ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ოთახში თანაფრაქციელებთან შეხვედრა, რომელთაც არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატებს დაუჭირეს მხარი, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიიჩნევენ, რომ მათ ფრაქციაში იმ დეპუტატების ადგილი არ არის, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში "კლანი" გააძლიერა,
ფრაქციის სამუშაო ოთახში იმყოფებიან ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, შეხვედრა უკვე დატოვა როსტომ ჩხეიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.
თითქმის ორი წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია. პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში ამოეწურათ. საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც საბჭოს არამოსამართლე წევრებს: - ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ. შესაბამისად, 2021 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 10 წევრია.
წაიკითხეთ ასევე:
ნაცმოძრაობა ერთ ღამეში შეკოწიწებული სახელმითვისებული მუსოლინიური ტიპის შტურმზონდერ ფაშიოა , რომელიც პოლიტიკურ ველზე ყაჩაღობით ირჩენსთ თავს , საბუთი ? რამდენიც გნებავთ , მაგალითად კეზერამ გაძარცვა არმია და ქვეყანა მიშას დავალებით, პოლიტიკაა ძარცვა ?! ან, თუნდაც მისი ოფოციალური პოლიტიკურ იდეოლოგიური მსოფლმხედველობის ცვლილება-ნეოკონსრტვატორი იყო , ეს "იდეოლოგია" ეკონომიკის საძარცვი ინსტრუმენტია-შირმაა "თავდაცვის გაძლიერების მიზნით ეკონომიკაში მეტი ჩარევის", ანუ ძარცვის გასამართლებლად ! ახლა აქვსთ კარდინალურად საწინააღმდეგო სამოქალაქო ნაციონალიზმის და ევროატლანტიზმის იდეოლოგიის მატარებელი , სამივე ბატიბუტიზმია , ნაცმოს სამი, თუ ოთხი შტო ატარებს ერთიდაიგივე იდეოლოგიას , სად ნახეთ რამოდენიმე ძველის ბაზაზე შექმნილი ახალ პარტიას ერთიდაიგივე პერსონები შეადგენდნენ , იდეოლოგია კი ძველისგან განსხვავებული გაუხდათ ? იდეოლოგიაა ღერძი , რომლის გარშემო განისაზღვრება და მიიღწევა საპროგრამო პოლიტიკური მიზანი , სამივე ბოკერიას ბატიბუტისტური ტრულაილა ფუტურო შემოქმედებაა და არაფერი აქვს საერთო საქართველოს ტრადიციულ და ისტორიულ მსოფლმხედველობასთან, წარსულთან, აწმყოსა და მომავალთან ! ესაა იდეოლოგია ფიქსი , არა აქვს არანაირი საფუძველი , თვალთმაქცობაა, რეგისტრაციისათვის და შირმა საჭიროა ქალბატონის რედიკულივით და აქვსთ , სეთურის პროგრამაა , ეგარი, ამ დროს პარტიის არსებობის დედააზრი იდეოლოგიაა ! გააჩერეთ კეზერა და კითხეთ რა განსხვავებაა ძველ და ახალ იდეოლოგიებს შორის , უპასუხოს აბა, ეგეც ნაბუკო ხომ არ არის?!
დაუხოციათ ერთმანეთი, ამოისუნთქებს ქვეყანა!