კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსების კოშმარი და პუტინისთვის ომის გაგრძელების მოულოდნელი სცენარი: თავდასხმა რუსულ ქალაქზე - როგორია ვითარება ბელგოროდის ოლქში
რუსების კოშმარი და პუტინისთვის ომის გაგრძელების მოულოდნელი სცენარი: თავდასხმა რუსულ ქალაქზე - როგორია ვითარება ბელგოროდის ოლქში

დღეს, 22 მა­ისს, შუ­ა­დღი­დან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­იჭრ­ნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად, რუ­სე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ "ეს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის "პიარ სვლა“ იყო, რომ­ლის მი­ზა­ნიც ბახ­მუ­ტის და­კარ­გვის გა­და­ფარ­ვაა".

თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, რო­დე­საც "ბრძენ­მა მთავ­რო­ბამ" და პრო­პა­გან­დის­ტებ­მა მი­მო­ი­ხე­დეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ "პა­ტა­რა ჯგუ­ფებს" მხო­ლოდ სა­ზღვა­რი კი არ გა­ურ­ღვე­ვი­ათ, არა­მედ რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს გას­ცდნენ და ახლა ქა­ლაქ გრა­ი­ვო­რონს მი­ად­გნენ. ბრძო­ლე­ბი ამ წუთ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • ვინ შე­იჭ­რა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე?

"რუს მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის“ და "თა­ვი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის“ ლე­გი­ო­ნის წევ­რე­ბი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან შე­იჭრ­ნენ ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მათ გა­მო­ი­ყე­ნეს რამ­დე­ნი­მე ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი, ორი ტან­კი და ერთი BTR.

  • კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ლო­კა­ცი­ებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­ტა­კე­ბე­ბი?

პირ­ვე­ლი შე­ტა­კე­ბა უშუ­ა­ლოდ გამ­შვებ პუნ­ქტზე მოხ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც, გამ­შვე­ბი პუნ­ქტი გა­მაგ­რე­ბულ წერ­ტი­ლად არ არის გა­და­კე­თე­ბუ­ლი, მისი გარ­ღვე­ვა რთულ საქ­მეს არ წარ­მო­ად­გენ­და.

შემ­დეგ ბრძო­ლებ­მა ად­გი­ლობ­რივ სოფ­ლებ­ში, კო­ზინ­კა­ში, გლო­ტო­ვო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და ახლა და­ახ­ლო­ე­ბით ქა­ლაქ გრა­ი­ვორნ­თან იბ­რძვი­ან.

"ჩვენ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ კო­ზინ­კი, ეს მხო­ლოდ ჩვე­ნი მო­წი­ნა­ვე საბ­რძო­ლო ჯგუ­ფე­ბია, რუ­სე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა!“ - ავ­რცე­ლებ­დნენ მი­მარ­თვას "რმკ-ს“(რუ­სე­თის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სი) წევ­რე­ბი.

  • რა მო­ი­მოქ­მე­და რუ­სეთ­მა?

ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში რუ­სულ­მა ძა­ლოს­ნებ­მა "გა­და­ჭე­რი­სა“ და "ედელ­ვე­ი­სის“ გეგ­მა გა­მო­ა­ცხა­დეს. ეს ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ცი­ის ყვე­ლა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს. ასე­ვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, ჰა­ერ­ში კი დაფ­რი­ნა­ვენ მი-28, მი-8 და კა-52.

  • იყო თუ არა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ადრე?

2 მარტს "რმკ“-ს (რუ­სე­თის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სი) მებ­რძო­ლე­ბი ბრი­ანსკის ოლ­ქშიც შე­იჭრ­ნენ. პა­ტარ-პა­ტარ სრო­ლე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო პა­ნი­კის და­თეს­ვის, ასე­ვე ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბის შემ­დეგ მათ ოლქი და­ტო­ვეს.

  • რას ამ­ბობს უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე?

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ან­დრეი იუსო­ვი აცხა­დებს, რომ "თა­ვი­სუ­უფ­ლე­ბა რუ­სე­თის“ ლე­გი­ო­ნი და "რმკ“ ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში "უსაფრ­თხო სივ­რცის“ შექ­მნის­თვის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ატა­რე­ბენ. სივ­რცე უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად იქ­მნე­ბა.

მისი თქმით, ოპე­რა­ცი­ას უშუ­ა­ლოდ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ატა­რე­ბენ: "თა­ვი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის“ და "რმკ-ს“ წევ­რე­ბი ბელ­გო­რო­დის ოლქს ე.წ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის­გან ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ. ისი­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის ხაზს შექ­მნი­ან, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­იც­ვან", - ამ­ბობს იუსო­ვი.

  • რას ამ­ბობს რუ­სუ­ლი მხა­რე?

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სპი­კე­რი დი­მიტ­რი პეს­კო­ვი აცხა­დებს, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ პუ­ტინს აც­ნო­ბეს. მან ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა ამ "ხუ­ლიგ­ნუ­რი“ შე­ტე­ვით ბახ­მუ­ტის და­კარ­გვი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნას ცდი­ლობს.

"თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, "ფსბ"-მ და სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რებ­მა პრე­ზი­დენტს სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს.

ჩვენ კარ­გად გვეს­მის, რომ ასე­თი დი­ვერ­სი­ე­ბის მი­ზა­ნი ბახ­მუ­ტის და­კარ­გვის პო­ლი­ტი­კუ­რი ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის მცდე­ლო­ბაა“ - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის დი­ვერ­სი­ის შე­დე­გად რუ­სე­თის 8 მო­ქა­ლა­ქე და­იჭ­რა. Shot-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია 39 უკ­რა­ი­ნე­ლი ბო­ე­ვი­კი, რამ­დე­ნი­მე კი ტყვე­დაა აყ­ვა­ნი­ლი.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

ნა­ხეთ ასე­ვე:

"სტა­ლინ­მა გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი დახ­ვრი­ტა. რო­გორც ჩანს, ასე­თი მიდ­გო­მა უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ" - პრი­გო­ჟი­ნის სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, სას­ტი­კი კრი­ტი­კა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბას და "პარ­კე­ტის გე­ნერ­ლებს"

სად "გაქ­რა" ვა­ლე­რი ზა­ლუ­ჟ­ნი? - რუ­სე­ბის სპე­კუ­ლა­ცია, თუ რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა, რომ­ლის წი­ნა­შეც უკ­რა­ი­ნე­ლი მთა­ვარ­სარ­და­ლი დგას: ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია გე­ნე­რალ­ზე

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით 67
10

ჯერ კიდევ სჯერათ საქართველოში რუსეთის უძლეველობის!

სოსო
9

იმაზე საუბარი, მით უმეტეს, კომენტირება, რის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, მინიმუმ, უხერხულია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსების კოშმარი და პუტინისთვის ომის გაგრძელების მოულოდნელი სცენარი: თავდასხმა რუსულ ქალაქზე - როგორია ვითარება ბელგოროდის ოლქში

რუსების კოშმარი და პუტინისთვის ომის გაგრძელების მოულოდნელი სცენარი: თავდასხმა რუსულ ქალაქზე - როგორია ვითარება ბელგოროდის ოლქში

დღეს, 22 მაისს, შუადღიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში დივერსიული ჯგუფები უკრაინელი სამხედროების დახმარებით შეიჭრნენ. თავდაპირველად, რუსები ინფორმაციას უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ "ეს მოწინააღმდეგის "პიარ სვლა“ იყო, რომლის მიზანიც ბახმუტის დაკარგვის გადაფარვაა".

თუმცა რამდენიმე საათში, როდესაც "ბრძენმა მთავრობამ" და პროპაგანდისტებმა მიმოიხედეს, აღმოჩნდა, რომ ამ "პატარა ჯგუფებს" მხოლოდ საზღვარი კი არ გაურღვევიათ, არამედ რამდენიმე დასახლებულ პუნქტს გასცდნენ და ახლა ქალაქ გრაივორონს მიადგნენ. ბრძოლები ამ წუთშიც მიმდინარეობს.

  • ვინ შეიჭრა რუსეთის ტერიტორიაზე?

"რუს მოხალისეთა კორპუსის“ და "თავისუფლება რუსეთის“ ლეგიონის წევრები უკრაინის ტერიტორიიდან შეიჭრნენ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე. მათ გამოიყენეს რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ორი ტანკი და ერთი BTR.

  • კონკრეტულად რომელ ლოკაციებზე მიმდინარეობს შეტაკებები?

პირველი შეტაკება უშუალოდ გამშვებ პუნქტზე მოხდა, თუმცა რამდენადაც, გამშვები პუნქტი გამაგრებულ წერტილად არ არის გადაკეთებული, მისი გარღვევა რთულ საქმეს არ წარმოადგენდა.

შემდეგ ბრძოლებმა ადგილობრივ სოფლებში, კოზინკაში, გლოტოვოში გადაინაცვლა და ახლა დაახლოებით ქალაქ გრაივორნთან იბრძვიან.

"ჩვენ გავათავისუფლეთ კოზინკი, ეს მხოლოდ ჩვენი მოწინავე საბრძოლო ჯგუფებია, რუსეთი თავისუფალი იქნება!“ - ავრცელებდნენ მიმართვას "რმკ-ს“(რუსეთის მოხალისეთა კორპუსი) წევრები.

  • რა მოიმოქმედა რუსეთმა?

ბელგოროდის ოლქში რუსულმა ძალოსნებმა "გადაჭერისა“ და "ედელვეისის“ გეგმა გამოაცხადეს. ეს ნიშნავს, რომ პოლიციის ყველა განყოფილებაში თანამშრომლები გამოიძახეს. ასევე მობილიზებულია ჯავშანტექნიკა, ჰაერში კი დაფრინავენ მი-28, მი-8 და კა-52.

  • იყო თუ არა მსგავსი შემთხვევები ადრე?

2 მარტს "რმკ“-ს (რუსეთის მოხალისეთა კორპუსი) მებრძოლები ბრიანსკის ოლქშიც შეიჭრნენ. პატარ-პატარ სროლებისა და საინფორმაციო პანიკის დათესვის, ასევე ვიდეოების გადაღების შემდეგ მათ ოლქი დატოვეს.

  • რას ამბობს უკრაინული მხარე?

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი აცხადებს, რომ "თავისუუფლება რუსეთის“ ლეგიონი და "რმკ“ ბელგოროდის ოლქში "უსაფრთხო სივრცის“ შექმნისთვის სპეცოპერაციას ატარებენ. სივრცე უკრაინელი მოქალაქეების დასაცავად იქმნება.

მისი თქმით, ოპერაციას უშუალოდ რუსეთის მოქალაქეები ატარებენ: "თავისუფლება რუსეთის“ და "რმკ-ს“ წევრები ბელგოროდის ოლქს ე.წ პუტინის რეჟიმისგან ათავისუფლებენ. ისინი უსაფრთხოების ხაზს შექმნიან, რომ უკრაინელი მოქალაქეები დაიცვან", - ამბობს იუსოვი.

  • რას ამბობს რუსული მხარე?

ვლადიმერ პუტინის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ სიტუაციის შესახებ პუტინს აცნობეს. მან ასევე დასძინა, რომ უკრაინა ამ "ხულიგნური“ შეტევით ბახმუტის დაკარგვიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

"თავდაცვის სამინისტრომ, "ფსბ"-მ და სასაზღვრო სამსახურებმა პრეზიდენტს სიტუაციის შესახებ აცნობეს.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასეთი დივერსიების მიზანი ბახმუტის დაკარგვის პოლიტიკური ყურადღების გადატანის მცდელობაა“ - განაცხადა პესკოვმა.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უკრაინული მხარის დივერსიის შედეგად რუსეთის 8 მოქალაქე დაიჭრა. Shot-ის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 39 უკრაინელი ბოევიკი, რამდენიმე კი ტყვედაა აყვანილი.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე

ნახეთ ასევე:

"სტალინმა გენშტაბის ხელმძღვანელი დახვრიტა. როგორც ჩანს, ასეთი მიდგომა უნდა გამოვიყენოთ" - პრიგოჟინის სკანდალური განცხადება, სასტიკი კრიტიკა რუსეთის თავდაცვის უწყებას და "პარკეტის გენერლებს"

სად "გაქრა" ვალერი ზალუჟნი? - რუსების სპეკულაცია, თუ რეალური პრობლემა, რომლის წინაშეც უკრაინელი მთავარსარდალი დგას: ყველა ინფორმაცია გენერალზე