კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგად ოკუპანტებმა ცოცხალი ძალის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადეს.
"ოკუპანტები არ იყვნენ მზად კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგებისთვის, მათ ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ზარალი განიცადეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, მე-7 საჰაერო სადესანტო თავდასხმის დივიზიისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 22-ე არმიის კორპუსის ქვედანაყოფებში არიან დაშავებულები, გარდაცვლილები და დაკარგულები. ასევე, ამ შენაერთებმა დაკარგეს რამდენიმე საველე საცავი საბრძოლო მასალით, მანქანებით, ჯავშანტექნიკითა და სხვა სამხედრო ტექნიკით.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, 6 ივნისს, როდესაც მშვიდობიანმა მოსახლეობამ საკუთარი ავტომობილებით ხერსონის ოლქის ოკუპირებული ქალაქი კახოვკა მასობრივად დატოვა, ოკუპანტებმა ადგილობრივი მოსახლეობა "ცოცხალ ფარად“ გამოიყენეს.
""ოკუპანტები არ იყვნენ მზად კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგებისთვის, მათ ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ზარალი განიცადეს“, - აცხადებენ გენშტაბში."
ანუ, როგორც იკითხება, უკრაინის გენშტაბი აღიარებს ამის ავტორობას..
გასაგებია, ამერიკელები სანამ დადებენ გამოძიების შედეგებს, თავად ასწრებენ.
ესეიგი რა გამოდის, რუსებმა ააფეთქეს და უზარმაზარი ზარალი განიცადეს? არა, რუსეთზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ასეთი იდიოტები არიან რომ საკუთარი თავი აიფეთქეს? სანამ რაიმე ინფორმაციას დადებთ რუსეთის გასაბანძებლად, ჯერ კარგად გაიაზრეთ, განიხილეთ ნორმალურად, რომ თქვენ თვითონ არ გაბანძდეთ.