საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკორა" განათლებაზე ზრუნვის ფარგლებში სკოლების დახმარებას ისევ აგრძელებს
"ნიკორა" განათლებაზე ზრუნვის ფარგლებში სკოლების დახმარებას ისევ აგრძელებს

„ნი­კო­რა“ სკო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას აგ­რძე­ლებს. კომ­პა­ნია სა­ჩუქ­რე­ბით ამ­ჯე­რად ნი­ნოწ­მინ­დი­სა და დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლებს ეს­ტუმ­რა. რე­გი­ო­ნის სკო­ლებს პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, ახალ­გა­მო­ცე­მუ­ლი სა­კი­თხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­დას­ცეს. მოს­წავ­ლე­ე­ბი კი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად სხვა­დას­ხვა სას­კო­ლო ნივ­თე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რეს.

რო­გორც ია­კობ ტრი­პოლ­სკის სა­ხე­ლო­ბის დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა ფა­სა­ნა­უ­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გელა ქავ­თა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, გა­და­ცე­მუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი მათ­თვის ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

„რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბიც ჩვენს სკო­ლას ჰქონ­და, სწო­რედ იმ კუ­თხით დაგ­ვეხ­მარ­ნენ. თით­ქოს აქ იყ­ვნენ და იცოდ­ნენ ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მხო­ლოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი გვქონ­და, შე­სა­ბა­მი­სად ახა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბო­და. ვფიქ­რობ­დით, რო­გორ შეგ­ვეძ­ლო ამ და­ნაკ­ლი­სის შევ­სე­ბა. სწო­რედ ამ დროს გა­მოჩ­ნდა „ნი­კო­რა“ და წიგ­ნე­ბით დაგ­ვა­სა­ჩუქ­რა. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კაც, რო­მე­ლიც ჩვენს სკო­ლას გად­მოს­ცეს,“ - აღ­ნიშ­ნავს გელა ქავ­თა­რა­ძე.

ანა­ლო­გი­უ­რად სა­ჩუქ­რე­ბით ეწ­ვია „ნი­კო­რა“ ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სპა­სოვ­კის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­საც და მა­თაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უკე­თე­სად წარ­მარ­თვის­თვის სა­ჭი­რო ტექ­ნი­კა და ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­დას­ცეს.

„ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო იყო ჩვენ­თვის ეს სტუმ­რო­ბა. კომ­პა­ნია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ეროვ­ნულ და კე­თილ საქ­მეს აკე­თებს. იმ­დე­ნი სა­ჩუ­ქა­რი მოგ­ვი­ტა­ნეს. იზ­რუ­ნეს რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ზე და პე­და­გო­გებ­ზე, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ბავ­შვებ­ზე. გვი­ხა­რია, რომ ჯა­ვა­ხე­თის სკო­ლაც გა­ვახ­სენ­დით და სწო­რედ ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ბავ­შვე­ბის ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი და კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან. იმ­დე­ნი მად­ლო­ბა მი­ვი­ღეთ მათი მშობ­ლე­ბის­გან... ეს მარ­თლაც ეროვ­ნუ­ლი საქ­მეა და დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სპა­სოვ­კის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ავ­თან­დილ ვა­ნა­ძემ.

კომ­პა­ნია სკო­ლებს უკვე 2 წე­ლია ეხ­მა­რე­ბა. ამ დრომ­დე „ნი­კო­რამ“ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი და სხვა სა­ჩუქ­რე­ბი უკვე გა­დას­ცა მეს­ტი­ის, გუ­რი­ის, იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და მცხე­თა-თი­ა­ნე­თის სხვა­დას­ხვა სკო­ლას.

რო­გორც „ნი­კო­რა­ში“ აცხა­დე­ბენ, გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვა მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, რე­გი­ო­ნის და გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­ღალმთი­ა­ნი სოფ­ლე­ბის სკო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სტუ­დენ­ტებს სე­მესტრულ სა­ხე­ლო­ბით სტი­პენ­დი­ას გა­დას­ცემს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ნიკორა" განათლებაზე ზრუნვის ფარგლებში სკოლების დახმარებას ისევ აგრძელებს

"ნიკორა" განათლებაზე ზრუნვის ფარგლებში სკოლების დახმარებას ისევ აგრძელებს

„ნიკორა“ სკოლების დახმარებას აგრძელებს. კომპანია საჩუქრებით ამჯერად ნინოწმინდისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლებს ესტუმრა. რეგიონის სკოლებს პერსონალური კომპიუტერები, ახალგამოცემული საკითხავი ლიტერატურა გადასცეს. მოსწავლეები კი ინდივიდუალურად სხვადასხვა სასკოლო ნივთებით დაასაჩუქრეს.

როგორც იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის №1 საჯარო სკოლის დირექტორი გელა ქავთარაძე აღნიშნავს, გადაცემული საჩუქრები მათთვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი იყო.

„რა საჭიროებებიც ჩვენს სკოლას ჰქონდა, სწორედ იმ კუთხით დაგვეხმარნენ. თითქოს აქ იყვნენ და იცოდნენ ჩვენი პრობლემების შესახებ. ბიბლიოთეკაში მხოლოდ მოძველებული წიგნები გვქონდა, შესაბამისად ახალი ლიტერატურა ძალიან გვჭირდებოდა. ვფიქრობდით, როგორ შეგვეძლო ამ დანაკლისის შევსება. სწორედ ამ დროს გამოჩნდა „ნიკორა“ და წიგნებით დაგვასაჩუქრა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის კომპიუტერული ტექნიკაც, რომელიც ჩვენს სკოლას გადმოსცეს,“ - აღნიშნავს გელა ქავთარაძე.

ანალოგიურად საჩუქრებით ეწვია „ნიკორა“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის №1 საჯარო სკოლასაც და მათაც სასწავლო პროცესის უკეთესად წარმართვისთვის საჭირო ტექნიკა და ლიტერატურა გადასცეს.

„ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის ეს სტუმრობა. კომპანია განსაკუთრებულად ეროვნულ და კეთილ საქმეს აკეთებს. იმდენი საჩუქარი მოგვიტანეს. იზრუნეს როგორც ადმინისტრაციაზე და პედაგოგებზე, ისე ინდივიდუალურად ბავშვებზე. გვიხარია, რომ ჯავახეთის სკოლაც გავახსენდით და სწორედ ჩვენი დახმარება გადაწყვიტეს. ბავშვების ძალიან გახარებული და კმაყოფილები არიან. იმდენი მადლობა მივიღეთ მათი მშობლებისგან... ეს მართლაც ეროვნული საქმეა და დიდი მადლობა ამისთვის“, - განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის №1 საჯარო სკოლის დირექტორმა ავთანდილ ვანაძემ.

კომპანია სკოლებს უკვე 2 წელია ეხმარება. ამ დრომდე „ნიკორამ“ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარი და სხვა საჩუქრები უკვე გადასცა მესტიის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და მცხეთა-თიანეთის სხვადასხვა სკოლას.

როგორც „ნიკორაში“ აცხადებენ, განათლებაზე ზრუნვა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, რეგიონის და განსაკუთრებით, მაღალმთიანი სოფლების სკოლების დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. პარალელურად, კომპანია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების სტუდენტებს სემესტრულ სახელობით სტიპენდიას გადასცემს.

NS