საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგა ხანია, შვილი არ მინახავს, ჩავრთავ ტელევიზორს და იქაც მიშას ლანძღვაა... რაც შეეხება ინფორმაციას, ლიზას და მის შვილზე, ჭორებს არ დავდევ" - ნიკოლოზ სააკაშვილი
"კარგა ხანია, შვილი არ მინახავს, ჩავრთავ ტელევიზორს და იქაც მიშას ლანძღვაა... რაც შეეხება ინფორმაციას, ლიზას და მის შვილზე, ჭორებს არ დავდევ" - ნიკოლოზ სააკაშვილი

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, "ვი­ვა­მედ­ში" მყოფ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ ის ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან გა­დის. ამ დღე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად ამ­ზა­დებს.

თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად მისი კან­დი­და­ტო­ბის შე­სა­ხებ კი­თხვას ასე უპა­სუ­ხა: "მე შე­იძ­ლე­ბა ვიყო პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტი ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე დიდ ქვე­ყა­ნა­ში. შე­გიძ­ლი­ათ, გა­ეც­ნოთ უკ­რა­ი­ნულ პრე­სას და დარ­წმუნ­დეთ ამა­ში. მე ვარ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნა­ში. ამი­ტომ, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ მე ახლა ვი­ღა­ცას შე­ვა­ტე­ნო ჩემი თავი რა­ღა­ცის კან­დი­და­ტუ­რად, სა­სა­ცი­ლო და და­მაბ­ნე­ვე­ლია“.

  • ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და მის შე­საძ­ლო პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვა­ზე AMBEBI.GE-ს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მამა ესა­უბ­რა. ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს მი­შას პო­ლი­ტი­კა­ში მობ­რუ­ნე­ბას, მის შე­საძ­ლო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტო­ბას. რო­გორც ის ამ­ბობს, ეს ხმე­ბი მარ­თლაც და­მაბ­ნე­ვე­ლია და ვი­ღა­ცის წის­ქვილ­ზე წყლის დას­ხმას ჰგავს.

"მი­შას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის კარ­გი, არა­ვი­თა­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ადა­მი­ა­ნი სა­ჭი­რო­ებს მძლავრ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, მკურ­ნა­ლო­ბას და სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ჩემი აზ­რით, უნდა იყოს მეტი ლა­პა­რა­კი ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, მეტი ზე­წო­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რათა მიშა გა­იყ­ვა­ნონ სამ­კურ­ნა­ლოდ და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის. აქ ლა­პა­რა­კი არაა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ზე, მი­შას სჭირ­დე­ბა სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მის პო­ლი­ტი­კა­ში მობ­რუ­ნე­ბას, ეს ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გე და ცოტა არ იყოს, გა­ვოგნ­დი, ვი­ნა­ი­დან ამა­ზე ოჯახ­ში ლა­პა­რა­კი არ ყო­ფი­ლა, მსგავ­სი რამ არც გა­მი­გია. რა დროს პრე­მი­ე­რო­ბა­ზე და პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვა­ზეა ლა­პა­რა­კი, კაც­მა ხმა­მაღ­ლა თქვა, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან მივ­დი­ვა­რო. არ ვიცი, ეს ხმე­ბი რას ემ­სა­ხუ­რე­ბა, მე არც ვან­გა ვარ და არც ვი­ღაც ნა­თელ­მხილ­ვე­ლი, თუმ­ცა ვფიქ­რობ, ეს ვი­ღა­ცე­ბის წის­ქვილ­ზე წყლის დას­ხმას უფრო ჰგავს.

კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ - მთე­ლი ოჯა­ხი პო­ლი­ტი­კის­გან შორს ვართ, მი­შაც ამ აზ­რზეა, დღეს მთა­ვა­რია და ლა­პა­რა­კია მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, მეტი არა­ფე­რი. კარ­გა ხა­ნია, შვი­ლი არ მი­ნა­ხავს, მას­თან არ გვიშ­ვე­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­დეს მნახ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მხო­ლოდ იუ­რისტს აქვს იქ შეს­ვლის უფ­ლე­ბა. რამ­დენ­ჯერ ვცა­დეთ მეც და გი­უ­ლი­მაც, მაგ­რამ იყო კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი, უბ­რა­ლოდ, ვი­ცით ყო­ველ­დღი­უ­რი ამ­ბე­ბი. დი­ლას იმ იმე­დით ვიღ­ვი­ძებ, რა­ი­მე უკე­თე­სო­ბის­კენ ხომ არაა, ვინ­მემ რამე სა­ი­მე­დო ხომ არ თქვა, მაგ­რამ ჩავ­რთავ ტე­ლე­ვი­ზორს და იქი­დან მი­შას ლან­ძღვის მეტი არა­ფე­რი მეს­მის.

10 წლის შემ­დე­გაც მიშა მა­გა­რი ყო­ფი­ლა, რად­გან ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც თურ­მე ყველ­გან გავ­ლე­ნა აქვს. კარ­გით, რა... არც მე­ლი­ა­ზე და არც ლე­ვან­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ვა­კე­თებ, შვი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მყავ­და და პო­ლი­ტი­კის­გან მა­ში­ნაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად შორს ვი­ყა­ვი, მარ­ტო ჩემი საქ­მე ვი­ცო­დი და ჩემი ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კა დღე­საც სა­ქარ­თვე­ლოს და მისი მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის სურ­ვი­ლია. გინდ დიპ­ლო­მა­ტი­ურ პა­სუ­ხად ჩათ­ვა­ლეთ და გინდ - გულ­წრფე­ლად.

ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილს ლიზა იას­კო­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვილ­ზეც ვკი­თხეთ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ძმამ - დათო სა­ა­კაშ­ვილ­მაც და­ა­დას­ტუ­რა:

"მინ­და გი­თხრათ, არაფ­რის საქ­მის კურ­სში არ ვი­ყა­ვი და არ ვარ, ამ თე­მა­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი ვი­ცო­დი, ჭო­რებს არ დავ­დევ... ეგრე, ჩემ­ზეც ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი დღე­საც ჩემი სა­კუთ­რე­ბაა და თურ­მე მე ვდგა­ვარ მის უკან", - გვი­პა­სუ­ხა ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზას
2

არ გინახია?? ---რატომ?? იმიტომ ხომ არა, რომ მიშიკოს შენი დანახვა არ უნდა, ააა??

123
6

ისე იძახის შვილი არ მინახავსო გეგონება ვინმემ გაიტაცა, ხერხეულიძე დილას და საღამოს შედის ყოველდღე, მიდი და ნახე შენც ვინ დაგიშალა. მაგრამ ერთი ჯიშის ხართ, უსირცხვილოები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"კარგა ხანია, შვილი არ მინახავს, ჩავრთავ ტელევიზორს და იქაც მიშას ლანძღვაა... რაც შეეხება ინფორმაციას, ლიზას და მის შვილზე, ჭორებს არ დავდევ" - ნიკოლოზ სააკაშვილი

"კარგა ხანია, შვილი არ მინახავს, ჩავრთავ ტელევიზორს და იქაც მიშას ლანძღვაა... რაც შეეხება ინფორმაციას, ლიზას და მის შვილზე, ჭორებს არ დავდევ" - ნიკოლოზ სააკაშვილი

რამდენიმე თვის წინ, "ვივამედში" მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა სრულიად საქართველოს განუცხადა, რომ ის ქართული პოლიტიკიდან გადის. ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით კი, 2024 წლის არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ამზადებს.

თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრად მისი კანდიდატობის შესახებ კითხვას ასე უპასუხა: "მე შეიძლება ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. შეგიძლიათ, გაეცნოთ უკრაინულ პრესას და დარწმუნდეთ ამაში. მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას შევატენო ჩემი თავი რაღაცის კანდიდატურად, სასაცილო და დამაბნეველია“.

  • ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის შესაძლო პოლიტიკაში ჩართვაზე AMBEBI.GE-ს მიხეილ სააკაშვილის მამა ესაუბრა. ნიკოლოზ სააკაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს მიშას პოლიტიკაში მობრუნებას, მის შესაძლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობას. როგორც ის ამბობს, ეს ხმები მართლაც დამაბნეველია და ვიღაცის წისქვილზე წყლის დასხმას ჰგავს.

"მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი, არავითარი გაუმჯობესება არ შეინიშნება. ადამიანი საჭიროებს მძლავრ რეაბილიტაციას, მკურნალობას და სიცოცხლის შენარჩუნებას. ჩემი აზრით, უნდა იყოს მეტი ლაპარაკი ჯანმრთელობის და სიცოცხლის შენარჩუნებაზე, მეტი ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა მიშა გაიყვანონ სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის. აქ ლაპარაკი არაა გამოჯანმრთელებაზე, მიშას სჭირდება სიცოცხლის შენარჩუნება. რაც შეეხება მის პოლიტიკაში მობრუნებას, ეს ინფორმაცია ტელევიზიით გავიგე და ცოტა არ იყოს, გავოგნდი, ვინაიდან ამაზე ოჯახში ლაპარაკი არ ყოფილა, მსგავსი რამ არც გამიგია. რა დროს პრემიერობაზე და პოლიტიკაში ჩართვაზეა ლაპარაკი, კაცმა ხმამაღლა თქვა, ქართული პოლიტიკიდან მივდივარო. არ ვიცი, ეს ხმები რას ემსახურება, მე არც ვანგა ვარ და არც ვიღაც ნათელმხილველი, თუმცა ვფიქრობ, ეს ვიღაცების წისქვილზე წყლის დასხმას უფრო ჰგავს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მთელი ოჯახი პოლიტიკისგან შორს ვართ, მიშაც ამ აზრზეა, დღეს მთავარია და ლაპარაკია მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის უფლების შენარჩუნებაზე, მეტი არაფერი. კარგა ხანია, შვილი არ მინახავს, მასთან არ გვიშვებენ, მაქსიმალურად შეზღუდეს მნახველების რაოდენობა, მხოლოდ იურისტს აქვს იქ შესვლის უფლება. რამდენჯერ ვცადეთ მეც და გიულიმაც, მაგრამ იყო კატეგორიული უარი, უბრალოდ, ვიცით ყოველდღიური ამბები. დილას იმ იმედით ვიღვიძებ, რაიმე უკეთესობისკენ ხომ არაა, ვინმემ რამე საიმედო ხომ არ თქვა, მაგრამ ჩავრთავ ტელევიზორს და იქიდან მიშას ლანძღვის მეტი არაფერი მესმის.

10 წლის შემდეგაც მიშა მაგარი ყოფილა, რადგან ამ ხელისუფლების დროსაც თურმე ყველგან გავლენა აქვს. კარგით, რა... არც მელიაზე და არც ლევანზე კომენტარს არ გავაკეთებ, შვილი პრეზიდენტი მყავდა და პოლიტიკისგან მაშინაც აბსოლუტურად შორს ვიყავი, მარტო ჩემი საქმე ვიცოდი და ჩემი ერთადერთი პოლიტიკა დღესაც საქართველოს და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის სურვილია. გინდ დიპლომატიურ პასუხად ჩათვალეთ და გინდ - გულწრფელად.

ნიკოლოზ სააკაშვილს ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის შვილზეც ვკითხეთ. როგორც ცნობილია, ამ ინფორმაციის ჭეშმარიტება ექსპრეზიდენტის ძმამ - დათო სააკაშვილმაც დაადასტურა:

"მინდა გითხრათ, არაფრის საქმის კურსში არ ვიყავი და არ ვარ, ამ თემაზე აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი, ჭორებს არ დავდევ... ეგრე, ჩემზეც ლაპარაკობენ, რომ ბალნეოლოგიური დღესაც ჩემი საკუთრებაა და თურმე მე ვდგავარ მის უკან", - გვიპასუხა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: