მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლურჯი ვულკანი" და მსოფლიოში ყველაზე მაღალი მჟავიანობის ტბა, რომელიც მის კრატერში წარმოიქმნა - ჯადოსნური სანახაობა კუნძულ იავაზე
"ლურჯი ვულკანი" და მსოფლიოში ყველაზე მაღალი მჟავიანობის ტბა, რომელიც მის კრატერში წარმოიქმნა - ჯადოსნური სანახაობა კუნძულ იავაზე

იჯე­ნი - ვულ­კა­ნუ­რი კომ­პლექ­სი ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, კუნ­ძულ ია­ვა­ზე, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა 10-ზე მეტი ვულ­კა­ნუ­რი ობი­ექ­ტის­გან, მათ შო­რი­საა ჯა­დოს­ნუ­რი კა­ვაჰ იჯე­ნი - ტბა, რო­მე­ლიც ვულ­კა­ნის კრა­ტერ­შია წარ­მოქ­მნი­ლი და მი­იჩ­ნე­ვა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბის ტბად. კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სი­გა­ნის კალ­დე­რას ტბა სავ­სეა ლურჯ-ფი­რუ­ზის­ფე­რი წყლით. ეს ფერი მისი უკი­დუ­რე­სი მჟა­ვი­ა­ნო­ბი­სა და გახ­სნი­ლი ლი­თო­ნე­ბის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის შე­დე­გია.

ვულ­კა­ნი, რომ­ლის კრა­ტე­რის დი­ა­მეტ­რი 1000 მეტ­რია, ხოლო მისი სიღ­რმე 200 მეტ­რი, მოქ­მე­დად მი­იჩ­ნე­ვა. ის არის აქ­ტი­უ­რი სოლ­ფა­ტა­რა, რო­მე­ლიც ცხელ აა­ლე­ბად გო­გირ­დის აი­რებს გა­მო­ყოფს. ისი­ნი ჟანგბა­დით მდი­დარ ატ­მოს­ფე­რო­ში შეს­ვლი­სას იწ­ვი­ან და ლურ­ჯად აალ­დე­ბი­ან. აი­რე­ბის ნა­წი­ლი კონ­დენ­სირ­დე­ბა ატ­მოს­ფე­რო­ში და გამ­დნარ გო­გირ­დის ნა­კადს წარ­მოქ­მნის, რო­მე­ლიც ასე­ვე ლურ­ჯი ალით იწ­ვის. ალი რთუ­ლად შე­სამ­ჩნე­ვია დღი­სით, მაგ­რამ ქმნის უჩ­ვე­უ­ლო პე­ი­ზაჟს ღა­მით - ის ანა­თებს.

  • გო­გირ­დის სა­ბა­დო­ე­ბი

გო­გირ­დით დატ­ვირ­თუ­ლი აი­რე­ბის უწყვე­ტი ნა­კა­დი ტბის­პი­რა სოლ­ფა­ტა­რა­ზე ფუ­მა­რო­ლე­ბი­დან ფეთ­ქდე­ბა. ეს ცხე­ლი აი­რე­ბი მი­წის­ქვე­შეთ­ში ჟანგბა­დის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოძ­რა­ო­ბენ. ხში­რად, ტემ­პე­რა­ტუ­რა იმ­დე­ნად და­ბა­ლია, რომ გო­გირ­დი კონ­დენ­სირ­დე­ბა, სი­თხის სა­ხით ეცე­მა მი­წა­ზე, რაც მი­ნე­რა­ლუ­რი გო­გირ­დის გა­ნახ­ლე­ბად სა­ბა­დოს ქმნის. შემ­დეგ მას ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამუ­შა­ვებს და ხდე­ბა მისი ქარ­ხა­ნა­ში რე­ა­ლი­ზა­ცია. აქ გო­გირდს მო­ი­პო­ვე­ბენ უკვე თით­ქმის 700 წე­ლი­წა­დია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქ მო­პო­ვე­ბუ­ლი გო­გირ­დი არის ყვე­ლა­ზე სუფ­თა და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი გო­გირ­დი მსოფ­ლი­ო­ში და, შე­სა­ბა­მი­სად, მას იყე­ნე­ბენ კვე­ბის და ქი­მი­ურ მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, შაქ­რის გა­სა­თეთ­რებ­ლად ან რე­ზი­ნის ვულ­კა­ნი­ზა­ცი­ის­თვის.

მა­ღა­რო­ე­ლე­ბი და­დი­ან მთის ფლანგზე და შემ­დეგ სა­ხი­ფა­თო კლდო­ვან ბი­ლი­კებ­ზე ეშ­ვე­ბი­ან, ფო­ლა­დის გი­სო­სე­ბით არ­ღვე­ვენ გო­გირდს, ავ­სე­ბენ კა­ლათს და ბრუნ­დე­ბი­ან ქარ­ხა­ნა­ში. 200 ფუნ­ტამ­დე გო­გირ­დით მა­ღა­რო­ე­ლე­ბი დღე­ში ერთ ან ორ გზას აკე­თე­ბენ. ქარ­ხა­ნა მათ მო­პო­ვე­ბუ­ლი გო­გირ­დის წო­ნის მი­ხედ­ვით უხ­დის.

თუმ­ცა, კა­ვაჰ იჯენ­ზე გო­გირ­დის მო­პო­ვე­ბას თა­ვი­სი საფრ­თხე­ე­ბიც ახ­ლავს თან: ცი­ცა­ბო ბი­ლი­კე­ბი სა­ხი­ფა­თოა, გო­გირ­დის აი­რე­ბი შხა­მი­ა­ნია და ხში­რად აი­რე­ბის გა­მო­ყო­ფა ან ფრე­ა­ტი­უ­ლი ამოფრქვე­ვა ბევრ მა­ღა­რო­ელს კლავს.

  • ვულ­კა­ნუ­რი ის­ტო­რია

და­ახ­ლო­ე­ბით 300 000 წლის წინ, ამ მხა­რე­ში აქ­ტი­ურ­მა ვულ­კან­მა წარ­მოქ­მნა დიდი სტრა­ტო­ვულ­კა­ნი, რო­მელ­საც დღეს "ძვე­ლი იჯე­ნი“ ეწო­დე­ბა. ათა­სო­ბით წლი­სა და გა­მუდ­მე­ბუ­ლი ამოფრქვე­ვე­ბის გამო ის და­ახ­ლო­ე­ბით 10 000 ფუ­ტის სი­მაღ­ლემ­დე გა­ი­ზარ­და.

და­ახ­ლო­ე­ბით 50 000 წლის წინ, უზარ­მა­ზარ­მა ფეთ­ქე­ბად­მა ამოფრქვე­ვე­ბის სე­რი­ამ წარ­მოქ­მნა კალ­დე­რა და­ახ­ლო­ე­ბით ათი მი­ლის დი­ა­მეტ­რით. მიმ­დე­ბა­რე ლან­დშაფ­ტი 300-დან 500 ფუ­ტის სიღ­რმემ­დე ამოფრქვე­უ­ლი ვულ­კა­ნუ­რი ფერ­ფლით და­ი­ფა­რა.

გა­სუ­ლი 50 000 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძვე­ლი იჯე­ნის კალ­დე­რა­ში მრა­ვა­ლი პა­ტა­რა სტრა­ტო­ვულ­კა­ნი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ათა­სო­ბით წლის ამინ­დე­ბის წყა­ლო­ბით, პი­როკ­ლას­ტუ­რი სა­ბა­დო­ე­ბი მდი­დარ და ნა­ყო­ფი­ერ ნი­ა­და­გად გა­და­იქ­ცა, სა­დაც დღეს­დღე­ო­ბით ყა­ვის პლან­ტა­ცი­ე­ბია.

რო­გორც უკვე თქვით, ის კვლა­ვაც აქ­ტი­ურ ვულ­კა­ნად რჩე­ბა. მისი ბოლო მას­შტა­ბუ­რი ამოფრქვე­ვა 1817 წელს მოხ­და.

მომ­წამ­ვლე­ლი აი­რე­ბის გამო, აირ­წი­ნა­ღე­ბის გა­რე­შე გა­ჩე­რე­ბა აქ ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა, თუმ­ცა ეს არ აში­ნებთ ტუ­რის­ტებ­სა და ფო­ტოგ­რა­ფებს, რომ­ლე­ბიც აქ დე­და­მი­წის ყვე­ლა კუ­თხი­დან ჩა­დი­ან.

  • 10 ფაქ­ტი ვულ­კა­ნის შე­სა­ხებ:

1. ტბა ვულ­კან იჯე­ნის კრა­ტერ­ში არის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბის შემ­ცვე­ლი რე­ზერ­ვუ­ა­რი მთელს მსოფ­ლი­ო­ში;

2. ტბის სა­ნა­პი­რო ბუ­ნებ­რი­ვი გო­გირ­დის სა­ბა­დოა, სა­დაც ის უკვე 700 წე­ლია მო­ი­პო­ვე­ბა;

3. ტბას უჩ­ვე­უ­ლო ფერს მისი მჟა­ვი­ა­ნო­ბა ანი­ჭებს - მა­რი­ლი­ა­ნი და გო­გირ­დო­ვა­ნი მჟა­ვის ნა­ზა­ვი და მას­ში შე­მა­ვა­ლი მე­ტა­ლე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა;

4. ტბა­ში წყა­ლი თბი­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით 60 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სით. წყალს შე­გიძ­ლი­ათ შე­ე­ხოთ, თუმ­ცა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ხან­გრძლი­ვად შე­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, კანი და­გი­ზი­ა­ნოთ;

5. ვულ­კა­ნის აქ­ტი­ვო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ტბის ფერი შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­იც­ვა­ლოს და ფი­რუ­ზის­ფე­რი­დან მწვა­ნე, ან მო­ნაც­რის­ფრო გახ­დეს;

6. წყა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს გამჭვირ­ვა­ლე ან მღვრიე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სუ­რა­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლოს;

7. ტბა საკ­მა­ოდ დი­დია: და­ახ­ლო­ე­ბით 1000 მეტ­რი 600-ზე, სიღ­რმე კი 200 მეტ­რი;

8. ტბის ქვეშ მდე­ბა­რე­ობს ვულ­კა­ნის მაგ­მა, რაც ზე­და­პირ­ზე გა­მოს­ვლის შე­დე­გად ლა­ვად გარ­და­იქ­მნე­ბა. რად­გა­ნაც წყლის სიღ­რმე და სიმ­კვრი­ვე დი­დია, მაგ­მა რჩე­ბა ჩა­კე­ტი­ლი დაბ­ლა;

9. ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვა ხდე­ბა არა ლა­ვის, არა­მედ ზე­და­პირ­ზე მე­თა­ნის აი­რის გა­მო­ყო­ფით;

10. უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის შე­დე­გად, ვულ­კა­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ტუ­რის­ტე­ბის­თვის უსაფრ­თხოა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გვერ­დით გყავ­დეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გი­დიც. მის აქ­ტი­ვო­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად თვალს ვულ­კა­ნო­ლო­გე­ბი ადევ­ნე­ბენ და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გაზ­რდი­ლი აქ­ტი­ვო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, მას ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის ხუ­რა­ვენ.

