საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმი რომ მამოწმებდა, ეკრანს უყურებდა და სახე შეეცვალა... მითხრა, ბავშვი რომ გაჩნდება, მის ტირილს ვერ გაიგონებო" - ეკა ტოგონიძის ერთი ამბავი შვილზე
"ექიმი რომ მამოწმებდა, ეკრანს უყურებდა და სახე შეეცვალა... მითხრა, ბავშვი რომ გაჩნდება, მის ტირილს ვერ გაიგონებო" - ეკა ტოგონიძის ერთი ამბავი შვილზე

ეკა­ტე­რი­ნე ტო­გო­ნი­ძემ „მთა­ვარ არხთან“ რუბ­რი­კა­ში "ერთი ამ­ბა­ვი“ გა­და­წყვი­ტა შვი­ლის შე­სა­ხებ მო­ე­ყო­ლა. მწე­რალ­სა და პო­ლი­ტი­კოს რატი სამ­ყუ­რაშ­ვილს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა თა­მარ (თუთა) სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი 17 წლის წინ შე­ე­ძი­ნათ. ეკა პე­რი­ო­დუ­ლად წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­გო­ნე­ბებს მე­უღ­ლე­ზე, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ემო­ცი­უ­რად წა­სა­კი­თხია. ის­ტო­რია თუ­თა­ზეც არ აღ­მოჩ­ნდა გა­მო­ნაკ­ლი­სი, მწე­რალ­მა ჯერ არ და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლის შე­სა­ხებ სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია მოჰ­ყვა.

- მე­ცხრე თვე­ში ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად, რო­დე­საც ექიმ­თან ბოლო შე­მოწ­მე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მაგ­რამ ექი­მი რომ მა­მოწ­მებ­და, ეკ­რანს უყუ­რებ­და და სახე შე­ეც­ვა­ლა. ვი­კი­თხე, რა ხდე­ბა-მეთ­ქი, არ მი­პა­სუ­ხა. მერე მი­თხრა, არა­ფე­რი, შენ ამა­ზე არ ინერ­ვი­უ­ლო, უბ­რა­ლოდ ბავ­შვი რომ გაჩ­ნდე­ბა, მის ტი­რილს ვერ გა­ი­გო­ნე­ბო, რად­გან ჭიპ­ლა­რი ყელ­ზე ჰქონ­და ორ­ჯერ შე­მოხ­ვე­უ­ლი…

მი­თხრეს რომ ჭიპ­ლა­რი ყელ­ზე ჰქონ­და ორ­ჯერ შე­მოხ­ვე­უ­ლი. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ მე მქონ­და თავი ყულფ­ში გა­ყო­ფი­ლი და ორ­მა­გი კვან­ძი მი­ჭერ­და. ვი­კი­თხე, ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ბავ­შვს თა­ვად გა­მო­ეხ­სნა თავი, მაგ­რამ ამის იმე­დი არ მო­უ­ცი­ათ. ძა­ლი­ან მინ­დო­და მისი პირ­ვე­ლი ტი­რი­ლის გა­გო­ნე­ბა, ასე შე­გე­ბე­ბო­და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის პირ­ველ წამს. მა­შინ არ იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­ო­რია, რომ ბავ­შვს მუ­ცელ­ში უნდა ელა­პა­რა­კო. ეს ხდე­ბო­და 17 წლის წინ. აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­მის­მი­ნა. რო­დე­საც და­ი­ბა­და, სა­ნამ და­ვი­ნა­ხავ­დი, ჯერ მისი ხმა გა­ვი­გო­ნე. მჯე­რა, რომ თუ და­უ­ბა­დე­ბელ­მა მო­მის­მი­ნა, მო­მა­ვალ­ში უფრო მო­იკ­რებს ამის ძა­ლას…

ზოგ­ჯერ ჩვე­ნი არა­ვერ­ბა­ლუ­რი კავ­ში­რი, ფიქ­რი, ერ­თმა­ნეთ­თან აღ­წევს. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ისე აპა­ტიო რამე, რომ არა­ფე­რი უთხრა. რო­დე­საც ჩემი მე­უღ­ლე გარ­და­იც­ვა­ლა და ბავ­შვს შე­ექ­მნა საკ­მა­ოდ მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ყვე­ლა ფსი­ქო­ლოგ­მა ქარ­თველ­მაც და უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტმა მკი­თხა, მინ­დო­და თუ არა ეს ბავ­შვი. მათ­თვის რო­გორც ექი­მე­ბის­თვის, ეს იყო ძა­ლი­ან მნიშვვნე­ლო­ვა­ნი, სა­ი­დან და­ი­წყო მისი არ­სე­ბო­ბა. მი­ვი­ღეთ თუ არა ხელ­გაშ­ლი­ლებ­მა და სიყ­ვა­რუ­ლით.

ძა­ლი­ან ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში მი­კი­თხვას მის­თვის აზრი. ჩვე­ნი შვი­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ჩვენ მათ არაფ­რით არ ვჯო­ბი­ვართ, გარ­და გა­მოც­დი­ლე­ბით. ხან­და­ხან თა­ვად უნდა წა­ი­ტე­ხონ ცხვი­რი და დარ­წმუნ­დნენ რომ არ ვარ­გა. ჩვენ შო­რის ისი­ნი ბევ­რად მარ­თლე­ბი არი­ან და ეს ამ­ბა­ვი უნდა გვი­ხა­რო­დეს.

