყვავილების თაიგულიც კი გაუგზავნა.

რაც შეეხება ავტომრბოლელ ლუის ჰამილტონს, ის და 46 წლის მომღერალი ჯერ ნავით სეირნობდნენ, შემდეგ კი, მეგობრებთან ერთად ძვირადღირებულ რესტორანშიც ივახშმეს.

People-ის თანახმად, ლუისი და შაკირა ჯერ გაცნობის და ფლირტის ეტაპზე არიან.

  • ამ ყველაფრის ფონზე, Radar Online წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მომღერლის და მრბოლელის პაემნებმა დიდი დარტყმა მიაყენა ტომის ეგოს, რადგან ის ლუისს მეგობრად თვლის.

გამოცემა ირწმუნება, რომ ტომმა მეგობრებს უთხრა, რომ შაკირასთან განსაკუთრებული ქიმია აქვს და სჯერა, მალე შეყვარებულები გახდებიან.

კიდევ ერთი წყარო კი იტყობინება, რომ შაკირა მსახიობს, როგორც მეგობარს, ისე უყურებს: "ტომი ძალიან კარგად ექცეოდა და მასაც მოეწონა მსახიობის გვერდით ყოფნა, თუმცა შაკირა ტომთან, ან ვინმე სხვასთან ურთიერთობაზე არ ფიქრობს. ბევრი საფიქრალი აქვს და ახლა შვილებსა და კარიერაზეა ფოკუსირებული. მასთან საუბარი მოეწონა, მაგრამ ამაზე შორს მათი ურთიერთობა არ განვითარებულა".

კრუზი და ჰამილტონი 2013 წლიდან მეგობრობენ. მათი ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა მსახიობმა ლუისი ფილმ, Edge of Tomorrow-ს გადასაღებ მოედანზე მიიწვია.

2014 წელს ტომი მეგობარს და ჰამილტონის მაშინდელი გერლფრენდის, ნიკოლ შერზინგერის მონაწილეობით მიუზიკლის სანახავადაც კი გაჰყვა.

მოგვიანებით, ავტომრბოლელმა ტომთან და მიუზიკლის მსახიობებთან ერთად გადაღებული სელფიც ატვირთა წარწერით: "მე და ტომი კულისებში".

თავის მხრივ, ტომიც ყურადღებიანი მეგობარია და ხშირად სტუმრობდა რბოლებს, რათა ჰამილტონისთვის ეგულშემატკივრა. ლუისს კი არაერთ ინტერვიუში უსაუბრია კრუზთან მეგობრობაზე.

ჰამილტონი მოხიბლულია იმით, რომ კრუზი გადასაღებ მოედანზე ტრიუკებს თვითონვე ასრულებს და ვერტმფრენების მართვაც შეუძლია. მას ტომთან ერთადაც უფრენია მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ვერტმფრენით.

მედია წერს, რომ შაკირასთან დაკავშირებული ამბების გამო, შესაძლოა, ეს მეგობრობა დასრულდეს.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა