მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკოლოზ შურღაია - ჩვენი მიზანია ადამიანებს დავანახოთ, რომ ქვეყნის სისუფთავისთვის ზრუნვა თითოეული ჩვენგანის საქმეა
ნიკოლოზ შურღაია - ჩვენი მიზანია ადამიანებს დავანახოთ, რომ ქვეყნის სისუფთავისთვის ზრუნვა თითოეული ჩვენგანის საქმეა

3-5 ივ­ნისს, კუ­რორტ ბა­კუ­რი­ან­ში მას­შტა­ბუ­რი და­ლა­გე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თა. და­ლა­გე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის იდეა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­დაგს“ ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც ასო­ბით მო­ხა­ლი­სე და ათა­სო­ბით თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე ჩა­ა­ბა ჩვე­ნი ბუ­ნე­ბის არ და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბა­სა და და­ლა­გე­ბა­ზე ზრუნ­ვა­ში.

ფეს­ტი­ვალ­ზე და „სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ლა­გე­ბელ­თა გილ­დი­ა­ზე“ მე­ტის შე­სა­ტყო­ბად სა­და­გის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ და თავ­მჯდო­მა­რე ნი­კო­ლოზ შურ­ღა­ი­ას ვე­სა­უბ­რეთ.

-მოგ­ვი­ყე­ვით სა­და­გის შე­სა­ხებ

-სა­და­გი მის წევრთა მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. ორ წე­ლი­წად­ზე მე­ტია ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­ლა­გე­ბის და მისი ბუ­ნე­ბის სი­სუფ­თა­ვის დაც­ვის­თვის ვმუ­შა­ობთ.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია ადა­მი­ა­ნებს და­ვა­ნა­ხოთ, რომ ქვეყ­ნის სი­სუფ­თა­ვის­თვის ზრუნ­ვა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის საქ­მეა. ძა­ლე­ბის და იდე­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით შეგ­ვიძ­ლია მო­ვუ­ა­როთ ამ პრობ­ლე­მას, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას, ეს­თე­ტი­კურ გა­რე­მოს და ჯან­მრთლო­ბას ეხე­ბა. და­ვარ­წმუ­ნოთ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის და მისი ბუ­ნე­ბის მოვ­ლა, გაფრ­თხი­ლე­ბა სა­კუ­თა­რი სახ­ლის მოვ­ლას და გაფრ­თხი­ლე­ბას ნიშ­ნავს. ამ საქ­მე­ში კი თი­თო­ე­უ­ლი ქმე­დე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი შეც­ვლი­ლი ჩვე­ვა ღი­რე­ბუ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს და­ლა­გე­ბის საქ­მე­ში თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის მხარ­და­ჭე­რის იმე­დი გვაქვს. გა­სა­ხა­რია, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, ბიზ­ნე­სი და ორ­გა­ნი­ზა­ცია გვიდ­გე­ბა გვერ­დით, ვი­საც რო­გორ შე­უძ­ლია. ეს მხარ­და­ჭე­რა იზ­რდე­ბა.

- სი­ტყვა „სა­და­გი“ - კვი­რის დღეს ნიშ­ნავს, რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ეს სა­ხელ­წო­დე­ბა თქვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის?

სა­ხელ­წო­დე­ბა „სა­და­გი“ - ჩვენს ძვირ­ფას წევ­რს, მწე­რალ დათო ტუ­რაშ­ვილს ეკუთ­ვნის და რო­გორც კვი­რის დღეს ნიშ­ნავს, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ლა­გე­ბელ­თა გილ­დი­ის აბ­რე­ვი­ა­ტუ­რაა. ჩვე­ნი გილ­დია 50-ზე მეტ წევ­რს ით­ვლის მათ შო­რის არი­ან მომ­ღე­რა­ლი ქეთი მე­ლუა, მო­რაგ­ბე ილია ზედ­გი­ნი­ძე, ენერ­გე­ტი­კო­სი ლუკა ჩა­ჩი­ბა­ია და ბევ­რი თა­ვის საქ­მე­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ბუ­ნე­ბის ქო­მა­გი.

ბა­კუ­რი­ა­ნის და­ლა­გე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის იდეა სა­ი­დან გაჩ­ნდა?

ფეს­ტი­ვა­ლის იდე­ის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო იყო შარ­შან ორი დღის მან­ძილ­ზე გუ­და­ურ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის მიწ­ვე­ვით და ხელ­შე­წყო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და­ლა­გე­ბა. მა­შინ, მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ჯგუფ­მა გო­რი­დან და თბი­ლი­სი­დან სამი მთა და­ვა­ლა­გეთ და ორი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის სა­ბარ­გუ­ლი გა­ვავ­სეთ. თა­ვად და­ლა­გე­ბის პრო­ცე­სი, ჩვე­ნი მას­პინ­ძლე­ბის გუ­ლუხ­ვო­ბა და ერთი მიზ­ნით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უზო­მოდ სა­სი­ა­მოვ­ნო იყო.

ჩვენ­მა წევ­რმა, ავ­სტრა­ლი­ელ­მა ბრეტ ლუ­ბენ­მა, რო­მე­ლიც გე­მის გა­დამ­დგა­რი კა­პი­ტა­ნია შე­მოგ­ვთა­ვა­ზა და­ლა­გე­ბის მო­წყო­ბა ბა­კუ­რი­ან­ში. სამი წლის წინ ბრე­ტი მო­ი­ხიბ­ლა ბა­კუ­რი­ა­ნის სი­ლა­მა­ზით და სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლდა. მის­მა და­უ­ღა­ლავ­მა შრო­მამ, წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა ბა­კუ­რი­ა­ნის ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზის აღ­დგე­ნა­ში, გა­დაგ­ვა­წყვე­ტი­ნა და­ლა­გე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი მოგ­ვე­წყო მის და ბევ­რი ქარ­თვე­ლის საყ­ვა­რელ კუ­რორტ ბა­კუ­რი­ან­ში.

ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო უბ­რა­ლოდ, კარ­ზე კა­კუ­ნით და სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით. სა­და­გის გუნ­დი ბა­კუ­რი­ან­ში ჩა­მო­ვე­დით და ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა. რო­გორც შარ­შან გუ­და­ურ­ში, წელს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, ბიზ­ნე­სი და ბა­კუ­რი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სი­ხა­რუ­ლით ჩა­ებ­ნენ ფეს­ტი­ვა­ლის მო­წყო­ბა­ში. იდეა რამ­დე­ნი­მე მსხვილ ბიზ­ნეს­საც მო­ე­წო­ნა და ისი­ნი ფეს­ტი­ვა­ლის სპონ­სო­რე­ბი გახ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, ბა­კუ­რი­ა­ნის და­ლა­გე­ბა­ში 400-ზე მეტი მო­ხა­ლი­სე ჩა­ერ­თო, თბი­ლი­სი­დან, გო­რი­დან, ბორ­ჯო­მი­დან და ბა­კუ­რი­ა­ნი­დან. მარ­თა­ლია დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი ვართ, უცხო­ე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბიც მრავ­ლად შე­მოგ­ვეშ­ველ­ნენ.

-და­ლა­გე­ბის გარ­და, სხვა რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი გქონ­დათ ფეს­ტი­ვალ­ზე?

სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ხა­ლი­სე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რებს დას­წრე­ბოდ­ნენ მწე­რალ დათო ტუ­რაშ­ვილ­თან და დოქ­ტორ გივი კუ­პა­ტა­ძეს­თან, მო­ეს­მი­ნათ მუ­სი­კა- ჯგუფ The Jetbird-ის, ნი­ნუ­ცა გა­ბი­სო­ნი­ა­სა და ბაჩი ვა­ლიშ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბით.

ფეს­ტი­ვა­ლის მე­სა­მე დღე მთლი­ა­ნად და­ეთ­მო ბავ­შვებს, დაბა ბა­კუ­რი­ა­ნის და ან­დე­ზი­ტის სკო­ლის 40-ამდე მოს­წავ­ლე შეხ­ვდა დათო ტუ­რაშ­ვი­ლის და keep Georgia Tidy-ის წარ­მო­მად­გე­ნელ თაკო რო­დო­ნა­ი­ას. ბავ­შვებ­მა მო­ის­მი­ნეს სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია და რჩე­ვე­ბი გა­რე­მოს დაც­ვის შე­სა­ხებ და ბა­კუ­რი­ა­ნიც ხა­ლი­სი­ა­ნად და­ა­სუფ­თა­ვეს.

ფეს­ტი­ვა­ლის შე­დე­გებს რო­გორ შე­ა­ჯა­მებ­დით?

ღო­ნის­ძი­ე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა ცა­მეტ­მა სპონ­სორ­მა კომ­პა­ნი­ამ და შვიდ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ. ღო­ნის­ძი­ე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი იყო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჯგუ­ფი Wondernet Express. ოქ­როს სპონ­სო­რე­ბი იყ­ვნენ: კოხ­ტა მი­ტარ­ბი, თე­გე­ტა მო­ტორ­სი, თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტი, პა­ლიტ­რა ჰოლ­დინ­გი, პარ­ვუს კონ­სალ­ტინ­გი, არ­ჩე­ვა­ნი, კრის­ტა­ლი, ბა­კუ­რი­ა­ნი ინნი და დიდ­ვე­ლი გა­ლე­რეა. სპონ­სო­რე­ბი - ფი­ნან­სუ­რი ბი­უ­რო, წყა­ლი ბა­კუ­რი­ა­ნი, თე­ლი­ა­ნი ველი და თბილ­ღვი­ნო. მხარ­დამ­ჭე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი - ბა­კუ­რი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, პროკ­რე­დიტ ბან­კი 44 მო­ხა­ლი­სით, FinBureau 77 მო­ხა­ლი­სით, ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა, Keep Georgia Tidy, ბა­კუ­რი­ა­ნის სკო­ლა და ან­დე­ზი­ტის სკო­ლა.

