რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინამ ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე შეტევა დაიწყო.
“სამი დღის განმავლობაში უკრაინულმა რეჟიმმა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე დიდი ხნის წინ დაპირებული შეტევა სცადა, ამ მიზნებისთვის დიდი რაოდენობით ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრირებით. 4 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების 23-ე და 31-ე მექანიზირებული ბრიგადების ძალებით ხუთ მიმართულებაზე შეტევის მცდელობა ჰქონდა. არც ერთ მათგანზე მოწინააღმდეგემ წარმატებას არ მიაღწია, ჰქონდა დიდი დანაკარგები: 300 სამხედრო მოსამსახურე, 16 ტანკი, 26 ჯავშანმანქანა, 14 ავტომობილი”, - განაცხადა შოიგუმ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გუშინ, 6 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო სამ დღეში საომარი მოქმედებების შედეგად დაკარგეს:
- 3 715 სამხედრო მოსამსახურე;
- 52 ტანკი (მათ შორის 8 გერმანული წარმოების „ლეოპარდი“ და 3 ფრანგული ექვსბორბლიანი AMX-10RC);
- 207 ჯავშანმანქანა;
- 134 ავტომობილი;
- 48 საველე საარტილერიო დანადგარი (ქვემეხები და ჰაუბიცები);
- 5 თვითმფრინავი;
- 2 ვერტმფრენი;
- 53 უპილოტო საფრენი აპარატი.
შოიგუმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ განხორციელებული შეტევისას დაიღუპა 71 რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 210 დაიჭრა.
ძალზე საინტერესოა ჩვკ „ვაგნერი“-ს მეთაურის ევგენი პრიგოჟინის გაცხადება, რომლის აზრით შოიგუს მიერ მოყვანილი ინფორმაციები უკრაინულ დანაკარგების შესახებ მოგონილია და მას მიუნჰაუზენი უწოდა.
ასევე უკრაინელების მოყვანილ უზარმაზარ დანაკარგებზე ეჭვი გამოთქვეს ცნობილმა რუსმა ბლოგერებმა იური პოდოლიაკმა (Юрий Подоляк) და სანია ფლორიდაში (Саня во Флориде).
უკრაინელები კი არა და პრიგოჟინი რას ამბობს ამაზე, ისიც დადეთ. ბარონი მიუნჰაუზერიო)))