მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხუთი ცოლი, თანაცხოვრება 36 წლით უმცროს ქალთან და უარი მინისტრობაზე - 91 წლის ბრაზილიელი მსახიობის ფორმაში ყოფნის საიდუმლო: როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი "ბიძია ალი"?
ხუთი ცოლი, თანაცხოვრება 36 წლით უმცროს ქალთან და უარი მინისტრობაზე - 91 წლის ბრაზილიელი მსახიობის ფორმაში ყოფნის საიდუმლო: როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი "ბიძია ალი"?

ბრა­ზი­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი სტე­ნიო გარ­სია სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია სა­მარ­თლი­ა­ნი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ბი­ძია ალის რო­ლით, სე­რი­ა­ლი­დან „კლო­ნი“. რო­დე­საც მა­რო­კო­ში გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში გახ­და მსა­ხი­ო­ბი 68 წლის. ახლა 91 წლი­საა, სე­რი­ა­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის დიდ ნა­წილს, შე­იძ­ლე­ბა მსა­ხი­ო­ბი გარ­დაც­ვლი­ლიც გე­გო­ნოთ, მაგ­რამ „ბი­ძია ალი“ ცო­ცხა­ლია, თა­ვი­სი ასა­კის­თვის იდე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და ახალ­გაზ­რდა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შე­სა­ნიშ­ნა­ვად ატა­რებს სი­ბე­რეს.

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი

სტე­ნიო გარ­სია 1932 წლის 28 აპ­რილს სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ბრა­ზი­ლი­ა­ში ლი­ბა­ნე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ჯერ კი­დევ ად­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან უნ­დო­და, რომ თა­ვის ცხოვ­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას­თან და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნა, კერ­ძოდ კი თე­ატრთან. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­ა­ბა­რა და პირ­ვე­ლი როლი 26 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო, სპექ­ტაკლში „მა­რი­ამ სტი­უ­არ­ტი“.

ორი წლის შემ­დეგ, სტე­ნი­ოს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დე­ბი­უ­ტი შედ­გა. მსა­ხი­ო­ბის პირ­ვე­ლი როლი სე­რი­ალ­ში "გზის მცვე­ლე­ბი" ითა­მა­შა. სა­ხა­სი­ა­თო გა­რეგ­ნო­ბის ახალ­გაზ­რდა მალე ბრა­ზი­ლი­ელ­მა რე­ჟი­სო­რებ­მა შე­ნიშ­ნეს და არა­ერთ ფილ­მსა თუ სე­რი­ალ­ში გა­და­ი­ღეს. თუმ­ცა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით პო­პუ­ლა­რო­ბა „კლო­ნის“ გა­მოს­ვლის შემ­დეგ მო­ვი­და. მისი პერ­სო­ნა­ჟის გა­მო­ჩე­ნას პირ­ველ სე­რი­ა­ში მა­ყუ­რებ­ლის მხრი­დან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი ემო­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. მი­უ­ხე­და­ვად პერ­სო­ნა­ჟის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბი­სა, ყვე­ლა ერ­თხმად აღი­ა­რებს, რომ გარ­სი­ას სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის წყა­ლო­ბით „ბი­ძია ალი“ ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ გმი­რად იქცა.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და მსგავ­სე­ბა პერ­სო­ნაჟ­თან

სხვა­თა შო­რის, ცხოვ­რე­ბა­ში სტე­ნიო ძა­ლი­ან ჰგავს სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სე­რი­ალ­ში სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, ძია ალის ხუთი ცოლი ჰყავს.

სტე­ნიო გარ­სია პირ­ვე­ლად 1958 წელს და­ქორ­წინ­და მსა­ხი­ობ კლე­ი­და ია­კო­ნის­ზე. მათი ქორ­წი­ნე­ბა 1969 წლამ­დე გაგ­რძელ­და. მე­ო­რედ მსა­ხი­ობ­მა ასე­ვე მსა­ხი­ობ­ზე, კლა­რის პი­ო­ვე­სან­ზე იქორ­წი­ნა. წყვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, რომ­ლებ­საც კა­სია და გაია და­არ­ქვეს. თუმ­ცა, ეს ქორ­წი­ნე­ბაც და­ინ­გრა. მე­სა­მე და მე­ო­თხე ცო­ლებ­თან მსა­ხი­ობ­მა ცოტა ხანი გა­ა­ტა­რა.

მე­ხუ­თედ და ცხოვ­რე­ბა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, უკა­ნას­კნე­ლად მე­რი­ლენ სა­ად­ზე იქორ­წი­ნა. მე­უღ­ლე სტე­ნიო გარ­სი­ა­ზე 36 წლით უმ­ცრო­სია. მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბი­სას 77 წლის იყო, მე­უღ­ლე კი 41 წლის.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი

სტე­ნიო გარ­სია ერთ-ერთ ის­ტო­რი­ულ სე­რი­ალ­ში თა­მა­შობ­და, რო­დე­საც რე­ჟი­სორ გლო­რია პე­რე­სის­გან "კლონ­ში“ სა­თა­მა­შოდ მიწ­ვე­ვა მი­ი­ღო. „ბი­ძია ალის“ მუ­სულ­მა­ნუ­რი ოჯა­ხის უფ­რო­სის რო­ლის სა­თა­მა­შოდ, მსა­ხი­ობს სე­რი­ა­ლის და­ტო­ვე­ბამ მო­უ­წია. სა­მა­გი­ე­როდ, ალი გახ­და ერთ-ერთი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი სე­რი­ალ­ში "კლო­ნი" და მსა­ხი­ო­ბის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ რო­ლად იქცა.

მე­ხუ­თე მე­უღ­ლემ მო­მა­ვა­ლი ქმა­რი პირ­ვე­ლად ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა, პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში Heavy Load, სა­დაც სტე­ნიო გარ­სია ან­ტო­ნიო ფა­გუნ­დეს­თან ერ­თად სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღოლს თა­მა­შობ­და. მა­შინ ქალი შვი­დი წლის იყო. რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ მე­რი­ლე­ნი ამ­ბობს, რომ ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა წყვილს სა­ერ­თოდ არ აწუ­ხებს. „მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ უფ­რო­სი ვარ", - ხუმ­რობს ქალი. აღ­მოჩ­ნდა, რომ სტე­ნი­ოს ბოლო ცოლი ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნია. საკ­მა­რი­სია მა­მა­კაც­მა ლა­მაზ ქალს შე­ხე­დოს, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის­გან კვდე­ბა.

ახლა...

სტე­ნიო გარ­სია და მე­რი­ლენ სა­ა­დი სა­კუ­თარ ფერ­მა­ში ქსე­რემ­ში ცხოვ­რო­ბენ. ეს და­სახ­ლე­ბა რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს ეკუთ­ვნის. სტე­ნიო გარ­სია ამ­რავ­ლებს ცხე­ნებს, უვ­ლის პი­რუ­ტყვს და ბაღს. ბოლო წლებ­ში ჩარ­თუ­ლია ად­გი­ლობ­რივ კონ­სერ­ვა­ცი­ულ მოძ­რა­ო­ბა­ში. მო­კავ­ში­რის სა­ხით მის ახ­ლოს მცხოვ­რე­ბი მომ­ღე­რა­ლი ზეკა პა­გო­დი­ნი­ო­ში იპო­ვა. მათ ერ­თობ­ლი­ვად და­ა­არ­სეს მოძ­რა­ო­ბა "მდი­ნა­რე­ე­ბის სი­სუფ­თა­ვის­თვის" და ცდი­ლო­ბენ და­არ­წმუ­ნონ მო­სახ­ლე­ო­ბა, შე­წყვი­ტონ ნარ­ჩე­ნე­ბის გა­დაყ­რა. სწო­რედ ამ აქ­ტი­ვო­ბის­თვის სტე­ნი­ოს გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბაც შეს­თა­ვა­ზეს, რა­ზეც უარი თქვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­და: „მინ­და ვიზ­რუ­ნო ბუ­ნე­ბა­ზე სუ­ლი­ე­რი მო­წო­დე­ბის და არა მო­ვა­ლე­ო­ბის გამო“.

მსა­ხი­ობს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ყო­ფილ ცო­ლებ­თან. ერ­თა­დერ­თი, ვის­თა­ნაც აღარ ურ­თი­ერ­თობს, მისი მე­სა­მე ცო­ლია, გი­ზე­ლა სა. მე­ო­თხე ცოლი, მარ­სია ბა­რო­სი ხან­და­ხან მას­თან სტუმ­რა­დაც მი­დის.

ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი

სტე­ნიო არ სვამს და არ ეწე­ვა. მისი კარ­გი ფორ­მის კი­დევ ერთი სა­ი­დუმ­ლო აზ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­თო­ლი­კუ­რი ოჯა­ხი­დან გახ­ლდათ, 40 წელ­ზე მე­ტია, რაც ბუ­დიზ­მით და­ინ­ტე­რეს­და. მას შემ­დეგ დღე­ში ორ­ჯერ ან სამ­ჯერ მე­დი­ტა­ცი­ას მი­მარ­თავს. ასე­ვე თა­ვის ფერ­მა­ში, აა­შე­ნა ლი­თო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ის პი­რა­მი­და, სა­დაც ერ­თგვა­რი სამ­ლოც­ვე­ლო მო­ა­წყო.

სტე­ნი­ოს წა­კი­თხუ­ლი აქვს 20-ზე მეტი არა­ბუ­ლი წიგ­ნი და ყუ­რა­ნი. მა­რო­კო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მან მლოც­ვე­ლებ­თან ერ­თად ის­ლა­მუ­რი ლოც­ვა შე­ის­წავ­ლა. მისი ცხოვ­რე­ბა არა­ბულ კულ­ტუ­რას ბავ­შვო­ბი­დან უკავ­შირ­დე­ბო­და, რო­დე­საც ერთ-ერთ არა­ბულ რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ობ­და და ზო­გი­ერ­თი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბაც ის­წავ­ლა.

ბოლო წლებ­ში მსა­ხი­ობ­მა წიგ­ნე­ბის წერა და­ი­წყო, თუმ­ცა რან­ჩოს ხში­რად ტო­ვებს და სპორტდარ­ბაზ­ში სა­ვარ­ჯი­შოდ და­დის. მისი ყვე­ლა­ზე ახლო მე­გობ­რე­ბი არი­ან მსა­ხი­ო­ბი ან­ტო­ნიო ფა­გუნ­დე­სი და ლე­ტი­სია სა­ბა­ტე­ლა (ლა­ტი­ფას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სე­რი­ალ „კლონ­ში“).

გარ­სი­ამ კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში უკა­ნას­კნე­ლი როლი 2012 წელს ითა­მა­შა. მსა­ხი­ობ­მა გა­ნა­სა­ხი­ე­რა პერ­სო­ნა­ჟი არ­ტუ­რო სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ალ­ში Save Me Saint George. დღემ­დე სტე­ნი­ოს ფილ­მოგ­რა­ფია 100-მდე ფილ­მს მო­ი­ცავს, რაც მას ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ბრა­ზი­ლი­ელ მსა­ხი­ო­ბად აქ­ცევს.

2023 წლის აპ­რილ­ში მსა­ხი­ობს 91 წელი შე­უს­რულ­და

„მინ­და, გუ­ლით გა­და­გი­ხა­დოთ მად­ლო­ბა 91 წლის იუ­ბი­ლე­ზე მი­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა გზავ­ნი­ლის­თვის. ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ცო­ცხა­ლი ვარ. სავ­სე ვარ თქვენს მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სიყ­ვა­რუ­ლით. დიდი ემო­ცი­აა სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ამ­დე­ნი და­დე­ბი­თი ენერ­გი­ის მი­ღე­ბა.

მინ­და, რომ კი­დევ 10 წელი ვი­ცო­ცხლო. ბე­ბი­ა­ჩემ­მა 105 წელი იცხოვ­რა, ძა­ლი­ან ჯან­მრთე­ლი ქალი იყო. მინ­და, ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბა და დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე გი­სურ­ვოთ.“ - ეს გზავ­ნი­ლი მსა­ხი­ობ­მა "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
4

 ვინვისშია მაგის მეტ საინტერესოს ვერ ხედავთ, ეს ბებრუხანები და ფულზე გაგიჟებული კახპა ქალები ამაზრზენია უკვე.

ადამიანი
2

უღრმესი მადლობა სტატიის ავტორს და რა თქმა უნდა რედაქციას,ეს რა აქტუალური და ეროვნულ-განმანათლებლური ცნობა მოგვაწოდეთ . ალიოოოო,მსოფლიო დონის მკლავჭიდელთა ტურნირზე ,,აღმოსავლეთი დასავლეთის წინააღმდეგ" შვიდი ქართველით იყო ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი და ექვსმა უპირობოდ მოიგო.გააშუქეთ საერთოდ თუ სადღაც ,,მიჭუჭყნულად"? რამ გადაგაჯიშ-გადაკამსამაოლად,ბარემ ტუალეტის ქაღალდის შესახებ გვაცნობეთ,ნეოკამსამოლებოა.აბა ჰე მოდერატორ,დაბლოკე და სსრკ-ს ცენზორივით. ერთი სსრკ-ს ეგონა,რომ ხალხს გადაძალავდა და მეორე თქვენ-ცენზორებს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ხუთი ცოლი, თანაცხოვრება 36 წლით უმცროს ქალთან და უარი მინისტრობაზე - 91 წლის ბრაზილიელი მსახიობის ფორმაში ყოფნის საიდუმლო: როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი "ბიძია ალი"?

