პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რომელი სახეობის სოსისი უნდა შეწვა გრილზე/მაყალზე და როგორ შეარჩიო სწორად - 3 მეთოდი იდეალური ბარბექიუსთვის
რომელი სახეობის სოსისი უნდა შეწვა გრილზე/მაყალზე და როგორ შეარჩიო სწორად - 3 მეთოდი იდეალური ბარბექიუსთვის

შემ­წვა­რი სო­სი­სი და ჰოთ-დო­გე­ბი - იდე­ა­ლუ­რი კერ­ძია პიკ­ნი­კის­თვის, სახ­ლის უკა­ნა ეზო­ში. გრი­ლი­დან ამო­სუ­ლი ნაკ­ვერ­ჩხლის კვამ­ლი აძ­ლი­ე­რებს სო­სი­სის გე­მოს და უფრო წვნი­ანს ხდის მას. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სო­სი­სი იმ ტი­პის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად მზად­დე­ბა გრილ­ზე, რად­გან არ გი­წევს ზედ­მე­ტი წვა­ლე­ბა მა­რი­ნა­დის მომ­ზა­დე­ბის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ მარ­ტი­ვი კერ­ძის გა­ფუ­ჭე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია. თქვენ ორი ამო­ცა­ნა გაქვთ: შე­არ­ჩი­ოთ იდე­ა­ლუ­რი სო­სი­სი და არ გა­ა­ფუ­ჭოთ ის!

სო­სი­სის შეწ­ვის სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დე­ბის შეს­წავ­ლით შე­გიძ­ლი­ათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შეც­დო­მე­ბი და ყო­ველ ჯერ­ზე მი­ი­ღოთ სრულ­ყო­ფი­ლი კერ­ძი ბარ­ბე­ქი­უს­თვის.

რო­გო­რი სო­სი­სი უხ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად გრილს/მა­ყალს?

სა­ნამ მომ­ზა­დე­ბის ინ­სტრუქ­ცი­ას ჩა­ვუღ­რმავ­დე­ბით, მოდი ვი­სა­უბ­როთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კომ­პო­ნენტზე - სო­სის­ზე. კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი სო­სი­სი ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხორ­ცის ცი­ლე­ბის „მატ­რი­ცას“ წარ­მო­ად­გენს. მომ­ზა­დე­ბი­სას ის იკუმ­შე­ბა, შიგ­ნით აკა­ვებს ცხიმს, ხორ­ცის წვენს და არო­მა­ტებს. ცხი­მი და მა­რი­ლი ანი­ჭებს მას გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ გე­მოს. ცხი­მი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია სო­სის­ში, ის სტე­ი­კის მსგავ­სად აძ­ლევს ჩვენს პირს „წვნი­ან“ შეგ­რძნე­ბას. სწო­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი სო­სი­სის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში უნდა იყოს ცხი­მი. ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია შე­რე­უ­ლი ხორ­ცით მომ­ზა­დე­ბუ­ლი - კერ­ძოდ, სა­ქონ­ლი­სა და ღო­რის. ამ მხრივ, სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი „ნი­კო­რას“ პრე­მი­უმ კლა­სის სო­სი­სე­ბია.

„ბერ­ნე­რი“, „როს­ტე­რი“ და „ფრან­კფურ­ტე­რი“ - გერ­მა­ნუ­ლი კლა­სი­კუ­რი რე­ცეპ­ტუ­რის მი­ხედ­ვით მზად­დე­ბა. მათ ევ­რო­პუ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა შიგ­თავ­სი აქვთ. სა­მი­ვე სო­სი­სი ბუ­ნებ­რივ გარ­საცმშია მო­თავ­სე­ბუ­ლი და შე­სა­ნიშ­ნა­ვად უძ­ლებს ნაკ­ვერ­ჩხლის მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას.

„როს­ტე­რი“ შე­ი­ცავს ჰო­ლან­დი­ურ ყველს, წი­თელ და მწვა­ნე პაპ­რი­კას და სო­კოს, რაც მის გან­სა­კუთ­რე­ბულ გე­მოს გა­ნა­პი­რო­ბებს.

„ფრან­კფურ­ტე­რი“ გერ­მა­ნუ­ლი ფრან­კფურ­ტე­რის ზუს­ტი ანა­ლო­გია. მის და­სამ­ზა­დებ­ლად უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ხორ­ცი და ევ­რო­პუ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

„ბერ­ნე­რი“ კი ჰო­ლან­დი­ურ ყველს შე­ი­ცავს და ქვე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი სა­მი­ვე მე­თო­დის­თვის იდე­ა­ლუ­რია.