და­სუფ­თა­ვე­ბის შე­დე­გე­ბი კი ასე­თია : ჩვენ შე­ვაგ­რო­ვეთ 52, 000 ლიტ­რი ნარ­ჩე­ნი, სამ­შე­ნებ­ლო ნარ­ჩე­ნის გარ­და, რო­გო­რი­ცაა ლი­თო­ნის და ხის გი­სო­სე­ბი. ასე­ვე მრავ­ლად შეგ­როვ­და მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვე­ბი, რო­მელ­თა გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე იზ­რუ­ნებს ჩვე­ნი ოქ­როს სპონ­სო­რი „თე­გე­ტა გრინ პლა­ნეტ“.

R

ზურაბ
0

ყოჩაღ ნიკოლოზ, ღირსეული მამის ღირსეული შვილი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ნიკოლოზ შურღაია - ჩვენი მიზანია ადამიანებს დავანახოთ, რომ ქვეყნის სისუფთავისთვის ზრუნვა თითოეული ჩვენგანის საქმეა

ნიკოლოზ შურღაია - ჩვენი მიზანია ადამიანებს დავანახოთ, რომ ქვეყნის სისუფთავისთვის ზრუნვა თითოეული ჩვენგანის საქმეა

3-5 ივნისს, კურორტ ბაკურიანში მასშტაბური დალაგების ფესტივალი გაიმართა. დალაგების ფესტივალის იდეა საქველმოქმედო ორგანიზაცია „სადაგს“ ეკუთვნის, რომელმაც ასობით მოხალისე და ათასობით თანამოქალაქე ჩააბა ჩვენი ბუნების არ დანაგვიანებასა და დალაგებაზე ზრუნვაში.

ფესტივალზე და „საქართველოს დამლაგებელთა გილდიაზე“ მეტის შესატყობად სადაგის თანადამფუძნებელ და თავმჯდომარე ნიკოლოზ შურღაიას ვესაუბრეთ.

-მოგვიყევით სადაგის შესახებ

-სადაგი მის წევრთა მიერ დაფინანსებული საქველმოქმედო ორგანიზაციაა. ორ წელიწადზე მეტია ჩვენი ქვეყნის დალაგების და მისი ბუნების სისუფთავის დაცვისთვის ვმუშაობთ.

ჩვენი მიზანია ადამიანებს დავანახოთ, რომ ქვეყნის სისუფთავისთვის ზრუნვა თითოეული ჩვენგანის საქმეა. ძალების და იდეების გაერთიანებით შეგვიძლია მოვუაროთ ამ პრობლემას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს და მომავალი თაობის კეთილდღეობას, ესთეტიკურ გარემოს და ჯანმრთლობას ეხება. დავარწმუნოთ თანამოქალაქეები, რომ საკუთარი ქვეყნის და მისი ბუნების მოვლა, გაფრთხილება საკუთარი სახლის მოვლას და გაფრთხილებას ნიშნავს. ამ საქმეში კი თითოეული ქმედება და თითოეული შეცვლილი ჩვევა ღირებულია.

საქართველოს დალაგების საქმეში თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. გასახარია, რომ ბევრი ადამიანი, ბიზნესი და ორგანიზაცია გვიდგება გვერდით, ვისაც როგორ შეუძლია. ეს მხარდაჭერა იზრდება.

- სიტყვა „სადაგი“ - კვირის დღეს ნიშნავს, რატომ აირჩიეთ ეს სახელწოდება თქვენი ორგანიზაციისთვის?

სახელწოდება „სადაგი“ - ჩვენს ძვირფას წევრს, მწერალ დათო ტურაშვილს ეკუთვნის და როგორც კვირის დღეს ნიშნავს, ასევე საქართველოს დამლაგებელთა გილდიის აბრევიატურაა. ჩვენი გილდია 50-ზე მეტ წევრს ითვლის მათ შორის არიან მომღერალი ქეთი მელუა, მორაგბე ილია ზედგინიძე, ენერგეტიკოსი ლუკა ჩაჩიბაია და ბევრი თავის საქმეში დახელოვნებული ადამიანი და ბუნების ქომაგი.

ბაკურიანის დალაგების ფესტივალის იდეა საიდან გაჩნდა?

