საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალგაზრდას, რომელსაც თვალზე მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, დახმარება ესაჭიროება - "ამ დაავადების დროს თეთრდება თვალი და ბრმავდება ადამიანი"
ახალგაზრდას, რომელსაც თვალზე მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, დახმარება ესაჭიროება - "ამ დაავადების დროს თეთრდება თვალი და ბრმავდება ადამიანი"

32 წლის გი­ორ­გი ზი­რა­ქაშ­ვილს, რო­მელ­საც თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბა კე­რა­ტო­კო­ნუ­სი და­უდ­გინ­და, დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჭი­როა ოპე­რა­ცია, რაღა მოხ­დეს თვა­ლის რქო­ვა­ნის გა­და­ნერგვა. ოპე­რა­ცია დიდ თან­ხას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამი­ტომ სა­ჭი­რო­ებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დახ­მა­რე­ბას:

"მე­გობ­რე­ბო და­მიდ­გინ­და მხედ­ვე­ლო­ბის თვა­ლის პრობ­ლე­მა "კე­რა­ტო­კო­ნუ­სი" მე­ო­თხე სტა­დია. ასა­კობ­რი­ვი ეს არის და­ა­ვა­დე­ბა მოკ­ლედ უხე­შად რომ ვთქვათ სკდე­ბა, თეთრდე­ბა თვა­ლი და ბრმავ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი.

სას­წრა­ფოდ მჭირ­დე­ბა ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც არ ფი­ნანსდე­ბა და ერთი თვა­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის 10280.00 ლარი. "თვა­ლის რქო­ვა­ნას" გა­და­ნერგვა რომ მოხ­დეს დო­ნო­რი უნდა მო­ი­ძებ­ნოს ამე­რი­კა­ში. ანუ ვი­ღაც, რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მოხ­და მისი თვა­ლის შე­ნახ­ვა და შემ­დეგ ხდე­ბა მისი ჩა­მო­ტა­ნა და გა­და­ნერგვა.

იმე­დია მი­ი­ღებს ჩემი სხე­უ­ლი და არ დავ­ბრმავ­დე­ბი. ადა­მი­ა­ნუ­რად გთხოვთ ვი­საც რის სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ რომ და­მეხ­მა­როთ და გა­ა­ზი­ა­როთ პოს­ტი" - წერს მა­მა­კა­ცი.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­გიძ­ლი­ათ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი : #GE35BG0000000100861362

თი­ბი­სი ბან­კი : #GE67TB7302445064300010

მიმ­ღე­ბი გი­ორ­გი ზი­რა­ქაშ­ვი­ლი

მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი 557504245

ცნო­ბის­თვის, კე­რა­ტო­კო­ნუ­სი რქო­ვა­ნას დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის დრო­საც რქო­ვა­ნა თხელ­დე­ბა და კო­ნუ­სის ფორ­მას იღებს. რქო­ვა­ნა არის თვა­ლის ფე­რა­დი გარ­სის წინ მო­თავ­სე­ბუ­ლი გამჭვირ­ვა­ლე გარ­სი, რო­მე­ლიც ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სფე­რო­სებ­რი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის არის. კე­რა­ტო­კო­ნუ­სის დროს კი რქო­ვა­ნას სფე­რო­სებ­რი ფორ­მა იც­ვლე­ბა კო­ნუ­სი­სებ­რი ფორ­მით, რქო­ვა­ნა გარ­სი თხელ­დე­ბა და წინ იზ­ნი­ქე­ბა. რქო­ვა­ნას ფორ­მი­სა და სის­ქის ცვლი­ლე­ბა იწ­ვევს მისი ოპ­ტი­კუ­რი ფუნ­ქცი­ის ცვლი­ლე­ბას, რის შე­დე­გა­დაც ხდე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა - ვი­თარ­დე­ბა მი­ო­პია და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ას­ტიგ­მა­ტიზ­მი. კე­რა­ტო­კო­ნუსს რქო­ვა­ნა გარ­სის პროგ­რე­სი­რე­ბა­დი გა­თხე­ლე­ბა ახა­სი­ა­თებს და ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­გორც წესი, ორი­ვე თვალ­ზე ვი­თარ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ok
7

ცალი თვალიყ იყავი

ქართველი
1

გთხოვთ დავეხმაროთ ამხანაგს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ახალგაზრდას, რომელსაც თვალზე მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, დახმარება ესაჭიროება - "ამ დაავადების დროს თეთრდება თვალი და ბრმავდება ადამიანი"

ახალგაზრდას, რომელსაც თვალზე მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, დახმარება ესაჭიროება - "ამ დაავადების დროს თეთრდება თვალი და ბრმავდება ადამიანი"

32 წლის გიორგი ზირაქაშვილს, რომელსაც თვალის დაავადება კერატოკონუსი დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას ახალგაზრდა მამაკაცი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ინფორმაციით, საჭიროა ოპერაცია, რაღა მოხდეს თვალის რქოვანის გადანერგვა. ოპერაცია დიდ თანხასთან არის დაკავშირებული ამიტომ საჭიროებს საზოგადოების მხრიდან დახმარებას:

"მეგობრებო დამიდგინდა მხედველობის თვალის პრობლემა "კერატოკონუსი" მეოთხე სტადია. ასაკობრივი ეს არის დაავადება მოკლედ უხეშად რომ ვთქვათ სკდება, თეთრდება თვალი და ბრმავდება ადამიანი.

სასწრაფოდ მჭირდება ოპერაცია, რომელიც არ ფინანსდება და ერთი თვალის ღირებულება არის 10280.00 ლარი. "თვალის რქოვანას" გადანერგვა რომ მოხდეს დონორი უნდა მოიძებნოს ამერიკაში. ანუ ვიღაც, რომ გარდაიცვალა, მოხდა მისი თვალის შენახვა და შემდეგ ხდება მისი ჩამოტანა და გადანერგვა.

იმედია მიიღებს ჩემი სხეული და არ დავბრმავდები. ადამიანურად გთხოვთ ვისაც რის საშუალება გაქვთ რომ დამეხმაროთ და გააზიაროთ პოსტი" - წერს მამაკაცი.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი : #GE35BG0000000100861362

თიბისი ბანკი : #GE67TB7302445064300010

მიმღები გიორგი ზირაქაშვილი

მობილურის ნომერი 557504245

ცნობისთვის, კერატოკონუსი რქოვანას დეგენერაციული დაავადებაა, რომლის დროსაც რქოვანა თხელდება და კონუსის ფორმას იღებს. რქოვანა არის თვალის ფერადი გარსის წინ მოთავსებული გამჭვირვალე გარსი, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში სფეროსებრი მოყვანილობის არის. კერატოკონუსის დროს კი რქოვანას სფეროსებრი ფორმა იცვლება კონუსისებრი ფორმით, რქოვანა გარსი თხელდება და წინ იზნიქება. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება იწვევს მისი ოპტიკური ფუნქციის ცვლილებას, რის შედეგადაც ხდება მხედველობის გაუარესება - ვითარდება მიოპია და მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმი. კერატოკონუსს რქოვანა გარსის პროგრესირებადი გათხელება ახასიათებს და ცვლილებები, როგორც წესი, ორივე თვალზე ვითარდება.