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი
00:00 / 00:00
Giorgi
5

სტატია არის არაპროფესიონალიზმის და არაკომპეტენტურობის მწვერვალი. განსაკუთრებით სახალისოა ავტორისა და მკითხველისათვის გაუგებარი ტერმინოლოგიის ფრქვევა... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ლურჯი ვულკანი" და მსოფლიოში ყველაზე მაღალი მჟავიანობის ტბა, რომელიც მის კრატერში წარმოიქმნა - ჯადოსნური სანახაობა კუნძულ იავაზე

"ლურჯი ვულკანი" და მსოფლიოში ყველაზე მაღალი მჟავიანობის ტბა, რომელიც მის კრატერში წარმოიქმნა - ჯადოსნური სანახაობა კუნძულ იავაზე

იჯენი - ვულკანური კომპლექსი ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, რომელიც შედგება 10-ზე მეტი ვულკანური ობიექტისგან, მათ შორისაა ჯადოსნური კავაჰ იჯენი - ტბა, რომელიც ვულკანის კრატერშია წარმოქმნილი და მიიჩნევა მსოფლიოში ყველაზე მაღალი მჟავიანობის ტბად. კილომეტრიანი სიგანის კალდერას ტბა სავსეა ლურჯ-ფირუზისფერი წყლით. ეს ფერი მისი უკიდურესი მჟავიანობისა და გახსნილი ლითონების მაღალი კონცენტრაციის შედეგია.

ვულკანი, რომლის კრატერის დიამეტრი 1000 მეტრია, ხოლო მისი სიღრმე 200 მეტრი, მოქმედად მიიჩნევა. ის არის აქტიური სოლფატარა, რომელიც ცხელ აალებად გოგირდის აირებს გამოყოფს. ისინი ჟანგბადით მდიდარ ატმოსფეროში შესვლისას იწვიან და ლურჯად აალდებიან. აირების ნაწილი კონდენსირდება ატმოსფეროში და გამდნარ გოგირდის ნაკადს წარმოქმნის, რომელიც ასევე ლურჯი ალით იწვის. ალი რთულად შესამჩნევია დღისით, მაგრამ ქმნის უჩვეულო პეიზაჟს ღამით - ის ანათებს.

  • გოგირდის საბადოები

გოგირდით დატვირთული აირების უწყვეტი ნაკადი ტბისპირა სოლფატარაზე ფუმაროლებიდან ფეთქდება. ეს ცხელი აირები მიწისქვეშეთში ჟანგბადის არარსებობის შემთხვევაში მოძრაობენ. ხშირად, ტემპერატურა იმდენად დაბალია, რომ გოგირდი კონდენსირდება, სითხის სახით ეცემა მიწაზე, რაც მინერალური გოგირდის განახლებად საბადოს ქმნის. შემდეგ მას ადგილობრივი მოსახლეობა ამუშავებს და ხდება მისი ქარხანაში რეალიზაცია. აქ გოგირდს მოიპოვებენ უკვე თითქმის 700 წელიწადია. აღსანიშნავია, რომ აქ მოპოვებული გოგირდი არის ყველაზე სუფთა და ძვირადღირებული გოგირდი მსოფლიოში და, შესაბამისად, მას იყენებენ კვების და ქიმიურ მრეწველობაში, მაგალითად, შაქრის გასათეთრებლად ან რეზინის ვულკანიზაციისთვის.

მაღაროელები დადიან მთის ფლანგზე და შემდეგ სახიფათო კლდოვან ბილიკებზე ეშვებიან, ფოლადის გისოსებით არღვევენ გოგირდს, ავსებენ კალათს და ბრუნდებიან ქარხანაში. 200 ფუნტამდე გოგირდით მაღაროელები დღეში ერთ ან ორ გზას აკეთებენ. ქარხანა მათ მოპოვებული გოგირდის წონის მიხედვით უხდის.

თუმცა, კავაჰ იჯენზე გოგირდის მოპოვებას თავისი საფრთხეებიც ახლავს თან: ციცაბო ბილიკები სახიფათოა, გოგირდის აირები შხამიანია და ხშირად აირების გამოყოფა ან ფრეატიული ამოფრქვევა ბევრ მაღაროელს კლავს.

  • ვულკანური ისტორია

დაახლოებით 300 000 წლის წინ, ამ მხარეში აქტიურმა ვულკანმა წარმოქმნა დიდი სტრატოვულკანი, რომელსაც დღეს "ძველი იჯენი“ ეწოდება. ათასობით წლისა და გამუდმებული ამოფრქვევების გამო ის დაახლოებით 10 000 ფუტის სიმაღლემდე გაიზარდა.

დაახლოებით 50 000 წლის წინ, უზარმაზარმა ფეთქებადმა ამოფრქვევების სერიამ წარმოქმნა კალდერა დაახლოებით ათი მილის დიამეტრით. მიმდებარე ლანდშაფტი 300-დან 500 ფუტის სიღრმემდე ამოფრქვეული ვულკანური ფერფლით დაიფარა.

გასული 50 000 წლის განმავლობაში ძველი იჯენის კალდერაში მრავალი პატარა სტრატოვულკანი ჩამოყალიბდა. ათასობით წლის ამინდების წყალობით, პიროკლასტური საბადოები მდიდარ და ნაყოფიერ ნიადაგად გადაიქცა, სადაც დღესდღეობით ყავის პლანტაციებია.

როგორც უკვე თქვით, ის კვლავაც აქტიურ ვულკანად რჩება. მისი ბოლო მასშტაბური ამოფრქვევა 1817 წელს მოხდა.

მომწამვლელი აირების გამო, აირწინაღების გარეშე გაჩერება აქ ძალიან სახიფათოა, თუმცა ეს არ აშინებთ ტურისტებსა და ფოტოგრაფებს, რომლებიც აქ დედამიწის ყველა კუთხიდან ჩადიან.

  • 10 ფაქტი ვულკანის შესახებ:

1. ტბა ვულკან იჯენის კრატერში არის ყველაზე მაღალი მჟავიანობის შემცველი რეზერვუარი მთელს მსოფლიოში;

2. ტბის სანაპირო ბუნებრივი გოგირდის საბადოა, სადაც ის უკვე 700 წელია მოიპოვება;

3. ტბას უჩვეულო ფერს მისი მჟავიანობა ანიჭებს - მარილიანი და გოგირდოვანი მჟავის ნაზავი და მასში შემავალი მეტალების შემცველობა;

4. ტბაში წყალი თბილია, დაახლოებით 60 გრადუსი ცელსიუსით. წყალს შეგიძლიათ შეეხოთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ხანგრძლივად შეხების შემთხვევაში, შესაძლოა, კანი დაგიზიანოთ;

5. ვულკანის აქტივობის გათვალისწინებით, ტბის ფერი შესაძლებელია შეიცვალოს და ფირუზისფერიდან მწვანე, ან მონაცრისფრო გახდეს;

6. წყალი შეიძლება იყოს გამჭვირვალე ან მღვრიე. აღსანიშნავია, რომ სურათი დღის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს;

7. ტბა საკმაოდ დიდია: დაახლოებით 1000 მეტრი 600-ზე, სიღრმე კი 200 მეტრი;

8. ტბის ქვეშ მდებარეობს ვულკანის მაგმა, რაც ზედაპირზე გამოსვლის შედეგად ლავად გარდაიქმნება. რადგანაც წყლის სიღრმე და სიმკვრივე დიდია, მაგმა რჩება ჩაკეტილი დაბლა;

9. ვულკანის ამოფრქვევა ხდება არა ლავის, არამედ ზედაპირზე მეთანის აირის გამოყოფით;

10. უსაფრთხოების დაცვის შედეგად, ვულკანის დათვალიერება ტურისტებისთვის უსაფრთხოა, აუცილებელია გვერდით გყავდეთ პროფესიონალი გიდიც. მის აქტივობას ყოველდღიურად თვალს ვულკანოლოგები ადევნებენ და იმ შემთხვევაში, თუ გაზრდილი აქტივობა შეინიშნება, მას ვიზიტორებისთვის ხურავენ.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი