ყოფილი ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ ლაჩაშვილის დედა ირწმუნება, რომ ცოლ-ქმარს ბოლო პერიოდში კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა.
როგორც თიკო მელაშვილი "ტვ პირველს" ეუბნება, მარიტა მაზიაშვილი და ნიკოლოზ ლაჩაშვილი შერიგებას აპირებდნენ.
"წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა. ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი ასე სადისტურად მოექცა ცოლს, რომელზე ჭკუა ეკეტებოდა, ისე უყვარდა. არ მჯერა, რომ ნიკა ასე მოექცა. ერთად იყვნენ, თითქმის შერიგებულები იყვნენ. ხან აქ (ჩვენთან სახლში) იყვნენ, ხან - მარიტასთან. მე მათი კონფლიქტი არ მინახავს.
იმ დღეს, როცა მარი ნახა, სახლში ღამის 2 საათზე მოვიდა. არაფერი საეჭვო არ შემიმჩნევია. ვისაუბრეთ, მაგრამ მარიზე არაფერი უთქვამს. ჩვენ ყველა ისე ვნერვიულობდით მარის დაკარგვის გამო, სულ ტელეფონზე ვიყავით, რომ გაგვეგო რა ხდებოდა" - ამბობს მელაშვილი.
ის ასევე ადასტურებს, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ამის გამო 2 წლის წინ ფსიქიატრიულშიც იწვა.
"ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, 2 წლის წინ ფსიქიატრიულშიც იწვა და ამის შემდეგ გრძელდებოდა მკურნალობა. ფსიქოტროპულებსაც სვამდა. 2 თვის წინ შეწყვიტა წამლების დალევა" - აღნიშნა მძიმე დანაშაულში ბრალდებულის დედამ.
ნიკოლოზ ლაჩაშვილი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოდა ჭკუა რომ ეკეტებოდა, ეგ არანორმალურ სიყავრულს ნიშნავს, გაშვებას მოკვლა რომ გიღცევნია , მაგას ნიშნავს ეგ!!!!!! გადეკეტა საბოლოოოდ და მოკლა წამებით!!! სამუდამო შენს შვილს შენ კი გაჩუმდი!!!!
რა გაზარდე ამისთანა არაკაცი, შე ეშმაკის ქალო!