მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ ყველს ბაზარში ყიდულობთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!
თუ ყველს ბაზარში ყიდულობთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

ქარ­თუ­ლი ყვე­ლის რუ­კა­ზე 60-მდე სა­ხე­ო­ბის ყვე­ლია. თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სი წარ­მო­ე­ბის სპე­ცი­ფი­კა და წესი აქვს. მათი სრულ­ფა­სოვ­ნად დაც­ვის შე­დე­გად მი­ი­ღე­ბა პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ხა­რის­ხის სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს და მი­სარ­თმე­ვად უსაფრ­თხოა. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყვე­ლის დიდი ნა­წი­ლი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით არ იწარ­მო­ე­ბა. შე­დე­გად დარ­ღვე­უ­ლია მათი რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რი, ისე გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი. ერთ-ერთი ასე­თი ქარ­ხნუ­ლი ყვე­ლია.

მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბამ იცის, რომ ქარ­ხნულ ყველს სპე­ცი­ფი­კუ­რი მძაფ­რი სუნი, მუქი ყვი­თე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბა და ბევ­რი ნას­ვრე­ტი, ანუ თვა­ლი უნდა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­თია. მათ­თვის სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გა­საზ­რდე­ლად და იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ან ყველს მი­ვირ­თმევთ, სა­კი­თხის უფრო დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლა გა­დავ­წყვი­ტეთ. ინ­ტერ­ნეტ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ყვე­ლის ტექ­ნო­ლო­გებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას კი მკი­თხველს გი­ზი­ა­რებთ.

ხა­რის­ხი­ან ქარ­ხნულ ყველს არც ყვი­თე­ლი ფერი, არც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი და არც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი რა­ო­დე­ნო­ბის წვრი­ლი თვლე­ბი უნდა ჰქონ­დეს. შეც­დო­მე­ბი­სა და უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლოთ, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი ქარ­ხნუ­ლი ყვე­ლი და რას ნიშ­ნავს მისი მუქი შე­ფე­რი­ლო­ბა თუ ბევ­რი თვა­ლი.

ქარ­ხნუ­ლი ყვე­ლის წარ­მო­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გია შემ­დეგ­ნა­ი­რია: სა­სურ­ვე­ლი სიმ­ჟა­ვის რძეს უმა­ტე­ბენ ყვე­ლის შე­მა­დე­დე­ბე­ლი ფერ­მენტს, რის შე­დე­გა­დაც მი­ი­ღე­ბა შე­დე­დე­ბუ­ლი მასა, იგი­ვე დე­ლა­მო. შე­ნა­დე­დის მზა­ო­ბის შემ­დეგ იგი იჭ­რე­ბა სა­სურ­ველ ზო­მა­ზე,მუ­შავ­დე­ბა მი­ღე­ბუ­ლი მასა და ეძ­ლე­ვა სა­სურ­ვე­ლი ფორ­მა. მიმ­დი­ნა­რე­ობს თვით­დაპ­რეს­ვა, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 5-10 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბა, რათა კარ­გად და­იწ­რი­ტოს. დაწ­რე­ტის ხან­გრძლი­ვო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა ტე­ნი­ა­ნო­ბის ყვე­ლი სურს მწარ­მო­ე­ბელს.მი­ღე­ბუ­ლი მასა თავ­სდე­ბა მა­რილ­წყალ­ში. მა­რილ­წყალ­ში მა­რი­ლის შემ­ცვე­ლო­ბა ყო­ველ­თვის ერ­თნა­ი­რი უნდა იყოს. სა­სურ­ვე­ლია მა­რილ­წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ღა­ლი არ იყოს, რათა მას­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი არ და­ირ­ღვეს და ნაწ­ლა­ვის ჩხი­რი არ გამ­რავ­ლდეს.

ამ პრო­ცე­სის შე­დე­გად მი­ი­ღე­ბა პრო­დუქ­ტი, რომ­ლის ხა­რის­ხიც 6 მთა­ვა­რი სა­ხა­სი­ა­თო თვი­სე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. ესე­ნია: ფერი, სუნი, გემო, ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე, პრო­დუქ­ტის კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი მხა­რე. დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლოთ 2 მათ­გა­ნი, რომ­ლე­ბიც მომ­ხმა­რე­ბელს ხა­რის­ხის გან­სა­ზღვრა­ში ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად და­ეხ­მა­რე­ბა.

  • ფერი, რო­მე­ლიც უნდა იყოს ერ­თგვა­რო­ვა­ნი, თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი,ღია მოყ­ვი­თა­ლო, თეთ­რი. ზო­გა­დად, სიყ­ვით­ლე ცხი­მი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და ყვი­თე­ლი ყვე­ლი ცუდს არ ნიშ­ნავს, მაგ­რამ ყველს სიყ­ვით­ლე თუ მხო­ლოდ შუ­ა­გულ­ში აქვს, ეს ნიშ­ნავს, რომ ის საკ­ვე­ბად უვარ­გი­სია;
  • თვლე­ბი, იგი­ვე ნას­ვრე­ტე­ბი, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ქარ­ხნულ, არა­მედ ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის ყველ­ში თა­ნაბ­რად უნდა იყოს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. თვლე­ბი უნდა იყოს, მაგ­რამ არა ძა­ლი­ან ბევ­რი და წვრი­ლი.

თუ თქვენ მიერ შე­ძე­ნილ ყველს ძა­ლი­ან ბევ­რი წვრი­ლი თვა­ლი აქვს, ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლის მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი მხა­რე დარ­ღვე­უ­ლია. გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ორგვა­რი: უვარ­გი­სი მა­რილ­წყა­ლი და/ან ნაწ­ლა­ვის ჩხი­რი. რძე ბაქ­ტე­რი­ით შე­იძ­ლე­ბა და­ბინ­ძურ­დეს მისი მი­ღე­ბის ან და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის და­უც­ვე­ლო­ბის გამო. ასე­თი რძით წარ­მო­ე­ბულ ყველს უამ­რავ წვრი­ლი თვა­ლი აქვს და მისი საკ­ვე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­გიქ­მნათ. ბევ­რი თვა­ლის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ფუვ­რით და­ბინ­ძუ­რე­ბაც. მის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა, რომ შე­მა­დე­დე­ბე­ლი ფერ­მენ­ტი ცივ რძე­ში ჩა­ი­ყა­როს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რიმ­წარ­მო­ებ­ლე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ამ სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვას იშ­ვი­ა­თად ან სა­ერ­თოდ ვერ ახერ­ხე­ბენ. შე­დე­გად ვი­ღებთ ბევ­რნას­ვრე­ტი­ან ყველს, რო­გო­რიც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში საკ­ვე­ბად არც კი­გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

კარგ ქარ­ხნულ ყველს ასე­ვე არ უნდა ჰქონ­დეს სპე­ცი­ფი­კუ­რი სუნი. მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტულ სუნს ძი­რი­თა­დი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის დარ­ღვე­ვა გა­ნა­პი­რო­ბებს, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მსგავ­სი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბას მო­ე­რი­დოთ.

ყვე­ლის ხა­რის­ხის გან­სა­ზღვრი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის სა­თა­ნა­დოდ დაც­ვაც. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყვე­ლი ინა­ხე­ბო­დეს ტემ­პე­რა­ტუ­რის კონ­ტრო­ლის რე­ჟიმ­ში, რომ­ლის დაც­ვაც ბაზ­რებ­სა და ღია სივ­რცე­ებ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია. არ უნდა ხდე­ბო­დეს ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა, მზის პირ­და­პი­რი სხი­ვე­ბი არ უნდა ხვდე­ბო­დეს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, უნდა იყოს სა­თა­ნა­დოდ შე­ფუ­თუ­ლი. მხო­ლოდ ასე­თი ყვე­ლია საკ­ვე­ბად ვარ­გი­სი და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო.

თუ თქვენ მარ­თლაც ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა გსურთ, რო­მელ­საც მთე­ლი ოჯა­ხი მშვი­დად მი­ირ­თმევთ, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ინ­დუსტრი­ულ ყველს, რო­მე­ლიც წარ­მო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვით იწარ­მო­ე­ბა. მო­ე­რი­დეთ შე­უ­ფუ­თა­ვი ყვე­ლის შე­ძე­ნას ღია სივ­რცე­ებ­ში, ბაზ­რებ­ში, სა­დაც შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

R

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიული
1

რაც მეტი დოყლაპია იქნება მით მეტი სახეობის ყველი "გაჩნდება",ამას წინათ მოატანინა,მოყვარე ქალმა ვითომ თხის ყველი,დაყნოსვით გახრწნის "არომატი" აქვს,შეფუთულია ვაკუუმის საშუალებით,ღირს ძვირი,სამაგიეროდ ურბანიზებული კაროჟნა ბედნიერია .ყველის სახეობებს რაც შეეხება ე.წ. იმერული,გუდის,სულგუნის,ჩეჩილის და ერთი ორი სახეობის გარდა,გასაბრიყვებლად გამოგონილი მარკეტინგული ხრიკია,მეგრული ხაჭაპურის არ იყოს.

გიო
1

რას მიკეთებს სეს რომ ოღებენ მუქთა ხელფასებს დაერიონ ყველა შეამოწმონ და მერე ვერავინ გაბედავს დაგვწამლოს . მე არ უნდა დავრბოდე და ვამოწმებდე პროდუქტს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

თუ ყველს ბაზარში ყიდულობთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

თუ ყველს ბაზარში ყიდულობთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

ქართული ყველის რუკაზე 60-მდე სახეობის ყველია. თითოეულ მათგანს თავისი წარმოების სპეციფიკა და წესი აქვს. მათი სრულფასოვნად დაცვის შედეგად მიიღება პროდუქტი, რომელიც ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებს და მისართმევად უსაფრთხოა. თუმცა საქართველოში ხელმისაწვდომი ყველის დიდი ნაწილი სტანდარტების დაცვით არ იწარმოება. შედეგად დარღვეულია მათი როგორც ვიზუალური, ისე გემოვნური თვისებები. ერთ-ერთი ასეთი ქარხნული ყველია.

მომხმარებლების უმეტესობამ იცის, რომ ქარხნულ ყველს სპეციფიკური მძაფრი სუნი, მუქი ყვითელი შეფერილობა და ბევრი ნასვრეტი, ანუ თვალი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს ყველაფერი მითია. მათთვის სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და იმის გასარკვევად, თუ რამდენად ხარისხიან ყველს მივირთმევთ, საკითხის უფრო დეტალურად შესწავლა გადავწყვიტეთ. ინტერნეტში არსებული ინფორმაციისა და ყველის ტექნოლოგებთან გასაუბრების შედეგად მიღებულ ინფორმაციას კი მკითხველს გიზიარებთ.

ხარისხიან ქარხნულ ყველს არც ყვითელი ფერი, არც არასასიამოვნო სუნი და არც განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის წვრილი თვლები უნდა ჰქონდეს. შეცდომებისა და უსიამოვნებების თავის არიდების მიზნით დეტალურად განვიხილოთ, თუ როგორი უნდა იყოს ხარისხიანი ქარხნული ყველი და რას ნიშნავს მისი მუქი შეფერილობა თუ ბევრი თვალი.

ქარხნული ყველის წარმოების ტექნოლოგია შემდეგნაირია: სასურველი სიმჟავის რძეს უმატებენ ყველის შემადედებელი ფერმენტს, რის შედეგადაც მიიღება შედედებული მასა, იგივე დელამო. შენადედის მზაობის შემდეგ იგი იჭრება სასურველ ზომაზე,მუშავდება მიღებული მასა და ეძლევა სასურველი ფორმა. მიმდინარეობს თვითდაპრესვა, რაც დაახლოებით 5-10 საათამდე გრძელდება, რათა კარგად დაიწრიტოს. დაწრეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტენიანობის ყველი სურს მწარმოებელს.მიღებული მასა თავსდება მარილწყალში. მარილწყალში მარილის შემცველობა ყოველთვის ერთნაირი უნდა იყოს. სასურველია მარილწყლის ტემპერატურა მაღალი არ იყოს, რათა მასში ტექნოლოგიური პროცესი არ დაირღვეს და ნაწლავის ჩხირი არ გამრავლდეს.

ამ პროცესის შედეგად მიიღება პროდუქტი, რომლის ხარისხიც 6 მთავარი სახასიათო თვისებით განისაზღვრება. ესენია: ფერი, სუნი, გემო, ვიზუალური მხარე, პროდუქტის კვებითი ღირებულება, მიკრობიოლოგიური მხარე. დეტალურად განვიხილოთ 2 მათგანი, რომლებიც მომხმარებელს ხარისხის განსაზღვრაში ყველაზე მარტივად დაეხმარება.

  • ფერი, რომელიც უნდა იყოს ერთგვაროვანი, თანაბრად გადანაწილებული,ღია მოყვითალო, თეთრი. ზოგადად, სიყვითლე ცხიმიანობის მაჩვენებელია და ყვითელი ყველი ცუდს არ ნიშნავს, მაგრამ ყველს სიყვითლე თუ მხოლოდ შუაგულში აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის საკვებად უვარგისია;
  • თვლები, იგივე ნასვრეტები, რომელიც არა მხოლოდ ქარხნულ, არამედ ყველა სახეობის ყველში თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული. თვლები უნდა იყოს, მაგრამ არა ძალიან ბევრი და წვრილი.

თუ თქვენ მიერ შეძენილ ყველს ძალიან ბევრი წვრილი თვალი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ყველის მიკრობიოლოგიური მხარე დარღვეულია. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ორგვარი: უვარგისი მარილწყალი და/ან ნაწლავის ჩხირი. რძე ბაქტერიით შეიძლება დაბინძურდეს მისი მიღების ან დამუშავების პროცესში სანიტარული ნორმების დაუცველობის გამო. ასეთი რძით წარმოებულ ყველს უამრავ წვრილი თვალი აქვს და მისი საკვებად გამოყენება არ შეიძლება, რადგან შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. ბევრი თვალის გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს საფუვრით დაბინძურებაც. მის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ შემადედებელი ფერმენტი ცივ რძეში ჩაიყაროს. ინდივიდუალურიმწარმოებლები, სამწუხაროდ, ამ სტანდარტების დაცვას იშვიათად ან საერთოდ ვერ ახერხებენ. შედეგად ვიღებთ ბევრნასვრეტიან ყველს, როგორიც ევროპის ქვეყნებში საკვებად არც კიგამოიყენება.

კარგ ქარხნულ ყველს ასევე არ უნდა ჰქონდეს სპეციფიკური სუნი. მკვეთრად გამოხატულ სუნს ძირითადი ტექნოლოგიური პროცესების დარღვევა განაპირობებს, ამიტომ აუცილებელია მსგავსი პროდუქტის მიღებას მოერიდოთ.

ყველის ხარისხის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია მისი შენახვის პირობების სათანადოდ დაცვაც. აუცილებელია, ყველი ინახებოდეს ტემპერატურის კონტროლის რეჟიმში, რომლის დაცვაც ბაზრებსა და ღია სივრცეებში ფაქტობრივად შეუძლებელია. არ უნდა ხდებოდეს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, მზის პირდაპირი სხივები არ უნდა ხვდებოდეს მთელი დღის განმავლობაში, უნდა იყოს სათანადოდ შეფუთული. მხოლოდ ასეთი ყველია საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.

თუ თქვენ მართლაც ხარისხიანი პროდუქტის შეძენა გსურთ, რომელსაც მთელი ოჯახი მშვიდად მიირთმევთ, უპირატესობა მიანიჭეთ ინდუსტრიულ ყველს, რომელიც წარმოების სტანდარტების დაცვით იწარმოება. მოერიდეთ შეუფუთავი ყველის შეძენას ღია სივრცეებში, ბაზრებში, სადაც შენახვის პირობების დაცვა შეუძლებელია.

R