მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სა­გა­რე­ჯო­ში მე­ლი­ო­რა­ცი­ის რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­ათ­ვა­ლი­ე­რა. სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რეს­თან ერ­თად წყალ­მომ­ხმა­რე­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­პი­ლო­ტე პრო­ექტს გა­ეც­ნენ სე­მე­კის წევ­რი გი­ორ­გი ფრუ­ი­ძე და სე­მე­კის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მიერ, მსოფ­ლიო ბან­კის მხარ­და­ჭე­რით.

სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რის გან­ცხა­დე­ბით, მე­ლი­ო­რა­ცი­ის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის წყალ­მომ­ხმა­რე­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„წყალ­მომ­ხმა­რე­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ფერ­მე­რე­ბის­თვის იქ­ნე­ბა სარ­წყა­ვი წყლის უწყვე­ტი, სა­ი­მე­დო და ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის ერ­თგვა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მე­ლი­ო­რა­ცი­ის სექ­ტო­რის თა­ნა­მედ­რო­ვე რე­გუ­ლი­რე­ბის ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლია, რა­საც მოწ­მობს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბაც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფერ­მე­რებ­მა უნდა იზ­რუ­ნონ ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მე­ლი­ო­რა­ცი­ის სექ­ტო­რის ეფექ­ტი­ა­ნი რე­გუ­ლი­რე­ბი­სათ­ვის სე­მეკ­ში სხვა­დას­ხვა წეს­სა და მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ამ­ჟა­მად, სე­მეკ­ში ვმუ­შა­ობთ პირ­ვე­ლა­დი წყალ­მო­სარ­გებ­ლის მიერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ტა­რი­ფე­ბის დად­გე­ნის მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც სე­მე­კი მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს მე­ლი­ო­რა­ცი­ის სექ­ტო­რის­თვის ტა­რი­ფებს და­ად­გენს. ამას­თა­ნა­ვე, მუ­შავ­დე­ბა წყლის მი­წო­დე­ბის წე­სე­ბი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად წყალ­მო­სარ­გებ­ლე­სა და ირი­გა­ცი­ის სის­ტე­მით მო­სარ­გებ­ლე­თა შო­რის წყლის მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს და­ა­რე­გუ­ლი­რებს. მიმ­დი­ნა­რე წელს დამ­ტკიც­დე­ბა პირ­ვე­ლა­დი წყალ­მო­სარ­გებ­ლის მიერ წყალ­მომ­ხმა­რე­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან/სხვა წყალ­მომ­ხმა­რე­ბელ­თან გა­სა­ფორ­მე­ბე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბი,“ - აღ­ნიშ­ნა სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საპილოტე პროექტს გაეცნენ სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე და სემეკის აპარატის წარმომადგენლები. პროექტი განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, მელიორაციის სექტორის განვითარებისთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.

„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები ფერმერებისთვის იქნება სარწყავი წყლის უწყვეტი, საიმედო და ოპტიმალური გამოყენების ერთგვარი შესაძლებლობა. ასეთი ორგანიზაციები მელიორაციის სექტორის თანამედროვე რეგულირების ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია, რასაც მოწმობს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებაც. აქედან გამომდინარე, საქართველოში ფერმერებმა უნდა იზრუნონ ასეთი ორგანიზაციების ჩამოყალიბებაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, მელიორაციის სექტორის ეფექტიანი რეგულირებისათვის სემეკში სხვადასხვა წესსა და მეთოდოლოგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

„ამჟამად, სემეკში ვმუშაობთ პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაზე, რომლის საფუძველზეც სემეკი მიმდინარე წლის ბოლოს მელიორაციის სექტორისთვის ტარიფებს დაადგენს. ამასთანავე, მუშავდება წყლის მიწოდების წესები, რომელიც პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს დაარეგულირებს. მიმდინარე წელს დამტკიცდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები,“ - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

NS