რო­გორ შევწვათ სო­სი­სი - 3 მე­თო­დი:

  • მე­თო­დი 1. Low’n’Slow - სა­შუ­ა­ლო და ნელი

სო­სი­სის პირ­და­პირ გრილ­ზე მო­თავ­სე­ბა ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მე­თო­დია. მა­ღა­ლი რის­კის მი­უ­ხე­და­ვად, სწო­რი ტექ­ნი­კით შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­დე­გი. აან­თეთ ცე­ცხლი გრილ­ზე. იდე­ა­ლუ­რია სა­შუ­ა­ლო ცე­ცხლი. და­დეთ სო­სი­სი ცე­ცხლის ზე­მოთ, გრი­ლის ცხა­ურ­ზე და დრო­დად­რო ატ­რი­ა­ლეთ, სა­ნამ გარ­სი არ გახ­დე­ბა ხრა­შუ­ნა და მუქი. შე­გიძ­ლი­ათ სო­სი­სი ერთი მხრი­დან რამ­დენ­ჯერ­მე და­სე­როთ, ამით თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ მის გას­კდო­მას. პირ­და­პირ გრილ­ზე შე­საწ­ვა­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ „როს­ტე­რი“.

  • მე­თო­დი 2. მა­ღა­ლი ცე­ცხლი­დან - და­ბალ­ზე

არა­პირ­და­პი­რი გრი­ლი - ალ­ბათ ეს არის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გზა იმი­სათ­ვის, რომ სო­სი­სი სრულ­ყო­ფი­ლად მო­ამ­ზა­დოთ და შე­ბო­ლი­ლი არო­მა­ტი მი­ა­ნი­ჭოთ. და­ი­წყეთ სო­სი­სის შეწ­ვა მა­ღალ ცე­ცხლზე, და­ა­ყოვ­ნეთ რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. რო­გორც კი კანი მო­ებ­რა­წე­ბა, ცე­ცხლს და­უ­წი­ეთ სა­შუ­ა­ლომ­დე და სო­სი­სი სით­ბოს წყა­რო­დან რაც შე­იძ­ლე­ბა შორს გა­და­ი­ტა­ნეთ (გრი­ლის კი­დე­ე­ბის­კენ). და­ტო­ვეთ იქ და­ახ­ლო­ე­ბით 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ მე­თო­დით თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ გას­კდო­მას და ცე­ცხლის გა­ჩე­ნას. წვნი­ან სო­სისს ხრა­შუ­ნა გარ­სი ექ­ნე­ბა.

ამ მე­თო­დის­თვის შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ რო­გორც „როს­ტე­რი“, ასე­ვე „ბერ­ნე­რი“ და „ფრან­კფურ­ტე­რი“.

  • მე­თო­დი 3. მო­ხარ­შვა და შემ­დეგ შეწ­ვა

თუკი სო­სისს გრილ­ზე შეწ­ვამ­დე მო­ხარ­შავთ, შე­გიძ­ლი­ათ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყოთ, რომ პრო­დუქ­ტი იქ­ნე­ბა წვნი­ა­ნი, არ და­იწ­ვე­ბა და ბო­ლომ­დე მომ­ზად­დე­ბა. ასე­ვე, თა­ვი­დან აი­ცი­ლებთ გარ­სის გა­მოშ­რო­ბას. გრილ­ზე და­დეთ ცე­ცხლგამ­ძლე ჭურ­ჭე­ლი, ჩა­ას­ხით წყა­ლი და ლუდი (ნა­ხე­ვარ-ნა­ხე­ვა­რი წილი), ჩა­ყა­რეთ დაჭ­რი­ლი ხახ­ვი, დაფ­ნის ფო­თო­ლი და მდოგ­ვის მარ­ცვლე­ბი. რო­გორც კი წყა­ლი შეთ­ბე­ბა, ჩა­დეთ სო­სი­სი და ხარ­შეთ 8 წთ. ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით, რომ წყა­ლი არ ადუღ­დეს. შემ­დეგ ამო­ი­ღეთ სო­სი­სე­ბი და გა­და­ი­ტა­ნეთ გრილ­ზე. რო­გორც კი ყა­ვის­ფე­რი გახ­დე­ბა და მა­დი­საღ­მძვრელ ვი­ზუ­ალს მი­ი­ღებს, მზა­დაა!

