საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოლის მოყვანა მინდა და საამისოდ 10 საათს თუ მომცემთ-მეთქი. მწვრთნელი გაოცდა" - სათვალის შეძენისას დაწყებული სიყვარულის ისტორია და მურთაზ შელიას "სპრინტერული ქორწილი"
"ცოლის მოყვანა მინდა და საამისოდ 10 საათს თუ მომცემთ-მეთქი. მწვრთნელი გაოცდა" - სათვალის შეძენისას დაწყებული სიყვარულის ისტორია და მურთაზ შელიას "სპრინტერული ქორწილი"

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი ლიკა კვა­რა­ცხე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლის გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს და წერს, რომ მო­მა­ვალ­მა ქმარ­მა მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი გა­ზე­თის ფურ­ცლე­ბი­დან გა­ი­გო. მო­დელ­სა და ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ მურ­თაზ შე­ლი­ას 25 წე­ლია ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს - ანა, ელე­ნე და და­თუ­ნა. ანა შე­ლია უკვე ორი შვი­ლის დე­დაა, მისი მე­უღ­ლე, მო­რაგბე ლაშა ლო­მი­ძეა. თა­ვის დრო­ზე Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ლიკა იხ­სე­ნებ­და, რომ 18 წლის უკვე ორი შვი­ლის დედა იყო...

"რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე? - მკი­თხეს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აქ მოვ­ყვე­ბი. იყო ასე­თი მა­ღა­ზია "ჩი­რაღ­და­ნი“, სა­დაც ოპ­ტი­კუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბი იყი­დე­ბო­და. ერთ დღეს დე­დას­თან ერ­თად შე­ვი­სე­ირ­ნე სათ­ვა­ლის შე­სა­ძე­ნად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორ­ტსმე­ნიც და­სე­ირ­ნობ­და, რო­მელ­მაც შე­მამ­ჩნია და შო­რი­დან მო­ვე­წო­ნე. თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად იყო, სა­ნაკ­რე­ბო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. გა­ზე­თე­ბის კი­თხვა უყ­ვარ­და, ახ­ლაც უყ­ვარს. მოკ­ლედ, მე­ო­რე დი­ლას გა­ზე­თი "მე­რი­დი­ა­ნი“ რომ შე­ი­ძი­ნა, გა­და­შა­ლა, ჩემი დიდი ინ­ტერ­ვიუ შეხ­ვდა (1995 წელი იყო ალ­ბათ) სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ეწე­რა ვინ ვარ, რამ­დე­ნი წლის ვარ, მგო­ნი მი­სა­მარ­თიც კი ეწე­რა. ცხა­დია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­პო­ვა და გა­მეც­ნო.1997 წელს კი დავ­ქორ­წინ­დით".

მურ­თაზ შე­ლია კი მშვე­ნი­ერ ლიკა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის ის­ტო­რი­ას ერთ-ერთ სპორ­ტულ გა­მო­ცე­მას­თან ასე იხ­სე­ნებ­და:

"ალ­ბათ ჩემს "სპრინ­ტე­რულ ქორ­წილ­ზე“ გა­ნა­ცხა­დი რომ შე­მე­ტა­ნა "გი­ნე­სის რე­კორ­დებ­შიც“ მოვ­ხვდე­ბო­დი... ჩემი მე­უღ­ლე ლიკა კვა­რა­ცხე­ლია სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის“ გა­მორ­ჩე­უ­ლი სახე იყო. შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ, მა­შინ ინ­ტერ­ნე­ტი არ იყო და მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით ვურ­თი­ერ­თობ­დით. მა­შინ "მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში“ ვთა­მა­შობ­დი, მწვრთნელს ვთხო­ვე, ვიცი 2 დღე­ში ბირ­მინ­გემ­ში თა­მა­ში გვაქვს, მაგ­რამ, სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­ვა, ცო­ლის მოყ­ვა­ნა მინ­და და სა­ა­მი­სოდ 10 სა­ათს თუ მომ­ცემთ-თქო. მწვრთნე­ლი გა­ოც­და, მაგ­რამ დამ­თან­ხმდა, ლონ­დო­ნი–თბი­ლი­სის ავი­ა­რე­ი­სით ჩა­მოვფრინ­დი, გამ­თე­ნი­ის 6 სა­ათ­ზე, 7-ის ნა­ხე­ვარ­ზე ხელი მო­ვა­წე­რეთ, 7 სა­ათ­ზე ქორ­წი­ლი და­ი­წყო და 12 სა­ათ­ზე მე და ლიკა უკან თბი­ლი­სი­დან ლონ­დონ­ში გავფრინ­დით. მწვრთნელ­მა ეს რომ გა­ი­გო, გა­ოც­და, გა­ზე­თებ­მა და­წე­რეს, შე­ლი­ამ 5 000 კმ. იფ­რი­ნა და მან­ჩეს­ტერ­ში 10 სა­ათ­ში ახალ­მოყ­ვა­ნი­ლი ცო­ლით დაგ­ვიბ­რუნ­დაო..."

მურ­თაზ შე­ლია მე­უღ­ლეს­თან, შვი­ლებ­თან, სი­ძეს­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად

მურ­თაზ შე­ლია 1990-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წამ­ყვა­ნი მო­თა­მა­შე გახ­ლდათ. 1995 წელს სა­თა­მა­შოდ გა­და­ვი­და რუ­სულ კლუბ ვლა­დი­კავ­კა­ზის "სპარ­ტა­კი-ალა­ნი­ა­ში“, ორი წლის შემ­დეგ კი ინ­გლი­სურ "მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში“ გა­და­ვი­და, სა­დაც მის ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დელს თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ში“, გი­ორ­გი ქინ­ქლა­ძეს თავი დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და. მან მისი დე­ბი­უ­ტი გო­ლით აღ­ნიშ­ნა "ბირ­მინ­გემ სი­ტის“ წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა ის მატ­ჩი მის­მა გუნ­დმა 2:1 დათ­მო. ექ­ვსი კვი­რის შემ­დეგ მას დაც­ვის ხაზ­ში შე­ურთდა კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი, კა­ხა­ბერ ცხა­და­ძე, მაგ­რამ იმ სე­ზონ­ში ხში­რი ტრავ­მე­ბის გამო ხში­რად ვერ თა­მა­შობ­და და მან მხო­ლოდ ერთი გოლი გა­ი­ტა­ნა "ნო­ტინ­გემ ფო­რეს­ტის“ წი­ნა­აღ­მდეგ. სე­ზო­ნის ბო­ლოს "მან­ჩეს­ტერ სიტი“ დაქ­ვე­ით­და პირ­ვე­ლად მის ის­ტო­რი­ა­ში. შემ­დეგ სე­ზონ­ში შე­ლი­ამ ითა­მა­შა მხო­ლოდ სამი მატ­ჩი, მისი ბოლო მატ­ჩი იყო 1998 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში "რე­დინ­გის“ წი­ნა­აღ­მდეგ, სა­დაც კა­რი­ე­რის­თვის სა­ბე­დის­წე­რო ტრავ­მა მი­ი­ღო. 2000 წელს შე­წყდა კონ­ტრაქ­ტი და შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ თა­მა­ში გა­ნაგ­რძო თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტივ­ში“, სა­დაც 2001 წელს კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა.

ბიზ­ნეს­მე­ნი 2014 წელს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გახ­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კვო­ტით, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა არ გა­უგ­რძე­ლე­ბია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
1

აი ლაზები.

თან ლამაზები!

ტერეზა მეი
9

მშვენიერი ოჯახია. თუმცა, არ მივესალმები ქალის ასეთ ადრეულ ასაკში გათხოვებას. დარწმუნებული ვარ, ინგლისელებსაც ძალიან გაუკვირდებოდათ, ბავშვს რომ დაინახავდნენ თავიანთი ფეხბურთელის გვერდით. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ცოლის მოყვანა მინდა და საამისოდ 10 საათს თუ მომცემთ-მეთქი. მწვრთნელი გაოცდა" - სათვალის შეძენისას დაწყებული სიყვარულის ისტორია და მურთაზ შელიას "სპრინტერული ქორწილი"

"ცოლის მოყვანა მინდა და საამისოდ 10 საათს თუ მომცემთ-მეთქი. მწვრთნელი გაოცდა" - სათვალის შეძენისას დაწყებული სიყვარულის ისტორია და მურთაზ შელიას "სპრინტერული ქორწილი"

ყოფილი მოდელი და ბიზნესვუმენი ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს და წერს, რომ მომავალმა ქმარმა მის შესახებ ყველაფერი გაზეთის ფურცლებიდან გაიგო. მოდელსა და ცნობილ ფეხბურთელ მურთაზ შელიას 25 წელია ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს სამი შვილი ჰყავს - ანა, ელენე და დათუნა. ანა შელია უკვე ორი შვილის დედაა, მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძეა. თავის დროზე Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ლიკა იხსენებდა, რომ 18 წლის უკვე ორი შვილის დედა იყო...

"როგორ გავიცანი ჩემი მეუღლე? - მკითხეს ერთ-ერთ ინტერვიუში. აქ მოვყვები. იყო ასეთი მაღაზია "ჩირაღდანი“, სადაც ოპტიკური სათვალეები იყიდებოდა. ერთ დღეს დედასთან ერთად შევისეირნე სათვალის შესაძენად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორტსმენიც დასეირნობდა, რომელმაც შემამჩნია და შორიდან მოვეწონე. თბილისში იშვიათად იყო, სანაკრებო პერიოდში ჩამოდიოდა ხოლმე. გაზეთების კითხვა უყვარდა, ახლაც უყვარს. მოკლედ, მეორე დილას გაზეთი "მერიდიანი“ რომ შეიძინა, გადაშალა, ჩემი დიდი ინტერვიუ შეხვდა (1995 წელი იყო ალბათ) სადაც დეტალურად ეწერა ვინ ვარ, რამდენი წლის ვარ, მგონი მისამართიც კი ეწერა. ცხადია, ძალიან მარტივად მიპოვა და გამეცნო.1997 წელს კი დავქორწინდით".

მურთაზ შელია კი მშვენიერ ლიკა კვარაცხელიაზე დაქორწინების ისტორიას ერთ-ერთ სპორტულ გამოცემასთან ასე იხსენებდა:

"ალბათ ჩემს "სპრინტერულ ქორწილზე“ განაცხადი რომ შემეტანა "გინესის რეკორდებშიც“ მოვხვდებოდი... ჩემი მეუღლე ლიკა კვარაცხელია სამოდელო სააგენტო "ნატალის“ გამორჩეული სახე იყო. შეგვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ, მაშინ ინტერნეტი არ იყო და მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობდით. მაშინ "მანჩესტერ სიტიში“ ვთამაშობდი, მწვრთნელს ვთხოვე, ვიცი 2 დღეში ბირმინგემში თამაში გვაქვს, მაგრამ, სხვაგვარად არ გამოვა, ცოლის მოყვანა მინდა და საამისოდ 10 საათს თუ მომცემთ-თქო. მწვრთნელი გაოცდა, მაგრამ დამთანხმდა, ლონდონი–თბილისის ავიარეისით ჩამოვფრინდი, გამთენიის 6 საათზე, 7-ის ნახევარზე ხელი მოვაწერეთ, 7 საათზე ქორწილი დაიწყო და 12 საათზე მე და ლიკა უკან თბილისიდან ლონდონში გავფრინდით. მწვრთნელმა ეს რომ გაიგო, გაოცდა, გაზეთებმა დაწერეს, შელიამ 5 000 კმ. იფრინა და მანჩესტერში 10 საათში ახალმოყვანილი ცოლით დაგვიბრუნდაო..."

მურთაზ შელია მეუღლესთან, შვილებთან, სიძესთან და შვილიშვილებთან ერთად

მურთაზ შელია 1990-იან წლებში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წამყვანი მოთამაშე გახლდათ. 1995 წელს სათამაშოდ გადავიდა რუსულ კლუბ ვლადიკავკაზის "სპარტაკი-ალანიაში“, ორი წლის შემდეგ კი ინგლისურ "მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, სადაც მის ყოფილ თანაგუნდელს თბილისის "დინამოში“, გიორგი ქინქლაძეს თავი დამკვიდრებული ჰქონდა. მან მისი დებიუტი გოლით აღნიშნა "ბირმინგემ სიტის“ წინააღმდეგ, თუმცა ის მატჩი მისმა გუნდმა 2:1 დათმო. ექვსი კვირის შემდეგ მას დაცვის ხაზში შეურთდა კიდევ ერთი ქართველი, კახაბერ ცხადაძე, მაგრამ იმ სეზონში ხშირი ტრავმების გამო ხშირად ვერ თამაშობდა და მან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა "ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ. სეზონის ბოლოს "მანჩესტერ სიტი“ დაქვეითდა პირველად მის ისტორიაში. შემდეგ სეზონში შელიამ ითამაშა მხოლოდ სამი მატჩი, მისი ბოლო მატჩი იყო 1998 წლის ოქტომბერში "რედინგის“ წინააღმდეგ, სადაც კარიერისთვის საბედისწერო ტრავმა მიიღო. 2000 წელს შეწყდა კონტრაქტი და შესვენების შემდეგ თამაში განაგრძო თბილისის "ლოკომოტივში“, სადაც 2001 წელს კარიერა დაასრულა.

ბიზნესმენი 2014 წელს თბილისის საკრებულოში გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, "ქართული ოცნების“ კვოტით, თუმცა პოლიტიკური კარიერა არ გაუგრძელებია.

წაიკითხეთ ასევე: