პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას შეიძენთ 50 ლარად წიგნების ფესტივალზე "პალიტრა L-ის" სტენდთან
რას შეიძენთ 50 ლარად წიგნების ფესტივალზე "პალიტრა L-ის" სტენდთან

სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ი­უ­ბი­ლეო 25-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა! ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი 25 მა­ი­სი­დან 28 მა­ი­სის ჩათ­ვლით, „ექ­სპო ჯორ­ჯი­ის“ სივ­რცე­ში გა­ი­მარ­თე­ბა. წიგ­ნე­ბის ზღვა არ­ჩე­ვა­ნი, სა­უ­კე­თე­სო ფა­სე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი ავ­ტო­რებ­თან და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში გე­ლო­დე­ბათ.

წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია იმი­სათ­ვის, რომ და­ათ­ვა­ლი­ე­როთ სხვა­დას­ხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბის წიგ­ნე­ბი, გა­ეც­ნოთ სი­ახ­ლე­ებს ლი­ტე­რა­ტუ­რულ სამ­ყა­რო­ში, ისარ­გებ­ლოთ ფას­დაკ­ლე­ბე­ბით და გა­ამ­დიდ­როთ სა­კუ­თა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა.

ალ­ბათ ძა­ლი­ან ძნე­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა იქ, სა­დაც წიგ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თა­ნაც სა­უ­კე­თე­სო ფა­სად. თუ ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რო­ბას აპი­რებთ, წიგ­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ში ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით.

მოდი ვნა­ხოთ, თუ რის შე­ძე­ნას შეძ­ლებთ 50 ლა­რად, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის დახ­ლთან.

კა­მი­ლა შამ­ზი - ხან­ძა­რი სახ­ლში

კა­მი­ლა შამ­ზი, „ხან­ძა­რი სახ­ლში“, 2022, გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L, მთარ­გმნე­ლი: სა­ლო­მე ჩი­ტა­ძე

ისმა თა­ვი­სუ­ფა­ლია. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და-ძმის მოვ­ლას თა­ვი­სი სურ­ვი­ლე­ბი­სა და ოც­ნე­ბის მრა­ვა­ლი წელი შე­ა­ლია. ახლა ორი­ვე ზრდას­რუ­ლია და ის­მას შე­უძ­ლია სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლოს ამე­რი­კა­ში… მაგ­რამ მა­ინც არ ას­ვე­ნებს ფიქ­რი ანი­კა­ზე, თა­ვის ლა­მაზ­სა და ჯიუტ დაზე, და პარ­ვიზ­ზე, ჯი­ჰა­დი მა­მის საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე მე­ოც­ნე­ბე ძმა­ზე, ერთ დღე­საც რომ გა­უ­ჩი­ნარ­და. მერე დე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა ეი­მო­ნი _ გავ­ლე­ნი­ა­ნი მი­ნის­ტრის ვაჟი, რო­მე­ლიც მა­მის თა­ნამ­დე­ბო­ბა­სა და მის ავ­ტო­რი­ტეტს ქვე­ყა­ნა­ში, ასე თუ ისე, ან­გა­რიშს უწევს…. უწევ­და… ანი­კას­თან შეხ­ვედ­რამ­დე. მა­მის მი­ნის­ტრო­ბა მის­თვის საყ­ვა­რელ ქალ­თან ბედ­ნი­ე­რე­ბის შან­სი გახ­და. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ორი ოჯა­ხის ბედი და­მან­გრევ­ლად იკ­ვე­თე­ბა და იბა­დე­ბა კი­თხვა: სიყ­ვა­რუ­ლის­თვის რამ­ხე­ლა მსხვერ­პლის გა­ღე­ბა შეგ­ვიძ­ლია?!

ემა რიდ ტუ­რე­ლი - იზ­რუ­ნე სა­კუ­თარ თავ­ზე

ყვე­ლამ ვი­ცით, რო­გო­რი გრძნო­ბაა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს მოვ­წონ­ვართ, მხარს გვი­ჭე­რენ, რო­დე­საც სხვე­ბის­თვის მი­სა­ღე­ბი ვართ. ეს ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ცხა­დია, ისიც სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია, რომ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის მხარ­და­ჭე­რი­სა და მათი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სურ­ვი­ლი გვაქვს. პრობ­ლე­მა მა­შინ ჩნდე­ბა, როცა ამ დროს სა­კუ­თა­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი გვა­ვი­წყდე­ბა. ემა რიდ ტუ­რე­ლი რო­გორც ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი და კლი­ნი­კუ­რი პრაქ­ტი­კო­სი ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს სხვებ­ზე მორ­გე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან. თა­ვის ნო­ვა­ტო­რულ, მო­ზო­მილ და ღრმა­ში­ნა­არ­სი­ან წიგნ­ში, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ის­ტო­რი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ის გვთა­ვა­ზობს სხვებ­ზე მორ­გე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს, პრობ­ლე­მის გა­აზ­რე­ბი­სა და გა­დაჭ­რის გზებს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი თა­ვის უკეთ შეც­ნო­ბა­სა და უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის სტი­ლის პოვ­ნა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

დე­ი­მონ გალ­გუ­ტი - პი­რო­ბა

სამ­ხრე­თაფ­რი­კე­ლი დრა­მა­ტურ­გი­სა და რო­მა­ნის­ტის ამ შთამ­ბეჭ­დავ­მა ტექ­სტმა 2021 წელს ბუ­კე­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­მია მო­ი­პო­ვა. „პი­რო­ბა“ სამ­ხრეთ აფ­რი­კის ის­ტო­რი­ას­თან ერ­თად ავ­ტო­რის უნი­კა­ლურ წე­რის სტილს გა­გაც­ნობთ, რომ­ლის გა­მოც გალ­გუტს ხში­რად უი­ლი­ამ ფოლკ­ნერ­სა და ვირ­ჯი­ნია ვულფს ადა­რე­ბენ. „პი­რო­ბა“ პრე­ტო­რი­ის მახ­ლო­ბელ ფერ­მა­ში მცხოვ­რე­ბი სამ­ხრე­თაფ­რი­კუ­ლი ოჯა­ხის დაშ­ლის ამ­ბავს ჰყვე­ბა. ავ­ტო­რი თხრო­ბის პერ­სპექ­ტი­ვას ოთხ პერ­სო­ნაჟს შო­რის ცვლის და მათი ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­მხრივ გან­სხვა­ვე­ბულ გზებს აჩ­ვე­ნებს. მათი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­ცე­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, გალ­გუ­ტი ოთხი სივ­რცის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით პოსტ-აპარ­ტე­ი­დის ხა­ნას წარ­მო­ა­ჩენს. სვორ­ტე­ბის ოჯა­ხუ­რი საგა სამ­ხრეთ აფ­რი­კის ის­ტო­რი­ი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი ყო­ფის მკა­ფიო, პირ­და­პი­რი შე­ფა­სე­ბაა, რო­მე­ლიც ამ­ბის თხრო­ბი­სას ან­გა­რიშ­მი­უ­ცემ­ლად ეთა­მა­შე­ბა შე­კი­თხვებს: „სა­ი­დან მოვ­დი­ვართ, რანი ვართ, საით მივ­დი­ვართ,“ მაგ­რამ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა – რად ვიქ­ცე­ვით ცხოვ­რე­ბის გზა­ზე.

ნედ ვი­ზი­ნი - ეს უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი

16 წლის კრე­გი ბრუკ­ლინ­ში ცხოვ­რობს და სკო­ლა­სა და ცხოვ­რე­ბა­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის ლა­მის პა­რა­ნო­ი­დულ­მა სურ­ვილ­მა იმ­დე­ნად და­ამ­ძი­მა, რომ თვით­მკვლე­ლო­ბის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა, რა­საც, სა­ბო­ლო­ოდ, ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე მიჰ­ყავს. სწო­რედ აქ პო­უ­ლობს სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს, აგ­ნებს თვის ჭეშ­მა­რიტ მო­წო­დე­ბას და ცხოვ­რე­ბის მე­გო­ბარ­საც იძენს...

მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლი - მარ­გა­ლი­ტე­ბი

15 წლის მარ­გო სვა­ნე­თი­სუ­ბან­ში ცხოვ­რობს, ანა­ნა­სებ­ზე ოც­ნე­ბობს, ძა­ლი­ან ბევ­რს კი­თხუ­ლობს და ამ­ჩნევს ყვე­ლა­ფერს, რა­საც სხვე­ბი ვერ ხე­და­ვენ. მისი ცხოვ­რე­ბა სავ­სეა წვრილ­მა­ნი სას­წა­უ­ლე­ბით და ამ სას­წა­უ­ლე­ბის შუ­ა­გულ­ში სამ­ნი არი­ან: მარ­გო, მისი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი და, ანა, და პუტ­კუ­ნა, საყ­ვა­რე­ლი ბი­ძაშ­ვი­ლი, ბელა. დიდი ქა­ლა­ქის ამ პა­ტა­რა უბან­ში დღე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ჰგავს _ უდე­ნო­ბის გამო ტე­ლე­ვი­ზორს იშ­ვი­ა­თად რთა­ვენ, სა­მე­ზობ­ლო­ში ყვე­ლას პი­რად თუ სა­ჯა­რო ამ­ბებს ხან უბ­ნის ბირ­ჟა­ზე, ხან ეკ­ლე­სი­ა­ში და ხა­ნაც სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­ში, ლამ­პის შუქ­ზე, ფინ­ჯა­ნი ყა­ვის თან­ხლე­ბით გა­ნი­ხი­ლა­ვენ, ჭო­რა­ო­ბენ, ჩხუ­ბო­ბენ, კა­მა­თო­ბენ, სიყ­ვა­რულს უხ­სნი­ან... მარ­გო, რო­მელ­საც უნდა, რომ მწე­რა­ლი და ში­ნა­ბე­რა გა­მო­ვი­დეს“, დე­ტა­ლუ­რად გვიყ­ვე­ბა ამ ამ­ბებს _ ” ხან გვაბ­რა­ზებს, ხან გვა­ცი­ნებს... და ამა­სო­ბა­ში ხდე­ბა რა­ღაც, რაც ყვე­ლა­ფერს ცვლის... დე­ბი­უ­ტან­ტი მწერ­ლის, მა­რი­ამ გურ­გე­ნიშ­ვი­ლის, რო­მა­ნი 1990იანი წლე­ბის და­სა­წყი­სის თბი­ლისს სრუ­ლე­ბით ახ­ლე­ბუ­რად და­გა­ნახ­ვებთ. მკი­თხვე­ლის თვალ­წინ დრო­ზე ადრე გაზ­რდი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ყვე­ლა­ფერს უძ­ლე­ბენ, რისი გაძ­ლე­ბაც, ერთი შე­ხედ­ვით, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს არის სი­ცი­ლი­თა და ცრემ­ლე­ბით სავ­სე ამ­ბა­ვი ქვე­ყა­ნა­სა და გო­გო­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლონ და გა­დარ­ჩნენ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

რას შეიძენთ 50 ლარად წიგნების ფესტივალზე "პალიტრა L-ის" სტენდთან

რას შეიძენთ 50 ლარად წიგნების ფესტივალზე "პალიტრა L-ის" სტენდთან

სულ რამდენიმე დღეში თბილისის წიგნის საიუბილეო 25-ე საერთაშორისო ფესტივალი იწყება! ბევრისთვის საყვარელი ფესტივალი 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიის“ სივრცეში გაიმართება. წიგნების ზღვა არჩევანი, საუკეთესო ფასები, შეხვედრები ავტორებთან და პრეზენტაციები - ეს ყველაფერი პავილიონებში გელოდებათ.

წიგნის ფესტივალი საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ დაათვალიეროთ სხვადასხვა გამომცემლობის წიგნები, გაეცნოთ სიახლეებს ლიტერატურულ სამყაროში, ისარგებლოთ ფასდაკლებებით და გაამდიდროთ საკუთარი ბიბლიოთეკა.

ალბათ ძალიან ძნელია გადაწყვეტილების მიღება იქ, სადაც წიგნების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი, თანაც საუკეთესო ფასად. თუ ფესტივალის სტუმრობას აპირებთ, წიგნების არჩევაში ჩვენ დაგეხმარებით.

მოდი ვნახოთ, თუ რის შეძენას შეძლებთ 50 ლარად, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის დახლთან.

კამილა შამზი - ხანძარი სახლში

კამილა შამზი, „ხანძარი სახლში“, 2022, გამომცემლობა პალიტრა L, მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე

ისმა თავისუფალია. დედის გარდაცვალების შემდეგ და-ძმის მოვლას თავისი სურვილებისა და ოცნების მრავალი წელი შეალია. ახლა ორივე ზრდასრულია და ისმას შეუძლია სწავლა გააგრძელოს ამერიკაში… მაგრამ მაინც არ ასვენებს ფიქრი ანიკაზე, თავის ლამაზსა და ჯიუტ დაზე, და პარვიზზე, ჯიჰადი მამის საქმის გაგრძელებაზე მეოცნებე ძმაზე, ერთ დღესაც რომ გაუჩინარდა. მერე დების ცხოვრებაში გამოჩნდება ეიმონი _ გავლენიანი მინისტრის ვაჟი, რომელიც მამის თანამდებობასა და მის ავტორიტეტს ქვეყანაში, ასე თუ ისე, ანგარიშს უწევს…. უწევდა… ანიკასთან შეხვედრამდე. მამის მინისტრობა მისთვის საყვარელ ქალთან ბედნიერების შანსი გახდა. დიდ ბრიტანეთში ორი ოჯახის ბედი დამანგრევლად იკვეთება და იბადება კითხვა: სიყვარულისთვის რამხელა მსხვერპლის გაღება შეგვიძლია?!

ემა რიდ ტურელი - იზრუნე საკუთარ თავზე

ყველამ ვიცით, როგორი გრძნობაა, როდესაც ადამიანებს მოვწონვართ, მხარს გვიჭერენ, როდესაც სხვებისთვის მისაღები ვართ. ეს ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ცხადია, ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ გარშემომყოფების მხარდაჭერისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარების გაწევის სურვილი გვაქვს. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ამ დროს საკუთარი საჭიროებები გვავიწყდება. ემა რიდ ტურელი როგორც ფსიქოთერაპევტი და კლინიკური პრაქტიკოსი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს სხვებზე მორგებულ ადამიანებთან. თავის ნოვატორულ, მოზომილ და ღრმაშინაარსიან წიგნში, ასეთი ადამიანების ცხოვრებისეულ ისტორიებზე დაყრდნობით, ის გვთავაზობს სხვებზე მორგების ალტერნატივებს, პრობლემის გააზრებისა და გადაჭრის გზებს, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და უკეთესი ცხოვრების სტილის პოვნაში დაგეხმარებათ.

დეიმონ გალგუტი - პირობა

სამხრეთაფრიკელი დრამატურგისა და რომანისტის ამ შთამბეჭდავმა ტექსტმა 2021 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია მოიპოვა. „პირობა“ სამხრეთ აფრიკის ისტორიასთან ერთად ავტორის უნიკალურ წერის სტილს გაგაცნობთ, რომლის გამოც გალგუტს ხშირად უილიამ ფოლკნერსა და ვირჯინია ვულფს ადარებენ. „პირობა“ პრეტორიის მახლობელ ფერმაში მცხოვრები სამხრეთაფრიკული ოჯახის დაშლის ამბავს ჰყვება. ავტორი თხრობის პერსპექტივას ოთხ პერსონაჟს შორის ცვლის და მათი ცხოვრების ყოველმხრივ განსხვავებულ გზებს აჩვენებს. მათი განვითარებისა და დაცემის პარალელურად, გალგუტი ოთხი სივრცის გაერთიანებით პოსტ-აპარტეიდის ხანას წარმოაჩენს. სვორტების ოჯახური საგა სამხრეთ აფრიკის ისტორიისა და ადამიანური ყოფის მკაფიო, პირდაპირი შეფასებაა, რომელიც ამბის თხრობისას ანგარიშმიუცემლად ეთამაშება შეკითხვებს: „საიდან მოვდივართ, რანი ვართ, საით მივდივართ,“ მაგრამ, უპირველეს ყოვლისა – რად ვიქცევით ცხოვრების გზაზე.

ნედ ვიზინი - ეს უცნაური ამბავი

16 წლის კრეგი ბრუკლინში ცხოვრობს და სკოლასა და ცხოვრებაში თავის დამკვიდრების ლამის პარანოიდულმა სურვილმა იმდენად დაამძიმა, რომ თვითმკვლელობის სურვილი უჩნდება, რასაც, საბოლოოდ, ფსიქიატრიულ საავადმყოფომდე მიჰყავს. სწორედ აქ პოულობს სულიერ სიმშვიდეს, აგნებს თვის ჭეშმარიტ მოწოდებას და ცხოვრების მეგობარსაც იძენს...

მარიამ გურგენიშვილი - მარგალიტები

15 წლის მარგო სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს _ უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან... მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს“, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს _ ” ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს... და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის... დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის, რომანი 1990იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ.

R