ფესტივალის იდეის შთაგონების წყარო იყო შარშან ორი დღის მანძილზე გუდაურში, ადგილობრივი ბიზნესის მიწვევით და ხელშეწყობით ჩატარებული დალაგება. მაშინ, მოხალისეების ჯგუფმა გორიდან და თბილისიდან სამი მთა დავალაგეთ და ორი სატვირთო მანქანის საბარგული გავავსეთ. თავად დალაგების პროცესი, ჩვენი მასპინძლების გულუხვობა და ერთი მიზნით გაერთიანებული ადამიანების თანამშრომლობა უზომოდ სასიამოვნო იყო.

ჩვენმა წევრმა, ავსტრალიელმა ბრეტ ლუბენმა, რომელიც გემის გადამდგარი კაპიტანია შემოგვთავაზა დალაგების მოწყობა ბაკურიანში. სამი წლის წინ ბრეტი მოიხიბლა ბაკურიანის სილამაზით და საქართველოში დასახლდა. მისმა დაუღალავმა შრომამ, წვლილი შეეტანა ბაკურიანის ბუნებრივი სილამაზის აღდგენაში, გადაგვაწყვეტინა დალაგების ფესტივალი მოგვეწყო მის და ბევრი ქართველის საყვარელ კურორტ ბაკურიანში.

ყველაფერი დაიწყო უბრალოდ, კარზე კაკუნით და საინტერესო საქმეში გაერთიანების შეთავაზებით. სადაგის გუნდი ბაკურიანში ჩამოვედით და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს ვთხოვეთ დახმარება. როგორც შარშან გუდაურში, წელს ადგილობრივი მოსახლეობა, ბიზნესი და ბაკურიანის განვითარების სააგენტო სიხარულით ჩაებნენ ფესტივალის მოწყობაში. იდეა რამდენიმე მსხვილ ბიზნესსაც მოეწონა და ისინი ფესტივალის სპონსორები გახდნენ. საბოლოოდ, ბაკურიანის დალაგებაში 400-ზე მეტი მოხალისე ჩაერთო, თბილისიდან, გორიდან, ბორჯომიდან და ბაკურიანიდან. მართალია დიდი უმრავლესობა ამ ქვეყნის შვილები ვართ, უცხოელი მოხალისეებიც მრავლად შემოგვეშველნენ.

-დალაგების გარდა, სხვა რა აქტივობები გქონდათ ფესტივალზე?

სამი დღის განმავლობაში, მოხალისეებს საშუალება ჰქონდათ საინტერესო შეხვედრებს დასწრებოდნენ მწერალ დათო ტურაშვილთან და დოქტორ გივი კუპატაძესთან, მოესმინათ მუსიკა- ჯგუფ The Jetbird-ის, ნინუცა გაბისონიასა და ბაჩი ვალიშვილის შესრულებით.

ფესტივალის მესამე დღე მთლიანად დაეთმო ბავშვებს, დაბა ბაკურიანის და ანდეზიტის სკოლის 40-ამდე მოსწავლე შეხვდა დათო ტურაშვილის და keep Georgia Tidy-ის წარმომადგენელ თაკო როდონაიას. ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია და რჩევები გარემოს დაცვის შესახებ და ბაკურიანიც ხალისიანად დაასუფთავეს.

ფესტივალის შედეგებს როგორ შეაჯამებდით?

ღონისძიებას მხარი დაუჭირა ცამეტმა სპონსორმა კომპანიამ და შვიდმა ორგანიზაციამ. ღონისძიების გენერალური სპონსორი იყო საინვესტიციო ჯგუფი Wondernet Express. ოქროს სპონსორები იყვნენ: კოხტა მიტარბი, თეგეტა მოტორსი, თეგეტა გრინ პლანეტი, პალიტრა ჰოლდინგი, პარვუს კონსალტინგი, არჩევანი, კრისტალი, ბაკურიანი ინნი და დიდველი გალერეა. სპონსორები - ფინანსური ბიურო, წყალი ბაკურიანი, თელიანი ველი და თბილღვინო. მხარდამჭერი ორგანიზაციები - ბაკურიანის განვითარების სააგენტო, პროკრედიტ ბანკი 44 მოხალისით, FinBureau 77 მოხალისით, ამერიკის სავაჭრო პალატა, Keep Georgia Tidy, ბაკურიანის სკოლა და ანდეზიტის სკოლა.

დასუფთავების შედეგები კი ასეთია : ჩვენ შევაგროვეთ 52, 000 ლიტრი ნარჩენი, სამშენებლო ნარჩენის გარდა, როგორიცაა ლითონის და ხის გისოსები. ასევე მრავლად შეგროვდა მსუბუქი და სატვირთო მანქანის საბურავები, რომელთა გადამუშავებაზე იზრუნებს ჩვენი ოქროს სპონსორი „თეგეტა გრინ პლანეტ“.

R