საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზელენსკის არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ - დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო!" - გია ვოლსკი
"ზელენსკის არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ - დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო!" - გია ვოლსკი

სამ­წუ­ხა­როა, რომ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი გან­სხვა­ვე­ბას ვერ ხე­დავს იმ ქვე­ყა­ნას შო­რის, სა­დაც რუ­სეთ­მა ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა გა­ნა­ლა­გა და ომის­თვის ემ­ზა­დე­ბა და იმ ქვე­ყა­ნას შო­რის, რო­მელ­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი აქვს მი­ღე­ბუ­ლი რუ­სე­თის ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნა­ლის­თვის გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მე­ბი­დან რუ­სე­თის გაყ­ვა­ნა­ზე, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი.

ვოლ­სკის თქმით, ზე­ლენ­სკი ასე­თი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბას პირ­ვე­ლად არ აკე­თებს.

"მი­ტინგზე, სა­დაც მისი ჩარ­თვა იყო, ხალ­ხს მო­უ­წო­დებ­და, რომ ხალ­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­მი­ჯვნო­და იმის გამო, რომ მან ჩარ­ტე­რულ რე­ი­სებს მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, სამ­ხედ­რო ამუ­ნი­ცია არ გა­ა­ტა­ნა და ომში არ ჩა­ერ­თო. უფრო მე­ტიც, ამის­თვის ელ­ჩიც კი გა­იწ­ვია. სამ­წუ­ხა­როა, რომ ის გან­სხვა­ვე­ბას ვერ ხე­დავს იმ ქვე­ყა­ნას შო­რის, სა­დაც რუ­სეთ­მა ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა გა­ნა­ლა­გა და ომის­თვის ემ­ზა­დე­ბა და იმ ქვე­ყა­ნას შო­რის, რო­მელ­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი აქვს მი­ღე­ბუ­ლი რუ­სე­თის ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნა­ლის­თვის გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მე­ბი­დან რუ­სე­თის გაყ­ვა­ნა­ზე. თუ აქ გან­სხვა­ვე­ბას ვერ ახერ­ხებ, გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­როთ, რომ ეს არის ის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც მო­მარ­თუ­ლია იმ ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ვო­ლუ­ცია სურს - ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჩა­ერ­თოს სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში, რაც ცოტა ხნის წინ მათ­მა ლი­დე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს. არას­წო­რად ლა­პა­რა­კობს და არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ - და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­მარ­თლო - უნა­მუ­სოდ უსა­მარ­თლო! ეს არის რე­ა­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ მოლ­დო­ვა­ში, ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (EPC) მე­ო­რე სა­მი­ტის გახ­სნა­ზე გა­ნა­ცხა­და: "ვხე­დავთ, რა ხდე­ბა ბე­ლა­რუს­ში და რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორ ჩა­ით­რი­ეს ეს ქვეყ­ნე­ბი სხვა­დას­ხვა გზით უკა­ნო­ნო­ბა­ში“.

"ყვე­ლა ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, რომ­ლის და­ყო­ფაც რუ­სეთს უნდა, უნდა გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის და ნატო-ს წევ­რი“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დემე
0

საქართველოს მიმართ არა,თქვენს მიმართ,ეს სხვადასხვა რამეა.

ალექს
4

რა სანქცია, რის სანქცია , არ ვბოლდებით რა, ყოველდღე , მხოლოდ ორ რუსულ მეგაპორტში ნოვოროსიისკსა და უსტ-ლუგაში სამ მილიონ ტონაზე მეტი ჯამური წყალწყვის გემები იცლება და იტვირთება, გაცხოველებული მიმოსვლაა ევროპასა და ნატოს ქვეყნებთან! ეს დამალული კი არ არის, ნებისმიერ მოკვდავს შეუძლია ყოველწუთიერი მდგომარეობა შეამოწმოს, არ უნდა დიდი ცოდნა გამოცდილება და ვერა ხედავენ გამოუცდელ დააბდლებული ნაცები!?

