საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზეთის ხელისუფლება არ იმსჯელებს სახელმწიფოს სუვერენულ სტატუსზე არცერთ მოედანზე და არცერთ დონეზე" - ინალ არძინბა
"აფხაზეთის ხელისუფლება არ იმსჯელებს სახელმწიფოს სუვერენულ სტატუსზე არცერთ მოედანზე და არცერთ დონეზე" - ინალ არძინბა

აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ინალ არ­ძინ­ბას გან­ცხა­დე­ბით, ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ებ­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რის შე­სა­ხებ.

"აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ იმ­სჯე­ლებს სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ვე­რე­ნულ სტა­ტუს­ზე არ­ცერთ მო­ე­დან­ზე და არ­ცერთ დო­ნე­ზე“, - ამის შე­სა­ხებ ინალ არ­ძინ­ბამ გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პირ­ვე­ლი არ­ხის ერთ-ერთი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი შოუს ეთერ­ში. "აფხა­ზე­თი სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სუ­ბი­ექ­ტი, აფხა­ზე­თის სტა­ტუს­ზე მსჯე­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ მო­ე­დან­ზე. სხვა­დას­ხვა მო­ედ­ნებ­ზე ჩვენ ვმსჯე­ლობთ სულ სხვა სა­კი­თხებ­ზე. თუ ვი­სა­უბ­რებთ ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ებ­ზე, გა­ნი­ხი­ლე­ბა ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც, ჩვე­ნი მო­თხოვ­ნით, ხელ­მო­წე­რი­ლი უნდა იქ­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ“,- გა­ნა­ცხა­და აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო უარს ამ­ბობს ამ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა­ზე, რაც "და­მა­ტე­ბით რის­კებს ქმნის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სათ­ვის".

ინალ არ­ძინ­ბამ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ შე­თან­ხმე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რის უა­რის თქმის მი­ზე­ზი იმა­შია, რომ სა­ქარ­თვე­ლო აფხა­ზეთს რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ად მი­იჩ­ნევს.

"რა თქმა უნდა, ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, ეს გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს აბ­სურ­დუ­ლი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი“, - დას­ძი­ნა მან.

მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნის, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­სა და აშშ-ს მუდ­მი­ვი მო­წო­დე­ბე­ბი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის შე­სა­ხებ, გარ­კვე­ულ რის­კებს ქმნის.

"და­სავ­ლე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია რუ­სე­თის გარ­შე­მო ცე­ცხლო­ვა­ნი რგო­ლის შექ­მნით, მი­იჩ­ნევს, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სია არის კარ­გი ვა­რი­ან­ტი და კარ­გი შან­სი. ამი­ტომ ჩვენ ვე­ლო­დე­ბით გარ­კვე­ულ პრო­ვო­კა­ცი­ულ დესტრუქ­ცი­ულ მოქ­მე­დე­ბებს აშშ-ს მხრი­დან და უფრო დიდი ყუ­რა­დღე­ბით და­ვაკ­ვირ­დე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ას“, - გა­ნა­ცხა­და აფხა­ზე­თის არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, "აშშ ცდი­ლობს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა სის­ტე­მის გაშ­ლას იმის­თვის, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე იმოქ­მე­დოს რბი­ლი ძა­ლით“.

"ჩვენ­თვის ეს გარ­კვე­უ­ლი სიგ­ნა­ლია და ჩვენ არ უნდა და­ვუშ­ვათ ის, რომ რის­კი საფრ­თხე­ში გა­და­ი­ზარ­დოს, ხოლო საფრ­თხე - ომში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინ­და ვი­ცხოვ­როთ მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში, მაგ­რამ, თუ მოგ­ვი­წევს ია­რა­ღის ხელ­ში აღე­ბა, ჩვენ მა­გას გა­ვა­კე­თებთ. თუმ­ცა, იმე­დი გვაქვს, რომ სი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლუ­რი იქ­ნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფარ­გლებ­ში იმოქ­მე­დებს“, - აღ­ნიშ­ნა ინალ არ­ძინ­ბამ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
0

ხო აი სულ შენ ნებაზეა შე ჩერჩეტო შენა.იმას გააკეთებ რასაც გადაწყვეტენ ძლიერნი ამა ქვეყნისა,არადა საერთოდ გაგაქრობენ.

g
0

მთელი ჩრდილო კავკასია{ინგუშების გარდა}რუსის ჯარი,სომხების ბატალიონები გედგათ,გახლეჩილი და არა ორგანიზებული + გამყიდველი მთავრობით,ჩვენ წინააღმდეგ,სამამ ხელი არ მოგვაწერინეს მძიმე ტექნიკის გაყვანაზე და მერე არ გადაგვაგდეს,მანამ ვერაფერს მიაღწიეთ,მოხუცებთან და უმწეობთან იყავით "ბოევიკები" მხოლოდ!!!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"აფხაზეთის ხელისუფლება არ იმსჯელებს სახელმწიფოს სუვერენულ სტატუსზე არცერთ მოედანზე და არცერთ დონეზე" - ინალ არძინბა

"აფხაზეთის ხელისუფლება არ იმსჯელებს სახელმწიფოს სუვერენულ სტატუსზე არცერთ მოედანზე და არცერთ დონეზე" - ინალ არძინბა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებით, ჟენევის დისკუსიებზე განიხილება საკითხი საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერის შესახებ.

"აფხაზეთის ხელისუფლება არ იმსჯელებს სახელმწიფოს სუვერენულ სტატუსზე არცერთ მოედანზე და არცერთ დონეზე“, - ამის შესახებ ინალ არძინბამ განაცხადა რუსეთის პირველი არხის ერთ-ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური შოუს ეთერში. "აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, აფხაზეთის სტატუსზე მსჯელობა დაუშვებელია ნებისმიერ მოედანზე. სხვადასხვა მოედნებზე ჩვენ ვმსჯელობთ სულ სხვა საკითხებზე. თუ ვისაუბრებთ ჟენევის დისკუსიებზე, განიხილება ძალის არგამოყენების შეთანხმება, რომელიც, ჩვენი მოთხოვნით, ხელმოწერილი უნდა იქნეს საქართველოს მიერ“,- განაცხადა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველო უარს ამბობს ამ შეთანხმების ხელმოწერაზე, რაც "დამატებით რისკებს ქმნის სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურისათვის".

ინალ არძინბამ ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერის უარის თქმის მიზეზი იმაშია, რომ საქართველო აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.

"რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს გახლავთ საქართველოს აბსურდული ტერიტორიული პრეტენზიები“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, უკრაინის, დასავლეთის ქვეყნებისა და აშშ-ს მუდმივი მოწოდებები სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, გარკვეულ რისკებს ქმნის.

"დასავლეთი დაინტერესებულია რუსეთის გარშემო ცეცხლოვანი რგოლის შექმნით, მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასია არის კარგი ვარიანტი და კარგი შანსი. ამიტომ ჩვენ ველოდებით გარკვეულ პროვოკაციულ დესტრუქციულ მოქმედებებს აშშ-ს მხრიდან და უფრო დიდი ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას“, - განაცხადა აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე განცხადებით, "აშშ ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციათა სისტემის გაშლას იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე იმოქმედოს რბილი ძალით“.

"ჩვენთვის ეს გარკვეული სიგნალია და ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის, რომ რისკი საფრთხეში გადაიზარდოს, ხოლო საფრთხე - ომში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიან გარემოში, მაგრამ, თუ მოგვიწევს იარაღის ხელში აღება, ჩვენ მაგას გავაკეთებთ. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია სტაბილური იქნება და საქართველო საერთაშორისო სამართლის ფარგლებში იმოქმედებს“, - აღნიშნა ინალ არძინბამ.