"ევროვიზიის" სიმღერის კონკურსს დიდმა ბრიტანეთმა, ლივერპულმა უმასპინძლა. გრანდიოზული ფინალის გახსნისას კი გულშემატკივარის წინ მოულოდნელად უელსის პრინცესა, ქეით მიდლტონი მისთვის განსხვავებული როლით გამოჩნდა.
ფინალი გასული წლის გამარჯვებულმა უკრაინულმა Kalush Orchestra-მ გახსნა, მათ კი როიალთან მჯდომი ქეითი უწევდა აკომპანირებას.
პრინცესას ეცვა Jenny Packham-ის კოლექციიდან კოქტეილის ცისფერი კაბა. ქეითის არჩევანი, ჩაეცვა უკრაინის სიმბოლო ფერის კაბა და მისი მთლიანი პერფორმანსი გამოხატავდა უკრაინის მიმართ მხარდაჭერას.
A #Eurovision surprise 🎹
— The Prince and Princess of Wales (@KensingtonRoyal) May 13, 2023
A pleasure to join Kalush Orchestra in a special performance of last year's winning @eurovision entry.
Enjoy the show, Liverpool 🪩 pic.twitter.com/y4WDuWvOvb
ცნობისთვის, ევროპის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსი, "ევროვიზია 2023" დასრულდა და გამარჯვებული შვედეთი გახდა. წელს შვედეთს კონკურსზე Loreen-ი წარადგენდა სიმღერით Tattoo. ის კონკურსის დაწყებიდანვე ფავორიტებს შორის სახელდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ლორენმა ეს კონკურსი უკვე მეორედ მოიგო. პირველად - 2012 წელს. ის "ევროვიზიის" ისტორიაში მეორეა, რომელმაც მისი მოგება ორჯერ შეძლო. მანამდე ასეთი შედეგი მხოლოდ ირლანდიელ ჯონი ლოგანს ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ შვედეთი უკვე მეშვიდედ გახდა ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყანა,
"ჩემს ყველაზე გიჟურ ოცნებებშიც კი არ მეგონა რომ ასეთი რამ მოხდებოდა", - თქვა გამარჯვებულმა.
მგონი ამის კაბა ერთ ფერშია.... არა? მე მეჩვენება თუ თქვენ
სიმღერა მაინც იცოდნენ ამ ჩემისებმა, კონკურსებს მართავენ, ჭყავიან მარტის კატებივით და ჰგონიათ, რომ მღერიან...ვაი ჩვენი ბრალი, აბა, ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ!