უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ზელენსკის მისალოცი ტექსტის თარგმანი საქართველოში უკრაინის საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. უკრაინის პრეზიდენტის მისალოცი წერილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელზეა:
"თქვენო აღმატებულებავ!
უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მტაცებლური შეიარაღებული აგრესიის პირობებში.
ჩვენი სახელმწიფო ასევე ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას, დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში.
ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ქართველ ხალხს კი მშვიდობასა და კეთილდღეობას.
პატივისცემით, ვოლოდიმირ ზელენსკი"
გაუმარჯოს საქართველოს და კიდევ ერთხელ გაუმეარჯოს საქართველოს და დიდება ღმერთს რომ გვაქვს მშვიდობა.უკრაინელ უბრალო ხალხს უსურვებ მშვიდობას და ზელენსკი და მადამ ფრანგს კი უსურვებ თავის სამშობლოში დაბრინებას და ცოდვების გაანალიზებას.
დიდება საქართველოს, გამარჯვება უკრაინას. იმედია ჩვენ ჩრდილოეთით და იმათ დასავლეთით ზღვა გაიჩითება.