ხუთი ცოლი, თანაცხოვრება 36 წლით უმცროს ქალთან და უარი მინისტრობაზე - 91 წლის ბრაზილიელი მსახიობის ფორმაში ყოფნის საიდუმლო: როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი "ბიძია ალი"?

ბრაზილიელი მსახიობი სტენიო გარსია საყოველთაოდ ცნობილია სამართლიანი და მოსიყვარულე ბიძია ალის როლით, სერიალიდან „კლონი“. როდესაც მაროკოში გადაღებები მიმდინარეობდა, სწორედ იმ პერიოდში გახდა მსახიობი 68 წლის. ახლა 91 წლისაა, სერიალის გულშემატკივრების დიდ ნაწილს, შეიძლება მსახიობი გარდაცვლილიც გეგონოთ, მაგრამ „ბიძია ალი“ ცოცხალია, თავისი ასაკისთვის იდეალურად გამოიყურება და ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად შესანიშნავად ატარებს სიბერეს.

ბიოგრაფიული ცნობები

სტენიო გარსია 1932 წლის 28 აპრილს სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში ლიბანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან უნდოდა, რომ თავის ცხოვრება ხელოვნებასთან დაეკავშირებინა, კერძოდ კი თეატრთან. სკოლის დასრულების შემდეგ სამსახიობოზე ჩააბარა და პირველი როლი 26 წლის ასაკში მიიღო, სპექტაკლში „მარიამ სტიუარტი“.

ორი წლის შემდეგ, სტენიოს ტელევიზიაში დებიუტი შედგა. მსახიობის პირველი როლი სერიალში "გზის მცველები" ითამაშა. სახასიათო გარეგნობის ახალგაზრდა მალე ბრაზილიელმა რეჟისორებმა შენიშნეს და არაერთ ფილმსა თუ სერიალში გადაიღეს. თუმცა მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობა „კლონის“ გამოსვლის შემდეგ მოვიდა. მისი პერსონაჟის გამოჩენას პირველ სერიაში მაყურებლის მხრიდან არაერთგვაროვანი ემოციები მოჰყვა. მიუხედავად პერსონაჟის თავისებურებისა, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ გარსიას სამსახიობო ოსტატობის წყალობით „ბიძია ალი“ ყველასთვის საყვარელ გმირად იქცა.

პირადი ცხოვრება და მსგავსება პერსონაჟთან

სხვათა შორის, ცხოვრებაში სტენიო ძალიან ჰგავს საკუთარ პერსონაჟს. შეგახსენებთ, რომ სერიალში სიუჟეტის მიხედვით, ძია ალის ხუთი ცოლი ჰყავს.

სტენიო გარსია პირველად 1958 წელს დაქორწინდა მსახიობ კლეიდა იაკონისზე. მათი ქორწინება 1969 წლამდე გაგრძელდა. მეორედ მსახიობმა ასევე მსახიობზე, კლარის პიოვესანზე იქორწინა. წყვილს ორი ქალიშვილი შეეძინა, რომლებსაც კასია და გაია დაარქვეს. თუმცა, ეს ქორწინებაც დაინგრა. მესამე და მეოთხე ცოლებთან მსახიობმა ცოტა ხანი გაატარა.

მეხუთედ და ცხოვრებაში სავარაუდოდ, უკანასკნელად მერილენ საადზე იქორწინა. მეუღლე სტენიო გარსიაზე 36 წლით უმცროსია. მესამე ქორწინებისას 77 წლის იყო, მეუღლე კი 41 წლის.

საინტერესო ფაქტები

სტენიო გარსია ერთ-ერთ ისტორიულ სერიალში თამაშობდა, როდესაც რეჟისორ გლორია პერესისგან "კლონში“ სათამაშოდ მიწვევა მიიღო. „ბიძია ალის“ მუსულმანური ოჯახის უფროსის როლის სათამაშოდ, მსახიობს სერიალის დატოვებამ მოუწია. სამაგიეროდ, ალი გახდა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი სერიალში "კლონი" და მსახიობის ყველაზე წარმატებულ როლად იქცა.

მეხუთე მეუღლემ მომავალი ქმარი პირველად ტელევიზორში ნახა, პოპულარულ სერიალში Heavy Load, სადაც სტენიო გარსია ანტონიო ფაგუნდესთან ერთად სატვირთო მანქანის მძღოლს თამაშობდა. მაშინ ქალი შვიდი წლის იყო. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მერილენი ამბობს, რომ ასაკობრივი სხვაობა წყვილს საერთოდ არ აწუხებს. „მეჩვენება, რომ უფროსი ვარ", - ხუმრობს ქალი. აღმოჩნდა, რომ სტენიოს ბოლო ცოლი ძალიან ეჭვიანია. საკმარისია მამაკაცმა ლამაზ ქალს შეხედოს, ეჭვიანობისგან კვდება.

ახლა...

სტენიო გარსია და მერილენ საადი საკუთარ ფერმაში ქსერემში ცხოვრობენ. ეს დასახლება რიო-დე-ჟანეიროს ეკუთვნის. სტენიო გარსია ამრავლებს ცხენებს, უვლის პირუტყვს და ბაღს. ბოლო წლებში ჩართულია ადგილობრივ კონსერვაციულ მოძრაობაში. მოკავშირის სახით მის ახლოს მცხოვრები მომღერალი ზეკა პაგოდინიოში იპოვა. მათ ერთობლივად დააარსეს მოძრაობა "მდინარეების სისუფთავისთვის" და ცდილობენ დაარწმუნონ მოსახლეობა, შეწყვიტონ ნარჩენების გადაყრა. სწორედ ამ აქტივობისთვის სტენიოს გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაც შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა. მოგვიანებით განაცხადა: „მინდა ვიზრუნო ბუნებაზე სულიერი მოწოდების და არა მოვალეობის გამო“.

მსახიობს კარგი ურთიერთობა აქვს ყოფილ ცოლებთან. ერთადერთი, ვისთანაც აღარ ურთიერთობს, მისი მესამე ცოლია, გიზელა სა. მეოთხე ცოლი, მარსია ბაროსი ხანდახან მასთან სტუმრადაც მიდის.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

სტენიო არ სვამს და არ ეწევა. მისი კარგი ფორმის კიდევ ერთი საიდუმლო აზრებზე მუშაობაა. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური ოჯახიდან გახლდათ, 40 წელზე მეტია, რაც ბუდიზმით დაინტერესდა. მას შემდეგ დღეში ორჯერ ან სამჯერ მედიტაციას მიმართავს. ასევე თავის ფერმაში, ააშენა ლითონის კონსტრუქციის პირამიდა, სადაც ერთგვარი სამლოცველო მოაწყო.

სტენიოს წაკითხული აქვს 20-ზე მეტი არაბული წიგნი და ყურანი. მაროკოში გატარებული ერთი თვის განმავლობაში მან მლოცველებთან ერთად ისლამური ლოცვა შეისწავლა. მისი ცხოვრება არაბულ კულტურას ბავშვობიდან უკავშირდებოდა, როდესაც ერთ-ერთ არაბულ რესტორანში მუშაობდა და ზოგიერთი კერძის მომზადებაც ისწავლა.

ბოლო წლებში მსახიობმა წიგნების წერა დაიწყო, თუმცა რანჩოს ხშირად ტოვებს და სპორტდარბაზში სავარჯიშოდ დადის. მისი ყველაზე ახლო მეგობრები არიან მსახიობი ანტონიო ფაგუნდესი და ლეტისია საბატელა (ლატიფას როლის შემსრულებელი სერიალ „კლონში“).

გარსიამ კინოინდუსტრიაში უკანასკნელი როლი 2012 წელს ითამაშა. მსახიობმა განასახიერა პერსონაჟი არტურო სატელევიზიო სერიალში Save Me Saint George. დღემდე სტენიოს ფილმოგრაფია 100-მდე ფილმს მოიცავს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრაზილიელ მსახიობად აქცევს.

2023 წლის აპრილში მსახიობს 91 წელი შეუსრულდა

„მინდა, გულით გადაგიხადოთ მადლობა 91 წლის იუბილეზე მიღებული ყველა გზავნილისთვის. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ. სავსე ვარ თქვენს მიერ გამოგზავნილი სიყვარულით. დიდი ემოციაა სიყვარულით სავსე ამდენი დადებითი ენერგიის მიღება.

მინდა, რომ კიდევ 10 წელი ვიცოცხლო. ბებიაჩემმა 105 წელი იცხოვრა, ძალიან ჯანმრთელი ქალი იყო. მინდა, ყველას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ.“ - ეს გზავნილი მსახიობმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე, გულშემატკივრებისთვის გამოაქვეყნა.

წაიკითხეთ ასევე: