კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს" - კობახიძე
"ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს" - კობახიძე

სა­ქარ­თვე­ლო არის სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, შე­სა­ბა­მი­სად, დღეს, გან­სხვა­ვე­ბით წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ვე­რა­ვინ ვერ­სად და­ი­ბა­რებს და ვე­რა­ვინ ვე­რა­ვი­თარ წამმ­ზომს ვერ ჩა­ურ­თავს, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, მე­სი­ჯი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა და­ი­ბა­რა და მას წამმ­ზო­მი ჩა­ურ­თო, ოპო­ზი­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და კო­ბა­ხი­ძის შე­ფა­სე­ბით, ეს გა­მო­ხა­ტავს ოპო­ზი­ცი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მი­მართ. კო­ბა­ხი­ძემ ოპო­ზი­ცი­ას უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბი უწო­და.

"ეს მე­სი­ჯი, რო­მე­ლიც შე­ი­მუ­შა­ვა რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ თა­ვი­სი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გერ­მა­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და­ი­ბა­რა, მე­ტყვე­ლებს მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მი­მართ. ანუ კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მი­მართ. ასე უყუ­რებს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, რომ შენი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი შე­იძ­ლე­ბა გერ­მა­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და­ი­ბა­როს და მერე წამმ­ზო­მი ჩა­ურ­თოს და ა.შ. ეს არის უბ­რა­ლოდ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მი­მართ მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა და ეს არის ერ­თა­დერ­თი რა­მის დას­ტუ­რი, რომ კო­ლექ­ტი­უ­რი "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბით, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­თა და NGO-ებით არის უცხო­უ­რი აგენ­ტუ­რა. ეს არის მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბი არი­ან და სწო­რედ ამი­ტომ ფიქ­რო­ბენ ასე, რომ შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ და­ი­ბა­როს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. თა­ვის დრო­ზე 2008 წელს იბა­რებ­დნენ სა­ა­კაშ­ვილს და რა­ღა­ცებს ავა­ლებ­დნენ. ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბო­და მა­შინ, მაგ­რამ დღეს სა­ქარ­თვე­ლო არის სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, შე­სა­ბა­მი­სად, დღეს, გან­სხვა­ვე­ბით წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ვე­რა­ვინ ვერ­სად და­ი­ბა­რებს და ვე­რა­ვინ ვე­რა­ვი­თარ წამმ­ზომს ვერ ჩა­ურ­თავს",- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
0

შუშის კოლბაში რომ დაიბარებს ის, ეს რას ეტყვის, შენ მოდიო?

Status quo
0

მეათეკლასელი რომ ძველბიჭობას ჩემულობს,იმ პერიოდს მაგონებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს" - კობახიძე

"ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს" - კობახიძე

საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

  • მისი თქმით, მესიჯი, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანიის კანცლერმა დაიბარა და მას წამმზომი ჩაურთო, ოპოზიციის შემუშავებულია და კობახიძის შეფასებით, ეს გამოხატავს ოპოზიციის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ. კობახიძემ ოპოზიციას უცხოური აგენტები უწოდა.

"ეს მესიჯი, რომელიც შეიმუშავა რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი ტელევიზიებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის პრემიერ-მინისტრმა დაიბარა, მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ. ანუ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დამოკიდებულებაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ. ასე უყურებს საკუთარ ქვეყანას, რომ შენი პრემიერ-მინისტრი შეიძლება გერმანიის პრემიერ-მინისტრმა დაიბაროს და მერე წამმზომი ჩაურთოს და ა.შ. ეს არის უბრალოდ საკუთარი ქვეყნის მიმართ მათი დამოკიდებულების გამოხატულება და ეს არის ერთადერთი რამის დასტური, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" თავისი პოლიტიკური პარტიებით, ტელევიზიებითა და NGO-ებით არის უცხოური აგენტურა. ეს არის მათი დამოკიდებულების გამოხატულება. უცხოური აგენტები არიან და სწორედ ამიტომ ფიქრობენ ასე, რომ შეიძლება ვიღაცამ დაიბაროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თავის დროზე 2008 წელს იბარებდნენ სააკაშვილს და რაღაცებს ავალებდნენ. ასეთი რაღაცები ხდებოდა მაშინ, მაგრამ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს",- განაცხადა კობახიძემ.