მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იცვლება აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სისტემაში?
რა იცვლება აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სისტემაში?

2023 წლის აგ­ვის­ტო­დან დაგ­რო­ვე­ბით სა­პენ­სიო სქე­მა­ში ჩარ­თულ მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ თა­ვად აირ­ჩი­ონ, რა რის­კი­ა­ნო­ბის პორ­ტფელ­ში და­ბანდდე­ბა მათი და­ნა­ზო­გე­ბი. კერ­ძოდ, თუ აქამ­დე მხო­ლოდ და­ბალ რის­კი­ა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლი არ­სე­ბობ­და, ახლა უკვე სა­შუ­ა­ლო და მა­ღალ­რის­კი­ა­ნიც და­ე­მა­ტე­ბა. ამის შე­სა­ხებ სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­მა სა­ინ­ვეს­ტი­ციო ოფი­ცერ­მა გოგა მე­ლი­ქი­ძემ ისა­უბ­რა.

„კა­ნონ­ში თა­ვი­დან­ვე იყო ეს ჩა­ნა­წე­რი. გაშ­ვე­ბის დღი­დან 5 წელი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­ბალ რის­კი­ა­ნი და შემ­დეგ უნდა და­ვა­მა­ტოთ სა­შუ­ა­ლო და მა­ღალ­რის­კი­ა­ნი პორ­ტფე­ლე­ბი. 6 აგ­ვის­ტოს სწო­რედ ეს თა­რი­ღი დგე­ბა, ამის მერე ჩვენ უნდა გვქონ­დეს, და­ბა­ლი, სა­შუ­ა­ლო და მა­ღალ­რის­კი­ა­ნი პორ­ტფე­ლე­ბი. ამის მერე უკვე მო­ნა­წი­ლე­ებს ექ­ნე­ბათ სრუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი. დღე­ვან­დე­ლი კა­ნო­ნით მოხ­დე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რი რე­ბა­ლან­სი­რე­ბა, ანუ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლებ­ში და მერე მათ ექ­ნე­ბათ სრუ­ლი დის­კრე­ცია (უფ­ლე­ბა), რომ აირ­ჩი­ონ სხვა სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლი.

დღე­ვან­დე­ლი კა­ნო­ნის ჩა­ნა­წე­რით, 40 წლამ­დე ასა­კის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მოხ­ვდე­ბი­ან მა­ღალ­რის­კი­ა­ნი პორ­ტფელ­ში, 40-დან 50-წლამ­დე სა­შუ­ა­ლო რის­კი­ან­ში, ხოლო 50 წელს ზე­ვით მო­ნა­წი­ლე­ე­ბი - ნაკ­ლე­ბად რის­კი­ან პორ­ტფელ­ში (ანუ არ­სე­ბულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფელ­ში, რო­მე­ლიც გვაქვს). შემ­დეგ, უკვე მო­ნა­წი­ლე­ებს ექ­ნე­ბათ გო­ნივ­რუ­ლი ვადა, რომ ან დარ­ჩნენ არ­სე­ბულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფელ­ში, სა­დაც მოხ­და მათი გა­და­ნა­წი­ლე­ბა ასა­კობ­რი­ვი ზღვრი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ან აირ­ჩი­ონ სხვა სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლი..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­ზე"

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუჯა
0

ჩვენი ფულების მოტეხვას თავი დაანებეთ იქნება საპენსიო ასაკამდე ვერ ვაღწევ ის ფული უნდა შეიტყაპუნოთ

ხოო
1

ნუსხა მაინც გამოაქვეყნონ თუ სად შეიძლება დაბანდება რომ აფამიანებმა გადაწყვიტონ,წყალია გაზია დენი გოთის პორტია თუ სხვა დანარჩენი??? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რა იცვლება აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სისტემაში?

რა იცვლება აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სისტემაში?

2023 წლის აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად აირჩიონ, რა რისკიანობის პორტფელში დაბანდდება მათი დანაზოგები. კერძოდ, თუ აქამდე მხოლოდ დაბალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელი არსებობდა, ახლა უკვე საშუალო და მაღალრისკიანიც დაემატება. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ისაუბრა.

„კანონში თავიდანვე იყო ეს ჩანაწერი. გაშვების დღიდან 5 წელი უნდა ყოფილიყო დაბალ რისკიანი და შემდეგ უნდა დავამატოთ საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები. 6 აგვისტოს სწორედ ეს თარიღი დგება, ამის მერე ჩვენ უნდა გვქონდეს, დაბალი, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები. ამის მერე უკვე მონაწილეებს ექნებათ სრული არჩევანი. დღევანდელი კანონით მოხდება ავტომატური რებალანსირება, ანუ მონაწილეები ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე, გადანაწილდებიან საინვესტიციო პორტფელებში და მერე მათ ექნებათ სრული დისკრეცია (უფლება), რომ აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი.

დღევანდელი კანონის ჩანაწერით, 40 წლამდე ასაკის მონაწილეები მოხვდებიან მაღალრისკიანი პორტფელში, 40-დან 50-წლამდე საშუალო რისკიანში, ხოლო 50 წელს ზევით მონაწილეები - ნაკლებად რისკიან პორტფელში (ანუ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, რომელიც გვაქვს). შემდეგ, უკვე მონაწილეებს ექნებათ გონივრული ვადა, რომ ან დარჩნენ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, სადაც მოხდა მათი გადანაწილება ასაკობრივი ზღვრიდან გამომდინარე, ან აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი..წაიკითხეთ სრულად "ბიზნესპრესნიუსზე"