საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება - იფრენს მერე აბასთუმანი-ჭორვილა-შუშის სასახლე" - რომან გოცირიძე
"საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება - იფრენს მერე აბასთუმანი-ჭორვილა-შუშის სასახლე" - რომან გოცირიძე

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რის გან­ცხა­დე­ბა კი­დევ ერთი გაფრ­თხი­ლე­ბაა, სა­ბო­ლოო გაფრ­თხი­ლება ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­მუ­და­მოდ ჭორ­ვი­ლა­ში ჩა­ტო­ვე­ბა იქ­ნე­ბა - იფ­რენს მერე აბას­თუ­მა­ნი-ჭორ­ვი­ლა-შუ­შის სა­სახ­ლე, - ეს გან­ცხა­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ა­კე­თა.

გო­ცი­რი­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის სან­ქცი­რე­ბა, რაც გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, ქვეყ­ნის­თვის კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა.

“სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი შემ­თხვე­ვი­თი ფაქ­ტი არ არის და ყვე­ლა­ფე­რი ერთ კონ­ტექ­სტში უნდა გან­ვი­ხი­ლოთ. ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა და რუ­სე­თის მიერ სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა, ეს ერთი სა­კი­თხია. იგი­ვეა სა­ქარ­თვე­ლო­ში ლავ­რო­ვის შვი­ლის ჩა­მოს­ვლა, რად­გან თავი არ­ხე­ი­ნად იგ­რძნეს და ჩათ­ვა­ლეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მთლი­ა­ნად მათი გავ­ლე­ნის ქვეშ არის მოქ­ცე­უ­ლი. იგი­ვეა ბო­რა­ნის გახ­სნა ნო­ვო­რო­სი­ის­კში და ასე შემ­დეგ.

ეს არის სა­კი­თხე­ბის მთე­ლი კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც იწ­ვევს უდი­დეს შეშ­ფო­თე­ბას რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­ში. სა­ქარ­თვე­ლომ და­სავ­ლეთს ზურ­გი აქ­ცია და რუ­სე­თი­სა­კენ მი­ე­ქა­ნე­ბა. ეს მთავ­რო­ბა ქვე­ყა­ნას დიდ უბე­დუ­რე­ბას მო­უ­ტანს - ერთ-ერთი ასე­თი ჩვე­ნი აე­რო­პორ­ტე­ბის ბლო­კი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნით. ეს შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი, შე­საძ­ლოა, სან­ქცი­ე­ბის რის­კის ქვეშ აღ­მოჩ­ნდნენ, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, მე­თიუ მი­ლერ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ახლა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაზ­რდის დრო არ არის.

„ბევ­რი და­სავ­ლუ­რი ქვე­ყა­ნა, მათ შო­რის აშშ, კრძა­ლავს რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში შეს­ვლას. შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნით. ეს შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი, შე­საძ­ლოა, სან­ქცი­ე­ბის რის­კის ქვეშ აღ­მოჩ­ნდნენ. ჩვენ - მთელ­მა და­სავ­ლურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ამ რე­ჟი­მის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნეთ და ახლა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაზ­რდის დრო არ არის“, - აღ­ნიშ­ნა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამაზი
0

გოცირიძე ეს პუტჩისთი ესა

 

დოი
15

დეკანოიძე და გოცირიძე მიხვდნენ რომ ნაცების სახით ხელისუფლებაში ვეღარ მობრუნდებიან და განეტიდნენ,ჭკვიანური სვლა იყო....აბა წითლიძის და ხაბეს ქვეყანა ვისაც გინდათ ჩალპით მაგ სანაცეთში და იოცნებეთ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება - იფრენს მერე აბასთუმანი-ჭორვილა-შუშის სასახლე" - რომან გოცირიძე

"საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება - იფრენს მერე აბასთუმანი-ჭორვილა-შუშის სასახლე" - რომან გოცირიძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება კიდევ ერთი გაფრთხილებაა, საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება - იფრენს მერე აბასთუმანი-ჭორვილა-შუშის სასახლე, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძის თქმით, საქართველოს აეროპორტების სანქცირება, რაც გამორიცხული არ არის, ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

“საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემთხვევითი ფაქტი არ არის და ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ფრენების აღდგენა და რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება, ეს ერთი საკითხია. იგივეა საქართველოში ლავროვის შვილის ჩამოსვლა, რადგან თავი არხეინად იგრძნეს და ჩათვალეს, რომ საქართველო მთლიანად მათი გავლენის ქვეშ არის მოქცეული. იგივეა ბორანის გახსნა ნოვოროსიისკში და ასე შემდეგ.

ეს არის საკითხების მთელი კომპლექსი, რომელიც იწვევს უდიდეს შეშფოთებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებში. საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია და რუსეთისაკენ მიექანება. ეს მთავრობა ქვეყანას დიდ უბედურებას მოუტანს - ერთ-ერთი ასეთი ჩვენი აეროპორტების ბლოკირება შეიძლება იყოს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლას. შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩვენ - მთელმა დასავლურმა საზოგადოებამ ამ რეჟიმისგან დისტანცირება მოვახდინეთ და ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.