საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლიზამ მითხრა, რომ ილიას საფლავთან მივიდა და ჩასძახა, - ბოლოს და ბოლოს, საქართველო თავისუფალიაო" - რას წერდა ოლივერ უორდროპი ილია ჭავჭავაძის დაზე?
"ლიზამ მითხრა, რომ ილიას საფლავთან მივიდა და ჩასძახა, -  ბოლოს და ბოლოს, საქართველო თავისუფალიაო" - რას წერდა ოლივერ უორდროპი ილია ჭავჭავაძის დაზე?

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის დამ ელი­სა­ბედ (ლიზა) ჭავ­ჭა­ვა­ძე-სა­გი­ნაშ­ვი­ლი­სამ 1925 წლამ­დე 85 წელი იცო­ცხლა ბო­ლომ­დე ეზი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და კვლავ და­პყრო­ბის ტკბილ-მწა­რე ამ­ბებს. ბრი­ტა­ნე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, ქარ­თვე­ლო­ლო­გი, მოგ­ზა­უ­რი და მთარ­გმნე­ლი, 1919-1920 წლებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ოლი­ვერ უორდრო­პი 1919 წლის 8 ოქ­ტომ­ბრით და­თა­რი­ღე­ბულ წე­რილ­ში ლიზა სა­გი­ნაშ­ვილ­თან სტუმ­რო­ბის ამ­ბავს ჰყვე­ბა და თა­ვის მე­უღ­ლეს, მარგრეტ კო­ლეტს სწერს:

ოლი­ვერ უორდრო­პი

"გუ­შინ შუ­ა­დღი­სას ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის და, ლიზა სა­გი­ნაშ­ვი­ლი მო­ვი­ნა­ხუ­ლე. ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი შეხ­ვედ­რა მათ შო­რის, რაც აქ მქო­ნია. ის 80 წელ­საა გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა გა­რეგ­ნო­ბი­სა და სა­უბ­რის მი­ხედ­ვით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებს მის­ცემ. ლიზა მარ­ტო ცხოვ­რობს საკ­მა­ოდ დიდ სახ­ლში, სა­დაც მის ძმას ხში­რად შევ­ხვედ­რი­ვარ. ის მშვი­დად და მკა­ფი­ოდ ლა­პა­რა­კობს და მისი ქარ­თუ­ლის მოს­მე­ნა ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ლი­ზამ მი­თხრა, რომ ილი­ას საფ­ლავ­თან მი­ვი­და, რო­მე­ლიც მთა­ზე, წმინ­და და­ვი­თის ეკ­ლე­სი­ას­თა­ნაა და ჩას­ძა­ხა, - ბო­ლოს და ბო­ლოს, სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლი­აო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ძმამ მისი ხმა გა­ი­გო­ნა და ახლა ბედ­ნი­ე­რია. ჩემს და­ნახ­ვა­ზე ცრემ­ლე­ბი ჩა­მო­უ­გორ­და, გა­და­მეხ­ვია და მი­თხრა, რომ რაც ძვირ­ფა­სი ძმა გარ­და­ეც­ვა­ლა, მისი ძმა ახლა მე ვარ. მა­გი­დის ცენ­ტრში, ილი­ას პორ­ტრე­ტის სი­ახ­ლო­ვეს, მარ­ჯო­რ­ის სუ­რა­თიც შევ­ნიშ­ნე. ლიზა თა­ვი­სი თა­ო­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, თა­ო­ბის რო­მე­ლიც უკვე წა­ვი­და... სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბი­დან ბევ­რი საკ­მა­ოდ მო­ხუც­და ...“

ილი­ას დები: ლიზა, ნინო და ნი­ნოს ვაჟი სი­მო­ნი

სახ­ლი, სა­დაც უორდროპ­მა ლიზა ინა­ხუ­ლა, ნი­კო­ლო­ზის ქუ­ჩა­ზე (დღე­ვან­დელ ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე) მდე­ბა­რე­ობ­და. ეს სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა ელი­სა­ბედ სა­გი­ნაშ­ვილს სა­კუთ­რე­ბა­ში გარ­დაც­ვლ ქმრის­გან, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნანტ ალექ­სან­დრე სა­გი­ნაშ­ვი­ლის­გან ერგო.მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ელი­სა­ბედ (ლიზა) სა­გი­ნაშ­ვი­ლის თხოვ­ნით, ეს სახ­ლი გა­და­ე­ცა მწე­რალ­თა კავ­შირს, სა­დაც ახლა გახ­სნი­ლია ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მე­მო­რი­ა­ლუ­რი მუ­ზე­უ­მი.

ლიზა მე­უღ­ლეს­თან და ნა­თე­სავ გო­გოს­თან ერ­თად

თა­ვის დრო­ზე კი გე­ნე­რა­ლი ალექ­სან­დრე სა­გი­ნაშ­ვი­ლის სახ­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე მაქ­სი­მე შა­რა­ძის სტამ­ბა მუ­შა­ობ­და, აქვე, მე­ო­რე სარ­თულ­ზე იყო მო­წყო­ბი­ლი "ივე­რი­ის“ რე­დაქ­ცია, მე­სა­მე­ზე კი ილია, ოლღა და ლიზა ცხოვ­რობ­დნენ.

ამ­ბო­ბენ, რომ რძალ-მულს მა­ინც და მა­ინც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­და, უფრო ლიზა ერ­ჩო­და ოლ­ღას თურ­მე, უშ­ვი­ლო­ბის გამო, თუმ­ცა შვი­ლი მა­საც არ ჰყო­ლია.

ლიზა სა­გი­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა 1925 წლის 28 სექ­ტემ­ბერს, ყვე­ლა­ზე ბოლო "ქარ­თველ­თა შო­რის წერა–კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბელ წევრთა­გან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ლიზამ მითხრა, რომ ილიას საფლავთან მივიდა და ჩასძახა, - ბოლოს და ბოლოს, საქართველო თავისუფალიაო" - რას წერდა ოლივერ უორდროპი ილია ჭავჭავაძის დაზე?

"ლიზამ მითხრა, რომ ილიას საფლავთან მივიდა და ჩასძახა, -  ბოლოს და ბოლოს, საქართველო თავისუფალიაო" - რას წერდა ოლივერ უორდროპი ილია ჭავჭავაძის დაზე?

ილია ჭავჭავაძის დამ ელისაბედ (ლიზა) ჭავჭავაძე-საგინაშვილისამ 1925 წლამდე 85 წელი იცოცხლა ბოლომდე ეზიარა საქართველოს გათავისუფლებისა და კვლავ დაპყრობის ტკბილ-მწარე ამბებს. ბრიტანელი დიპლომატი, ქართველოლოგი, მოგზაური და მთარგმნელი, 1919-1920 წლებში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ოლივერ უორდროპი 1919 წლის 8 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში ლიზა საგინაშვილთან სტუმრობის ამბავს ჰყვება და თავის მეუღლეს, მარგრეტ კოლეტს სწერს:

ოლივერ უორდროპი

"გუშინ შუადღისას ილია ჭავჭავაძის და, ლიზა საგინაშვილი მოვინახულე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი შეხვედრა მათ შორის, რაც აქ მქონია. ის 80 წელსაა გადაცილებული, თუმცა გარეგნობისა და საუბრის მიხედვით გაცილებით ნაკლებს მისცემ. ლიზა მარტო ცხოვრობს საკმაოდ დიდ სახლში, სადაც მის ძმას ხშირად შევხვედრივარ. ის მშვიდად და მკაფიოდ ლაპარაკობს და მისი ქართულის მოსმენა ერთი სიამოვნებაა. ლიზამ მითხრა, რომ ილიას საფლავთან მივიდა, რომელიც მთაზე, წმინდა დავითის ეკლესიასთანაა და ჩასძახა, - ბოლოს და ბოლოს, საქართველო თავისუფალიაო. დარწმუნებულია, რომ ძმამ მისი ხმა გაიგონა და ახლა ბედნიერია. ჩემს დანახვაზე ცრემლები ჩამოუგორდა, გადამეხვია და მითხრა, რომ რაც ძვირფასი ძმა გარდაეცვალა, მისი ძმა ახლა მე ვარ. მაგიდის ცენტრში, ილიას პორტრეტის სიახლოვეს, მარჯორის სურათიც შევნიშნე. ლიზა თავისი თაობის შესანიშნავი წარმომადგენელია, თაობის რომელიც უკვე წავიდა... სამწუხაროა, რომ ჩვენი ქართველი მეგობრებიდან ბევრი საკმაოდ მოხუცდა ...“

ილიას დები: ლიზა, ნინო და ნინოს ვაჟი სიმონი

სახლი, სადაც უორდროპმა ლიზა ინახულა, ნიკოლოზის ქუჩაზე (დღევანდელ ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე) მდებარეობდა. ეს სამსართულიანი შენობა ელისაბედ საგინაშვილს საკუთრებაში გარდაცვლ ქმრისგან, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე საგინაშვილისგან ერგო.მოგვიანებით კი ელისაბედ (ლიზა) საგინაშვილის თხოვნით, ეს სახლი გადაეცა მწერალთა კავშირს, სადაც ახლა გახსნილია ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმი.

ლიზა მეუღლესთან და ნათესავ გოგოსთან ერთად

თავის დროზე კი გენერალი ალექსანდრე საგინაშვილის სახლის პირველ სართულზე მაქსიმე შარაძის სტამბა მუშაობდა, აქვე, მეორე სართულზე იყო მოწყობილი "ივერიის“ რედაქცია, მესამეზე კი ილია, ოლღა და ლიზა ცხოვრობდნენ.

ამბობენ, რომ რძალ-მულს მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, უფრო ლიზა ერჩოდა ოლღას თურმე, უშვილობის გამო, თუმცა შვილი მასაც არ ჰყოლია.

ლიზა საგინაშვილი გარდაიცვალა 1925 წლის 28 სექტემბერს, ყველაზე ბოლო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელ წევრთაგან.