კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დატბორილი სასაფლაოები და შხამ-ქიმიკატებით სავსე საცავები - უკრაინა ეპიდემიის აფეთქების ზღვარზე: კახოვკის ჰესის აფეთქების გამო საფრთხე შავ ზღვასაც ემუქრება?
დატბორილი სასაფლაოები და შხამ-ქიმიკატებით სავსე საცავები - უკრაინა ეპიდემიის აფეთქების ზღვარზე: კახოვკის ჰესის აფეთქების გამო საფრთხე შავ ზღვასაც ემუქრება?

“ქუ­ჩე­ბი გა­და­იქ­ცა მდი­ნა­რე­ე­ბად, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი, რაც ადა­მი­ა­ნებს სახ­ლებ­სა თუ ეზო­ებ­ში გა­აჩ­ნდათ, ზე­მოთ ტივ­ტი­ვებს“, - ჰყვე­ბა რუ­სე­ბის მიერ კა­ხოვ­კის ელექტრო­სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, ხერ­სო­ნის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, რო­მელ­მაც დახ­რჩო­ბას რვა ადა­მი­ა­ნი, შვი­დი ძაღ­ლი და ერთი თუ­თი­ყუ­ში გა­და­არ­ჩი­ნა. ათო­ბით სო­ფე­ლი და ათა­სო­ბით სახ­ლი - ჯამ­ში კი ასო­ბით კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ფარ­თო­ბი ჯერ ისევ წყალ­შია.

ეკო­ლო­გე­ბი და ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ წყალ­ში ბევ­რი სა­ში­ში ნივ­თი­ე­რე­ბა მოხ­ვდა, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა, მთე­ლი რიგი ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბი, ჰე­პა­ტი­ტი, ბო­ტუ­ლიზ­მი, ქო­ლე­რა და ჯილე­ხიც კი გა­მო­იწ­ვი­ოს.

  • ჰე­პა­ტი­ტი და ქო­ლე­რა

"ჩვენ­თან დატ­ბორ­ვამ­დეც პრობ­ლე­მა იყო სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე. გრუნ­ტის წყლე­ბის დონე მა­ღა­ლი იყო, ამი­ტომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს ღრმად ვერ ვმარ­ხავ­დით. ის, რაც ახლა იქ ხდე­ბა, ნამ­დვი­ლი უბე­დუ­რე­ბაა. ეს ხომ ქვი­შის ნი­ა­და­გია, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად ირე­ცხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხერ­სო­ნის ოლ­ქის დატ­ბო­რი­ლი და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქა­ლაქ ოლეშ­კის მერმა, ევ­გე­ნი რი­შუკ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქა­ლა­ქის ფე­კა­ლი­ე­ბი ახლა მდი­ნა­რე დნეპრშია.

და­ი­ღუ­პა უამ­რა­ვი პი­რუ­ტყვი, ძაღ­ლი და კატა.

დატ­ბორ­ვა ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მაა სას­მე­ლი წყლის კუ­თხი­თაც. რო­დე­საც არ მუ­შა­ობს წყლის გამ­წმენ­დი სის­ტე­მე­ბი და და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი სას­მელ წყალს ერე­ვა. ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა ამ დროს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.

და სწო­რედ ეს არის, რაც ამ მო­მენ­ტში უკ­რა­ი­ნის სამ­ხრე­თით ხდე­ბა.

9 ივ­ნი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, მთლი­ა­ნად და­იტ­ბო­რა ხერ­სო­ნის ოლ­ქის შვი­დი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის სა­საფ­ლა­ო­ე­ბი, ასე­ვე ფილტრა­ცი­ის ვე­ლე­ბი ოლეშკში, ასე­ვე დიდი სა­სოფ­ლო მე­ურ­ნე­ო­ბა ნარ­ჩე­ნე­ბით და რამ­დე­ნი­მე სა­წყო­ბი სა­სუ­ქე­ბით. წყალ­ქვეშ აღ­მოჩ­ნდა ქა­ლაქ გო­ლა­ია პრის­ტა­ნის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ნა­გავ­საყ­რე­ლი და პი­რუ­ტყვის სა­მარ­ხი სო­ფელ დნეპ­რი­ან­თან.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის დატ­ბო­რი­ლი ობი­ექ­ტე­ბის სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ეკო­ლო­გე­ბი ჯერ კი­დევ ით­ვლი­ან მო­ნა­ცე­მებს.

უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო დატ­ბო­რილ რა­ი­ო­ნებ­ში ა ჰე­პა­ტი­ტის, მწვა­ვე ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის, მათ შო­რის ქო­ლე­რას და ბო­ტუ­ლიზ­მის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს რე­გი­ო­ნი დატ­ბორ­ვამ­დეც იყო ქო­ლე­რას გავ­რცე­ლე­ბის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბის ქვეშ, მაგ­რამ ახლა რის­კე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკ­რა­ი­ნის მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რი იგორ კუ­ზი­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ამ ეტაპ­ზე სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვებს სთხო­ვენ, არ შე­ი­ძი­ნონ თევ­ზი დრო­ე­ბით ბა­ზარ­ზე, და­ლი­ონ მხო­ლოდ ჩა­მოს­ხმუ­ლი წყა­ლი, კარ­გად გა­რე­ცხონ და მი­ირ­თვან მხო­ლოდ თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი.

უკ­რა­ი­ნის სამ­ხრეთ­ში თით­ქმის 90 სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ჯგუ­ფია, რომ­ლე­ბიც აგ­რო­ვე­ბენ ნი­მუ­შებს და აკონ­ტრო­ლე­ბენ წყლის ხა­რისხს. და თუ 7 ივ­ნისს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ცვლი­ლე­ბე­ბი არ ყო­ფი­ლა, 8 ივ­ნისს უკვე გა­მოვ­ლინ­და. მი­კო­ლა­ი­ვის რე­გი­ო­ნის ქა­ლაქ სნი­გი­რევ­კას მახ­ლობ­ლად მდი­ნა­რე ინ­გუ­ლეტ­ში და­ფიქ­სირ­და ამო­ნი­უ­მის აზო­ტის, ნიტ­რი­ტე­ბის, ქლო­რი­დე­ბის, რკი­ნის და შე­ჩე­რე­ბუ­ლი მყა­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბი დო­ნის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ კა­ნა­ლი­ზა­ცია მდი­ნა­რე­ში შე­ვი­და.

  • ჯილე­ხი

სამ­ხრე­თით და­იტ­ბო­რა არა­ერ­თი სა­სუ­ქე­ბით და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მინ­დო­რი. კაშხლის ჩა­მოშ­ლის შემ­დეგ ისი­ნი წყალ­ქვეშ აღ­მოჩ­ნდნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ წყლის გა­მო­ყე­ნე­ბა ღვიძ­ლი­სა და თირკმლის და­ა­ვა­დე­ბებს გა­მო­იწ­ვევს.

მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩე­ვენ, ჭი­დან წყა­ლი იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი არ გა­მო­ი­ყე­ნონ თუ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი იქ არ მოხ­ვედ­რი­ლა.

კი­დევ ერთი რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე წყალ­ში მოხ­ვედ­რი­ლი შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბია, რომ­ლებ­საც ფერ­მე­რე­ბი სა­ცა­ვებ­ში ინა­ხავ­დნენ. მაგ­რამ ეს არ არის ყვე­ლა­ზე უა­რე­სი, რაც შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო. ეკო­ლო­გი ნოვა კა­ხოვ­კი­დან, ტა­ი­სია კო­ზა­კი აღი­ა­რებს, რომ ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ამ შემ­თხვე­ვა­ში არის ჯილე­ხი.

1950-70 წლებ­ში, ად­გი­ლობ­რივ ორ სო­ფელ­ში ჯილე­ხით გარ­დაც­ვლი­ლი პი­რუ­ტყვე­ბის საფ­ლა­ვე­ბია. ახლა კი, ეს ტე­რი­ტო­რია მთლი­ა­ნად წყალ­ქვეშ არის მოქ­ცე­უ­ლი.

"ეს ტე­რი­ტო­რია ნამ­დვი­ლად იყო ინ­ფექ­ცი­ის წყა­რო. ახლა წყალს შე­უძ­ლია ის ჩა­მო­რე­ცხოს. ეს ნიშ­ნავს, რომ ჯილე­ხის ნა­წი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა დნეპრსა და შავ ზღვა­ში მოხ­ვდეს", - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი.

  • გა­მო­სა­ვა­ლი

ერთ კვი­რა­ში, როცა წყლის დონე საგ­რძნობ­ლად და­ი­წევს, სტი­ქი­ის მას­შტა­ბე­ბი გა­ირ­კვე­ვა. ად­გი­ლობ­რი­ვი ეკო­ლო­გე­ბის თქმით, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ჭი­როა სას­მე­ლი წყლით დახ­მა­რე­ბა: ხალ­ხის სას­მე­ლი წყლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ხერ­სო­ნი­სა და ნი­კო­ლა­ე­ვის დატ­ბო­რი­ლი წყალ­მიმ­ღე­ბის აღ­დგე­ნა.

მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სამ­ხრეთ რე­გი­ო­ნებ­ში უკვე შე­დის დახ­მა­რე­ბა - საკ­ვე­ბი, ნა­ვე­ბი და ჩა­მოს­ხმუ­ლი წყა­ლი. მაგ­რამ, გა­ე­როს შე­ფა­სე­ბით, სამ­ხრეთ უკ­რა­ი­ნის 700 ათას­ზე მეტ მა­ცხოვ­რე­ბელს შე­საძ­ლოა სას­მე­ლი წყლის დე­ფი­ცი­ტი შე­ექ­მნას.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ხერ­სო­ნის ოლ­ქში წყლის დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის 600 000-მდე ტაბ­ლე­ტია. თუმ­ცა საკ­მა­რი­სია კი ეს?

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ან­დრეი ალექ­სან­დრი­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ სას­მე­ლი წყლის გარ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა მი­ე­წო­დოს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ტექ­ნი­კუ­რი წყა­ლი.

"თუ ადა­მი­ა­ნე­ბი ბოსტნე­ულს ყი­დუ­ლო­ბენ და ცუ­დად ამუ­შა­ვე­ბენ, თუ თავს უხა­რის­ხო წყლით და­ი­ბა­ნენ, ორ­გა­ნიზ­მში ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის შეღ­წე­ვის დიდი რის­კია“, – აცხა­დებს ექ­სპერ­ტი.

ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - არა­საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის­თვის, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი რე­ა­გი­რე­ბის­თვის აკ­რი­ტი­კებს.

საკ­მა­ოდ მძი­მე სუ­რათს ისიც ამ­ძი­მებს, რომ ხერ­სო­ნის ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა, ხალ­ხის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა, რუ­სე­ბის მხრი­დან ცე­ცხლის გახ­სნით სრულ­დე­ბა.

  • არის თუ არა შავი ზღვა საფრ­თხე­ში?

ამა­სო­ბა­ში, ოდე­სას­თან შავ ზღვა­ში კაშხლის მსხვრე­ვის შემ­დეგ წყლის ნა­კა­დის მიერ წა­ღე­ბუ­ლი დი­ვა­ნი, მა­ცი­ვა­რი და ფან­ჯა­რა შე­ნიშ­ნეს.

"დიახ, შავ ზღვა­საც საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. დნეპ­რი­დან ყვე­ლა­ფე­რი ჩაყ­რი­ლია ზღვა­ში - ნა­გა­ვი, კა­ნა­ლი­ზა­ცია და უამ­რა­ვი ნივ­თი. ეს არის უდი­დე­სი ეკო­ლო­გი­უ­რი ტრა­გე­დია ჩვენ­თვის და შე­საძ­ლოა, შავი ზღვის სა­ნა­პი­როს ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის“ - ამ­ბობს ეკო­ლო­გი ტა­ი­სია კო­ზა­კი.

უკ­რა­ი­ნის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო მო­უ­წო­დებს ადა­მი­ა­ნებს, თავი შე­ი­კა­ვონ არა­მარ­ტო ბა­ნა­ო­ბის­გან, არა­მედ წყალს არც მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, რად­გან ნაგ­ვის გარ­და, ის შე­საძ­ლოა, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­თაც იყოს სავ­სე.

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)
1

ასე შემთხვევით რო აფეთქდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და შავი ზღისპირეთი (და რამარტო) საცხოვრებლად უვარგისი რო გახდეს მერე რა ვქნა სლავა უკრაინი ვიძახოთ ისევ ?

ნატა
2

ეს საზიზღარი რუსი ოკუპანტები არა მარტო უკრაინელებს არამედ სხვაერებსაც შეიწირავენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დატბორილი სასაფლაოები და შხამ-ქიმიკატებით სავსე საცავები - უკრაინა ეპიდემიის აფეთქების ზღვარზე: კახოვკის ჰესის აფეთქების გამო საფრთხე შავ ზღვასაც ემუქრება?

დატბორილი სასაფლაოები და შხამ-ქიმიკატებით სავსე საცავები - უკრაინა ეპიდემიის აფეთქების ზღვარზე: კახოვკის ჰესის აფეთქების გამო საფრთხე შავ ზღვასაც ემუქრება?