ამ მე­თო­დის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეთ „ბერ­ნე­რი“ და ფრან­კფურ­ტე­რი“

ხახ­ვი ზე­მო­დან თუ ქვე­მო­დან?

  • რო­დე­საც ხახვს სო­სისს ვაყ­რით, შე­დე­გად ვი­ღებთ მოტ­კბო, კა­რა­მე­ლი­ზე­ბულ არო­მატს, რაც სა­ოც­რად უხ­დე­ბა სო­სისს.

სო­უ­სე­ბი

  • სა­სურ­ვე­ლია პო­მიდვ­რის სო­უ­სი თა­ვად მო­ამ­ზა­დოთ. თუ არ გაქვთ, მა­ღა­ზი­ა­ში ნა­ყი­დი გა­მო­ი­ყე­ნეთ. ასე­ვე, მო­უხ­დე­ბა ბარ­ბე­ქი­უს სო­უ­სი და დი­ჟო­ნის მდოგ­ვი.

ბო­ნუს რჩე­ვა: მა­ყალ­ზე მომ­ზა­დე­ბი­სას, სო­სი­სე­ბი სწო­რად ააც­ვით შამ­ფურ­ზე. ის უნდა გა­უ­ყა­როთ მხო­ლოდ კი­დე­ებ­ში და სო­სისს მის­ცეთ ნა­ხე­ვარ­მთვა­რის ფორ­მა.

ავ­ტო­რი: თეა ინა­სა­რი­ძე

ავტორი:

რომელი სახეობის სოსისი უნდა შეწვა გრილზე/მაყალზე და როგორ შეარჩიო სწორად - 3 მეთოდი იდეალური ბარბექიუსთვის

რომელი სახეობის სოსისი უნდა შეწვა გრილზე/მაყალზე და როგორ შეარჩიო სწორად - 3 მეთოდი იდეალური ბარბექიუსთვის

შემწვარი სოსისი და ჰოთ-დოგები - იდეალური კერძია პიკნიკისთვის, სახლის უკანა ეზოში. გრილიდან ამოსული ნაკვერჩხლის კვამლი აძლიერებს სოსისის გემოს და უფრო წვნიანს ხდის მას. შეიძლება ითქვას, რომ სოსისი იმ ტიპის ხორცპროდუქტია, რომელიც ყველაზე მარტივად მზადდება გრილზე, რადგან არ გიწევს ზედმეტი წვალება მარინადის მომზადებისთვის. მიუხედავად ამისა, ამ მარტივი კერძის გაფუჭება ძალიან ადვილია. თქვენ ორი ამოცანა გაქვთ: შეარჩიოთ იდეალური სოსისი და არ გააფუჭოთ ის!

სოსისის შეწვის საუკეთესო მეთოდების შესწავლით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს გავრცელებული კულინარიული შეცდომები და ყოველ ჯერზე მიიღოთ სრულყოფილი კერძი ბარბექიუსთვის.

როგორი სოსისი უხდება ყველაზე მეტად გრილს/მაყალს?

სანამ მომზადების ინსტრუქციას ჩავუღრმავდებით, მოდი ვისაუბროთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტზე - სოსისზე. კარგად მომზადებული სოსისი ერთმანეთთან დაკავშირებული ხორცის ცილების „მატრიცას“ წარმოადგენს. მომზადებისას ის იკუმშება, შიგნით აკავებს ცხიმს, ხორცის წვენს და არომატებს. ცხიმი და მარილი ანიჭებს მას განუმეორებელ გემოს. ცხიმი მთავარი კომპონენტია სოსისში, ის სტეიკის მსგავსად აძლევს ჩვენს პირს „წვნიან“ შეგრძნებას. სწორად მომზადებული სოსისის შემადგენლობაში უნდა იყოს ცხიმი. ყველაზე მეტად გავრცელებულია შერეული ხორცით მომზადებული - კერძოდ, საქონლისა და ღორის. ამ მხრივ, საუკეთესო არჩევანი „ნიკორას“ პრემიუმ კლასის სოსისებია.

„ბერნერი“, „როსტერი“ და „ფრანკფურტერი“ - გერმანული კლასიკური რეცეპტურის მიხედვით მზადდება. მათ ევროპული სანელებლები და სხვადასხვა შიგთავსი აქვთ. სამივე სოსისი ბუნებრივ გარსაცმშია მოთავსებული და შესანიშნავად უძლებს ნაკვერჩხლის მაღალ ტემპერატურას.

