საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკავეს 7 მამაკაცი, რომლებმაც ყოფილ მეგობარ ქალებს ინტიმური შინაარსის ფოტოები სოციალურ ქსელში გაუვრცელეს
დააკავეს 7 მამაკაცი, რომლებმაც ყოფილ მეგობარ ქალებს ინტიმური შინაარსის ფოტოები სოციალურ ქსელში გაუვრცელეს

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა 2023 წლის აპ­რი­ლი-მა­ი­სის პე­რი­ოდ­ში, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტებ­ზე 5 პირი და­ა­კა­ვა, რო­მელ­თა შო­რის 1 ლი­ე­ტუ­ვას მო­ქა­ლა­ქეა, ხოლო 2 პირს - ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გაც­ნო­ბილ ქალ­ბა­ტო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა­დას­ხვა დროს ჰქონ­დათ, რა დრო­საც მათი პი­რა­დი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ინ­ტი­მურ ფო­ტო­ებს, ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბებს, მი­მო­წე­რებს და ვი­დე­ო­ებს მო­ი­პო­ვებ­დნენ.

ამას­თან, სა­გა­მო­ძე­ბო სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ზემო აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მათ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით უგ­ზავ­ნიდ­ნენ, ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით და შან­ტა­ჟის მიზ­ნით ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ მა­სა­ლებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის მშობ­ლებს, ახლო ნა­თე­სა­ვებს და ნაც­ნო­ბებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით და­ირ­ღვა მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ქა­ლაქ თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი, 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ც., 2014 წლი­დან 2022 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე პე­რი­ოდ­ში, და­ზა­რა­ლე­ბულ­თან არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ასე­ვე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და. აღ­ნი­შუ­ლი კი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს წარ­მო­ად­გენ­და. ზ.ც.-მ 2022 წლის ზა­ფხულ­ში, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სა­ერ­თო ნაც­ნობ­თან და 2023 წლის მარ­ტის თვე­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რად გვერ­დზე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­გან თან­ხმო­ბის გა­რე­შე, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია უკა­ნო­ნოდ გა­ავ­რცე­ლა.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის მო­მარ­თვის შემ­დეგ, მათი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის სრუ­ლი დაც­ვით სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მოკ­ლე დრო­ში უზ­რუნ­ველ­ყო, რის შემ­დე­გაც მოხ­და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და­კა­ვე­ბა და მათ­თვის ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნა.

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157 პრი­მა (პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფა) და 159 მუხ­ლე­ბით (პი­რა­დი მი­მო­წე­რის სა­ი­დუმ­ლოს დარ­ღვე­ვა) გრძელ­დე­ბა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტე­ბის აღ­საკ­ვე­თად და და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად ბრძო­ლას აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით 67
1

მოიცა და ესენი რომ არაკაცები არიან გასაგებია, მაგრამ ასეთი ქალები? ?? ამათ რა უნდა დავარქვათ? მიკვირს აქ ზოგიერთი მამაკაცის კომენტარი. ზოგადად ქალებს პატივს ვცემ. მარტო გარეგნობით არ ვაფასებ 

ჰოოო
15

ამიტომ, იცხოვრეთ წესიერად, ,,თავისუფალი ცხოვრება"" ეგრეა, ასეთი შედეგები მოჰყვება ყცელგან, მთელ მსოფლიოში. დღეს გათხოვილი, ოჯახიანი ქალები ბევრს სცოდავენ, სტატუსს ამოფარებულნი და შემდგომ მისის მათი დაბულინგება, შანტაჟი და მკვლელობები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დააკავეს 7 მამაკაცი, რომლებმაც ყოფილ მეგობარ ქალებს ინტიმური შინაარსის ფოტოები სოციალურ ქსელში გაუვრცელეს

დააკავეს 7 მამაკაცი, რომლებმაც ყოფილ მეგობარ ქალებს ინტიმური შინაარსის ფოტოები სოციალურ ქსელში გაუვრცელეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის აპრილი-მაისის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 5 პირი დააკავა, რომელთა შორის 1 ლიეტუვას მოქალაქეა, ხოლო 2 პირს - ბრალდება წარედგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ, რა დროსაც მათი პირადი კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ.

ამასთან, საგამოძებო სამსახურში განმარტავენ, რომ ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში დაზარალებულები ზემო აღნიშნულ ინფორმაციას, მათ ნებაყოფლობით უგზავნიდნენ, ურთიერთობის დასრულების შემდეგ, შურისძიების მოტივით და შანტაჟის მიზნით ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს დაზარალებულების მშობლებს, ახლო ნათესავებს და ნაცნობებს უგზავნიდნენ.

"აღნიშნული ქმედებით დაირღვა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული ზ.ც., 2014 წლიდან 2022 წლის ზაფხულამდე პერიოდში, დაზარალებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ასევე, დაზარალებულის ინფექციური დაავადების შესახებ ინფორმაციას ფლობდა. აღნიშული კი პირადი ცხოვრების საიდუმლოს წარმოადგენდა. ზ.ც.-მ 2022 წლის ზაფხულში, დაზარალებულის საერთო ნაცნობთან და 2023 წლის მარტის თვეში, სოციალური ქსელის პირად გვერდზე, დაზარალებულისგან თანხმობის გარეშე, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია უკანონოდ გაავრცელა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო, რის შემდეგაც მოხდა ბრალდებულების დაკავება და მათთვის ბრალდების წარდგენა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 159 მუხლებით (პირადი მიმოწერის საიდუმლოს დარღვევა) გრძელდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.