აი, ამ წუთებში ნოვოროსიისკში შედის ბოსფორისა და დარდანელის გავლით იტალიის პორტ ტარანტიდან გამოსული სრულიად ახალი , შარშან აშენებული, თითქმის 300 მეტრის სიგრძის 255 ათას ტონიანი ტანკერი, ანუ ხუთჯერ და ევსჯერ დიდი ვიდრე ოდესმე ჩვენთან გვინახავს , "YA SA POLARIS" და სავარაუდოდ უკან წაიღებს მეოთხედ მილიონ ტონა ნავთობს, იტალია თურქეთი აბა ოფშკვითია ეგა, თუ ჩხერიმელას პორტი? ეს ერთი გემი, ერთ დღეში , ჩვენ ამას ერთი თვე მოვუნდებოდით, მტარვალებო, თქვენდა საუბედუროდ სამასი მეტრი სიგრძის გემი აქ არ ეტევა, ვერც 255 ათას ტონას ჩავტვირთავთ კაი ასი წელი, თქვენი გადამკიდე, ტარტაროზებო!შანხაიდან სუეცის გავლით და ბოსფორში წარმატებით გატარებული უზარმაზარი ტრანსკონტინენტური საკონტეინერო გემი" XIN HE LU 1 ", მომცროები, საშუალოები, მათ შორის საავტომობილო ბორანი რორო, სავსეა იქაურობა მთელი მსოფლიოს გემებით!ვის დაადეთ სანქცია, ჩვენ? უთქვენოდაც გვედო ნაცქოცმოქკავშირისგან და კრემლისგან!უსტ-ლუგა ვნახოთ, აბა, აჰა, მარტო ტანკერები დგანან ერთი მილიონი ტონის ტევადობის, ამ წუთას კი, შემოდის 165 ათას ტონიანი ტანკერი "სიმბა", ბოლოს ტალინში და პრიმორსკში ბრძანდებოდა, მასეთივე და უფრო დიდები იტვირთებიან, მაგალითად "ოტომან კორტესი", თურქული , ინდოეთიდან სუეცის გავლით ჩამობრძანდა დიდ რუსეთში, კიდევ რა გნებავთ ვნახო, ვლადივასტოკი, ვანინო, მურმანსკი ? ოკ , მილიონი კონტეინერი დაუმუშავებია, დიახ "ვასტოჩნის" , 105 ათას ტონიანი ტანკერი "ჯოლიე" სინგაპურიდან პუსანის გავლით მოსული, საკონტეინერო გნებავთ ,გიგანტური? კი ვნახავ - აჰა, "იოკოჰამა თრეიდერი", სულ ახალი, იაპონური , რა გნებავთ სულო გულო ? იქნებ 80 ათას ტონიანი ბალკერები გნებვთ , ფოთსა და ბათუმში მათ მესამდის ზომისას რომ ვერ ვამუშავებთ და იქა კი ყრიან მზესუმზირასავით? რა გნებავთ, ტარტაროზო მტარვალებო? ჯვარი გთხლიშოთ თავში? ვაიქრისტიანებო, რა ქრისტიანი, ჟიდებო?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

"ზელენსკის არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ - დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო!" - გია ვოლსკი

"ზელენსკის არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ - დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო!" - გია ვოლსკი

სამწუხაროა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა და ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

ვოლსკის თქმით, ზელენსკი ასეთი შინაარსის განცხადებას პირველად არ აკეთებს.

"მიტინგზე, სადაც მისი ჩართვა იყო, ხალხს მოუწოდებდა, რომ ხალხი ხელისუფლებას გამიჯვნოდა იმის გამო, რომ მან ჩარტერულ რეისებს მოხალისეები, სამხედრო ამუნიცია არ გაატანა და ომში არ ჩაერთო. უფრო მეტიც, ამისთვის ელჩიც კი გაიწვია. სამწუხაროა, რომ ის განსხვავებას ვერ ხედავს იმ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთმა ბირთვული შეიარაღება განალაგა და ომისთვის ემზადება და იმ ქვეყანას შორის, რომელსაც გადაწყვეტილებები აქვს მიღებული რუსეთის ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის თაობაზე და საერთაშორისო ფორუმებიდან რუსეთის გაყვანაზე. თუ აქ განსხვავებას ვერ ახერხებ, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის ის მიკერძოებული დამოკიდებულება, რაც მომართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, ვისაც საქართველოში რევოლუცია სურს - ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, რაც ცოტა ხნის წინ მათმა ლიდერებმა განაცხადეს. არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ - დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო - უნამუსოდ უსამართლო! ეს არის რეალობა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: "ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში და რა ხდება საქართველოში, როგორ ჩაითრიეს ეს ქვეყნები სხვადასხვა გზით უკანონობაში“.

"ყველა ევროპული ქვეყანა, რომლის დაყოფაც რუსეთს უნდა, უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი“, - განაცხადა ზელენსკიმ.