სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვჯერა, რომ შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება" - სერგეი გავრილოვი
"გვჯერა, რომ შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება" - სერგეი გავრილოვი

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნას არ გა­მო­რი­ცხავს. ამის შე­სა­ხებ რუს­მა დე­პუ­ტატ­მა "რო­სი­ის­კა­ია გა­ზე­ტას“ გა­ნუ­ცხა­და.

"ჩვენ გვჯე­რა, რომ შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა, ელ­ჩე­ბის გაც­ვლა იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გავ­რი­ლოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის, სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ორი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­კონ­სუ­ლო მხარ­და­ჭე­რის არ­სე­ბო­ბას.

"ასე­თი ნა­ბი­ჯის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხზე, მისი ერ­თგუ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის მი­მართ. ჩვენს ხალ­ხებს მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აკავ­ში­რებს, გვაქვს სა­ერ­თო სუ­ლი­ე­რი და მო­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, კულ­ტუ­რა“, - აღ­ნიშ­ნა სერ­გეი გავ­რი­ლოვ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, მას შემ­დეგ, რაც 2019 წელს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თან ავი­ა­რე­ი­სე­ბი გა­ა­უქ­მა, თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი დღეს პირ­ვე­ლად დაჯ­და. სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის ფრე­ნის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში მი­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

იძულებული გავხდი მენახა ამ გავრილოვის ბიოგრაფია-კგბა , ბაბუა ყავდაო ლომთაძე , სავარაუდოდ დედაც ! 1966 წელს დაბადებულმა კაცმა დაამთავრა 1989 წელს უნივერსიტეტი პოლიტეკონომიის (მარქსიზმის ეკონომიკური გაპრავების დემაგოგიაა , დოგმები და სიყალბე-შრომის ექსპლუატაციით ღირებულება არ იმატება, შრომა საქონელია, იყიდება შრომის ბაზარზე და სხვადსხვა ხარისხს სხვადასხვა ფასი აქვს !) განხრით და ეგრევე !!!( "გამოუცდელი" ახალგაზრდა ) დეპუტატი ხდება ტულაში, ისე რომ კომორგობაც არ გაუვლია, არცსტაჟირება ამერიკაში, მას მერე ხუთ, თუ ოთხგზის დუმის დეპუტატი ზუგანოვის განხრით-ლენინს არ ქონია ასეთი კარიერა მისსავე შექმენილ პარტიაში , ხარისხი დაიცვა ანარქისტებზე -ეს კი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ფიზიკურად განადგურების თეორიაა, კომუნისტი იყო ყოველთვის და არის ახლაც , ამავე დროს "მორწმუნე მართლმადიდებელია", თვალში ნაცარს აყრის მის ამომრჩეველს და თან ავია ინდუსტრიის გიგანტებში "მუშაობდა", ვნეშეკონომბანკში და სახბანკშიც-ხუმრობთ ? მფრინავიცაა, ცადმფრენებს აგებდა ! სარწმუნოა ახლა ეს ? უფრო სარწმუნოა , რომ მისი კავშირი ვაშაძესა და ხომშტერიასთან მითი არ არის-სამივე ერთი კგბა !

ასე რომ
1

თუ დიბლომატიური კავშირის აღდგენას შეეცდება ეს მთავრობა , ნაადრევად დაამთავრებს მოღვაწეობას! ასეა ეს და სხვანაირად არ იქნება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გვჯერა, რომ შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება" - სერგეი გავრილოვი

"გვჯერა, რომ შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იქნება" - სერგეი გავრილოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას არ გამორიცხავს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა "როსიისკაია გაზეტას“ განუცხადა.

"ჩვენ გვჯერა, რომ შემდეგი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა იქნება“, - განაცხადა გავრილოვმა.

მისივე თქმით, ეს შესაძლებელს გახდის, სხვა საკითხებთან ერთად, ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სრულფასოვანი საკონსულო მხარდაჭერის არსებობას.

"ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე, მისი ერთგულება დემოკრატიული პრინციპების მიმართ. ჩვენს ხალხებს მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა“, - აღნიშნა სერგეი გავრილოვმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოსთან ავიარეისები გააუქმა, თბილისის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დღეს პირველად დაჯდა. საქართველო-რუსეთს შორის ფრენის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება კი, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის მაისში მიიღო.