„როსტერი“ შეიცავს ჰოლანდიურ ყველს, წითელ და მწვანე პაპრიკას და სოკოს, რაც მის განსაკუთრებულ გემოს განაპირობებს.

„ფრანკფურტერი“ გერმანული ფრანკფურტერის ზუსტი ანალოგია. მის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ხორცი და ევროპული სანელებლები გამოიყენება.

„ბერნერი“ კი ჰოლანდიურ ყველს შეიცავს და ქვემოთ მოყვანილი სამივე მეთოდისთვის იდეალურია.

როგორ შევწვათ სოსისი - 3 მეთოდი:

  • მეთოდი 1. Low’n’Slow - საშუალო და ნელი

სოსისის პირდაპირ გრილზე მოთავსება ყველაზე პოპულარული მეთოდია. მაღალი რისკის მიუხედავად, სწორი ტექნიკით შეგიძლიათ მიიღოთ შესანიშნავი შედეგი. აანთეთ ცეცხლი გრილზე. იდეალურია საშუალო ცეცხლი. დადეთ სოსისი ცეცხლის ზემოთ, გრილის ცხაურზე და დროდადრო ატრიალეთ, სანამ გარსი არ გახდება ხრაშუნა და მუქი. შეგიძლიათ სოსისი ერთი მხრიდან რამდენჯერმე დასეროთ, ამით თავიდან აიცილებთ მის გასკდომას. პირდაპირ გრილზე შესაწვავად გამოიყენეთ „როსტერი“.

  • მეთოდი 2. მაღალი ცეცხლიდან - დაბალზე

არაპირდაპირი გრილი - ალბათ ეს არის ყველაზე პოპულარული გზა იმისათვის, რომ სოსისი სრულყოფილად მოამზადოთ და შებოლილი არომატი მიანიჭოთ. დაიწყეთ სოსისის შეწვა მაღალ ცეცხლზე, დააყოვნეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. როგორც კი კანი მოებრაწება, ცეცხლს დაუწიეთ საშუალომდე და სოსისი სითბოს წყაროდან რაც შეიძლება შორს გადაიტანეთ (გრილის კიდეებისკენ). დატოვეთ იქ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ამ მეთოდით თავიდან აიცილებთ გასკდომას და ცეცხლის გაჩენას. წვნიან სოსისს ხრაშუნა გარსი ექნება.

ამ მეთოდისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც „როსტერი“, ასევე „ბერნერი“ და „ფრანკფურტერი“.

  • მეთოდი 3. მოხარშვა და შემდეგ შეწვა

თუკი სოსისს გრილზე შეწვამდე მოხარშავთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ პროდუქტი იქნება წვნიანი, არ დაიწვება და ბოლომდე მომზადდება. ასევე, თავიდან აიცილებთ გარსის გამოშრობას. გრილზე დადეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი, ჩაასხით წყალი და ლუდი (ნახევარ-ნახევარი წილი), ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი და მდოგვის მარცვლები. როგორც კი წყალი შეთბება, ჩადეთ სოსისი და ხარშეთ 8 წთ. ყურადღებით იყავით, რომ წყალი არ ადუღდეს. შემდეგ ამოიღეთ სოსისები და გადაიტანეთ გრილზე. როგორც კი ყავისფერი გახდება და მადისაღმძვრელ ვიზუალს მიიღებს, მზადაა!

ამ მეთოდისთვის გამოიყენეთ „ბერნერი“ და ფრანკფურტერი“

ხახვი ზემოდან თუ ქვემოდან?

  • როდესაც ხახვს სოსისს ვაყრით, შედეგად ვიღებთ მოტკბო, კარამელიზებულ არომატს, რაც საოცრად უხდება სოსისს.

სოუსები

  • სასურველია პომიდვრის სოუსი თავად მოამზადოთ. თუ არ გაქვთ, მაღაზიაში ნაყიდი გამოიყენეთ. ასევე, მოუხდება ბარბექიუს სოუსი და დიჟონის მდოგვი.

ბონუს რჩევა: მაყალზე მომზადებისას, სოსისები სწორად ააცვით შამფურზე. ის უნდა გაუყაროთ მხოლოდ კიდეებში და სოსისს მისცეთ ნახევარმთვარის ფორმა.

ავტორი: თეა ინასარიძე