კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალენ დელონის ვაჟი, რომელსაც ლეგენდარული მსახიობი შვილად არ აღიარებდა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - კრისტიან ბულონის გარდაცვალების საქმეზე მისი მომვლელი ქალი დააკავეს
ალენ დელონის ვაჟი, რომელსაც ლეგენდარული მსახიობი შვილად არ აღიარებდა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - კრისტიან ბულონის გარდაცვალების საქმეზე მისი მომვლელი ქალი დააკავეს

60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ალენ დე­ლო­ნის "უკა­ნო­ნო“ ვაჟი, ფო­ტოგ­რა­ფი და მსა­ხი­ო­ბი კრის­ტი­ან აა­რონ ბუ­ლო­ნი. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Le Parisien წერს.

ბუ­ლო­ნი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს პა­რიზ­ში, სა­კუ­თარ ბი­ნა­ში. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. კერ­ძოდ, მას აწუ­ხებ­და ჰე­მიპ­ლე­გია - კუნ­თე­ბის სი­სუს­ტე.

"ბოლო დროს, რო­დე­საც მას ვე­სა­უბ­რე ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, ცუ­დად და­ე­ცა და მას შემ­დეგ სი­ა­რუ­ლი უჭირ­და", - გა­ნუ­ცხა­და Le Parisien-ს ფო­ტოგ­რაფ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ.

კრის­ტი­ა­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ცნო­ბით, ბუ­ლო­ნის ცხე­და­რი ეტ­ლში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. კრის­ტი­ა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა ქალ­მა, რო­მელ­საც მას­ზე უნდა ეზ­რუ­ნა, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­ლში არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

მომ­ვლე­ლი ქალი და­კა­ვე­ბუ­ლია, პო­ლი­ცი­ამ ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა, რად­გან "საფრ­თხის ქვეშ მყოფ პირს დახ­მა­რე­ბა არ გა­უ­წია“. შემ­თხვე­ვის გა­რე­მო­ე­ბე­ბის და­ზუს­ტე­ბამ­დე ქალი და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

კრის­ტი­ა­ნი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე

კრის­ტი­ან აა­რონ ბუ­ლო­ნის დედა გერ­მა­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი, მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი კრის­ტა პე­ფგე­ნი იყო, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია ნი­კოს ფსევ­დო­ნი­მით. იგი თა­ნამ­შრომ­ლობ­და ენდი უორ­ჰოლ­თან და ითა­მა­შა ეპი­ზო­დუ­რი როლი ფე­დე­რი­კო ფე­ლი­ნის ფილმ La Dolce Vita-ში. ქალი ამ­ბობ­და, რომ 1962 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შვი­ლის მამა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ალენ დე­ლო­ნი იყო. თა­ვად დე­ლონ­მა უარ­ყოფ­და ამ ფაქტს, მან უარი თქვა დნმ-ის ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა­ზე.

კრის­ტი­ან­მა ორ­ჯერ უჩივ­ლა ცნო­ბილ მსა­ხი­ობს მა­მო­ბის დად­გე­ნის მო­თხოვ­ნით, მაგ­რამ ორი­ვე­ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის სა­სარ­გებ­ლოდ არ გა­მო­ი­ტა­ნეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­ლონს არ სურ­და ბუ­ლო­ნის შვი­ლად აღი­ა­რე­ბა, მსა­ხი­ო­ბის დე­დამ, ედიტ არ­ნოლდმა, ბიჭი სა­კუ­თარ შვი­ლიშ­ვი­ლად მი­ი­ღო და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მას­ზე ზრუ­ნავ­და. კრის­ტი­ა­ნი ალენ დე­ლო­ნის დე­დის მე­ო­რე მე­უღ­ლემ პოლ ბუ­ლონ­მა იშ­ვი­ლა.

ერთ-ერთი ბოლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 2022 წელს გა­ი­მარ­თა. სამი შვი­ლის სა­ა­მა­ყო მა­მას, ალენ დე­ლონს არა­სო­დეს სურ­და არი ბუ­ლო­ნის მა­მო­ბა ეღი­ა­რე­ბი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, აა­რონს ბო­ლომ­დე ჰქონ­და იმე­დი, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მსა­ხი­ო­ბი მას თა­ვის კა­ნო­ნი­ერ შვი­ლად გა­მო­ა­ცხა­დებ­და.

სა­ვა­რა­უ­დოდ ნა­ხე­ვარძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­სტაგ­რამ­ზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა დე­ლო­ნის ვაჟ­მა ან­ტო­ნი დე­ლონ­მა.

"მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე არი. ტრა­გი­კუ­ლი ბედი, სევ­და...“ - წერს ან­ტო­ნი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომენტატორებს
5

''ნეტავი ერთი თქვენ საქმე გამოგლევიათ.''

!!
4

ალენ დელონი - ლამაზი, მაგრამ არავაჟკაცური....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ალენ დელონის ვაჟი, რომელსაც ლეგენდარული მსახიობი შვილად არ აღიარებდა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - კრისტიან ბულონის გარდაცვალების საქმეზე მისი მომვლელი ქალი დააკავეს

ალენ დელონის ვაჟი, რომელსაც ლეგენდარული მსახიობი შვილად არ აღიარებდა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - კრისტიან ბულონის გარდაცვალების საქმეზე მისი მომვლელი ქალი დააკავეს

60 წლის ასაკში გარდაიცვალა ალენ დელონის "უკანონო“ ვაჟი, ფოტოგრაფი და მსახიობი კრისტიან აარონ ბულონი. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien წერს.

ბულონი გარდაცვლილი იპოვეს პარიზში, საკუთარ ბინაში. გავრცელებული ინფორმაციით, მას სიცოცხლის ბოლო წლებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. კერძოდ, მას აწუხებდა ჰემიპლეგია - კუნთების სისუსტე.

"ბოლო დროს, როდესაც მას ვესაუბრე ეტლით გადაადგილდებოდა, ცუდად დაეცა და მას შემდეგ სიარული უჭირდა", - განუცხადა Le Parisien-ს ფოტოგრაფთან დაახლოებულმა წყარომ.

კრისტიანი ახალგაზრდობაში

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ბულონის ცხედარი ეტლში აღმოაჩინეს. კრისტიანი გარდაცვლილი იპოვა ქალმა, რომელსაც მასზე უნდა ეზრუნა, თუმცა როგორც ჩანს, რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში არ იმყოფებოდა.

მომვლელი ქალი დაკავებულია, პოლიციამ ბრალი წაუყენა, რადგან "საფრთხის ქვეშ მყოფ პირს დახმარება არ გაუწია“. შემთხვევის გარემოებების დაზუსტებამდე ქალი დაკავებული იქნება.

კრისტიანი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე

კრისტიან აარონ ბულონის დედა გერმანელი მომღერალი, მოდელი და მსახიობი კრისტა პეფგენი იყო, რომელიც ცნობილია ნიკოს ფსევდონიმით. იგი თანამშრომლობდა ენდი უორჰოლთან და ითამაშა ეპიზოდური როლი ფედერიკო ფელინის ფილმ La Dolce Vita-ში. ქალი ამბობდა, რომ 1962 წელს დაბადებული შვილის მამა ცნობილი მსახიობი ალენ დელონი იყო. თავად დელონმა უარყოფდა ამ ფაქტს, მან უარი თქვა დნმ-ის ტესტის ჩატარებაზე.

კრისტიანმა ორჯერ უჩივლა ცნობილ მსახიობს მამობის დადგენის მოთხოვნით, მაგრამ ორივეჯერ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ არ გამოიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ დელონს არ სურდა ბულონის შვილად აღიარება, მსახიობის დედამ, ედიტ არნოლდმა, ბიჭი საკუთარ შვილიშვილად მიიღო და სიცოცხლის ბოლომდე მასზე ზრუნავდა. კრისტიანი ალენ დელონის დედის მეორე მეუღლემ პოლ ბულონმა იშვილა.

ერთ-ერთი ბოლო სასამართლო პროცესი 2022 წელს გაიმართა. სამი შვილის საამაყო მამას, ალენ დელონს არასოდეს სურდა არი ბულონის მამობა ეღიარებინა. მიუხედავად ყველაფრისა, აარონს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მსახიობი მას თავის კანონიერ შვილად გამოაცხადებდა.

სავარაუდოდ ნახევარძმის გარდაცვალების შესახებ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა დელონის ვაჟმა ანტონი დელონმა.

"მშვიდად განისვენე არი. ტრაგიკული ბედი, სევდა...“ - წერს ანტონი.