ერთხელ ბე­ბი­ამ აკო­ცა ლო­ყა­ზე, იყო ორი წლის. ლო­ყა­ზე პო­მა­და დარ­ჩა და ბავ­შვმა იგ­რძნო და მო­იწ­მინ­და, რა­ზეც ბე­ბომ უთხრა, ჩემ ნა­კოცნს იწ­მენ­დო. უპა­სუ­ხა, არა, გა­და­ვი­ნა­წი­ლეო. ჩემი შვი­ლის­გან ვსწავ­ლობ, რო­გორ არ ვა­წყე­ნი­ნო ადა­მი­ა­ნებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინა
7

თავის მამიკოს ჰგავს ძალიან, ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაზარდოს!

ქართველი
15

გფარავდეთ უფალი🙏

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ექიმი რომ მამოწმებდა, ეკრანს უყურებდა და სახე შეეცვალა... მითხრა, ბავშვი რომ გაჩნდება, მის ტირილს ვერ გაიგონებო" - ეკა ტოგონიძის ერთი ამბავი შვილზე

"ექიმი რომ მამოწმებდა, ეკრანს უყურებდა და სახე შეეცვალა... მითხრა, ბავშვი რომ გაჩნდება, მის ტირილს ვერ გაიგონებო" - ეკა ტოგონიძის ერთი ამბავი შვილზე

ეკატერინე ტოგონიძემ „მთავარ არხთან“ რუბრიკაში "ერთი ამბავი“ გადაწყვიტა შვილის შესახებ მოეყოლა. მწერალსა და პოლიტიკოს რატი სამყურაშვილს, რომელიც რამდენიმე წლის წინ მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა თამარ (თუთა) სამყურაშვილი 17 წლის წინ შეეძინათ. ეკა პერიოდულად წერს სოციალურ ქსელში მოგონებებს მეუღლეზე, რაც ხშირ შემთხვევაში ემოციურად წასაკითხია. ისტორია თუთაზეც არ აღმოჩნდა გამონაკლისი, მწერალმა ჯერ არ დაბადებული შვილის შესახებ საოცარი ისტორია მოჰყვა.

- მეცხრე თვეში ვიყავი ორსულად, როდესაც ექიმთან ბოლო შემოწმებაზე ვიყავი. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ექიმი რომ მამოწმებდა, ეკრანს უყურებდა და სახე შეეცვალა. ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, არ მიპასუხა. მერე მითხრა, არაფერი, შენ ამაზე არ ინერვიულო, უბრალოდ ბავშვი რომ გაჩნდება, მის ტირილს ვერ გაიგონებო, რადგან ჭიპლარი ყელზე ჰქონდა ორჯერ შემოხვეული…

მითხრეს რომ ჭიპლარი ყელზე ჰქონდა ორჯერ შემოხვეული. მომეჩვენა, რომ მე მქონდა თავი ყულფში გაყოფილი და ორმაგი კვანძი მიჭერდა. ვიკითხე, ხომ შეიძლებოდა ბავშვს თავად გამოეხსნა თავი, მაგრამ ამის იმედი არ მოუციათ. ძალიან მინდოდა მისი პირველი ტირილის გაგონება, ასე შეგებებოდა თავისი ცხოვრების პირველ წამს. მაშინ არ იყო პოპულარული თეორია, რომ ბავშვს მუცელში უნდა ელაპარაკო. ეს ხდებოდა 17 წლის წინ. აღმოჩნდა, რომ მომისმინა. როდესაც დაიბადა, სანამ დავინახავდი, ჯერ მისი ხმა გავიგონე. მჯერა, რომ თუ დაუბადებელმა მომისმინა, მომავალში უფრო მოიკრებს ამის ძალას…

ზოგჯერ ჩვენი არავერბალური კავშირი, ფიქრი, ერთმანეთთან აღწევს. შეიძლება ადამიანს ისე აპატიო რამე, რომ არაფერი უთხრა. როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და ბავშვს შეექმნა საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები, ყველა ფსიქოლოგმა ქართველმაც და უცხოელმა სპეციალისტმა მკითხა, მინდოდა თუ არა ეს ბავშვი. მათთვის როგორც ექიმებისთვის, ეს იყო ძალიან მნიშვვნელოვანი, საიდან დაიწყო მისი არსებობა. მივიღეთ თუ არა ხელგაშლილებმა და სიყვარულით.

ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მომენტში მიკითხვას მისთვის აზრი. ჩვენი შვილები აღმოჩნდნენ ჩვენი მასწავლებლები. ჩვენ მათ არაფრით არ ვჯობივართ, გარდა გამოცდილებით. ხანდახან თავად უნდა წაიტეხონ ცხვირი და დარწმუნდნენ რომ არ ვარგა. ჩვენ შორის ისინი ბევრად მართლები არიან და ეს ამბავი უნდა გვიხაროდეს.

ერთხელ ბებიამ აკოცა ლოყაზე, იყო ორი წლის. ლოყაზე პომადა დარჩა და ბავშვმა იგრძნო და მოიწმინდა, რაზეც ბებომ უთხრა, ჩემ ნაკოცნს იწმენდო. უპასუხა, არა, გადავინაწილეო. ჩემი შვილისგან ვსწავლობ, როგორ არ ვაწყენინო ადამიანებს.

წაიკითხეთ ასევე: