მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი მოციგურავეები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი საქართველოს სახელით იასპარეზებენ - დიანა ფიგურული სრიალის ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის შვილია
რუსი მოციგურავეები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი საქართველოს სახელით იასპარეზებენ - დიანა ფიგურული სრიალის ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის შვილია

რუ­სე­თის ფი­გუ­რუ­ლი ცი­გუ­რა­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ამ მო­ცი­გუ­რა­ვე წყვილს დი­ა­ნა დე­ვისს და გლებ სმოლ­კინს სა­ქარ­თვე­ლოს გუნდში ას­პა­რე­ზო­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა. სწო­რედ ამ­გვა­რი სა­თა­უ­რე­ბით ქვეყ­ნე­ბა სტა­ტი­ე­ბი რუ­სულ მე­დი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ფე­დე­რა­ცი­ამ მათ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შეც­ვლის უფ­ლე­ბა მის­ცა. სა­ქარ­თვე­ლოს ცი­გუ­რა­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ას ამ ეტაპ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

დი­ა­ნა დე­ვი­სი ეთერ თუთ­ბე­რი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია. თუთ­ბე­რი­ძეს სპორ­ტუ­ლი სამ­ყა­რო კარ­გად იც­ნობს, ის ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში რუ­სე­თის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლია. დი­ა­ნა დე­ვი­სის სპორ­ტუ­ლი პარტნი­ო­რი გლებ სმოლ­კი­ნი მი­სი­ვე მე­უღ­ლეა.

"დე­ვი­სი­სა და სმოლ­კი­ნის­გან არა­ნა­ი­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­კე­თე­ბუ­ლა, მაგ­რამ 22 მა­ისს მი­ვი­ღეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან თხოვ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით იას­პა­რე­ზონ“, - ამ­ბობს რუ­სე­თის ფი­გუ­რუ­ლი ცი­გუ­რა­ო­ბის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ჩა­ი­კოვ­სკა­ია.

მი­სი­ვე თქმით, სპორ­ტსმე­ნებს ბოლო წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სეთ­ში არც ერთ შე­ჯიბრში არ მი­უ­ღი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა,

"მათ­ზე არც ფული დაგ­ვი­ხარ­ჯავს, რუ­სეთ­შიც არ ჩა­მო­სუ­ლან, ამი­ტომ გა­ვუშ­ვით“, - ამ­ბობს ჩა­ი­კოვ­სკა­ია.

ეთერ თუთ­ბე­რი­ძე შვილ­თან და სი­ძეს­თან ერ­თად

წყვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­და აშშ-ში. 2022-2023 წლე­ბის სე­ზონ­ში სპორ­ტსმე­ნებ­მა არ მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რუ­სულ ტურ­ნი­რებ­ში: სმოლ­კინ­მა მი­ი­ღო ამე­რი­კის მწვა­ნე ბა­რა­თი და ამის გამო, ვერ და­ტო­ვა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი.

ეთე­რი თუთ­ბე­რი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და­ი­ბა­და, მაგ­რამ რუ­სეთ­ში გა­ი­ზარ­და.

ადრე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ წყვი­ლი ამე­რი­კის ნაკ­რებ­ში ითა­მა­შებ­და, თუმ­ცა დი­ა­ნა დე­ვის­მა ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო. გლე­ბის მა­მამ, მსა­ხი­ობ­მა ბო­რის სმოლ­კინ­მა კი ცნო­ბებს "ყალ­ბი" უწო­და.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოკო
0

საინტერესოა როგორ იღებენ ქართულ პასპორტებს ანუ საქართველოს მოქალაქობას ასე ადვილად!!! ხომ საჭიროა ქართულუ ენის ცოდნა და საქართველოში ცხოვრების გარკვეული დრო!!! და ბოლოს მოქალაქების მინიჭებას ხომ საქართველოს პრეზიდენტი აწერს ხელს!!!???

Qeto
9

სამარცხვინო!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსი მოციგურავეები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი საქართველოს სახელით იასპარეზებენ - დიანა ფიგურული სრიალის ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის შვილია

რუსი მოციგურავეები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი საქართველოს სახელით იასპარეზებენ - დიანა ფიგურული სრიალის ცნობილი მწვრთნელის, ეთერ თუთბერიძის შვილია

რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ მოციგურავე წყვილს დიანა დევისს და გლებ სმოლკინს საქართველოს გუნდში ასპარეზობის უფლება მისცა. სწორედ ამგვარი სათაურებით ქვეყნება სტატიები რუსულ მედიაში.

მათივე ცნობით, ფედერაციამ მათ მოქალაქეობის შეცვლის უფლება მისცა. საქართველოს ციგურაობის ფედერაციას ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

დიანა დევისი ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. თუთბერიძეს სპორტული სამყარო კარგად იცნობს, ის ფიგურულ სრიალში რუსეთის დამსახურებული მწვრთნელია. დიანა დევისის სპორტული პარტნიორი გლებ სმოლკინი მისივე მეუღლეა.

"დევისისა და სმოლკინისგან არანაირი განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ 22 მაისს მივიღეთ საქართველოდან თხოვნა, რომ საქართველოს სახელით იასპარეზონ“, - ამბობს რუსეთის ფიგურული ციგურაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩაიკოვსკაია.

მისივე თქმით, სპორტსმენებს ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, რუსეთში არც ერთ შეჯიბრში არ მიუღიათ მონაწილეობა,

"მათზე არც ფული დაგვიხარჯავს, რუსეთშიც არ ჩამოსულან, ამიტომ გავუშვით“, - ამბობს ჩაიკოვსკაია.

ეთერ თუთბერიძე შვილთან და სიძესთან ერთად

წყვილი წლების განმავლობაში სწავლობდა აშშ-ში. 2022-2023 წლების სეზონში სპორტსმენებმა არ მიიღეს მონაწილეობა რუსულ ტურნირებში: სმოლკინმა მიიღო ამერიკის მწვანე ბარათი და ამის გამო, ვერ დატოვა შეერთებული შტატები.

ეთერი თუთბერიძის ქალიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა, მაგრამ რუსეთში გაიზარდა.

ადრე სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილი ამერიკის ნაკრებში ითამაშებდა, თუმცა დიანა დევისმა ინფორმაცია უარყო. გლების მამამ, მსახიობმა ბორის სმოლკინმა კი ცნობებს "ყალბი" უწოდა.