“ქუჩები გადაიქცა მდინარეებად, სადაც ყველაფერი, რაც ადამიანებს სახლებსა თუ ეზოებში გააჩნდათ, ზემოთ ტივტივებს“, - ჰყვება რუსების მიერ კახოვკის ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, ხერსონის მაცხოვრებელი, რომელმაც დახრჩობას რვა ადამიანი, შვიდი ძაღლი და ერთი თუთიყუში გადაარჩინა. ათობით სოფელი და ათასობით სახლი - ჯამში კი ასობით კვადრატული კილომეტრის ფართობი ჯერ ისევ წყალშია.

ეკოლოგები და ექიმები აცხადებენ, რომ წყალში ბევრი საშიში ნივთიერება მოხვდა, რომლებმაც შესაძლოა, მთელი რიგი ნაწლავური ინფექციების აფეთქებები, ჰეპატიტი, ბოტულიზმი, ქოლერა და ჯილეხიც კი გამოიწვიოს.

  • ჰეპატიტი და ქოლერა

"ჩვენთან დატბორვამდეც პრობლემა იყო სასაფლაოებზე. გრუნტის წყლების დონე მაღალი იყო, ამიტომ მიცვალებულებს ღრმად ვერ ვმარხავდით. ის, რაც ახლა იქ ხდება, ნამდვილი უბედურებაა. ეს ხომ ქვიშის ნიადაგია, რომელიც მარტივად ირეცხება“, - განაცხადა ხერსონის ოლქის დატბორილი და ოკუპირებული ქალაქ ოლეშკის მერმა, ევგენი რიშუკმა.

მისივე თქმით, ქალაქის ფეკალიები ახლა მდინარე დნეპრშია.

დაიღუპა უამრავი პირუტყვი, ძაღლი და კატა.

დატბორვა ყოველთვის პრობლემაა სასმელი წყლის კუთხითაც. როდესაც არ მუშაობს წყლის გამწმენდი სისტემები და დაბინძურებული წყალი სასმელ წყალს ერევა. ბუნებრივია, ინფექციების გავრცელების ალბათობა ამ დროს საკმაოდ მაღალია.

და სწორედ ეს არის, რაც ამ მომენტში უკრაინის სამხრეთით ხდება.

9 ივნისის მონაცემებით, მთლიანად დაიტბორა ხერსონის ოლქის შვიდი დასახლებული პუნქტის სასაფლაოები, ასევე ფილტრაციის ველები ოლეშკში, ასევე დიდი სასოფლო მეურნეობა ნარჩენებით და რამდენიმე საწყობი სასუქებით. წყალქვეშ აღმოჩნდა ქალაქ გოლაია პრისტანის მახლობლად მდებარე ნაგავსაყრელი და პირუტყვის სამარხი სოფელ დნეპრიანთან.

სამწუხაროდ, ეს არ არის დატბორილი ობიექტების სრული ჩამონათვალი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ეკოლოგები ჯერ კიდევ ითვლიან მონაცემებს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო დატბორილ რაიონებში ა ჰეპატიტის, მწვავე ნაწლავური ინფექციების, მათ შორის ქოლერას და ბოტულიზმის შემთხვევების მატების შესახებ აფრთხილებს მოსახლეობას.

აღსანიშნავია, რომ ეს რეგიონი დატბორვამდეც იყო ქოლერას გავრცელების მაღალი ალბათობის ქვეშ, მაგრამ ახლა რისკები საკმაოდ მაღალია. მიუხედავად ამისა, უკრაინის მთავარი სანიტარი იგორ კუზინი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ადგილობრივებს სთხოვენ, არ შეიძინონ თევზი დროებით ბაზარზე, დალიონ მხოლოდ ჩამოსხმული წყალი, კარგად გარეცხონ და მიირთვან მხოლოდ თერმულად დამუშავებული საკვები.

უკრაინის სამხრეთში თითქმის 90 სადამკვირვებლო ჯგუფია, რომლებიც აგროვებენ ნიმუშებს და აკონტროლებენ წყლის ხარისხს. და თუ 7 ივნისს ჩატარებული ანალიზის შედეგების მიხედვით, ცვლილებები არ ყოფილა, 8 ივნისს უკვე გამოვლინდა. მიკოლაივის რეგიონის ქალაქ სნიგირევკას მახლობლად მდინარე ინგულეტში დაფიქსირდა ამონიუმის აზოტის, ნიტრიტების, ქლორიდების, რკინის და შეჩერებული მყარი ნივთიერებების დასაშვები დონის ჭარბი რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ კანალიზაცია მდინარეში შევიდა.

  • ჯილეხი

სამხრეთით დაიტბორა არაერთი სასუქებით დამუშავებული მინდორი. კაშხლის ჩამოშლის შემდეგ ისინი წყალქვეშ აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ამ წყლის გამოყენება ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებს გამოიწვევს.

მოსახლეობას ურჩევენ, ჭიდან წყალი იმ შემთხვევაშიც კი არ გამოიყენონ თუ დაბინძურებული წყალი იქ არ მოხვედრილა.

კიდევ ერთი რეალური საფრთხე წყალში მოხვედრილი შხამ-ქიმიკატებია, რომლებსაც ფერმერები საცავებში ინახავდნენ. მაგრამ ეს არ არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ეკოლოგი ნოვა კახოვკიდან, ტაისია კოზაკი აღიარებს, რომ ყველაზე საშიში ამ შემთხვევაში არის ჯილეხი.

1950-70 წლებში, ადგილობრივ ორ სოფელში ჯილეხით გარდაცვლილი პირუტყვების საფლავებია. ახლა კი, ეს ტერიტორია მთლიანად წყალქვეშ არის მოქცეული.

"ეს ტერიტორია ნამდვილად იყო ინფექციის წყარო. ახლა წყალს შეუძლია ის ჩამორეცხოს. ეს ნიშნავს, რომ ჯილეხის ნაწილები შეიძლება დნეპრსა და შავ ზღვაში მოხვდეს", - ამბობს ექსპერტი.

  • გამოსავალი

ერთ კვირაში, როცა წყლის დონე საგრძნობლად დაიწევს, სტიქიის მასშტაბები გაირკვევა. ადგილობრივი ეკოლოგების თქმით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სასმელი წყლით დახმარება: ხალხის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, ხერსონისა და ნიკოლაევის დატბორილი წყალმიმღების აღდგენა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხრეთ რეგიონებში უკვე შედის დახმარება - საკვები, ნავები და ჩამოსხმული წყალი. მაგრამ, გაეროს შეფასებით, სამხრეთ უკრაინის 700 ათასზე მეტ მაცხოვრებელს შესაძლოა სასმელი წყლის დეფიციტი შეექმნას.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხერსონის ოლქში წყლის დეზინფექციისთვის 600 000-მდე ტაბლეტია. თუმცა საკმარისია კი ეს?

ინფექციონისტი ანდრეი ალექსანდრინი აღნიშნავს, რომ სასმელი წყლის გარდა, მოსახლეობას რაც შეიძლება მალე უნდა მიეწოდოს მაღალი ხარისხის ტექნიკური წყალი.

"თუ ადამიანები ბოსტნეულს ყიდულობენ და ცუდად ამუშავებენ, თუ თავს უხარისხო წყლით დაიბანენ, ორგანიზმში ნაწლავური ინფექციების შეღწევის დიდი რისკია“, – აცხადებს ექსპერტი.

ის ხელისუფლებას - არასაკმარისი ინფორმირებულობისთვის, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს დაგვიანებული რეაგირებისთვის აკრიტიკებს.

საკმაოდ მძიმე სურათს ისიც ამძიმებს, რომ ხერსონის ნაწილი ოკუპირებულია და ნებისმიერი მცდელობა, ხალხის გათავისუფლებისა, რუსების მხრიდან ცეცხლის გახსნით სრულდება.

  • არის თუ არა შავი ზღვა საფრთხეში?

ამასობაში, ოდესასთან შავ ზღვაში კაშხლის მსხვრევის შემდეგ წყლის ნაკადის მიერ წაღებული დივანი, მაცივარი და ფანჯარა შენიშნეს.

"დიახ, შავ ზღვასაც საფრთხე ემუქრება. დნეპრიდან ყველაფერი ჩაყრილია ზღვაში - ნაგავი, კანალიზაცია და უამრავი ნივთი. ეს არის უდიდესი ეკოლოგიური ტრაგედია ჩვენთვის და შესაძლოა, შავი ზღვის სანაპიროს ყველა ქვეყნისთვის“ - ამბობს ეკოლოგი ტაისია კოზაკი.

უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტო მოუწოდებს ადამიანებს, თავი შეიკავონ არამარტო ბანაობისგან, არამედ წყალს არც მიუახლოვდნენ, რადგან ნაგვის გარდა, ის შესაძლოა, საბრძოლო მასალითაც იყოს სავსე.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი